იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

13/7/2020

ოლიგომენორეა

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
ოლიგომენორეა წარმოადგენს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რომელიც ვლინდება სისხლდენის მიმდინარეობის შემცირებით ორი ან ნაკლები დღით.

ის ჰიპომენსტრუალური სინდრომის ერთ-ერთი სახეა, რომელიც თვიურების შესუსტებას წარმოადგენს. ის ასევე მოიცავს ჰიპომენორეას და ოფსომენორეას-მენსტრუაციათაშორისი მონაკვეთის გახანგრძლივებას 35 დღით. ჰიპომენსტრუალური სინდრომის აღნიშნული ფორმები ძალიან ხშირად ენაცვლება ერთმანეთს და მენსტრუაციის სრული შეწყვეტის – ამენორეის წინამდგომარეობაა. წარმოქმნის დროისა და მიზეზის მიხედვით აღინიშნება პათოლოგიის ორი სახეობა.

პირველადი ოლიგომენორეა იწყება მენსტრუალური ციკლის დამოუკიდებლად, ანუ მენარქეს დადგომისას, ხოლო მეორადი იწყება ნორმალურად მიმდინარე მენსტრუაციის შემდეგ.

ხანმოკლე მენსტრუაციებს ხშირად თან ახლავს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ჭარბ წონას. როგორც წესი, ზიანდება სახის, მკერდის და ზურგის კანი. გარდა ამისა, ადგილი აქვს ჰირსუტიზმს და ჭარბთმიანობას, რომლის დროსაც აღინიშნება სახის, მკერდის, მუცლისა და კიდურების მკვეთრი გათმიანება. არც თუ ისე იშვიათად ქალის აღნაგობა გვაგონებს კაცისას-კარგად განვითარებული მუსკულატურა და ჩონჩხის დამახასიათებელი აღნაგობა. სექსუალურ სფეროში  აღინიშნება ლიბიდოს დაქვეითება.

​პირველადი ჰიპომენსტრუალური სინდრომის მიზეზია ქალის რეპროდუქციული სისტემის განვითარების მანკები, რაც დაკავშირებულია სასქესო უჯრედების დიფერენცირების პროცესის დარღვევასთან, მათ შორის საშვილოსნოს ინფანტილიზმის დროსაც.

მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლივობის მეორადი შემცირების მიზეზია ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა, მწვავე და ქრონიკული ინფექციები, რეპროდუქციული სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებები, გარემოს არასასურველი პირობების ზემოქმედება, სტრესი და სხვა ფაქტორები, რომლებიც იწვევენ საკვერცხეების სეკრეტორული ფუნქციის შესუსტებას. სასქესო ჰორმონების ნაკლებობა თავის მხრივ იწვევს საშვილოსნოს სისხლმომარაგების გაუარესებას, ასევე ენდომეტრიუმის განშრევებისა და ზრდის პროცესების დარღვევებს. ზოგიერთ შემთხვევაში საკვერცხეების უკმარისობის მიზეზია მემკვიდრული წინასწარგანწყობა, რომელიც ვლინდება ქალის გენეტიკური აპარატის თავისებურებებებით.

ოლიგომენორეა არც თუ ისე იშვიათად ვითარდება საშვილოსნოს ჰიპოპლაზიის, საკვერცხეების ჰიპოფუნქციის, ქრონიკული ენდომეტრიტის, ენდომეტრიოზის ფონზე, ასევე ენდომეტრიუმის მთლიანობის სერიოზული დარღვევის გამო ოპერაციული ჩარევების, ქირურგიული აბორტების, ზედმეტად ინტენსიური გამოფხეკვების შედეგად.

მისი მიზეზი შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სისხლმბადი ორგანოების პათოლოგიები. გარდა ამისა, თვიურების შემცირება აღინიშნება სქესობრივი ასაკის პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის დარეგულირება, ასევე მენოპაუზის პერიოდში, რომელსაც თან ახლავს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა. ოლიგომენორეის დიაგნოსტიკა მოიცავს საერთო სამედიცინო გამოკვლევას  მისი განვითარების მიზეზის დასადგენად. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის ანალიზი ჰორმონების დონის დასადგენად.
​
მიღებული შედეგების მიხედვით ინიშნება მკურნალობა. ის შეიძლება მოიცავდეს საერთო გამაძლიერებელ თერაპიას, რომელიც გულისხმობს კვების ნორმალიზებას, ვიტამინების  და იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მიღებას, ფიზიოპროცედურებს, ნემსებით თერაპიას. მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მიმართავენ სპეციალურ ვარჯიშებს და გინეკოლოგიურ მასაჟს. საჭიროების მიხედვით,  ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ ოვულაციას. 

გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი