იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

6/7/2020

ჩვილი გოგონას ჰიგიენა

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
გოგონას დაბადებას თან ახლავს მდგომარეობა, რომელსაც ჰორმონულ კრიზს უწოდებენ. გოგონებს უჯირჯვდებათ სარძევე ჯირკვლები და უჩნდებათ გამონადენი საშოდან. გამონადენი ზოგჯერ სისხლიანია (სულ რამდენიმე წვეთი), ზოგჯერ - უფერული. ჰორმონული კრიზი არავითარ პათოლოგიას არ უკავშირდება,

ამიტომ, საშიშიც არ გახლავთ. პირიქით, საქმე საგანგაშოდ სწორედ მაშინ არის, როდესაც ახალშობილ გოგონას ჩამოთვლილი ნიშნები არ აღენიშნება. გამონადენის არარსებობა საქალწულე აპკის შეხორცებაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაციაა საჭირო. სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებას მკურნალობა არ სჭირდება. ჯირკვალს ხელს ნუ ახლებთ და შიგთავსს ნუ გამოადენთ. მხოლოდ თბილი საფენები დაადეთ და მსუბუქად გადაახვიეთ.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალშობილის საშოში დედის ორგანიზმიდან სასქესო ინფექციათა გამომწვევი მიკრობები ხვდება. 3 თვის ასაკში, პირველი აცრის წინ, ჩვილს აუცილებლად უტარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევას. შარდში ლეიკოციტების მომატება საშოში მიმდინარე ანთებითი პროცესის სიგნალს წარმოადგენს. ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენის წესების დარღვევა (საშოში განავლოვანი მასების მოხვედრა) და გადატანილი ვირუსული ინფექცია (გოგონებს ზემოთა სასუნთქი გზების ინფექციების შემდეგ საშოში ხშირად უვითარდებათ ანთებითი პროცესი). ამ დროს საშოდან გამონადენი 3-5 დღის შემდეგ თავისთავად შეწყდება. თუ ასე არ მოხდა, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

ძუძუზე მყოფ ჩვილს დედა ღამით თავის საწოლში გადმოიწვენს ხოლმე. რა თქმა უნდა, ასე უფრო მოხერხებულია: პატარა მოთხოვნისთანავე იღებს რძეს, დედას კი შეუძლია, შუალედში გამოიძინოს. თუმცა ინფიცირების საშიშროება მართლა არსებობს, ამიტომ გირჩევთ, ჩვილს თავისი საფენი დაუფინოთ, რათა მშობლების ზეწარს არ შეეხოს. მით უმეტეს აუცილებელია ეს ზაფხულში, როდესაც ბავშვს შილიფად აცვია. განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა დედ-მამას ანთებითი დაავადებები, უცხო ფლორა პატარას კარგს არაფერს მოუტანს. ასე რომ, შეაჩვიეთ პატარა თავის საწოლში ძილს.

საშვილოსნოს ბუნებრივი მიკროფლორის ჩამოყალიბება რთული პროცესია. იგი დამოკიდებულია ჰორმონული სისტემისა და იმუნური თავისებურებების ურთიერთქმედებაზე და ასაკის კვალდაკვალ იცვლება. ახალშობილი გოგონას საშვილოსნო სტერილურია. 12 საათის შემდეგ მის ლორწოვანზე სახლდებიან ბაქტერიები ლაქტობაცილები, რომლებიც შლიან ლორწოვანის გლიკოგენს. წარმოიქმნება რძემჟავა, რომელიც საშვილოსნოში მჟავა გარემოს ფორმირებას განაპირობებს და მას უცხო მიკროორგანიზმებისგან იცავს.

სიცოცხლის მეოცე დღიდან დედისეული ჰორმონები (პროგესტერონი, ესტროგენი), რომლებიც ვაგინალური ეპითელიუმის გლიკოგენით გაჯერებას უზრუნველყოფს, ახალშობილის ორგანიზმს ტოვებს. ლაქტობაქტერიები ქრებიან. საშვილოსნოს გარემო სუსტი ტუტე ან ნეიტრალური ხდება. იქ კოკები და ბაცილები სახლდებიან. 9 წლის ასაკიდან გოგონას ორგანიზმში ძლიერდება ესტროგენების სეკრეცია, საშვილოსნოს ლორწოვან გარსში მწიფდება, გროვდება გლიკოგენი, 10 წლიდან კი იქ ლაქტობაქტერიების "დასახლება" იწყება, რასაც საშვილოსნოს გარემოს (PH) მჟავიანობისკენ გადახრა მოჰყვება. 12-14 წლის ასაკში, გარდატეხის პერიოდის პიკზე, იმატებს ესტროგენების სტიმულაცია, ლაქტობაქტერიები ინტენსიურად მრავლდება და საშვილოსნოს გარემო მჟავა ხდება. სწორედ ამით აიხსნება, რომ 10 წლის ასაკიდან ვულვოვაგინიტების - ანთებითი დაავადებების - სიხშირე 30-40%-ით მცირდება.

​დღეს უპამპერსოდ ჩვილის გაზრდა წარმოუდგენელია, მაგრამ ნამდვილად არსებობს საფრთხე, პატარა სათბურის ეფექტის მსხვერპლად იქცეს. მისი შედეგია კანის სიწითლე. თუმცა კანის შეწითლება ყოველთვის სველი პამპერსის ბრალი როდია. ის შესაძლოა საკვების მიმართ ალერგიამაც გამოიწვიოს. დიფერენცირება ადვილია: თუ შორისთან ერთად ლოყების ან ხელების კანიც გაწითლდა, ეს ალერგიაა. არსებობს ანტიალერგიული საცხები, რომლებიც ამ სიწითლეს აალაგებს. თუ მალამომ ბავშვს არ უშველა, სიწითლეს საშოდან გამონადენიც დაერთო და ბავშვიც მოუსვენრობს, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ბავშვთა გინეკოლოგს მიმართოთ - გამორიცხული არ არის, დედის ინფექციას ან პამპერსით გამოწვეულ დერმატიტს საშვილოსნოს ანთების პროვოცირება მოეხდინა. აგენტ-პროვოკატორის როლი შეიძლება შეასრულოს ასევე ჰელმინთოზმა - ჭიებით ინვაზიამ. ის მაშინ უნდა ვიეჭვოთ, როდესაც ოჯახში ძაღლი ჰყავთ. ინვაზიის თავიდან ასაცილებლად:
  • ნუ მისცემთ პატარას ნებას, იატაკზე იხოხოს;
  • სათამაშოდ ისეთი ადგილი გამოუყავით, რომელსაც შინაური ცხოველები არ ეკარებიან;
  • დააკვირდით პატარას საქციელს. თუ ის მოუსვენრობს, ხშირად იკიდებს ხელს შორისის მიდამოში, მოკეცილი ჯდება ფეხზე და ქანაობს - ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შორისის მიდამო ექავება.
პედიატრის კონსულტაცია ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

​თუ ანთებითი პროცესი გახანგრძლივდა, ასეთ დროს მოსალოდნელია მცირე ბაგეების შეხორცება. გოგონას სასქესო ორგანოების ლორწოვანი ვერ უძლებს ხანგრძლივ გაღიზიანებას, მით უმეტეს - ჭუჭყიანი პამპერსით. მცირე ბაგეების ლორწოვან გარსზე ჩნდება მიკრონაპრალები. ბაგეები იწყებს შეხორცებას და სასქესო ნაპრალი იხურება. დედებს ვურჩევ:
  • პატარა გოგონებს ხშირად დაუთვალიერონ სასქესო ორგანოები, რათა უსიამოვნების მაუწყებელი ნიშნები არ გამოეპაროთ;
  • დროულად გამოუცვალონ პამპერსი ჩვილს;
  • პატარა გულმოდგინედ ჩაბანონ წყლით;
  • ფაქიზად, მაგრამ საგულდაგულოდ გამშრალების შემდეგ გარეთა მცირე ბაგეებისა და შორისის მიდამო კრემით ან საბავშვო ზეთით დაამუშაონ;
  • ნუ მიაყრიან საბავშვო პუდრს - იგი ლორწოვანს აშრობს და ტრავმას აყენებს;
  • სიწითლის შემჩნევისთანავე ბავშვს შორისის მიდამოში წაუსვან თუთიის შემცველი მალამო.

გოგონა ადრეული ასაკიდანვე უნდა შევაჩვიოთ ჰიგიენის დაცვას. გარეთა სასქესო ორგანოები, შორისის მიდამო ბავშვს მუდამ სუფთა და მშრალი უნდა ჰქონდეს. უნდა ვარიდოთ როგორც გადახურებას, ისე გადაცივებას, გამოვუყოთ საკუთარი საპონი, ღრუბელი, პირსახოცი. ბავშვის თეთრეული და ტანსაცმელი ცალკე გავრეცხოთ. უფროსების საცვლებთან ერთად მათი რეცხვა დაუშვებელია. სასქესო ორგანოების ჩასაბანად მხოლოდ გამდინარე წყალი უნდა გამოვიყენოთ. არამც და არამც არ შეიძლება მათი ჩაბანა აბაზანაში ან თასში ჩაგროვილი წყლით. ამასთანავე, წყალი გადადუღებული უნდა იყოს. გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩავბანოთ ყოველი პამპერსის გამოცვლის შემდეგ და ძილის წინ. ეს აუცილებელია, რათა საშო განავლოვანი მასებით არ დაბინძურდეს. პამპერსის გამოცვლის შემდეგ დედამ ან მომვლელმა ჯერ თვითონ უნდა დაიბანონ ხელები საპნით, შემდეგ კი გოგონა ჩაბანონ. ჩაბანა ხდება მუცლის ქვემო ნაწილიდან, წინიდან უკანა ტანისკენ.

ჩასაბანად მხოლოდ და მხოლოდ სუფთა წყლის გამოყენებას გირჩევთ. სოდა, მარგანცოვკა და სხვა სადეზინფექციო საშუალებები ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ერთი წლიდან სქესობრივ მომწიფებამდე (მენსტრუაციის დაწყებამდე) კი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ბავშვის ან სპეციალური ჰიგიენური საპონი, რომელიც გოგონებისთვის არის განკუთვნილი. ჰიგიენის განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვას მოზარდმა მენსტრუაციის დროს.

ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი