იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


6/10/2019

საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა

Comments

Read Now
 
Picture
​საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა ხასიათდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის და ორგანოების ნორმალური ანატომიური მდებარეობის პათოლოგიური ცვლილებებით, შედეგად მათი ფუნქციის დარღვევით.

საშვილოსნო მდებარეობს მცირე მენჯის ღრუს გამტარი ღერძის პროექციაზე. ის ფიქსირებულია იოგებზე და თავისუფლად მოძრაობს მცირე მენჯის ღრუში. ორგანოს ასეთი მდებარეობა და მოძრაობა ბენებრივია ორსულობის ან მშობიარობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის, ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

საშვილოსნო და საშო იოგების გარდა ფიქსირებულია მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ფასციებით და კუნთებით. თუ მენჯის ფსკერის ფასციები, კუნთები, იოგები დასუსტდა სხვხდასხვა მიზეზით, შედეგად მენჯის ღრუს ორგანოები, საშოს კედლები, საშვილოსნო იწევს ქვემოთ და ზოგჯერ სცილდება საშოს შესასვლელს. კლინიკური შემთხვებიდან გამომდინარე გამოყოფენ მენჯის ორგანოების პროლაფსის, საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევის, გამოვარდნის შემდეგ სახეობებს:
  • საშოს წინა კედლის დაწევა - წინა კედლის დაწევასთან ერთად შარდის ბუშტის ნაწილი, შარდსადენი – ცისტოცელე, ურეთროცელე.
  • საშოს უკანა კედლის დაწევა - უკანა კედლის დაწევასთან ერთად სწორი და წვრილი ნაწლავის ნაწილი – რექტოცელე, ენტეროცელე.
  • საშვილოსნოს და საშოს არასრული გამოვარდნა - საშვილოსნოს ყელი ან საშოს კედელი დაწეულია საშოს შესასვლელამდე ან სცილდება მას ნაწილობრივ.
  • საშვილოსნოს და საშოს სრული გამოვარდნა - საშვილოსნო ან საშოს კედელი სრულად გამოდის საშოს შესასვლელიდან.

დაავადების განვითარება

მენჯის ორგანოების პროლაფსი, მათ შორის საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა პოლიეთიოლოგიური დაავადებაა, რომელიც ვითარდება მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ფასციების, კუნთების, იოგების მაფიქსირებელი აპარატის ტრავმის, გადაწელვის და განვითარებული დისტროფიული ცვლილებების შედეგად.

ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:
  • ორსულობა, მშობიარობა გართულებული ტრავმით
  • მენოპაუზა, ესტროგენული უკმარისობა
  • შემაერთებელი ქსოვილიების სტრუქტურის სისტემური ცვლილებები
  • ფიზიკური დატვირთვა
  • ქრონიკული ხველა და ყაბზობა
  • გენეტიკური მიდრეკილება
  • საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია)
  • გამოხატული სიმსუქნე
დაავადება ვითარდება დინამიურად წლობით, საწყის პერიოდში კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ეპიზოდურად და მოულოდნელად, რომლის სიმპტომებია:
  • თიაქარის მზგავსი რბილი ან მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობის შეგრძნება საშოს შესასვლელში ან საშოში
  • დაქაჩვის, სიმძიმის და ზეწოლის შეგრძნება შორისის მიდამოში
  • დისკომფორტი, მენჯის ორგანოების ვენური სტაზი, სწორნაწლავის ფუნქციის დარღვევა
  • ბუასილი, ყაბზობა, 
  • ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის, გავისა და წელის არეში
  • ანთებადი ხასიათის და ზოგჯერ სისხლიანი გამონადენი საშოდან
  • შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა, შარდის გამოყოფის შეფერხება, გახშირებული შარდვა, მცირე ეპიზოდური შარდის გამოყოფა ფიზიკური დატვირთვისას, ხველის, სიცილის, სწრაფი სიარულის დროს

საშვილოსნოს, საშოს კედლების დაწევა და არასრული გამოვარდნა ზოგჯერ მიმდინარეობს მცირე სიმპტომებით ან მის გარეშე და დამახასიათებელია დაავადების საწყის სტადიებში. დაავადების დამძიმების შემთხვევაში პაციენტი გრძნობს თიაქარის მზგავს სიმსივნურ წარმონაქმს საშოს შესასვლელში ან შორისის მიდამოში, შედეგად იქმნება საშოს და შარდის ბუშტის ინფექციური დაავადების განვითარების პირობები.

ვითარდება საშვილოსნოს ყელის ან საშოს ქრონიკული ტროფიკული წყლული, ქრონიკული ვულვოვაგინიტი, ცისტიტი, ქვეითდება სქესობრივი აქტისის ხარისხი, ლიბიდო და ორგაზმი. მრავალი პაციენტი სამწუხაროდ ერიდება ექიმთან ვიზიტს და რატომღაც ეგუება დაავადებისგან დაქვეითებულ ცხოვრების ხარისხს, დისკომფორტს. დროთა განმავლობაში დაავადება უფრო ღრმავდება, ცხოვრობენ საშვილოსნოს დაწევით მრავალი წლის განმავლობაში სანამ მდგომარეობა არ მივა უკიდურეს გართულებამდე, საშვილოსნოს სრულ გამოვარდნამდე. საშვილოსნოს სროლი გამოვარდნა ხელს უშლის სიარულს, ჯდომას, ფიზიკურ დატვირთვას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, სქესობრივ ცხოვრობას, პაციენტს ექმნება ფსიქო-ემოციური პრობლემები, მკვთრად ქვეითდებადება ცხოვრების ხარისხი, კომფორტი და თავისუფლება.

დიაგნოზის დასმა POP-Q სისტემის მიხედვით არ წარმოადგენს გინეკოლოგისთვის სირთულეს. საშოს ინსტრუმენტებით ვიზუალიზაციის შემდეგ მიზანშეწონილია ბიმანიალური, რექტოვაგინალური გასინჯვა და უროდინამიური გამოკვლევები.
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
* ორსულობამდე პერიოდი
​* პირველი ორსულობა 

* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
​* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​
* დედის სკოლა
​
* ფასდაკლების მიღება გინეკოლოგიურ ოპერაციაზე

Picture
* ,,იმედის კლინიკის" პროექტები
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* Facebook Live
​* მე აქ დავიბადე
​* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC