იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

17/7/2020

ქოშინი ორსულობის პერიოდში

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
​ორსულობის თანამდევი ერთ-ერთი ჩივილია ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. ორსულობის ადრეულ სტადიებზე ქოშინი შედარებით იშვიათია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადვილად დაღლა და ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ორსულობის მე-12- მე-15 კვირისთვისაც იჩენს თავს.

ეს უმეტესად სისხლის მოცულობის უეცარი მომატების ან წონის სწრაფი მატების შედეგია, იშვიათად კი ანემიისა (სისხლნაკლებობისა). რაც შეეხება ორსულობის მეორე ნახევარში განვითარებულ ქოშინს, ის მოულოდნელი არ არის. 28 კვირაზე მეტი ხნის ორსულობის დროს ზომიერი ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი ნორმალური მოვლენაა. მან შესაძლოა თავი იჩინოს უფრო ადრეც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი ფიზიკურად განუვითარებელია, მკვეთრად მოიმატა წონა ან ეწევა სიგარეტს.

​ორსულობის ვადის მატებასთან ერთად მზარდი საშვილოსნო გარშემო მყოფ ორგანოებს აწვება და მაღლა სწევს დიაფრამას, რითაც ამცირებს გულმკერდის ყაფაზის მოცულობას. ამ დროს ფილტვის საერთო ზედაპირი უმნიშვნელოდ იცვლება (გულმკერდის ყაფაზის წინა-უკანა ზომების მატების გამო) და იზღუდება ფილტვების ექსკურსია. შესაბამისად, იზრდება სუნთქვითი მოცულობა, დიაფრაგმა უფრო ხშირად მოძრაობს, რაც ხელს უწყობს ქოშინის განვითარებას. ქოშინი ძლიერდება, როდესაც ორსული წევს.

ორსულობის დროს ქოშინი უმეტესად დროებითია (თუ არ გამოვლინდა სუნთქვის ორგანოების სერიოზული პათოლოგია) და ბავშვის მდგომარეობაზე არ მოქმედებს. როდესაც მშობიარობის ვადა ახლოვდება და ნაყოფი მცირე მენჯში ეშვება, დიაფრაგმაზე ორგანოების ზეწოლა საგრძნობლად მცირდება. ამის შედეგად სუნთქვის გაძნელებაც მცირდება ან სრულიად ქრება.

წონამ ორსულს პრობლემა რომ არ შეუქმნას, ელემენტარული წესების დაცვა მოეთხოვება. ყოველდღიურად მაღაზიებში სიარული და საოჯახო საქმიანობა კვლავაც მომავალი დედის მოვალეობად რჩება, მაგრამ დაუშვებელია გადაღლა, რადგან ორსულობის დროს გული და ფილტვები ორმაგ დატვირთვას განიცდის, ამან კი შესაძლოა ქოშინი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. რასაკვირველია, საოჯახო საქმიანობა არც მომავალი დედის, არც ნაყოფის ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ წონის მატებასთან ერთად ორსულმა უმჯობესია ისწავლოს სწორად სიარული და ძალების გადანაწილება ენერგიის მინიმალური დანახარჯით. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული მისი თვითშეგრძნება და გუნება-განწყობა.
 
არსებობს ორსულობის ისეთი გართულებები, როდესაც ქოშინი საკმაოდ ყურადსაღები სიმპტომია. ერთ-ერთი მათგანია პრეეკლამფსია...
პრეეკლამფსია ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა. ის ვლინდება შემდეგი კლინიკური ტრიადით:
 
  • არტერიული ჰიპერტენზიით
  • პროტეინურიით (შარდში ცილის გაჩენით)
  • შეშუპებით

გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად თან სდევს თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ცნობიერების შეცვლა,  ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ტაქიკარდია. მძიმე პრეეკლამფსიის დროს ხშირია ტაქიპნოე  - გახშირებული სუნთქვა, ქოშინი, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ჰიპოპროტეინემიის ფონზე განვითარებული პოლისეროზიტისა და ამის შედეგად პლევრის ღრუში სითხის დაგროვების, აგრეთვე გულის უკმარისობის, ფილტვების შეშუპების ან თრომბოემბოლიის გართულების სიმპტომი. ასეთი მდგომარეობა ექიმის გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს.

ქოშინის განვითარებას ხელს უწყობს ანემია, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ასევე - ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზი და ფილტვის სხვა დაავადებები. მიიჩნევა, რომ ქოშინის განვითარებას მომავალი დედის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულმა ცვლილებებმაც შეიძლება შეუწყოს ხელი.

რეკომენდაცია:
  • ორსულობის ბოლო ორ თვეს ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე დაიყვანეთ. 
  • თუ ქოშინი აგივარდათ, დაჯექით და დაისვენეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ მოეშვათ - ნერვული დაძაბულობა ქოშინს აძლიერებს. 
  • წოლისას თავისა და მხრების ქვეშ კიდევ ერთი ბალიში ამოიდეთ. შეეჩვიეთ ასეთ მდგომარეობაში დასვენებასა და ძილს.
  • სუნთქვა სწრაფად რომ აღიდგინოთ, შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: დაწექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ და ჩაისუნთქეთ, თან ხელები თავს ზემოთ ასწიეთ (ეს ზრდის გულმკერდის ყაფაზის მოცულობას), შემდეგ ცხვირით ამოისუნთქეთ და ხელები ჩამოუშვით. ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ქოშინი:
​
  • არ ქრება, მეტიც - ძლიერდება ან განვითარდა მოსვენების დროს;
  • ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძლიერ გღლით;
  • სუნთქვის გაძნელებას თან სდევს პულსის გახშირება, ტკივილი გულმკერდის ყაფაზში და ტუჩების გალურჯება, არტერიული წნევის მომატება და შეშუპება.
​
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი