,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფო
|
პედიატრიული საავადმყოფო - მიმოხილვა, მიმართულებები, სერვისები და პირობები
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფო არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - აღჭურვილი უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდით; პედიატრიული საავადმყოფო ემსახურება 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს;
ნახეთ პედიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელის ეკატერინე გეთიას განმარტებები (ვიდეო) |
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს სერვისები ხელმისაწვდომია 24 საათიან რეჟიმში; ასაკობრივი კონტიგენტი, რომელსაც ვემსახურებით - 0-დან 18 წლამდე; კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში
|
დაათვალიერე და დარწმუნდი
მიიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, დაათვალიერეთ და დარწმუნდით
,,იმედის კლინიკის” პედიატრიული საავადმყოფოს უდავო უპირატესობაში; ,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს დათვალიერებაში დაგეხმარებათ კლინიკის დირექტორი დავით კობეშავიძე (ვიდეო) |
პედიატრიული საავადმყოფო - სამედიცინო სერვისები
ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს "ემერჯენსის" განყოფილება 24 საათის განმავლობაში მზად არის გაგიწიოთ დახმარება;
აქ თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი, იდეალურად სუფთა და კომფორტული გარემო; კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით; განმარტავს ნინო გოგუაძე - ,,იმედის კლინიკის" ექიმი-პედიატრი (ვიდეო) |
პედიატრიული საავადმყოფოს თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა უტარდებათ პაციენტებს 1 თვის ასაკის ზემოთ;
თერაპიის დეპარტამენტში თქვენს პატარებზე იზრუნებენ ,,იმედის კლინიკის" კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი მედიკოსები; განმარტავს თეონა ირემაძე - ,,იმედის კლინიკის" ექიმი-პედიატრი (ვიდეო) |
ბავშვთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი უმაღლესი დონის სამედიცინო სამსახურია, რომელიც ემსახურება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე;
განმარტავს გია ნიჟარაძე - ბავშვთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ვიდეო) |
პედიატრიული საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის კაბინეტი ემსახურება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე და აერთიანებს ყველა ოფთალმოლოგიურ სერვისს; აღსანიშნავია ბავშვთა მხედველობის სკრინინგის პროექტი, რომელიც უახლესი მეთოდებით ტარდება.
განმარტავს ლუიზა ცომაია - ბავშვთა მხედველობის სკრინინგის პროექტის ხელმძღვანელი (ვიდეო) |
ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების კაბინეტი ემსახურება ბავშვებს 0-დან 18 წლამდე და აერთიანებს ყველა შესაბამის სერვისს;
გარდა ამისა, კაბინეტი საშუალებას გაძლევთ თქვენს პატარას სმენის სრულფასოვანი სკრინინგი ჩაუტაროთ, |
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის სამსახური რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება: დიაგნოსტიკა, ქირურგიული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
განმარტავს მანანა გიორგობიანი - ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ვიდეო) |
|
მოიწონეთ ჩვენი Facebook გვერდი
|
საინტერესო თემები - ბავშვის მოვლა და პედიატრია