იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


25/6/2020

ორსულის კანი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობა, როგორც ფსიქოლოგიურ ისე ფიზიკურ და ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. პირველი, რაზეც ფიქრს ვიწყებთ, ზედმეტი კილოგრამებია, თუმცა ამის გარდა კიდევ ბევრმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. გთავაზობთ ამ პრობლემების ჩამონათვალს და მათ გამომწვევ მიზეზებს.

  • ვენების ვარიკოზი
ფეხმძიმობისას ზოგიერთ ქალს ვარიკოზული ვენები უჩნდება, რაც ჰორმონალური ფონის შეცვლასთან და ასევე, არასწორად შერჩეულ ჰორმონალურ კონტრაცეპციასთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი მშობიარობის შემდეგ, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში კიდევ გრძელდება. ამ დროს ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ხდება ვენების გაგანიერება, რაც ვიზუალურად შესამჩნევია და ბევრი ქალი ამის გამო დიდ დისკომფორტს განიცდის.

  • აკნე
ორსულობისას და მის შემდგომ პერიოდშიც, ჰორმონების ცვლილება საკმაოდ შესამჩნევია – იმატებს ანდროგენი, რომელიც კანზე გამონაყარის მსგავსი ჯირკვლების წარმოქმნას იწვევს.
აკნეს მკურნალობა ორსულობის პერიოდში უფრო სპეციფიკურია, რადგან ყველა წამლის დალევა არ შეიძლება. თუ პრობლემა გაგირთულდებათ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.

  • არასასურველი თმა
ჭარბთმიანობა კიდევ ერთი თვალსაჩინო პრობლემაა, რომელიც ორსულობისას ვლინდება. ჭარბმა თმამ შესაძლოა სხეულის სხვადასხვა ზონაზე იჩინოს თავი: მუცელზე, სახეზე და ა.შ. იგი უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის, თუმცა, ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის ლაზერული და ნემსით ეპილაცია. ამიტომ, მოგვიწევს შევეგუოთ და დაველოდოთ მშობიარობას.

  • პიგმენტაცია
ლაქები სხეულზე ან სახეზე ადვილად შესამჩნევი და ზოგ შემთხვევაში, ორსულობის მანიშნებელიცაა. პიგმენტაციის დარღვევაც ჰორმონების ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ხშირად ეს შემდეგნაირად გამოიხატება: ძუძუს თავები ხდება უფრო მუქი, ასევე მუქდება მუცლის ხაზიც. პიგმენტები შესამჩნევია ლოყებზეც, განსაკუთრებით შესამჩნევია ქალებში, რომლებიც მიდრეკილები არიან ჭორფლიანობისკენ. აუცილებელია, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი ან საერთოდ მოვერიდოთ მზეზე ყოფნას.

  • სტრიები

ქალების 90%-ზე მეტს ორსულობისას სტრიები უჩნდება, რაც კანის დაჭიმვითა და წონის მომატებით არის გამოწვეული. ძირითადად, ეს პრობლემა ორსულობის ბოლო თვეებში ჩნდება და უმეტესად მუცლის, დუნდულების, ბარძაყების და ზოგ შემთხვევაში, მკერდის ზონაშია ლოკალიზებული. ყველა შემთხვევაში, მიზეზი შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებებია. სტრიების ფერი კანის ფერზეა დამოკიდებული. თავიდან ისინი მოვარდისფრო ან იასამნისფერია, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში უფერულდება. სტრიების საბოლოოდ გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ ლოსიონები და სხვადასხვა საშუალებები ვიზუალურად უფრო შეუბმჩნეველს გახდის ამ პრობლემას.
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC