იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

21/6/2020

მშობიარობის სტიმულირება

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - ვრცლად
უმჯობესია მშობიარობა დაიწყოს თავისით, მაგრამ არის სიტუაციები როდესაც სამედიცინო ჩარევა აუცილებელი ხდება. ამ დახმარებას მშობიარობის სტიმულაცია ეწოდება. ​

ჩვეულებრივ, მშობიარობის სტიმულაციას მიმართავენ შემდეგ შემთხვევებში:
​
  • თუ ორსულობა გრძელდება 41 კვირა. როგორც წესი, მშობიარობის სტიმულაციას მიმართავენ ორსულობის 41-ე და 42-ე კვირას შორის. 41-ე კვირის შემდგომ იწყება ნაყოფის მწიფობის ნიშნები, გაძვალება და სხვა, რაც არასახარბიელოა და რისკებთან არის დაკავშრებული.
  • თუ ორსულმა წყლები დაღვარა და მშობიარობის ტკვილი არ ეწყება. უმეტეს წილად, ტკივილები იწყება წყლების დაღვრის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, თუ ეს ასე არ მოხდა მაშინ დიდი რისკია ორსულის და ნაყოფის ინფექცია განვითარდეს.
  • თუ ორსულს აქვს დიაბეტი. სპეციალისტები ასეთ ორსულს 38-ე კვირიდან ურჩევენ მიმართონ მშობიარობის სტიმულირებას.
  • ორსულს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, რომელმაც შეიძლება თავად ორსულს ან ნაყოფს საფრთხე შეუქმნას.

​ხშირად თავად ორსულებსაც აქვთ ხოლმე მშობიარობის სტიმულაციის გაკეთების მოთხოვნა. მაგ მეუღლე მიდის და ბავშვის ნახვის სურვილი აქვს, მშობიარობის გართულების შიშები და სხვა. ამ შემთხვევაში ქალბატონების მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილება. 

მშობიარობის სტიმულაციის გაკეთებამდე გაესაუბრეთ ექიმს. თუ თქვენ გადაწყევტთ მის გაკეთებას აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი. ასევე, ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას თქვენს შემთხვევაში რომელი მეთოდის გაკეთება იქნება საუკეთესო. ამის დადგენა ხდება გინეკოლოგიური გასინჯვის დროს. ექიმი ნახავს რამდენადაა მშობიარობისთვის მზად თქვენი საშვილოსნოს ყელი და კიდევ სხვა პარამეტრები.  რაც უფრო მეტადაა საშვილოსნოს ყელი მშობიარობისთვის მომწიფებული მით უფრო ეფექტური იქნება მასტიმულირებელი საშუალება.  თუ თქვენი საშვილოსნოს ყელი მშობიარობისთვის მზად არ არის მაშინ არსებობს რისკი , რომ თქვენზე მშობიარობის აღმძვრელი პრეპარატები არ იმოქმედებს, ან დაგჭირდებათ მათი განმეორებით მიღება. თუ მდგომარეობა გართულდა მზად უნდა იყოთ საკეისრო კვეთისათვის.
მშობიარობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი