,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური დეპარტამენტი
|
გინეკოლოგია - სერვისები და ძირითადი მიმართულებები
,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური დეპარტამენტი მოიცავს ყველა სახის თანამედროვე სერვისს:
მოუსმინეთ დავით (ბუკა) კობეშავიძეს - გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს |
გინეკოლოგიურ დეპარტამენტს უნდა მიმართოთ თუ:
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ გაწუხებთ გინეკოლოგიური პრობლემა - მოგვმართეთ და ერთად ვიზრუნოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის!
|
ჩვენ გთავაზობთ
გინეკოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დავით (ბუკა) კობეშავიძე - მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ,,იმედის კლინიკის" დირექტორის მოადგილე; სწორედ მისი ხელმძღვანელობით და პროფესიონალთა მონაწილეობით თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის სერვისს და გათავისუფლდებით გინეკოლოგიური პრობლემებისგან;
რატომ ჩვენთან?
დროა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ამას ჩვენ ერთად შევძლებთ!
|
წინასწარი ჩაწერა ვიზიტზე
აქ შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ ვიზიტზე დავით (ბუკა) კობეშავიძესთან;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- წინასწარი ჩაწერა ხდება მხოლოდ გინეკოლოგიურ საკითხებზე
- ვიზიტის თარიღად აირჩიეთ სამუშაო დღეები (პარასკევის გარდა)
- ჩაწერის დადასტურების შემდეგ დაელოდეთ SMS შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე
- კლინიკაში მოსვლისთანავე ჩვენი SMS წარუდგინეთ რეგისტრატურას - რის შემდეგაც ასისტენტი შეგიყვანთ დავით (ბუკა) კობეშავიძესთან
აუცილებელი ინფორმაცია დღის შეთავაზების შესახებ:
- ფასდაკლება ეხება ღირებულების იმ ნაწილს, რომელსაც თავად თქვენ იხდით (საყოველთაო ან სხვა სახის დაზღვევის პარალელურად)
ფასები
ამბულატორიული და ოპერაციული გინეკოლოგია, მათ შორის ლაპაროსკოპია
ჩვენთან მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა; საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადაუდებელი ლაპაროსკოპიული ოპერაციები თქვენთვის უფასოა:
ყველა სხვა მიმართულებებზე საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება 100 პროცენტით ან თანადაფინანსების წესით; მიიღეთ ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით - 223-84-80 (სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე)
ლაბორატორიული გამოკვლევები
ბაქტერიოლოგიური კვლევები
ჰემოსტაზის სისტების გამოკვლევა
ბიოქიმიური გამოკვლევები ღვიძლის ფუნქციები:
თირკმლის ფუნქციები:
სისხლის ლიპიდური პროფილი:
პერორალური გლუკოზოტოლერანტიბის ტესტი:
ელექტროლიტები:
იმუნოლოგიური გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
სასქესო ჰორმონები:
კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონები:
თირკმელზე და ჯირკვლის ჰორმონები:
ექსპრეს ტესტები
უროგენიტალური ინფექციები
სპეციალისტის კონსულტაცია
ინსტრუმენტული გამოკვლევები
|
გინეკოლოგიური სერვისები
ლაპაროსკოპიული ოპერაციები ,,იმედის კლინიკაში" - საუკეთესო შედეგები, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები და უმაღლესი დონის სერვისები
ლაპაროსკოპია არის მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერება სპეციალური აპარატით - ლაპაროსკოპით, რომელიც ნატიფი ოპტიკური სისტემით არის აღჭურვილი. ტექნიკის თანამედროვე მიღწევები საშუალებას იძლევა, ლაპაროსკოპია გამოვიყენოთ როგორც სადიაგნოზოდ, ასევე ოპერაციული ჩარევისთვისაც. სრული ინფორმაცია
დავით (ბუკა) კობეშავიძის ხელმძღვანელობით ,,იმედის კლინიკაში“ ტარდება შემდეგი სახის ლაპაროსკოპიული ოპერაციები:
ლაპაროსკოპიული მეთოდით წარმატებით ტარდება ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა საკვერცხის სხვადასხვა ზომის კისტების მოცილება, საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობა, კვერცხსავალი მილების პლასტიკა, საშვილოსნოს ამპუტაცია (საშვილოსნოს ამოკვეთა ყელის დატოვებით) და საშვილოსნოს ექსტირპაცია (საშვილოსნოს სრული ამოკვეთა), აგრეთვე - კონსერვატიული მიომექტომია (საშვილოსნოს მიომური კვაძნების ამოკვეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით). მიზნისა და დანიშნულების შესაბამისად, განასხვავებენ სამი სახის ლაპაროსკოპიას: 1. დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის დროს მუცლის ღრუს ორგანოებს დამატებითი მანიპულატორების გამოყენებით ათვალიერებენ. ამ სახის ლაპაროსკოპიას მიმართავენ ამა თუ იმ დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად, ანდა, მაგალითად, საშვილოსნოს მილების გამტარობის შესამოწმებლად. 2. ოპერაციული ლაპაროსკოპია მოიცავს გინეკოლოგიური ოპერაციების თითქმის მთელ სპექტრს. 3. საკონტროლო ლაპაროსკოპია ადრე ჩატარებული ოპერაციის ეფექტურობის შესამოწმებლად ტარდება. ლაპაროსკოპიას უსისხლო ოპერაციასაც უწოდებენ. ამ დროს, ტრადიციული ოპერაციული ჩარევისგან განსხვავებით, მუცლის წინა კედელი არ იკვეთება. მასზე კეთდება სამი მცირე ზომის (5 და 10 მმ) ნახვრეტი, რომლებიც, ტრადიციული განაკვეთისგან განსხვავებით, არ აზიანებს კუნთოვან ქსოვილს. პაციენტს პრაქტიკულად არ სჭირდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის მიღება და მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. თავად ნახვრეტში ატარებენ ტროაკარს (სპეციალურ მილს). მასში შეჰყავთ გარკვეული რაოდენობის ნახშირჟანგი მუცლის გასაბერად და მასში მოცულობის შესაქმნელად. შემდეგ ტროაკარში შეაქვთ ტელესკოპის მილი, რომელსაც უერთებენ სპეციალურ მცირე ზომის ვიდეოკამერას და სინათლის წყაროს, რაც საშუალებას გვაძლევს, ოპერაციის დროს ეკრანზე დავინახოთ მუცლის ღრუს ორგანოები მნიშვნელოვანი გადიდებით. ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში არ წარმოიშობა ოპერაციისშემდგომი შეხორცებები. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ გამოჯანსაღების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა. საშვილოსნოს ამპუტაციის შემდეგ პაციენტი მეორე დღესვე ეწერება, ხოლო ექსტირპაციის შემდეგ - მესამე დღეს. ოპერაციის შემდეგ მათ მხოლოდ ორდღიანი ანტიბიოტიკოთერაპია უტარდებათ, ხოლო ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკებიც კი არ არის საჭირო, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლის ინექციაც საკმარისია. სამ დღეში მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. დაბოლოს, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ კანზე არ რჩება არავითარი ნაწიბური. - ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ ტრადიციული ოპერაციის დროს ქირურგი უკეთ ხედავს მუცლის ღრუს. მართალია თუ არა ეს? - ეს მცდარი წარმოდგენაა. ოპტიკური მოწყობილობა, რომლითაც აღჭურვილია ლაპაროსკოპი, 10-15-ჯერ ადიდებს საოპერაციო არეს, ამიტომ შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი დეტალებიც კი კარგად ჩანს. მართალია, გახსნილ მუცელზე მუშაობა უფრო ადვილია, მაგრამ ლაპაროსკოპიული ოპერაცია ნაკლებტრავმულია და, აქედან გამომდინარე, პაციენტისთვის უფრო იოლად ასატანი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს საჭირო ხდება მუცლის გაკვეთაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ზომა უფრო მეტია, ვიდრე 14-16 კვირის ორსულობისას, საჭირო ხდება ტრადიციულ ოპერაციაზე - ლაპაროტომიაზე გადასვლა. ლაპაროსკოპიული ოპერაციისთვის ავადმყოფის წინასწარი მომზადება აუცილებელია - ტარდება გამოკვლევები, კონსულტაციები და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვყავს პაციენტი საოპერაციოდ. აღსანიშნავია, რომ როდესაც უშვილობის კვლევები ჩიხში შედის, ლაპაროსკოპია შეუცვლელი მეთოდია როგორც მიზეზის დასადგენად, ისე სამკურნალოდაც. |
|
გაწუხებთ გინეკოლოგიური პრობლემა?
ისარგებლეთ ,,იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური დეპარტამენტის დღის შეთავაზებით და მიიღეთ ფასდაკლება ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციაზე (მათ შორის, ლაპაროსკოპია) |
ორსულობისთვის მომზადება აუცილებელია თავად ქალის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის. უსაფრთხო დედობა და ჯანმრთელი ახალშობილი მოითხოვს შესაძლო რისკ-ფაქტორების გამოვლენას და განეიტრალებას;
|
,,იმედის კლინიკა" ახორციელებს პროექტს ,,იმედიანი მომავალი", რომლის ფარგლებში მშობლებს საშუალება აქვთ იზრუნონ მოზარდი გოგონების სიჯანსაღისა და გინეკოლოგიური პრობლემების განეიტრალებისთვის;
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი გოგონებისთვის ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე მოქმედებს ფასდაკლებები - პროექტის ,,დღის შეთავაზება" ფარგლებში; არასრულწლოვან გოგონებში სხვადასხვა სახის გინეკოლოგიური გართულებების შესახებ საუბრობს ნინო ოქროპირიძე - ,,იმედის კლინიკის" ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი (ვიდეო) |
პლასტიკური ოპერაციები ,,იმედის კლინიკაში":
სრული ინფორმაცია
სასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის კორექცია ინტიმური პლასტიკის მეშვეობით თანამედროვე ქალბატონებში განსაკუთრებით პოპულარულია. „იმედის კლინიკაში" შექმნილია მძლავრი გინეკოლოგიური სექტორი, როგორც სამკურნალო, ასევე ოპერაციული გინეკოლოგიის განხრით; ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს ოპერაციული გინეკოლოგიის ახალი მიმართულება - ე.წ. პლასტიკური გინეკოლოგია, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის პროგრესული მოვლენა გახლავთ. აღნიშნული ოპერაციული ჩარევა ქალს აძლევს საშუალებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ, ამავე დროს ესთეტიური დეფექტის გამოსასწორებლადაც. სამწუხაროდ, ამ თემაზე საუბარი და, მით უმეტეს, ექიმთან ვიზიტი ბევრი ქალისთვის უხერხულობასთან და სირცხვილთან ასოცირდება, თუმცა, გვინდა მოვუწოდო ქართველ მანდილოსნებს მიხედონ საკუთარ დელიკატურ პრობლემებს, რაც გარეგნულ მხარესთან ერთად, საშარდე თუ სასქესო გზების მუდმივ ანთებით პროცესებს იწვევს. ინტიმური პლასტიკა არის საშუალება გარეთა სასქესო ორგანოების ნაკლის მოსაშორებლად ან დაკარგული ფუნქციების აღსადგენად. როგორც წესი, აღნიშნული პრობლემები აწუხებთ ქალებს, რომელთაც ჰქონდათ გართულებული მშობიარობა (ჩაჭრებით და ჩახევებით), მშობიარობის შემდგომი ტრავმების შედეგად დაზიანებული აქვთ გარეთა სასქესო ორგანოები. „იმედის კლინიკის" პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტიში მუშაობს უცხოეთში გადამზადებული პროფესიონალ გინეკოლოგთა გუნდი. ჩვენ ქალებს ვაძლევთ საშუალებას, მარტივად და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასებში გალამაზდნენ და თავი დაიცვან იმ სერიოზული პრობლემებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებულმა სასქესო ორგანოებმა. ოპერაციები კეთდება უახლესი მეთოდებით და, შესაბამისად, მაქსიმალური შედეგებით. ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლატვიელებთან და ვაპირებთ, „იმედის კლინიკაში" გავაკეთოთ პლასტიკური ოპერაციები ლაზერის მეშვეობით. ოპერაციები გრძელდება დაახლოებით 15 წუთი. ამჟამად ჩვენთან ხდება დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეების კორექცია, მშობიარობის შემდგომი ნაწიბურის ამოკვეთა საშოს უკანა კედლის პლასტიკით, საშოს კედლების პლასტიკა, საშვილოსნოს ყელის პლასტიკა და სხვა. გართულებული მშობიარობის დროს ხდება საშოს როგორც უკანა, ისევე წინა კედლების დაწევა. ასეთ დროს ნაწლავის ჩხირი ძალიან მარტივად ხვდება სასქესო გზებში, რაც იწვევს საშვილოსნოში და შარდის ბუშტში ანთებითი პროცესების წარმოშობას, ვინაიდან დაზიანებული გარეთა სასქესო ორგანოები მუდმივი ინფექციის კერაა. მშობიარობის შემდგომ გაწელილი საშოს კუნთები ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციას და შეიძლება ვერ შეიკავონ შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. ამის შედეგი არც თუ სასიამოვნოა - დაწყებული უნებლიე შარდვით და დამთავრებული სერიოზული შიდა ინფექციებით. ამავე დროს სქესობრივი კავშირის დროს ჩნდება დისკომფორტი. პლასტიკური ოპერაციის შედეგად კი შესაძლებელია როგორც შარდის ბუშტის ფიქსაცია, ასევე შარდსაწვეთის კუთხის შეცვლა. ოპერაციიდან ერთ საათში ქალს შეუძლია სახლში წასვლა. კეთდება პლასტიკური ნაკერები, რომელიც თავისით გაიწოვება. პოსტოპერაციული პერიოდი 2-3 დღე გრძელდება. ასე რომ, ქალბატონებო, ჩვენთან, თქვენი დელიკატური პრობლემები უმოკლეს დროში, ეფექტურად მოგვარდება! ისარგებლეთ დავით (ბუკა) კობეშავიძესთან ვიზიტზე წინასწარი ჩაწერის სერვისით |
|
|
მოიწონეთ ჩვენი Facebook გვერდი
|
საინტერესო თემები - გინეკოლოგია