სწორად შეარჩიეთ თეთრეული, ფეხმძიმობის დროს თქვენმა მკერდი შეიძლება გახდეს ერთი ან ით ან მეტი კილოგრამით მძიმე, შესაბამისად გაიზრდება ბიუსჰალტერის ზომაც.
აირჩიეთ სპეციალური ბიუსჰალტერები მომავალი დედებისთვის, ფართო ბრეტელებზე და დრეკადი, ოვალური მავთულების გარეშე. დარწმუნდით, რომ ბიუსჰალტერის ზომა სწორად არის შერჩეული. ისარგებლეთ სპეციალური, ბიუსჰალტერის საფენებით, რომელიც შედგება რამდენიმე შრისგან და თავსდება ბიუსჰალტერის შიგნით. საქმე იმაშია, რომ ორსულობის მე - 4 თვიდან, თქვენი სარძევე ჯირკვლებიდან შესაძლოა დაიწყოს ეგრეთ წოდებული ხსენის გამოყოფა, რომლითაც უნდა იკვებოს თქვენმა პატარამ დაბადებიდან პირველი დღეების განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში სამოსის სისუფთავის შენარჩუნების თვალსაზრისით, ბიუსჰალტერის საფენები ძალიან გამოგადგებათ ბავშვის მკერდით კვების პერიოდში (თუ რძე გარეთ გამოვიდა, საფენი შეიწოვს მას და არ მისცემს საშუალებას ტანსაცმლის ზედაპირი დაისვაროს). დაიცავით მკერდის ჰიგიენა, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან მკერდი გრილი წყლით ჩამოიბანოთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს კანს. იგივე მიზეზით, შეიკავეთ თავი საპნის გამოყენებისგან და უპირატესობა რბილ შხაპის გელებს მიანიჭეთ. ყოველი შხაპის მიღების დროს, რამდენიმე წუთი დაუთმეთ წყლის ჭავლით მკერდის მსუბუქ მასაჟს. ამ დროს წყლის ჭავლის მოძრაობა უნდა იყოს წრიული, მიმართული იღლიების ჩაღრმავებისკენ; მეტად მოსახერხებელია შხაპი დრეკადი, მოქნილი მილით. კონტრასტული შხაპი და აუზზე ცურვა აგრეთვე ძალიან უწყობს ხელს მკერდის ქსოვიულების გამაგრებას. გაიკეთეთ მკერდის მასაჟი ხელით, ეს ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას და იწვევს სისხლის გაძლიერებული ნაკადის მიმართვას მკერდის ჯირკვლებისკენ, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მისი კუნთების გამაგრებას. ასეთი მასაჟი ფორმას შეუნარჩუნებს თქვენს მკერდს. გახსოვდეთ, რომ ისეთი მგრძნობიარე ზონის მასაჟმა, როგორიც ძუძუს კერტებია, შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. მკერდზე კანის სტრიების პროფილაქტიკისათვის და მკერდის სიმკვრივის შენარჩუნებისთვის გამოიყენეთ სპეციალური კრემები და ზეთი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ფეხმძიმე ქალბატონებისთვის. თუ აპირებთ ბავშვი მკერდით კვებოთ, უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკა, რომელიც ამაღლებს ძუძუს თავების (კერტების) ქსოვილების ელასტიურობასა და სიმკვრივეს. იგივე საშუალებები გამოგადგებათ ბავშვის დაბადების შემდეგაც, რადგან მკერდით კვების დროს ეფექტურად ებრძვიან ძუძუს კერტებზე ნაპრალების (ნახეთქების) წარმოქმნას, ამას გარდა გააჩნიათ ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები. ფეხმძიმობა და მკერდის მოვლაგახსოვდეთ, რომ ყველა კოსმეტიკური თუ სპეციალური საშუალება, რომელიც საჭიროა მკერდის კანის მოსავლელად, აუცილებლად შეათანხმეთ ექიმთან, რომელიც აკონტროლებს თქვენი ფეხმძიმობის პროცესს.
ნაყოფის მდებარეობას უწოდებენ ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძების განლაგებას ერთმანეთის მიმართ.
ამის მიხედვით განასხვავებენ ნაყოფის გრძივ, გარდიგარდმო და ირიბ მდებარეობას. გრძივი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთს ემთხვევა. გარდიგარდმო მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ ქმნის 90-გრადუსიან კუთხეს. ირიბი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ მახვილ კუთხეს ქმნის. ნორმალურად მიიჩნევა საშვილოსნოში ნაყოფის გრძივი მდებარეობა. ასიდან 99 შემთხვევაში, უფრო ზუსტად, შემთხვევათა 99,5%-ში, სწორედ ასეთი მდებარეობა გვხვდება. საშვილოსნოში ნაყოფის გრძივ მდებარეობას დამახასიათებელ პოზაში ემბრიონის პოზას უწოდებენ. ამ დროს ნაყოფს თავი გულმკერდზე აქვს მიბჯენილი, ხელები - გადაჯვარედინებული, ფეხები - მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი და მუცელთან მიტანილი. ნორმალური მოხრითი მდებარეობის დროს ნაყოფი იღებს კვერცხის ფორმას. მისი განიერი ნაწილი, მენჯი, მიქცეულია საშვილოსნოს ფუძისკენ, ხოლო ვიწრო ნაწილი, კეფა - მენჯის გამოსავლისკენ. გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობა პათოლოგიურად მიიჩნევა ნაყოფის და შემთხვევათა 0,5%-ში გვხვდება. ნაყოფის წინამდებარეობას უწოდებენ ნაყოფის მსხვილი ნაწილის (თავის, მენჯის) განლაგებას დედის მენჯის შესავლის მიმართ, ხოლო ნაყოფის წინამდებარე ნაწილად იწოდება მისი ის ნაწილი, რომელიც მშობიარობის დროს ყველაზე ადრე გაივლის სამშობიარო გზებს და პირველი იბადება. თუ დედის მენჯის შესავალთან იმყოფება თავი, ამას ნაყოფის თავით წინამდებარეობა ეწოდება, თუ მენჯი - მენჯით წინამდებარეობა. მენჯით წინამდებარეობა პათოლოგიური მდებარეობის შემთხვევათა 3,5%-ში დასტურდება. განასხვავებენ ჯდომით, ფეხით და მუხლით წინამდებარეობას. ჯდომით წინამდებარეობა, თავის მხრივ, იყოფა სუფთა და შერეულ ფორმებად. სუფთა ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მუხლის სახსარში გაშლილია, ხოლო მენჯ-ბარძაყისაში - მოხრილი და სხეულის გასწვრივაა განლაგებული. შერეული ჯდომით წინამდებარეობის, ანუ სრული ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში. ფეხით წინამდებარეობის დროს წინამდებარე ნაწილია ერთ-ერთი ან ორივე ფეხი. იშვიათად ფეხები მოხრილია ისე, რომ მხოლოდ მუხლი ისინჯება. ასეთ მდებარეობას მუხლით წინამდებარეობას უწოდებენ. ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა ორსულობის პირველ ნახევარში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მშობიარობის დაწყების წინ. 28 კვირის (7 თვის) ორსულობის დროს მენჯით წინამდებარეობა შემთხვევათა 30%-ში აღირიცხება. ზრდასა და მომწიფებასთან ერთად ნაყოფი ზოგჯერ უფრო სტაბილურ მდებარეობას იღებს. გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობის დროს ჩვეულებრივი გზით ნაყოფის დაბადება ძალზე სარისკოა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე დამოუკიდებლად მშობიარობა შეუძლებელია - საშიშროება ემუქრება როგორც დედას, ისე ბავშვსაც. მშობიარობის ოპტიმალური მეთოდია საკეისრო კვეთა. გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობის მიზეზად შეიძლება იქცეს:
ორსული სამშობიაროში 35-36-ე კვირას უნდა მოთავსდეს. მშობიარობა პათოლოგიურად მიმდინარეობს. ხდება ისეც, რომ ნაყოფი მშობიარობის დასაწყისში ირიბი ან განივი მდებარეობიდან დამოუკიდებლად გადადის გრძივში (თვითმობრუნება), მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება. ირიბი და განივი მდებარეობის დროს ნაყოფის წინამდებარე ნაწილი ფაქტობრივად არ არსებობს და ხდება სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა. წყალი მთლიანად ან თითქმის მთლიანად იღვრება. წყლებთან ერთად, წესისამებრ, გამოვარდება ხელი ან ჭიპლარის მარყუჟი. წყლების დაღვრის შემდეგ საშვილოსნო იკუმშება, ნაყოფს შემოესალტება და მოძრაობის საშუალებას ართმევს. საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვის გამო ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, დაირღვეს პლაცენტური სისხლის მიმოქცევა და განვითარდეს ნაყოფის ასფიქსია. შორს წასული (ნებაზე მიშვებული) გარდიგარდმო მდებარეობისას მოსალოდნელია საშვილოსნოს გახეთქვა და დედისა და შვილის სიკვდილი. მშობიარობა შესაძლოა ნორმალურად დასრულდეს, მაგრამ თავი იჩინოს გართულებებმა, რომლებიც ხშირად ძალზე სახიფათოა ნაყოფისთვის. გართულებები, თუმცაღა იშვიათად, დედის მხრივაც არის მოსალოდნელი. მაგალითად, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა (განსაკუთრებით - ფეხით წინამდებარეობის დროს), ჭიპლარის მარყუჟის გამოვარდნა. გამოვარდნილი ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, განვითარდეს ასფიქსია და ნაყოფი დაიღუპოს. არცთუ იშვიათია სამშობიარო მოქმედების სისუსტე. მენჯით წინამდებარეობის დროს მშობიარობის თავისებურება ის არის, რომ ნაყოფის ყველაზე მსხვილი ნაწილი, თავი, იბადება ყველაზე ბოლოს. ამ დროს წინამდებარე ნაწილი, მენჯი, სამშობიარო გზებს პირველი გაივლის და მის შემდეგ მომავალ მხრებსა და მასზე უფრო დიდ ნაწილს, თავს, სათანადოდ ვერ უფართოებს სავალს. ამ დროს თავი შესაძლოა ჭიპლარს დააწვეს. თუ სხეულის ზედა ნაწილისა და თავის გამოძევება სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ვითარდება ნაყოფის ასფიქსია (მოხრჩობა). ასეთი რამ უმეტესად ფეხით წინამდებარეობის დროს ხდება. მენჯით წინამდებარეობის დროს სასურველია, ორსული მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე მოთავსდეს სამშობიაროში. მშობიარობის მიმდინარეობის დროს ყურადღება ექცევა დედისა და ნაყოფის მდგომარეობას, ნაყოფის მდებარეობას სამშობიარო გზებში და სხვა მაჩვენებლებს. გართულების შემთხვევაში ექიმი ორსულს დაუყოვნებლივ უწევს კვალიფიციურ დახმარებას. მშობიარობის პირველ პერიოდში სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვის პროფილაქტიკის მიზნით მშობიარეს სიარულის ნებას არ აძლევენ. ის უნდა იწვეს. ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მას საწოლშივე ეძლევა სპეციალური ჭურჭელი. წყლების დაღვრისთანავე ტარდება საშოსმხრივი გამოკვლევა, რათა ჭიპლარის გამოვარდნა გამოირიცხოს. მშობიარობის მეორე პერიოდი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია ნაყოფის გულისცემის ზედმიწევნითი კონტროლი და ასფიქსიის პროფილაქტიკა. ასფიქსიის მთავარი ნიშანია ნაყოფის გულისცემის შეცვლა. ფეხით წინამდებარეობის დროს სამშობიარო გართულებები და ნაყოფის მკვდრადშობადობა უფრო ხშირია, ვიდრე ჯდომით წინამდებარეობის დროს. გართულებები იმის ბრალია, რომ წინამდებარე ფეხები ვერ აფართოებს სამშობიარო გზებს, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ მხრის სარტყელი და თავი დაუბრკოლებლად მოევლინოს ქვეყნიერებას. ფეხით წინამდებარეობის დროს ხშირია ხელების უკან გადავარდნა, თავის გაშლა და თავის ჩაჭედვა.
მომავალ დედებს სურვილი აქვთ რაც შეიძლება მალე გაიგონ მომავალი ბავშვის სქესი და დადგინონ ნაყოფი ვაჟია თუ გოგონა.
ასეთ საშუალებას ორსულებს ულტრაბგერითი გამოკვლევები აძლევს, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის ძირითადი ამოცანა პირველ რიგში - ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკა, განვითარების ნაკლისა და ანომალიების დადგენაა, აგრეთვე გამოკვლევა, ხომ არ ელის ორსული ტყუპებს, ან კიდევ მეტ ბავშვს. პარალელურად კი, თუ ნაყოფი სასურველ პოზაში იმყოფება, შესაძლებებლია მისი სქესის დადგენაც. ბავშვის სქესის განსაზღვრის სიზუსტე, უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე და სპეციალისტის გამოცდილებაზე. ფეხმძიმობის მე-8 კვირამდე, ემბრიონის გენიტალიების განვითარება არ არის დიფერენცირებული. მათი განვითარების პროცესი სრულდება ფეხმძიმობის მე-10-12 კვირისთვის. თუმცა, ორსულობის პირველ პერიოდში (მე-12-მე-15 კვირებში ჩატარებული ულტაბგერითი გამოკვლევით) ბავშვის ზუსტი სქესის დადგენა რთულია და შესაძლებელია ცდომილება, ამიტომ ნუ შეაწუხებთ ექიმს ზედმეტი კითხვებით ამ პერიოდის განმავლობაში. ბავშვის სქესის იდენტიფიცირება შეიძლება უკვე ორსულობის მე-15 კვირიდან, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის დანადგარის ხარისხიდან და ჩატარებული გამოკვლევის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ნაყოფის სქესის დადგენა უფრო წარმატებულად მე-20 კვირიდანაა რეკომენდებული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ჩატარებული გამოკვლევის დროსაც არ არის გამორიცხული შეცდომა. ამიტომ არ შეიძლება ამ ვადებში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს ბოლომდე ენდოთ. ბავშვის სქესის გნსაზღვრისათვის, ოპტიმალურ ვადად მიიჩნევა ორსულობის 23-25-ე კვირა. ამ დროს ნაყოფი საკმარისად მოძრავია და მშვიდი, ხოლო სქესობრივი სხვაობა მკაფიოდ გასარჩევია. ამდენად, ულტრაბგერითი გამოკვლევის ექიმ-სპეციალისტს, დაჟინებული მცდელობით, შეუძლია დაადგინოს ვინ არის მომავალი პატარა - ვაჟი თუ გოგონა. ბავშვის სქესის განსაზღვრა შესაძლოა გართულებული იყოს ნორმალურად მინდინარე ფეხმძიმობის გვიან ვადებზეც (მაგალითად 37-ე კვირიდან), მისი დიდი ზომებისა და ნაკლებად მოძრაობის გამო. სქესის განსაზღვრას ექიმი ახდენს გენიტალიების საშუალებით. თუ ნაყოფი საკმარისად განვითარებულია, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, იგი ბიჭია თუ გოგო. ვაჟის სქესის დადგენა ხდება მისი სათესლე ჯირკვლების (პარკების) და სასქესო ასოს აღმოჩენით, ხოლო გოგონასი დიდი სასქესო ბაგეების ვიზუალიზაციის საშუალებით. ბავშვის სქესის იდენტიფიკაციის დროს, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ის, რომ ჭიპლარის მარყუჟი, ან ნაყოფის თითები მიჩნევა სასქესო ასოდ. ზოგჯერ კი, ნაყოფ-გოგონას უვითარდება დიდი სასქესო ბაგეების დროებითი შეშუპება, რომელიც ასევე შეცდომით მიიჩნევა ხოლმე ვაჟის სათესლე ჯირკვლებად (პარკებად). არის შემთხვევები, როცა ნაყოფი „მალავს“ მამაკაცურ ღირსებას მჭიდროდ გადაჭდობილი ფეხებით და თავისი ზედმეტი „სიმორცხვის“ გამო მიიჩნევა როგორც გოგონა. ბავშვის სქესის დადგენა, ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე, გაცილებით ადრეულ ვადებზეცაა შესაძლებელი (მე-7-11 კვირა), ეს ხდება ქორიონის ბიოფსიის საშუალებით. ამ დროს საშვილოსნოდან წვრილი, სპეციალური ნემსის დახმარებით იღებენ მისი შემადგენლობის მიკროსკოპულ რაოდენობას, ნაყოფის ქრომოსომული ნაკრების განსასაზღვრად. ამ შემთხვევაში, ემბრიონის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია პრაქტიკულად 100% - იანი გარანტიით. თუმცა მხოლოდ მომავალი ბავშვის სქესის გამოცნობის მიზნით ამ პროცედურის ჩატარება არ ღირს, ეს საფრთხის შემცველია, რადგან არსებობს მუცლის მოშლის მცირე, თუმცა მაინც საფრთხე.
მელოგინეობის პერიოდი გრძელდება მშობიარობიდან 40 დღის განმავლობაში. აქედან 3-5 დღეს სამშობიარო სახლის მელოგინეთა განყოფილებაში ატარებთ.
,,იმედის კლინიკა" უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომ პერიოდში სრულ ზედამხედველობას, არსებული მდგომარეობის ყოველდღიურ მონიტორინგს და ობიექტურად შესაძლო ყოველგვარი გართულებების ნაადრევ განეიტრალებას. გამოწერის მომენტში ,,იმედის კლინიკის" სპეციალისტი მელოგინეს აწვდის აუცილებელ ინფორმაციას სახლის პირობებში მოვლისა და პროფილატიკის ფორმების შესახებ. თავად ლოგინობის პერიოდი განისაზღვრება მშობიარობის დასრულებიდან 40 დღის განმავლობაში; მშობიარობას ზოგადად აქვს როგორც ადრეული, ასევე გვიანი გართულებები, ამიტომ მელოგინეზე დაკვირვება და ამ ეტაპის სრულყოფილად გავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება; ფაქტია, რომ მშობიარობის შემდგომი გართულებები სწორედ ამ 40 დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. სამშობიაროში შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე ტიპის გართულება: ეს არის, პირველ რიგში, სისხლდენები ან ყელის ნაადრევად დახურვა. ცოტა მოგიანებითი გართულება კი გახლავთ სეპტიური პროცესების დაწყება. ლოგინობის ხანის ყველაზე ხშირი გართულებაა სარძევე ჯირკვლების პრობლემები, რასაც ჩვენი სპეციალიტები ასევე აბსოლუტურად უფასოდ მოუგვარებენ ,,იმედის კლინიკაში” ნამშობიარებ ქალბატონებს. ნორმის ფარგლებში ლოქიები ანუ სისხლიანი გამონადენი ქალს 40 დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეს. თავიდან იწყება წითელი ფერით და დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. მელოგინემ ყურადღება უნდა მიაქციოს ლოქიების რაოდენობას, ფერსა და სუნს. თუ შეამჩნევს, რომ შეიცვალა ფერი და სუნი, ე.ი. ინფიცირება მოხდა და სასწრაფოდ უნდა მოგვმართოს ამ შემთხვევაში. მელოგინეს შეიძლება ჰქონდეს მოჭარბებული გამონადენი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში დარჩენილია მომყოლის ნაწილები. ეს არც თუ ისე იშვიათი გართულება გახლავთ და საკმაოდ საყურადღებოა. ლოგინობის ხანა თავისი ფიზიოლოგიური მიმდინარეობით ისევე უნიკალურია, როგორც ორსულობა და მშობიარობა. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა რამდენადმე განსხვავდება "ჩვეულებრივისგან". მთელი ამ ხნის განმავლობაში საშვილოსნო დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის, ნაიარევი შიგნითა ზედაპირი აქვს, მუდმივად იკუმშება, პატარავდება და თავისუფლდება მშობიარობის შემდგომი გამონადენისგან - ლოქიისგან. დაახლოებით 6-8 კვირის შემდეგ საშვილოსნო ნორმალურ, ჩვეულ ზომებს იბრუნებს. მისი შიგნითა შრე, ენდომეტრიუმი, აღიდგენს ნორმალურ ლორწოვან გარსს. თუ ქალი ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, საკვერცხეები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციობას, მათში კვლავ მწიფდება ფოლიკულები და აღდგება მენსტრუაცია, თუმცა ეს პროცესები ინდივიდუალურია - მენსტრუაცია ზოგიერთ მეძუძურ დედასაც ეწყება. ლოგინობის ხანამ ადვილად რომ ჩაიაროს, საშვილოსნოს შეკუმშვასა და ლოქიისგან დაცლაში არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სისხლდენა, საშვილოსნოს ინფიცირება და სხვა გართულებები. საშვილოსნოს შეკუმშვას, უპირველეს ყოვლისა, ძუძუს წოვება უწყობს ხელს. ამ დროს მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი, შეტევისებური ტკივილი აღმოცენდება, გამონადენის გამოყოფაც ძლიერდება, მაგრამ ეს ნორმალურია, ფიზიოლოგიური. საშვილოსნოს შეკუმშვას ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და ნაწლავის რეგულარული დაცლაც. მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით - პირველი 2-5 დღის განმავლობაში, ლოქიის გამოსადევნად კარგია მუცელზე წოლა. ლოგინობის ხანაში ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირად (ინტიმურ) ჰიგიენას. მშობიარობის შემდგომი გამონადენის გამოყოფა შესაძლოა 3-8 კვირას გაგრძელდეს. პირველი 3-7 დღის განმავლობაში გამონადენი საკმაოდ ინტესიურია, სისხლნარევი, მერე და მერე თანდათანობით იკლებს, ფერმკრთალდება, მოვარდისფრო, მოგვიანებით კი ლორწოვანი ხდება. ამ პერიოდში გამოყენებულ საფენს კარგი შემწოვი უნარი უნდა ჰქონდეს, არ ახშობდეს საშოს შესავალს, არ ზღუდავდეს ჰაერის მიწოდებას, თორემ შესაძლოა, ანთებითი პროცესი განვითარდეს. საფენის გამოცვლა საჭიროა რეგულარულად, 3-4 საათში ერთხელ. ყოველი დეფეკაციისა და მოშარდვის შემდეგ აუცილებელია ჩაბანა, უმჯობესია ბავშვის ან სარეცხის საპნით. საღებავებისა და არომატიზატორების შემცველი საპნების გამოყენება რეკომენდებული არ არის. აკრძალულია აგრეთვე საშოსშიდა ტამპონების გამოყენება - არსებობს ინფექციის შეტანისა და გართულების რისკი. ამავე მიზეზით ჯობს სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავებაც. მიუხედავად იმისა, რომ ლოგინობის ხანაში მიმდინარე ძვრები ფიზიოლოგიურია, რამდენიმე სირთულე მას მაინც ახლავს თან. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პრობლემები: მშობიარობის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, შარდვისა და დეფეკაციის დარღვევაა მოსალოდნელი. მუცლის ღრუს მოცულობა იცვლება, ამიტომ ქალი ხშირად ვერ გრძნობს ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლის მოთხოვნილებას. არც თვითონ მიილტვის ამისკენ, რადგან საპირფარეშოში ყოველ შესვლას უსიამოვნო შეგრძნებები, ტკივილი ახლავს თან. ამ საკითხებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მშობიარობის შემდეგ პირველ 4-5 დღეს შარდის ბუშტის დაცლა 3-4 საათში ერთხელ არის რეკომენდებული, განურჩევლად იმისა, მტკივნეულია თუ არა ეს და აქვს თუ არა ქალს მოშარდვის სურვილი. შარდის ბუშტის გადავსებას ქალები ამ პერიოდში ვერ გრძნობენ, არადა ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, ორგანიზმი გათავისუფლდეს დაგროვილი სითხისაგან, რათა საშვილოსნოს შეკუმშვას ხელი არ შეეშალოს. მოსალოდნელი ტკივილის გამო ქალებს ხშირად სფინქტერის ნერვული სპაზმი უვითარდებათ და მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე ვერც კი შარდავენ. ძლიერი ტკივილებისა და წვის გამო განსაკუთრებით უჭირთ შარდვა მათ, ვისაც საშვილოსნოს ყელისა და შორისის არეში ნაკერები აქვს. მათთვის რეკომენდებულია მოშარდვა შხაპის ან წელისკენ მიმართული თბილი წყლის ნაკადის ქვეშ. აბაზანის მიღება ლოგინობის ხანაში არ შეიძლება! თუ ქალს შარდის შეუკავებლობა აწუხებს - უნებლიეთ გამოეყოფა შარდი ხველის, ცხვირცემინებისა თუ სიცილის დროს, ყოველდღე უნდა ჩაატაროს მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად განკუთვნილი ვარჯიშების კომპლექსი. რეგულარული ვარჯიშის შედეგად შარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მაქსიმუმ სამ თვეში მოგვარდება.
რძე არა მარტო მოცულობაში ადიდებს მკერდს, არამედ მის წონასაც ზრდის. დამძიმებული ჯირკვლის შემაერთებელი ქსოვილები იჭიმება, თანდათან სუსტდება და თუ ზომა ორსულობამდელთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია, საწყის მდგომარეობას ვეღარ უბრუნდება.
იწყება ჯირკვლის დაშვება, ე.წ. პტოზი. ყველაფერთან ერთად, გადიდებული ჯირკვლის კანი ცვლილებებზე რეაგირებას ვერ ასწრებს და სკდება. ამ მოვლენის კვალი კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სამუდამოდ რჩება ქალის სხეულზე სტრიების სახით... როგორ ავიცილოთ თავიდან ეს არასასიამოვნო შედეგები და როგორ შევინარჩუნოთ მკერდის სილამაზე? ეს რეალურად შესაძლებელია. რამდენიმე საჭირო რჩევა: ჯერ კიდევ ორსულობისას შეარჩიეთ მოხერხებული, ზუსტად თქვენი ზომის ბიუსტჰალტერები. შალითა მკვრივი ღრუბლისგან უნდა იყოს დამზადებული, რომ მკერდი ზევით ასწიოს. რაც მთავარია, ბიუსტჰალტერი მთელი დღის განმავლობაში უნდა გეცვათ, ბოლო ტრიმესტრში კი ღამითაც არ გაიხადოთ. კანი რომ არ დაგისკდეთ, თითქმის ყოველდღე დაიმუშავეთ შესაფერისი კრემით ან ზეთით. როცა ძუძუს წოვებას დაიწყებთ, ეცადეთ, ეს სხვადასხვა პოზაში მოახერხოთ - დამჯდარმა, დაწოლილმა, გვერდულად - ამით სიმძიმე გადანაწილდება და ქსოვილები აღარ დაიჭიმება. ეცადეთ, ორივე მკერდში რძის ერთნაირი რაოდენობა შეინარჩუნოთ - ერთ კვებაზე ხან მარჯვენა ძუძუ მოაწოვეთ, ხან მარცხენა. თუ ბავშვი ძუძუს ვერ ცლის, სჯობს სითხე სპეციალური მოწყობილობით გამოდევნოთ, სანამ სიმსუბუქეს არ იგრძნობთ. თუ ამ წესებს მკაცრად დაიცავთ, წესით, მშობიარობის შემდეგ "მკერდის გაფუჭების" არ უნდა გეშინოდეთ. მართალია, ძუძუში კუნთოვანი ქსოვილი არ არის, თუმცა ვარჯიშით ამ ორგანოს გამკვრივება მაინც შესაძლებელია.
რა სიმპტომებს უნდა ველოდე ორსულობისას?
ყოველო ორსულობა განსხვავებულია. ზოგს ორსულობისას დისკომფორტი აქვს, ზოგს – არა. ორსულობისას შეიძლება გქონდეს:
რა უნდა გავაკეთო სიმპტომების შესამსუბუქებლად? ხშირი შარდვა შეიძლება მოხდეს ორსულობის პირველ თვეებში, რასაც განაპირობებს ჰორმონალური ცვლილებები და მოგვიანებით წონა, რაც აწვება შარდის ბუშტს. შეგიძლია გაითვალისწინო მოცემული რჩევები, რათა მდგომარეობა შეიმსუბუქო: მოერიდე ყავას, ჩაის და კოფეინის შემცველ სხვა სასმელებს; სითხეები მიიღე დღის პირველ ნახევარში და მოერიდე საღამოს, რათა თავიდან აიცილო ტუალეტში ხშირი სიარული; შარდვისას, ეცადე ცოტა წინ გადაიწიო, რათა ბოლომდე დაიცალოს შარდის ბუშტი. გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირია ორსულობის პირველ თვეებში, დილაობით ან დღის სხვა მონაკვეთში. ეს რჩევები დაგეხმარება მათ შემსუბუქებაში:
რატომ არის მნიშვნელოვანი კვება ორსულობისას? საკვებს მომნელებელი სისტემა ანაწილებს, გაიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სისხლძარღვების მეშვეობით ძარღვებში, საიდანაც ჭიპლარის მეშვეობით იკვებება ნაყოფი. რა უნდა ვჭამო ორსულობისას? ეცადე, ყოველდღიურად მიიღო საკვები ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან: ხორცი და პროტეინის სხვა ალტერნატივები; ცომეული და მარცვლეული; ხილ-ბოსტნეული; ამ ყველაფერთან ერთად, ჰკითხე ექიმს, რა ჯობია შენთვის. პროტეინი საჭიროა ქსოვილისა და სისხლის განვითარებისთვის. ხორცი, თევზი, ქათამი, რძე და რძის პროდუქტები (მაგ. ყველი, მაწონი და ნაყინი) და კვერცხი საუკეთესო წყაროა. ვეგეტარიანი/ვეგანი ორსულისთვის რაციონი უნდა შეიცავდეს ოსპს, ლობიოს, ბრინჯს და ტოფუს. ეცადე დღის განმავლობაში 2-3-ჯერ ჭამო; კალციუმი საჭიროა კბილებისა და ძვლებისთვის. კალციუმის ერთი წყაროა რძის პროდუქტები. კალციუმით მდიდარი სხვა საკვებია სარდინი, სოიო, თხილი და ბროკოლი. ეცადე დღის განმავლობაში 4-ჯერ მიიღო; რკინის კარგი წყაროა ხორცი, თევზი, ქათამი, გამდიდრებული პური/მარცვლეული და ჩირი; ბ ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) კარგია დაბადების ეფექტების პრევენციისთვის. ეცადე, ყოველდღე მიიღო ვიტამინი, რომელიც შეიცავს 0.4-1 კგ. ფოლიუმის მჟავა. კარგი წყაროა თხილი, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული, ფორთოხალი, ბანანი, ყვავილოვანი კომბოსტო, მთლიანი გრანულებიანი პური და მარცვლეული; ხილ-ბოსტნეული სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. კარგია ორსულობისას ყაზბობის პრევენციისთვის. ეცადე დღეში 5-10-ჯერ მიიღო; პური და მარცვლეული არის ვიტამინებისა და ბოჭკოს წყარო. კარგი ვარიანტია პური, ბაგელები, ბრინჯი, პასტა და მარცვლეული. ეცადე, დღეში 5-12-ჯერ მიიღო. რას უნდა ვერიდო ორსულობისას? ალკოჰოლს; წამლებს (თუ ექიმის გამოწერილი არ არის); სიგარეტს; კოფეინს.
მშობიარობის შემდეგ სასურველ ფორმაში ჩადგომა ყველასთის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა უმეტესობას მაინც გარკვეული ძალისხმევა სჭირდება წონის კორექციისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ის, თუ რამდენად მალე შეიძლება
დავუბრუნდეთ სასურველ ფორმებს, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
დრო ყველაფერია მიეცით საკუთარ თავს ცოტა დრო. მშობიარობისთანავე წონის დაკლება ყოველთვის საუკეთესო გზა არ არის. სხეულს სჭირდება დრო, რათა დაუბრუნდეს ორსულობამდელ ჰორმონულ მაჩვენებელს, სისხლის მოცულობას და წყლის მოცულობას. ამ ყველაფერს შესაძლოა, 12 კვირაზე მეტი დასჭირდეს, თუკი მკაცრად განსაზღვრავთ საკვების კალორიულობას და ივარჯიშებთ სისტემატურად. კალორიების შემცირება არსებობს 2 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შევამციროთ კალორიების რიცხვი მშობიარობისთანავე. პირველი: კალორიების ნორმალური რაოდენობა საჭიროა ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის, განსაკუთრებით, საკეისრო კვეთისას. მეორე: ორგანიზმს ესაჭიროება დამატებითი კალორიები რძის წარმოქმნისათვის. აუცილებელი კალორიები დედიკოებმა, რომლებმაც ეს-ესაა იმშობიარეს, უნდა მიიღონ მინიმუმ 1500 კკალ იმისათვის, რომ ორგანიზმი ჯანმრთელი დარჩეს და გაუმკლავდეს მშობიარობის შემდგომ ცვლილებებს. ძუძუთი კვება და კალორიების დაწვა ძუძუთი კვებისას იწვება დაახლოებით 400-500 კკალ დღეში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს წონაში კლებას. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ძალიან ბევრს მიირთმევთ, წონაში კლება ნაკლებად მოხდება. ვარჯიში თუ თქვენი პატარა უკვე 6 კვირისაა, თქვენ ექიმთან ყველანაირი კონსულტაცია გავლილი გაქვთ და თქვენი ორგანიზმი ჯანსაღია, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ორსულობისას საერთოდ არ გივარჯიშიათ, ვარჯიში დაიწყეთ ნაკლები დატვირთვით და ინტენსივობა დროთა განმავლობაში გაზარდეთ. მნიშვნელოვანია ღამით კარგად დასვენება უკანასკნელი მეცნიერული კვლევებით, დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღამით კარგად დასვენება. ეს დადებითად აისახება მის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე, რაც, შესაბამისად, ხელის შემწყობი ფაქტორია წონაში კლებისათვის. წონის საკორექციო მედიკამენტები ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება. ხშირად კვება დღის განმავლობაში დღის განმავლობაში საკვების ხშირად და მცირე ულუფების მიღება საუკეთესო საშუალებაა მეტაბოლიზმის გასაზრდელად, მადის დასათრგუნველად და შესაბამისად, წონის შესამცირებლად. სწორი საკვების რაოდენობის ზრდა შეიტანეთ რაციონში რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ბოსტნეული და ხილი. მიირთვით შვიის ფანტელი (ე.წ. ჰერკულესი). ეს 3 პროდუქტი ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, ვისაც წონაში კლება უნდა.
ორსულობისას ჰორმონული ფონის მკვეთრი შეცვლა ქალის არა მარტო ხასიათზე, გარეგნობაზეც აისახება. ცვლილებას განიცდის სხეული, კანი, თმა. ორსულთა კიდევ ერთი პრობლემა ის უამრავი შეზღუდვაა, თავის სრულყოფილად მოვლას რომ კრძალავს.
მომავალი დედების ძირითადი პრობლემა სტრიებია, მისი პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი საშუალება კი სპეციალური კრემია. სხვადასხვა ზეთის სისტემატური გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და გარკვეულწილად სტრიების განვითარებასაც ეწინააღმდეგება. შეიძლება გამოვიყენოთ ნუშის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. რისკის ზონებზე - მუცელზე, თეძოს არეზე, მკერდსა და ხელის შიგნითა ზედაპირზე აუცილებელია ყოველდღე ზეთის წასმა. პროცედურა უნდა დაიწყოს ორსულობის მე-12 კვირიდან და რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს. ხშირად ორსულობისას თმა ცხიმიანი ხდება და ხშირად დაბანას მოითხოვს. ორსულთათვის თმის შეღებვა აღარ არის დაბრკოლება, რადგან თანამედროვე საღებავების გარკვეული ნაწილი სრულიად უვნებელია, არ აღწევს ორგანიზმში და თამამად შეიძლება მათი გამოყენება. ნაყოფის უსაფრთხოების გამო ბევრი ორსული ფრჩხილის ლაქს არ ხმარობს. არადა, ფრჩხილების შეღებვა შეიძლება, რადგან ლაქი ფრჩხილზე ისმება და ნაყოფის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ერთადერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - ლაქი კარგად განიავებულ სივრცეში უნდა გამოიყენოთ. მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება არ იზღუდება. ამ პერიოდში უკუნაჩვენებია ფრჩხილების დაგრძელება, რადგან ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების გამო ხშირად მასალა ფრჩხილზე ვერ მაგრდება. ორსულობისას არც აპარატული კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაა მიზანშეწონილი. კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნებისმიერი პროცედურა, რომელმაც ზოგად სისხლის მიმოქცევაზე შეიძლება იმოქმედოს, ასეთია: ფოტოპროცედურები, ლაზერული პროცედურები, აქტიური მასაჟი, სხვადასხვა ინიექციური პროცედურები, მათ შორის მეზოთერაპია. კატეგორიულად აკრძალულია ბოტოქსის ინექციები. არც სხვადასხვა პილინგია დაშვებული, რადგან იწვევს ტკივილს, ტრავმულია და შესაძლებელია ინფექციის შეჭრა. ყველა ის პროცედურა, რომლებიც კანის კვებას, მოდუნებასა და დატენიანებას უკავშირდება, დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობისას თმის მოცილების ყველაზე უსაფრთხო საშუალება საპარსია. დასაშვებია დეპილაციის ხარისხიანი კრემის გამოყენებაც. ის კანზე ცოტა ხანს ჩერდება და სისტემური ზემოქმედება არ ახასიათებს. ეპილაცია კი უფრო სახიფათო და მტკივნეული პროცედურაა, ამიტომ მას გარკვეული შეზღუდვა აქვს. ბიკინის ზონის ეპილაცია დაუშვებელია, რადგანაც მისი შედეგების განსაზღვრა რთულია. ნაყოფი რომ არ დაზიანდეს, ეს პროცედურა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადეთ. ჰორმონული ფონის მუდმივი ცვლილების გამო მშრალი კანი შეიძლება ცხიმიანი გახდეს. ამიტომ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი უნდა შეირჩეს. კანის მოვლისას დატენიანება მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში, როდესაც ექიმები ორსულს სითხის შეზღუდვას ურჩევენ. სახის კანის კოსმეტიკური საშუალების არჩევისას მაქსიმალურად ხარისხიანი კოსმეტიკა ამჯობინეთ, ამით მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფთ.
მედიკამენტოზური აბორტი, რაც სპეციალური აბების დალევას გულისხმობს, ადრეული ორსულობის დასრულების უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.
როგორ მოვემზადო მედიკამენტოზური აბორტისთვის? აბების მიღებამდე კლინიკაში უნდა მიხვიდე, სადაც ორსულობის ტესტსა და ანალიზებს გაგიკეთებენ. შეიძლება ექოსკოპიაც ჩაგიტარონ იმის გასარკვევად, ორსულობის რა ეტაპზე ხარ და აბორტის რომელი ტიპი დაგჭირდება. ექიმი, ან ექთანი, ყველაფერს გეტყვის იმაზე, როგორ მოემზადო აბორტის პროცედურისთვის. ასევე, მოგცემენ წერილობით ინსტრუქციების იმის შესახებ, როგორ უნდა დალიო მოცემული აბები. მთელი ამ პროცესის მანძილზე სამედიცინო პერსონალთან სრული წვდომა გექნება და შეგეძლება 24/7 დაუკავშირდე შეკითხვების, ან ჩივილების შემთხვევაში. გახსოვდეს, რომ მეორე აბის მიღების შემდეგ, ჭარბი სისხლდენა გექნება, ამიტომ პროცესი წინასწარ ისე დაგეგმე, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო. მედიკამენტოზური აბორტი შეგიძლია ჩაიტარო სახლში, ან ნებისმიერ შენთვის მშვიდ და კომფორტულ სივრცეში. ასევე შეგიძლია გვერდით (ან ახლოს) გყავდეს ვინმე, ვისაც ენდობი და ვისგანაც მხარდაჭერას გრძნობ. მოიმარაგე ჰიგიენური საფენები, საჭმელი, წიგნები, ფილმები – ნებისმიერი რამ, რაც დროის სასიამოვნოდ გაყვანაში დაგეხმარება, და არ დაგავიწყდეს სათბურა მუცლის სპაზმებისთვის. მოიმარაგე ტკივილგამაყუჩებლებიც, მაგრამ არ დალიო ასპირინი, რადგან შეიძლება ამან მეტი სისხლდენა გამოიწვიოს. როგორ მოქმედებენ აბები? მედიკამენტოზური აბორტის დროს ორი განსხვავებული წამალი გამოიყენება: მიფეპრისტონი და მისოპროსტოლი. ექიმი ჯერ მიფეპრისტონს მოგცემს. ორსულობის გაგრძელებისთვის აუცილებელია პროგესტერონის გამოყოფა, მიფეპრისტონი კი სხეულის მიერ გამოყოფილ ამ ჰორმონს ბლოკავს, რაც აჩერებს ორსულობას. ამის შემდეგ, ექიმი მეორე აბს, მისოპროსტოლს მოგცემს – ან მაშინვე, ან 48 საათის განამვლობაში. ეს წამალი შეკუმშვასა და სისხლდენას უწყობს ხელს, იმისთვის რომ საშვილოსნო დაცარიელდეს. შეგრძნება ძალიან გავს ძლიერ და მტკივნეულ მენსტრუაციას, ხოლო პროცესი – ადრეულ მუცლის მოშლას. თუ მისოპროსტოლის მიღების შემდეგ 24 საათში სისხლდენა არ დაგეწყება, აუცილებლად მიმართე ექიმს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ორივე წამალი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღო. ორივე წამალს და მათი მიღების სრულ ინსტრუქციას მიიღებ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმმა შესაძლოა ანტიბიოტიკებიც მოგცეს ინფექციის პრევენციის მიზნით. რამდენად ეფექტურია პროცედურა? მედიკამენტოზური აბორტის გამომწვევი ტაბლეტები საკმაოდ ეფექტურია, თუმცა დამოკიდებულია იმაზე რა ეტაპზეა ორსულობა. ორსულობის მერვე კვირამდე მყოფებისთვის აბები 100დან 94-98 შემთხვევაში მოქმედებს; ადამიანებისთვის, რომლებიც ორსულობის 8-9 კვირაზე არიან – 100-დან 94-96 შემთხვევაში, ხოლო მათთვის, ვინც ორსულობის 9-10 კვირაზე არიან – 100-დან 91-93 შემთხვევაში მუშაობს. თუ მედიკამენტოზურმა აბორტმა შედეგი არ გამოიღო, მიმართე ექიმს დამატებითი წამლებისთვის, ან ქირურგიული ჩარევისთვის. როდის მივიღო აბები? მედიკამენტოზურ აბორტს შენი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 70-ე დღემდე (10 კვირა) ნიშნავენ. 71-ე დღის შემდეგ, არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად ქირურგიული ჩარევაა საჭირო. რატომ არჩევს ზოგი მედიკამენტოზურ აბორტს? რა სახის აბორტი გირჩევნია ეს მთლიანად შენ პირად გადაწყვეტილებასა და სიტუაციაზეა დამოკიდებული. მედიკამენტოზური აბორტის უპირატესობად ბევრი იმას მიიჩნევს, რომ ამ პროცედურის გაკეთება ექიმის კაბინეტში არ გიწევს, და სურვილისა და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, შეგიძლია სახლში, ან შენ მიერ არჩეულ უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეში ჩაიტარო. შენზეა დამოკიდებული ისიც, ამ დროს ვინ იქნება შენ გვერდით. დაბოლოს, რახან მედიკამნტოზური აბორტი თავისი პროცესით ძალიან ჰგავს მუცლის მოშლას, ბევრს უფრო „ბუნებრივი“ და ნაკლებად ინვაზიური ეჩვენება. პროცედურამდე, შეგიძლია ექიმს გაესაუბრო იმის შესახებ, რომელი ტიპის აბორტია შენთვის უფრო მისაღები. რა გავლენა ექნება მედიკამენტოზურ აბორტს მენსტრუაციაზე? აბორტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში მსუბუქი სისხლდენა, დალაქავება ნორმალურია. ამ დროს შეგიძლია გამოიყენო ჰიგიენური საფენები, ტამპონები ან მენსტრუალური ჭიქა – რომელიც შენთვის უფრო კომფორტული იქნება. თუმცა, პროცედურიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმები ხშირად ჰიგიენურ საფენებს უწევენ რეკომენდაციას, რათა სისხლდენის რაოდენობა გააკონტროლონ. აბორტი ახალ მენსტრუალურ ციკლს იწყებს, ამიტომ პერიოდი 4-8 კვირაში თავის თავდაპირველ სახეს უნდა დაუბრუნდეს. როდის შემიძლია მქონდეს სექსი აბორტის შემდეგ? მაშინვე, როგორც კი ამისთვის მზად იქნები. მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ როდის შემეძლება კონტრაცეფციის გამოყენება? კონტრაცეფციის გამოყენება აბორტის შემდეგ მაშინვე შეგიძლია დაიწყო. პროცედურის შემდეგ საკმაოდ მალე შეიძლება დაორსულება, ამიტომ, რეკომენდირებულია, რაც შეიძლება მალე გაესაუბრო ექიმს კონტრაცეფციის შენზე მორგებული მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ქალის ციკლი ყოველთვის რეგულარული არ არის. მათი პერიოდები შეიძლება ადრე ან გვიანმოვიდეს, ციკლის ხანგრძლივობა ან სისხლდენის სიმძიმე შეიძლება ყოველ ჯერზე იცვლებოდეს.
ნორმალური მენსტრუალური ციკლი შესაძლოა კონტრაცეპციის მეთოდის შეცვლის ან რეპროდუქციული ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის - დისბალანსის გამო შეიცვალოს. ჰორმონული დისბალანსი შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს, დაწყებული საკვერცხეების პოლიცისტიტის სინდრომიდან, წონაში სწრაფი კლებითა და ზედმეტი ვარჯიშით დამთავრებული. არათანაბარი პერიოდები სქესობრივი მომწიფების, ან მენოპაუზის წინა პერიოდებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვეულებრივ, ამ დროს მკურნალობა ყოველთვის საჭირო არაა. თუმცა უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
შეიძლება განსხვავებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ან ჯანმრთელობის უფრო სრული გამოკვლევა გჭირდებოდეთ. საშუალოდ მენსტრუაციული ციკლი 28 დღეს გრძელდება, მაგრამ ის შეიძლება იცვლებოდეს 24-დან 35 დღემდე. სქესობრივი მომწიფების შემდგომ ქალი რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს გამოიმუშავებს, პერიოდებს შორის დაახლოებით ერთი და იგივე დროის ინტერვალებით. ჩვეულებრივ მენსტრუალური სისხლდენა 2-დან 7 დღემდე გრძელდება, საშუალოდ 5 დღე.
თითოეულ ორსულს მშობიარობა სხვადასხვაგვარად ეწყება:
ერთი „კლასიკურად“ მშობიარობს, ანუ შეტევები ვითარდება თანდათანობით, ინტერვალები შეტევებს შორის მწყობრად კლებულობს და ჩნდება გაჭინთვის სურვილი. მეორე მშობიარობს „ექსტრემალურად“, ანუ შეტევები თავიდანვე აქტიური და ინტენსიურია, ხოლო მათ შორის ინტერვალები ძალიან მოკლე. მესამე „გაჭიანურებულად“ მშობიარობს, ანუ შეტევებს შორის ინტევალები დიდია, საშვილოსნოს ყელის გახსნა იგვიანებს და მშობიარობაც დროში იწელება. მაგრამ მიუხედავად ამ სხვაობებისა, არსებობს ზოგიერთი მომენტები, რომელიც საერთოა ყველა ქალისთვის. კერძოდ, მშობიარობის მიმდინარეობისას გამოყოფენ სამ პერიოდს: პირველი პერიოდი - საშვილოსნოს ყელის გახსნა. (მათთვის, ვინც პირველად მშობიარობს, ეს პერიოდი გრძელდება დაახლოებით - 13-18 საათი, ხოლო განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, დაახლოებით - 6-8 საათი). მეორე პერიოდი - ნაყოფის გამოდევნა, ანუ ბავშვის დაბადება. (მათთვის, ვინც პირველად მშობიარობს, ეს პერიოდი გრძელდება დაახლოებით - 1-2 საათი, ხოლო განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, დაახლოებით 5 წუთიდან 1 საათამდე). მესამე პერიოდი - მშობიარობის შემდგომი პერიოდი. (ეს პერიოდი ორივე, პირველი და განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში ერთია და შეადგენს მიახლოებით 20-60 წუთს).
ჭიპის ჭრილობა შესაძებელია გახდეს ინფექციის შეჭრის კარი; ინფექციის განვითარებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი.
ახალშობილის ჭიპის დამუშავების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასეპტიკისა და ანტისეპტიკის დაცვას. ჭიპის დამუშავების წინ მეანი იბანს ხელებს, ისევე როგორც ოპერაციის წინ. ჭიპს აცილებელ ორ ეტაპად. ჭიპის რგოლიდან 15 სმ-ის დაშორებით ადებენ ერთ მომჭერს, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით კი მეორეს. მომჭერებს შორის ჭიპს ამუშავებენ 96%-იანი სპირტით და ჭრიან სტერილური მაკრატლით. მოკვეთის ადგილს უსმევენ იოდის 5%-იან ხსნარს, ჭიპის ნარჩენს ახვევენ სტერილურ სალფეთქში და ბავშვი გადაჰყავთ შესახვევ მაგიდაზე ჭიპის ნარჩენის შემდგომ დასამუშავებლად. ჭიპის ბოლოს ამუშავებენ სპირტით და კვანძავენ მსხვილი აბრეშუმის ძაფით 1,5-2 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან. ამჟამად აბრეშუმის ლიგატურის ნაცვლად ადებენ როგოვინის მეტალის სამაგრს. ლიგატურის დადების შემდეგ ჭიპის ნარჩენს მოკვეთენ გადაკვანძვის ადგილიდან 2-3 სმ-ის დაცილებით. ჭიპის ნარჩენს ახვეევენ დოლბანდის სალფეთქში, რომლის ბოლოსაც ახევენ ჭიპის რგოლთან. რეზუს-კონფლიქტის დროს ჭიპს კვანძავენ 5 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან, რაც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების მიხედვით ჩატარდეს სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა ახალშობილისათვის. სახლში მოშუშებამდე ჭიპის ადგილი ღია ჭრილობას წარმოადგენს და ის ადვილად დაინფიცირდება თუ სათანადოდ არ მოუარეთ. მოვლის მთავარი მიზანია ამ ადგილას სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნება. ადრე ჭიპლარის მოშუშებამდე პატარების სრულად დაბანას ერიდებოდნენ, იმის გამო რომ არ დაესველებინათ ჭრილობა. ახლა ეს წესი შეიცვალა. დაბანა და სისუფთავის დაცვის პროცედურები მიზანშეწონილიც არის, თუ მათ ყველა წესის და ჰიგიენური ნორმის დაცვით შეასრულებთ. ბანაობა არ შეუშლის ხელს ჭიპლარის მოშუშებას და არც მის დაინფიცირებას გამოიწვევს თუ პატარას სუფთა ჭურჭელში, სუფთა წყლით და რბილი საპნით დაბანთ, შეგიძლიათ ჭიპის არეც ჩამობანოთ თბილი წყლითა და საბავშვო საპნით, მხოლოდ კარგად გაამშრალეთ, ჯერ რბილი პირსახოცით და შემდეგ ჰაერზე გააშრეთ, სანამ ჩააცმევთ. თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ნუ იხმართ ანტისეპტიკს, რადგან ეს შეხორცების პროცესს შეაჩერებს. მაგრამ საჭიროებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. გაითვალისწინეთ ზოგადი რჩევები:
ჭიპლარი საბოლოოდ ჩამოძრობიდან 10 დღეში შეხორცდება, მანამდე კი შესაძლოა სისხლის წვეთი შენიშნოთ, ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ჭრილობა ბოლომდე არ არის შეხორცებული. მაინც ყურადღება მიაქციეთ დაინფიცირების შემდეგ ნიშნებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს:
ამ სიმპტომების აღმოჩენისას უმალვე მიართეთ ექიმს. ჭიპლარის ჯანსაღად მოშუშება სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს პატარებში და საშუალოდ დაბადებიდან 3 კვირაში შუშდება. მშობიარობის შემდგომი სისხლნარევი გამონადენი შეიძლება გაგრძელდეს ექვს კვირამდე, თუმცა უმრავლეს შემთვევაში ეს დრო არ აღემატება სამ-ოთხ კვირას. ასეთი გამონადენი უფრო ძლიერია პირველი კვირის განმავლობაში და პირველი სამი დღის მანძილზე შეიძლება ერთეულ სისხლის კოლტებსაც შეიცავდეს, რომლებიც სხეულის პოზიციის შეცვლის გამო წამოდგომისას გამოიდევნება საშვილოსნოს ღრუდან. სისხლიანი გამონადენი თავიდან მუქი წითელია, თანდათან ის იცვლის ფერს და ხდება ღია ვარდისფერი ან ღია მოყავისფრო-მოვარდისფრო და ლორწოვანი. გამონადენის სუნი ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა მენსტრუალური სისხლდენის დროს. თუ სისხლდენა იმდენად ძლიერია, რომ იძულებული ხართ იცვალოთ ჰიგიენური საფენი ყოველ ნახევარ საათში-საათში ორჯერ, ასეთი სისხლდენა ითვლება ჭარბად და აუცილებლად მოითხოვს ექიმის ჩარევას. არ შეიძლება ტამპონების გამოყენება, საშოს გამორეცხვა თვითნებურად. ქალების უმრავლესობას მშობიარობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნება ყრუ ტკივილი მცირე მენჯის ღრუს არეში. ეს ტკივილი ნორმალური მოვლენაა და თან ახლავს საშვილოსნოს შეკუმშვებს, რომლებიც ამცირებენ საშვილოსნოს ზომას და სისხლიანი გამონადენის რაოდენობას. ასეთი ტკივილი უფრო მეტად იგრრძნობა მეორე-მესამე მშობიარობის შემდეგ. მტკივნეულობა განსაკუთრებით იგრძნობა ძუძუთი კვების მომენტებში (ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი – ოქსიტოცინი, რომელიც კუმშავს საშვილოს), თუმცა ის გაივლის ხოლმე ერთ-ორი დრის შემდეგ. ზოგიერთ ქალს სიამოვნებს საშვილოსნოს მიდამოში პატარა ბალიშის დადება ან მუცელზე წოლა. ამ დროს მოსალოდნელია ტკივილის გაძლიერება დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი- სრული გაყუჩება. შისხლიანი გამონადენის რაოდენობა თანდათან შემცირდება. აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ თავს იჩენს ინფექციაზე მიმანიშნებელი სიმპტომები:
პირველი შვილის დაბადება განსაკუთრებული მოვლენაა. ახალბედა დედიკოებს უამრავი შეკითხვა უჩნდებათ. გაეცანით ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებს და შესაბამის პასუხებს;
საჭიროა თუ არა ბავშვის შეხვევა, შეკვრა? გააჩნია, რას გულისხმობს მშობელი "შეხვევაში". რა თქმა უნდა, პატარას ეგვიპტურ მუმიასავით შეფუთვა არ შეიძლება. ბავშვი გარესამყაროს შეგრძნებების საშუალებით შეიცნობს. უნდა ვეცადოთ, არ წავართვათ მას ამის საშუალება. გარდა ამისა, პაწაწინა ხელ-ფეხის ერთი შეხედვით ქაოსური მოძრაობა შესანიშნავი ფიზიკური ვარჯიშია. ასე ითვისებს ბავშვი საკუთარი სხეულის მართვის რთულ მექანიზმს. როდესაც შვილისთვის ტანსაცმელს არჩევთ, ეცადეთ, ის კარგად იყოს მორგებული: წოლისას ზურგზე არ ნაოჭდებოდეს. პამპერსიც შესაფერისი ზომისა უნდა იყოს - არც მეტისმეტად პატარა და არც ზომაზე დიდი. რატომ იცინის ახალშობილი? ბუნება ყველაფერს ითვალისწინებს. პაწაწინას არ შეუძლია გვითხრას, რომ თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს. ამას ის ღიმილისა და სიცილის მეშვეობით გადმოგვცემს. ბავშვი მხიარულად როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სძინავს? ამ დროს ბავშვი თავს ანებებს ჭამას, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის კვების წყარო - დედის ძუძუ, ბოთლი თუ კოვზი. ნებისმიერი მცდელობა, პატარა საჭმელს დავუბრუნოთ, უშედეგოა. ის ძილს განაგრძობს. მშობელიც იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ბავშვის სურვილს. სცნობს თუ არა ახალშობილი დედას? როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ბავშვი დედას დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობს რძის სუნით, ხმითა და მოძრაობით. ხედავს თუ არა ახალშობილი სიზმარს? მოზრდილთა მსგავსად, ბავშვის ძილშიც ორი ფაზა გამოიყოფა - ზედაპირული და ღრმა ძილისა. ზედაპირული ძილისას ბავშვი სიზმრებს ხედავს, თუმცა, ცხადია, მათი სიზმრების შინაარსი უცნობია. ალბათ პატარები სიზმრადაც იმას ხედავენ, რასაც აღიქვამენ - ფერს, სუნს და, რა თქმა უნდა, დედას. რატომ ტირის ბავშვი? საინტერესოა, რას იზამდით თქვენ, ლაპარაკი რომ არ გცოდნოდათ? სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ტირილი გარესამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა. ის შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბავშვს შია, მუცელი სტკივა, სცივა ან სცხელა. ტირილი მხოლოდ ფიზიკური დისკომფორტის ნიშანი არ არის - ფიზიოლოგების აზრით, ის ევოლუციის პროცესში შეძენილი მნიშვნელოვანი უნარია და ამიტომ ვერ ველევით. სასურველია, მშობლებმა ისწავლონ ბავშვის ტირილის ინტონაციების გარჩევა და მასზე მაქსიმალურად მშვიდი და ალერსიანი რეაგირება მოახდინონ. შესაძლოა, არ დაიჯეროთ, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ახალშობილი გრძნობს დედის განწყობას და თუ გაღიზიანება ან გაბრაზება იგუმანა, უარესად აღრიალდება. რა მოსწონთ პატარებს ყველაზე მეტად? მშობლებთან ყოფნა, დედ-მამის საუბრის მოსმენა, მათი შეხება. სიცოცხლის პირველ დღეებში ჩვილი ახალ გარემოს ეჩვევა, თამაშზე, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, ლაპარაკიც არ არის, 5-6 თვიდან კი შევამჩნევთ, რომ ბავშვი ყველაფერს აქტიურად ათვალიერებს, სათამაშოებს ეტანება. 3 თვის ასაკიდან პატარა ბგერებით ინტერესდება და ჩხრიალებით ერთობა. რამდენად ჭკვიანია ახალშობილი? ახალშობილი დაბადების წუთიდანვე მკვლევარია. ის ცნობისმოყვარეა და ყოველივე ახალი აინტერესებს. ჩვილი დაუღალავად ავარჯიშებს გრძნობის ორგანოებს და, რასაკვირველია, ტვინს. ასეთი ვარჯიშისთვის კი სიცოცხლის ამ ეტაპზე სულ მცირე რამ არის აუცილებელი - მშობლების სიყვარული და მზრუნველობა. რატომ ტირიან ჩვილები თვითმფრინავში? ვიდრე თვითმფრინავი დგას ან საფრენ ბილიკზე მისრიალებს, პატარები, როგორც წესი, ჩუმად არიან. საკმარისია, "რკინის ფრინველი" ცაში აიჭრას, რომ ბავშვი უმალვე იწყებს ტირილს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამას სერიოზული საფუძველი აქვს: ბავშვის ნაზი ყურები მტკივნეულად აღიქვამენ წნევის მკვეთრ ცვალებადობას. ამ მდგომარეობის შემსუბუქება შეიძლება, თუ ბავშვს საწოვარას ან თუნდაც წყალს მივცემთ. შეუძლია თუ არა დედას საკუთარი შვილის ხმის ამოცნობა? შეუძლია და საამისოდ დიდი-დიდი სამი დღე სჭირდება. მეოთხე დღიდან დედა ნებისმიერი ხმისგან გამოარჩევს შვილის ტირილს, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი ზუსტად ხვდება, რას ამცნობს ტირილით პატარა. საჭიროა თუ არა რბილი სათამაშოები? გულახდილად თუ ვიტყვით, არა, თუმცა ხანდახან, როცა გვერდით დედა არ ჰყავს, ბავშვს სჭირდება, ვიღაცას ჩაეხუტოს. ზოგიერთ პატარას სიცოცხლის პირველივე წელს უყვარდება დათუნია ან კურდღელი და ეს გრძნობა კარგა ხანს გაჰყვება. რამდენ ხანს სძინავს ახალშობილს? სიცოცხლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობა 13,5-16,5 საათია. ერთი თვის ჩვილს შესაძლოა ოცდაოთხი საათიც კი ეძინოს. ექვსი თვის შემდეგ ზოგიერთ ბავშვს ღამით - რვა, ხოლო დღისით სამი-ოთხი საათი სძინავს. რატომ ატარებენ დედები პატარებს ძირითადად მარცხენა ხელით? პასუხი მარტივი და ამავე დროს რომანტიკულია - მარცხნივ ხომ გულია და დედასაც სურს, პირმშო გულთან ახლოს ჰყავდეს. ეს ბავშვსაც ძალიან მოსწონს - მას ესმის დედის გულისცემა, რომელიც მუცლად ყოფნის დროს მოსმენილ ხმიანობას აგონებს. სხვათა შორის, ბავშვების უმრავლესობა ამ მდგომარეობაში უკეთ იძინებს.
წარმოგიდგენთ ორსულობის პერიოდისა და მშობიარობის შესახებ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს და შესაბამის განმარტებებს;
არაინვაზიური პრენატალური დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის ყველა სახის ლაბორატორიულ კვლევას, ულტრაბგერით და კარდიოლოგიურ სკრინინგებს, რომელთა ჩატარება ხორციელდება ყველა ტრიმესტრში. აგრეთვე ბოლო თაობის არაინვაზიური გენეტიკური ტესტები, რომელთა საშუალებით დედის სისხლით დგინდება ქრომოსომული პათოლოგიები და გენეტიკური სინდრომები. ორსულობის პერიოდში ჩატარებული ულტრაბგერითი და არაინვაზიური გენეტიკური გამოკვლევები უსაფრთხოა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. რაც მთავარია ისინი იძლევიან მტკიცე რწმენას იმისა, რომ თქვენი პატარა კარგად იზრდება, ვითარდება და სულ მალე მოევლინება სამყაროს.
მეან-გინეკოლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობისა და ორსულობის სერიოზული გართულებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებალია კვების რაციონისა და ფიზიკური დატვირთვის პროგრამის შედგენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ასევე დედის ჯანმრთელობას და სილამაზეს.
მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ფეხმძიმობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:
ამ პერიოდში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი და გაიადვილოთ დროული მშობიარობა:
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
მშობიარობა არის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, არანაირი განსკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. თუმცა ქალებს, როდესაც მშობიარობენ, ხშირად აქვთ კითხვები იმის თაობაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი.
მშობიარობის მეშინია. პირდაპირ საკეისრო კვეთა რომ მოვითხოვო? შეგიძლიათ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თეორიულად საკეისრო კვეთა „სურვილის მიხედვით“ არის შესაძლებელი, მაგრამ ექიმები და ბებიაქალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშობიარემ გადაიფიქროს. ხშირად ამის მიზეზი არის ქალების არასწორი წარმოდგენა ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე ან ცუდი გამოცდილება, რომლის განმეორების შანსი არც ისე მაღალია. საკეისრო კვეთა საშიშია არა მხოლოდ მოკლევადიანი (ოპერაციის შემდეგ სისხლდენისა და თრომბის ჩამოყალიბების დიდი რისკი არსებობს), არამედ გრძელვადიანი პერსპექტივითაც: მომდევნო ფეხმძიმობისას საშვილოსნო შეიძლება დაზიანდეს, იზრდება რისკი, რომ პლაცენტა საშვილოსნოს შეეზარდოს, ეს კი ძალიან საშიში პროცესია. საკეისრო კვეთის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ოპერაცია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს. მაგალითად მაშინ, როდესაც ქალი ვერ მშობიარობს ან ნაყოფს მენჯით წინამდებარეობის პოზა აქვს მიღებული. გამოცდილ გინეკოლოგს ან ბებიაქალს მშობიარობის მიღება მაშინაც შეუძლია, როდესაც ბავშვი ფეხებით მოდის. ამ დროს შესაძლებელია მშობიარობის დაწყებამდე ნაყოფის გადაბრუნება, როცა ის ჯერ კიდევ საშვილოსნოშია - ფრთხილი ზეწოლითა და ბავშვის გულისცემის კონტროლით. თუმცა ასეთ რამეს იშვიათად აკეთებენ. დრო მოვიდა, მშობიარობა კი არ მეწყება. რა ვქნა? არსებობს არც ისე ბევრი მეთოდი, რომელიც ამ დროს შეიძლება გამოგადგეთ. ასეთ სიტუაციაში საშვილოსნოს ყელის გახსნას ხელოვნურად უწყობენ ხელს. ეს ხდება სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც ძირითადად გელის სახით იწარმოება. ამის შემდეგ, როგორც ბრიტანულ რეკომენდაციებშია მითითებული, კეთდება ამნიოტომია (სანაყოფე ბუშტის გასხნის ოპერაცია) ან საშვილოსნოს ყელის თითის მოძრაობით გახსნა. ასევე შესაძლებელია ექიმმა საკეისრო კვეთა დანიშნოს. თუმცა ეს არ არის მკაცრი რჩევები, ხანდახან უბრალოდ ლოდინია საჭირო. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის 42-ე კვირის შემდეგ ნაყოფის დაღუპვის რისკი იზრდება. ამიტომ მსგავს გადაცდომამდე, უმჯობესია, არ მიხვიდეთ. მშობიარობის სტიმულაციისთვის ბრიტანელი სპეცილისტები ფეხმძიმე ქალებს ფინიკის ჭამას ურჩევენ. მათივე განმარტებით, სხვა მეთოდებიც არსებობს, თუმცა ამ რეკომენდაციით რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ექიმების რჩევით, შეგიძლიათ რაიმე მწარე შეჭამოთ ან სექსით დაკავდეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ქალი ვერ მშობიარობს, რადგან ძალიან ნერვულობს. „ნერვიულობა საკმაოდ ლოგიკურია, თუ მშობიარობა არ იწყება, თუმცა არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ ასეთი ემოციები მშობიარობის გადავადებას იწვევს“, - აცხადებს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი სარა კენიონი. ამავე აზრს იზიარებენ სხვა მეცნიერები, რომლებიც ამ პროცესში ფსიქოლოგიური მიზეზის არსებობას გამორიცხავენ. მათი განმარტებით, ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვის გაჩენის სავარაუდო თარიღი სტატისტიკას ეფუძნება, თუმცა ყველა ქალის ფეხმძიმობა განსხვავებულია და შესაძლებელია, ზოგმა უფრო ადრე იმშობიაროს, სხვამ კი - გვიან. ჭინთვები დამეწყო. რომელი პოზაა ყველაზე სწორი? სწორად მიიჩნევა ყველა ის პოზა, რომელიც მშობიარესთვის არის მოსახერხებელი. ეს შეიძლება იყოს გვერდულად დაწოლა, მუხლებზე ან ფეხზე დგომა, სპეციალურ სკამზე ჯდომა, თუმცა უპირატესობა არცერთ მათგანს არ ენიჭება. ერთადერთი გამონაკლისი - ზურგზე წოლა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში სისხძარღვები იკუმშება, რის შედეგადაც საშვილოსნოსა და პლაცენტას შორის სისხლის მიმოქცევა ფერხდება. თუმცა ექიმების თქმით, სანამ სამშობიარო ტკივილები არ დაგეწყებათ, ვერ მიხვდებით, რომელი პოზაა თქვენთვის საუკეთესო. მშობიარობამდე ოყნის გაკეთება აუცილებელია? არა. ადრე სხვადასხვა ქვეყანაში ითვლებოდა, რომ ოყნა მშობიარობის პირველ პერიოდში (როდესაც მხოლოდ ტკივილებია და საშვილოსნოს ყელი ეტაპობრივად იხსნება) ყველას სჭირდება, რათა მშობიარობის პროცესში ქალმა უნებურად ნაწლავები არ დაიზიანოს ან თავი უხერხულად არ იგრძნოს. თუმცა ოყნა შეიძლება იყოს მტკივნეული და უსიამოვნო, ქალის მშობიარობის პროცესი კი ამით არანაირად იცვლება. სწორედ ამიტომ ბევრ ქვეყანაში მშობიარობის დროს ოყნის გამოყენებისგან თავს იკავებენ. ნორმალურია, როდესაც მშობიარობის დროს მეან-გინეკოლოგი მუცელს აწვება? არა. თუ ბავშვს ვაგინალური მშობიარობისთვის არახელსაყრელი მდებარეობა აქვს, გარეგანი ზეწოლა ხელს შეუწყობს ტრავმებს და არა მშობიარობის დაწყებას. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ გარეგანი ზეწოლით ნაყოფის გამოყვანა არ შეიძლება. თუ დახმარებაა საჭირო, ამისათვის უნდა გამოიყენოთ ვაკუუმ-ექსტრაქტორი, რომელსაც სილიკონის რბილი თავები აქვს. ეს მეთოდი ატრავმულად ითვლება. როგორ გავუმკლავდე ტკივილებს? ეპიდურალური ანესთეზიით. ეს გაუტკივარების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. ტკივილის გაყუჩების არამედიკამენტოზური საშუალებების უამრავი ვარიაცია არსებობს. ის შეიძლება იყოს ძალიან მარტივი ან ისეთი, რომელსაც სპეციალური მომზადება სჭირდება. ქალი შეიძლება ცდილობდეს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ღრმად ისუნთქოს, ამოსუნთქვები დაითვალოს, იმოძრაოს, სპეციალურ ბურთზე იხტუნაოს, შხაპი მიიღოს, ცივი და ცხელი კომპრესები დაიდოს, მუსიკას უსმინოს, არომატული სანთლები აანთოს ან სულაც თვითჰიპნოზი ჩაიტაროს. გარშემომყოფებს შეუძლიათ ის გაამხნევონ (ეს მას ეხმარება არა მხოლოდ ტკივილთან გამკლავებაში, არამედ ზოგადად მშობიარობის პროცესის გაუმჯობესებაში), სპეციალური მასაჟი გაუკეთონ ან სხვ. რაც შეეხება წამლებს, ხანდახან გამოიყენება ჟანგბადისა და აზოტის ოქსიდის ნაზავი, რომელსაც ნიღბით ასუნთქებენ. ეს ქალს ეხმარება დამშვიდდეს და მოდუნდეს. შეიძლება მშობიარეს ამ დროს თავბრუ დაეხვეს და მოითენთოს, მაგრამ ნაყოფს არაფერს ვნებს. სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია ადგილობრივი ანესთეზია, როდესაც ვულვისა და საშოს მგრძნობელობა იხშობა. დასავლეთში კი იყენებენ პეტიდინსა და სისტემურ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს (მაგალითად, მორფინს). ეპიდურალური ანესთეზია ყველაზე უკეთ ეხმარება მშობიარეს, მაგრამ მას გარკვეული გართულებებიც ახლავს: ამან შეიძლება არტერიული წნევის დაცემა გამოიწვიოს, რაც პლაცენტასა და ნაყოფს შორის სისხლის მიმოქცევას აფერხებს. ანესთეზიის ამ ფორმით მშობიარობის შემდეგ შეიძლება ქალს თავისა და ზურგის ტკივილი აწუხებდეს (მაგრამ არც ისე ხანგრძლივად), არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მეორე მშობიარობა უფრო ხანგრძლივი იქნება და საჭირო გახდება სპეციალური ინსტრუმენტების (მაგალითად, ვაკუუმ-ექსტრაქტორი) გამოყენება. თუმცა იმის რისკი, რომ ყველაფერი საკეისრო კვეთით დასრულდება, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ იზრდება. დაბადებისთანავე რატომ აწვენენ ბავშვს დედის გულზე? ბავშვი როგორც კი დაიბადება, დედასთან მიჰყავთ, რადგან ეს ორივესთვის აუცილებელი და სასარგებლოა. მიჩნეულია, რომ ასე უფრო მარტივად იწყება ძუძუთი კვება, ასევე - დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირი მომენტალურად მყარდება. მშობიარობის პირველ საათში ქალი ბავშვს არ უნდა შეეხოს და ყველა საჭირო პროცედურაც მოგვიანებით უნდა ჩატარდეს. თუ ბავშვს დედა გულში უმალ არ ჩაიკრავს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ძუძუს ვეღარ აწოვებს ან მათ შორის ემოციური კავშირი ვერ შედგება.
ჰიპომენსტრუალური სინდრომი მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა, რომელიც ვლინდება მენსტრუაციის შესუსტებით, ზედმეტად მწირი, ზედმეტად ხანმოკლე 1-3 დღემდე და იშვიათი მენსტრუაციის შენაცვლება 35 დღეზე მეტი ინტერვალით.
გვხვდება ხშირად სქესობრივი მომწიფების პერიოდში და კლიმაქსურ პერიოდში, არცთუ ისე იშვიათად წინ სდევს ამენორეას; განარჩევენ პირველად და მეორად ჰიპომენსტრუალურ სინდრომს. პირველადი სინდრომის დროს მწირი, მოკლე და იშვიათი მენსტრუაციები აღინიშნება სქესობრივი მომწიფების დაწყებისას, მისი მიზეზია საკვერცხეების ფუნქციების (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის) დაქვეითება საერთო ინფანტილიზმით. მეორადი სინდრომი ვითარდება ნორმალური მენსტრუაციის გარკვეული პერიოდის შემდეგ ანთებითი დაავადებების ქრონიკული ინფექციების, ინტოქსიკაციების, საშვილოსნოს ზედმეტის ამოფხეკისას, აბორტისას და დიაგნოსტიკური მანიპულაციების შედეგად. ჰიპომენსტრუალურ სინდრომთან სხვა ფუნქციონალური დარღვევების დამატებისას საერთო სისუსტე, დეპრესია, ფრიგიდულობა, უშვილობა და სხვა საჭიროა სპეციალური და გამაძლიერებელი მკურნალობა.
მეცხრე თვის სიმპტომები
ზომები წარმოგიდგენთ საშუალო სიგრძესა და წონას ორსულობის მე-9 თვეში (36-40 კვირები)
რჩევები
ორსულობის მიმდინარეობისას ქალის ორგანიზმი დიდ ცვლილებებს განიცდის. ამ ფონზე ჩნდება სხვადასხვა ჩივილები, რომლებიც, როგორც წესი, არაა ძალიან შემაწუხებელი და ქრება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ფეხმძიმობისავე პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ ჩივილების ინტენსივობა, გარკვეულწილად, ქალის ზოგად ფსიქიკურ ფონზე (ხასიათზე) და განწყობაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ქალი ორსულობას: როგორც ბედნიერ ცვლილებას მის ცხოვრებაში, თუ როგორც შემაწუხებელ მოვლენას. ორსულს გულისრევა და ღებინება აწუხებს ორსულობის მე-6-დან მე-14 კვირამდე; უხშირესად ამას “დილის გულისრევის" სახე აქვს, თუმცა, შეიძლება, ეს მთელი დღის განმავლობაშიც გრძელდებოდეს. ამ სიმპტომს, გარკვეულწილად, ჰორმონული ფონის ცვლილებას უკავშირებენ. გულისრევის შესამცირებლად უნდა იკვებოთ მცირე ულუფებით, რაციონიდან ამოიღოთ ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები. გულძმარვა შეიძლება მთელი ორსულობის მანძილზე გაწუხებდეთ. მის შესამსუბუქებლად უნდა იკვებოთ მცირე ულუფებით, მოერიდოთ ცხარე, ზედმეტად ტკბილ, ტომატიან და შებოლილ პროდუქტს; ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრ ქალს გახშირებული შარდვა აღენიშნება. ეს ჰორმონული ცვლილებების და შარდის ბუშტზე მომატებული ზომის საშვილოსნოს ზეწოლის ბრალია. იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტის და შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც, რის თავიდან ასაცილებლადაც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და შეამციროთ სუფრის მარილის მოხმარება. ადვილად დაღლა, ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას დამახასიათებელია ორსულობის პირველი 12-15 კვირისათვის. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ეცადეთ ხშირად დაისვენოთ, უფრო ადრე დაწვეთ დასაძინებლად. ამასთანავე, სისუსტე, შეიძლება, ანემიის (სისხლნაკლებობის) ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს. ყაბზობას ბევრი მიზეზი აქვს: ჰორმონული ცვლილებები, ზომაში მომატებული საშვილოსნოს ზეწოლა მსხვილ და სწორ ნაწლავებზე და ამით მათში საკვების გადადინების შეფერხება, ანემიის გამო რკინის შემცველი ტაბლეტებით მკურნალობა. ყაბზობის თავიდან აცილება შეიძლება დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყლის, მაწვნის და უზმოზე უმი ბოსტნეულის და ხილის მიღებით. მკერდის მგრძნობიარობა და მტკივნეულობა ორსულობის ადრეულ ეტაპზე იჩენს თავს და გაივლის პირველი სამი თვის შემდეგ. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ატარეთ კომფორტული (არა ვიწრო) ბიუსტჰალტერი. კანის ქავილი აწუხებს ორსულთა 20%-ს, თუ ქავილი მუცელზეა, ეს მუცლის ზომაში მომატების შედეგად კანის დაჭიმვითაა გამოწვეული. ხელის და ფეხისგულების ქავილს ჰორმონული ცვლილებები იწვევს, ხოლო მესამე ტრიმესტრში მთელი კანის ქავილი შეიძლება საშვილოსნოს ნაღვლის ბუშტზე ზეწოლით გამოწვეული ნაღვლის შეგუბების შედეგი იყოს. წელის ტკივილი თავს იჩენს ორსულობის მოგვიანებით პერიოდში და გამოწვეულია ხერხემლის დატვირთვის მკვეთრი ზრდით რასაც, თავის მხრივ, მუცლის და მკერდის ზომაში და წონაში მატება იწვევს. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ხშირად წამოწვეთ დასასვენებლად და იხმაროთ ორთოპედიული ლეიბი. წვივების კუნთების ტკივილი და კრუნჩხვითი შეკუმშვები გამოწვეულია მომატებული წონის ტანის ზეწოლით ქვედა კიდურებზე, სისხლის შედედების უნარის მატებით, დედის ორგანიზმში კალციუმის შემცველობის კლებით. ამ სიმპტომების შემსუბუქება შემცირება შეიძლება ხშირი დასვენებით, წოლისას და ჯდომისას და ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობით, სიარულით, მსუბუქი მასაჟით და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობით. ვენების ვარიკოზული გაგანიერება ძირითადად ქვედა კიდურებში ვითარდება და გამოწვეულია საშვილოსნოს ზეწოლით ბარძაყის ვენებზე, რაც ქვემო კიდურების ვენების დატვირთვას და მათში სისხლის შეგუბებას იწვევს. გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში მომატებული ზოგიერთი ჰორმონი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას. ეს ნიშანი, უხშირესად, ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ. ვენების გაგანიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა ჰემოროიდული კვანძები ანუ ბუასილი, რაც შეიძლება გაუარესდეს ყაბზობის ან მშობიარობისას ჭინთვების ფონზე. პროფილაქტიკა: ორსულთა ბანდაჟის, ან ქამრის ტარება, ნაწლავების მოქმედების მოწესრიგება, მოერიდეთ დიდხანს დგომას და ჯდომას, ხშირად იარეთ და წამოწექით დასასვენებლად. ქალი ორსულობის პერიოდში ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე ხდება. ის უფრო მძაფრად განიცდის როგორც დადებით, ისე უარყოფით მოვლენებს. ამიტომ გარშემომყოფებს მეტი მოთმინება მართებთ: ეს განსაკუთრებით მეუღლეებს ეხება, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში ქალები ყველაზე მტკივნეულად მეუღლესთან უთანხმოებას და ფინანსურ პრობლემებს განიცდიან.
განმარტავს დავით კობეშავიძე - ,,იმედის კლინიკის" დირექტორი
სპირალი საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფციაა არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. კონტრაცეფციის საშვილოსნოსშიგა საშუალებები უფრო მეტად ,,სპირალის” სახელწოდებითაა ცნობილი.
ყველაზე ხშირად გამოიყენება T- ფორმის სპირალები. ზოგიერთი სპირალი შეიცავს პროგესტოგენს ან ანტიბიოტიკებს. სპირალი თავსდება საშვილოსნოს ყელში ღრმად. ყველაზე ხშირად სპილენძისაა, თუმცა არსებობს ვერცხლისა და ოქროს სპირალებიც, ასევე – სპირალი ჰორმონების დამატებით. ამ სახის სპირალებს კონტრაცეფციის გარდა შეიძლება ქონდეთ სამკურნალო ეფექტიც ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა მიომა, ენდომეტრიოზი, დისფუნქციური საშვილოსნოს სისხლდენები. უფრო ძვირადღირებული საშვილოსნოსშიგა სპირალები გამოდის სხვადასხვა ზომის, რაც საშუალებას იძლევა შეირჩეს ინფდივიდუალურად, საშვილოსნოს ღრუს ზომის გათვალისწინებით. პრაქტიკულად ნებისმიერი სპირალი იდგმება 5 წლის ვადით. შემდგომ საჭიროა მისი მოცილება და ახლის ჩადგმა. საშვილოსნოსშიგა სპირალის ჩადგმამდე აუცილებელია ნაცხის ანალიზი. სპირალი იდგმევა მენსტრუაციის დაწყებიდან 2-3 დღეს, მაგრამ შეიძლება გვიანაც გაკეთდეს; ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მომდევნო მენსტრუაციის დაწყებიდან არ იყოს სქესობრივი კონტაქტი. საშვილოსნოსშიგა საშუალებების წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ზოგიერთი პათოლოგიური პროცესები. თუ ისინი არსებობს, მაშინ აუცილებელია წინასწარ საშვილოსნოს ყელის მკურნალობა. თავად სპირალი მცირე ზომისაა (2,5 სმ), საშვილოსნოში მოთავსებისას იგი ხელს უშლის სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედის მიმართულებით გადაადგილებას, რითაც ჩასახვის პროცესი ფერხდება. სპირალის უპირატესობები:
სპირალის ნაკლოვანებები: არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან, ამიტომ არ არის ნაჩვენები იმ ქალებისათვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ სქესობრივი დაავადების მქონე მამაკაცთან ან ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ. სპირალის გამოყენების წესი: სპირალის შეყვანის და ამოღების პროცედურები მხოლოდ ექიმის მიერ წარმოებს. ნაჩვენებია მხოლოდ ნამშობიარები ქალებისათვის, ვისაც არ აქვთ სასქესო ორგანოების და სხვა პათოლოგიის ნიშნები.
მშობიარობის შემდგომი ნორმალური პერიოდი გრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში. ადგილობრივი ცვლილებები გამოიხატება საშვილოსნოს მხრივ (ინვოლუცია).
საშვილოსნოს ინვოლუციის მაჩვენებლებია მისი ფსკერის მდებარეობა: პირველი დღეების ბოლოს – ჭიპის დონეზე, მე-5 დღეზე – ჭიპსა და უბეს შორის, მე-10 დღის ბოლოს – უბის ქვევით. საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე-10 დღის ბოლოს, გარეთა – მე-3 კვირაზე. უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი წარმოადგენს უხვი სეკრეტიან ჭრილობით ზედაპირს (სისხლით). ამ ზედაპირის ეპითელიზაცია მიმდინარეობს თანდათანობით: მე-10 დღეზე ეპითელიზდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი, გარდა პლაცენტარული ფართისა, ხოლო მე-3 კვირის ბოლოს ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მთლიანი ეპითელიზაცია. შესაბამისად, იცვლება მშობიარობის შემდგომი გამონადენის ხასიათიც. მშობიარობის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში ლოქიები ჩვეულებრივ სისხლიანია; მე-6-დან 10 დღემდე – უხვი მოყავისფეროა; მე-11-დან მე-15 დღემდე ზომიერად მოყვითალოა; მე-16-დან მე-20 დღემდე – მცირე რადენობისა და მოთეთროა. მესამე კვირიდან ლოქიები ღებულობენ ლორწოვან ხასიათს ლაქტოგენური ჰორმონის გავლენით; მშობიარობიდან მე-3-4 დღეზე იწყება რძის გამომუშავება (ხსენი, გარდამავალი რძე, მწიფე რძე). მშობიარობის შემდეგ მშობიარე საკმაოდ დაღლილია და საჭიროებს დასვენებას. ტემპერატურა ნორმალურია, შეიძლება აღინიშნოს მისი ერთჯერადი მომატება მე-3-4 დღეზე, რაც უკავშირდება მიკრობების შეღწევას საშვილოსნოში, ან სარძევე ჯირკვლების გამაგრებას. პულსი ხშირად ნორმალურია, იშვიათად აღინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევა მცირედ დაქვეითებულია. საჭიროა მშობიარეზე ყოველდღიური დაკვირვება. იზომება პულსი, არტერიული წნევა; სინჯავენ სარძევე ჯირკვლებს, ყურადღება ექცევა საშვილოსნოს ინვოლუციას, ლოქიების ხასიათს, ასევე დეფეკაციასა და მოშარდვას. შეკრულობისას მშობიარობიდან მე-3 დღეზე კეთდება გამწმენდი ოყნა ან ინიშნება საფაღარათოები. საჭიროა სრულფასოვანი კვება, ვიტამინების საკმარისი რაოდენობით. მუშავდება სარძევე ჯირკვლები, შხაპის ქვეშ დაბანა შეიძლება მე-10 დღეზე, აბაზანა – მე-3 კვირის ბოლოს. სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია არა უადრეს 6 კვირისა მშობიარობიდან. |