იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

1/7/2020

უნაყოფობა

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
​უნაყოფობა – ჩასახვის უუნარობა; უშვილობაზე საუბრობენ, როდესაც 1 წლის რეგულარული სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში, ქალი, რომელიც არ ღებულობს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, არ ორსულდება.

განასხვავებენ აბსოლუტურ უნაყოფობას, როდესაც ქალის ორგანიზმში ადგილი აქვს შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლიან ჩასახვას (საშვილოსნოს, მილებისა და საკვერცხეების არარსებობა), და შედარებით უნაყოფობას, რომლის დროს უნაყოფობის მიზეზების აღკვეთა შესაძლებელია. გარდა ამისა, განასხვავებენ აგრეთვე პირველად უნაყოფობას, როდესაც ქალი, არასოდეს არ ყოფილა ორსულად, და მეორად უნაყოფობას, როდესაც ჩასახვა არ დგება, თუმცა ადრე ორსულობა აღნიშნული იყო.

უნაყოფო ქორწინებების სიხშირე შეადგენს 10-15%-ს. შემთხვევათა 60%-ში უნაყოფობის მიზეზი ქალის ორგანიზმში არსებული ცვლილებებია, ხოლო 40%-ში – ცვლილებები კაცის ორგანიზმში (სპერმის არასრულფასოვნება, ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია). ქალის უნაყოფობის განსაკუთრებულად ხშირი მიზეზია სასქესო ორგანოების ანატომიური და ფუნქციური ცვლილებები: ინფანტილიზმი, საშვილოსნოს მილების, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის, საშოს ანთებითი დაავადებები, საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები; საშვილოსნოს სიმსივნეები (მიომა), ენდომეტრიოზი; საკვეცხეების სიმსივნეები; საშვილოსნოს ყელის ტრავმული დაზიანებები მშობიარობისა და აბორტების დროს და სხვ. მეორადი უნაყოფობოს ხშირი მიზეზია აბორტები.

უნაყოფობის დროს ქალის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ქმრის შესაბამისი გამოკვლევისა შემდეგ, როცა კაცის უნაყოფობა გამოირიცხება. გინეკოლოგიური გამოკვლევისას ყურადღებას აქცევენ შიგნითა სასქესო ორგანოების მდგომარეობას (საშვილოსნო, დანამატები, ყელი). მნიშვნელოვანია საშოს შიგთავსის მჟავეობის, ყელის სეკრეტის წებოვნების დადგენა (მომატებული მჟავიანობა დამღუპველად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე, ხოლო ცერვიკალური ლორწოს მომატებული წებოვნება აბრკოლებს მათ მოძრაობას). აუცილებელია ჩატარდეს სინჯი ყელის ლორწოსა და სპერმის შეთავსებადობაზე. შეხორცებითი პროცესების გამოსავლენად საშვილოსნოში, მილებში და სხვ. იყენებენ პერტუბაციას, მეტროსალპინგოგრაფიას, ბიკონტრასტულ გინეკოგრაფიას, კიმოგრაფულ ჰიდროტუბაციას. უნაყოფობის ენდოკრინული ფორმების დროს ტარდება საკვერცხეების ფუნქციის გამოკვლევა ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების დახმარებით, ტარდება ენდომეტრიუმის ბიოფსია. საშვილოსნოს მილებში არსებული პათოლოგიებით გამოწვეული უნაყოფობის დროს გამოიყენება ლაპარასკოპია.

თუ გათხოვილი ხართ, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერ დაორსულდით, ისარგებლეთ ,,იმედის კლინიკის" პროექტით ,,მომავალი დედა";  ნახეთ სრული ინფორმაცია >>>
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი