იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


7/7/2020

პრემენსტრუალური სინდრომი

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
პრემენსტრუალური სინდრომი წარმოადგენს ნეგატიური სიმპტომების რთულ კომპლექსს, რომელიც ქალს მენსტრუაციის წინა დღეებში აწუხებს.

​მენსტრუაციის დაწყებამდე 7 – 10 დღით ადრე აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა, შრომისუუნარობა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, წონაში მატება, ზოგჯერ ტაქიკარდია, არითმიები, კარდიალგია, მოხრჩობის შეგრძნება, სუბფებრილიტეტი. მენსტრუაციის დაწყებისთანავე ეს სიმპტომები მცირდება და ქრება.

პრემენსტრუალური სინდრომი აქვს რეპროდუქციული ასაკის ქალების 50-80%-ს, უმრავლესობას - ძალზე იოლი ფორმით, ისე, რომ ექიმის ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში პრემენსტრუალური სინდრომმა შესაძლოა პროგრესირება განიცადოს. იგი უმთავრესად 20-40 წლის ქალებს აწუხებთ. 

პრემენსტრუალური სინდრომი 150-მდე სიმპტომს აერთიანებს, ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მენსტრუაციის წინა დღეებში ხშირად განიცდის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ემოციურ-ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. ბევრი უჩივის უსაფუძვლო აგრესიის შეტევებს, არაადეკვატურ ქცევით რეაქციას, უმიზეზო ტირილს, ხასიათის ხშირ ცვალებადობას.

პრემენსტრუალური სინდრომის ოთხი ყველაზე გავრცელებული ფორმაა:

შეშუპებითი ფორმა

ახასიათებს სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, შესივება და და ტკივილი, სახის, ფეხებისა და ხელის მტევნების შეშუპება, ოფლიანობა. პმს-ის ამ ფორმის დროს მკვეთრად არის გამოხატული სუნებისადმი ზემგრძნობელობა. მოსალოდნელია გემოვნების შეცვლაც.

ნერვულ-ფსიქოლოგიური ფორმა

ვლინდება სისუსტით, უმიზეზო ტირილით, დეპრესიით ან, პირიქით, გადამეტებული, აუხსნელი გაღიზიანებითა აგრესიით. ეს უკანასკნელი, წესისამებრ, ახალგაზრდა ქალებს აღენიშნებათ, შედარებით ასაკოვანთათვის კი დეპრესიული მდგომარეობაა დამახასიათებელი.

ცეფალგიური ფორმა

ახასიათებს თავის ტკივილი, გულისრევა, ზოგჯერ - ღებინება, თავბრუხვევა. პმს-ის ამ ფორმით დაავადებულთა დაახლოებით მესამედს აღენიშნება გულის არეში ტკივილი და ფსიქოლოგიური დათრგუნულობა. გარდა ამისა, იცვლება ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა, რამაც შეიძლება ძვლების დასუსტება გამოიწვიოს.

კრიზისული ფორმა

თავს იჩენს ადრენალინური კრიზის ნიშნები. სახელდობრ, გულმკერდის არეში შეიგრძნობა ზეწოლა, რასაც თან ახლავს გულისცემის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და გაცივება. მოსალოდნელია ხშირი და ჭარბი შარდვა. ამგვარი კრიზის დროს ზოგს სიკვდილის შიში ეუფლება, რაც ნეგატიურად აისახება ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. პმს-ის ეს ფორმა ექიმის ჩარევას საჭიროებს. 
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC