იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

15/8/2019

ორსულობის მე-5 კვირა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
​ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე  ნაყოფის ზომა დაახლოებით 1,25 მმ-ია. მაგრამ შეხედეთ ფოტოს – ის უკვე მშვენიერია! ამ დროს ქალის ორგანიზმში ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება – ჩანასახის სხეული განცალკევდება ჩანასახის გარეშე ნაწილებისაგან. მას უკვე აქვს საკუთარი სივრცითი ორიენტაცია: წინა ბოლო – (მომავალი თავი) და უკანა ბოლო (მომავალი მენჯი და ქემო კიდურები). ამ პერიოდში ჩნდება ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციური სისტემისა და ორგანოს ჩანასახები. ემბრიონის ცენტრში ძევს გარკევული ქსოვილი, საიდანაც დასაბამს იღებს გული (ხორხთან და სასულესთან ერთად). თანდათანობით ფორმირებას იწყებენ სისხლძარღვები. წარმოიქმნება ღვიძლისა და პანკრეასის ჩანასახები.

ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე  ჩანასახი მოხრილია ,,C” ასოსებურად. ნერვული მილის გასწვრივ ფორმირდება ქსოვილის სეგმენტები, საიდანაც შემდგომში წარმოიქმნება კუნთოვანი ქსოვილი და სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურები. ორსულობის მე-5 კვირაზე ნერვული მილი ნაწილობრივ იხურება. ნერვული მილი – ეს ნერვული სისტემის წინამორბედია, ამიტომ მისი დროული დახურვა ძალზე მნიშვნელოვანია. ამ მოვლენაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფოლიუმის მჟავა. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში მუცელი ისე გამოიყურება ,,როგორც 5 თვის ორსულის“. მუცლის გაზრდა ორსულობის ადრეულ სტადიებზე შესაძლოა განპირობებული იყოს სითხის შეკავებითა და მუცლის კედლის კუნთების ტონუსის დაქვეითებით.

ზოგჯერ ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე ჩნდება ორსულობის პირველი ნიშნები და სიმპტომები – გარკვეული სუნების აუტანლობა, გაძლიერებული ნერწყვდენა და სხვ., განსაკუთრებით კი – დილის გულისრევა. ორსულთა დაახლოებით 70%-ს ტოქსიკოზი აღენიშნებათ. გულისრევის შეგრძნება შესაძლებელია იყოს როგორც დილით, ასევე დღის განმავლობაში, თუმცა დღისით როცა ქალი უფრო აქტიურია, ეს იმდენად შემაწუხეელი არაა. აღნიშნული მოვლენები შედეგია ჰორმონული ფონისა: ორგანიზმში ხდება მთელი რიგირ ცვლილებები ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის, ამიტომ ასეთ დროებით მოვლენებს უნდა შეეგუოთ. ორსულობის მე-13 კვირაზე გულისრევა მთლიანად გაივლის. აჯობე ტოქსიკოზს! – საკვები მიიღე ხშირად და მცირე ულუფებით; – მიიღე ცილით მდიდარი საკვები – ყველი, კვერცხი, არაქისის პასტა (თუკი ალერგია არ გაქვთ); – არ დაგავიწყდეთ სითხის შესახებ, განსაკუთრებით თუკი გულისრევას მოჰყვება ღებინებაც, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებას; – გაუფრთხილდი საკუთარ თავს, აიცილე სტრესები და მეტი დაისვენე.

საშვილოსნოსგარეთა ორსულობა

როგორც ცნობილია განაყოფიერება ხდება საშვილოსნოს მილში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და იმპლანტირდება მასში. საშვილოსნოსგარეთა ორსულობის დროს იმპლანტაცია ხდება საშვილოსნოს გარეთ, როგორც წესი საშვილოსნოს მილში. გარე ორსულობის 95% მილის ორსულობაზე მოდის, სხვა შემთხვევებში იმპლანტაცია ხდება საკვერცხეში, საშვილოსნოს ყელში ან რუდიმენტულ რქაში. როდესაც სანაყოფე კვერცხი მილიდან ვარდება მუცლის ღრუში, ადგილი აქვს მილის აბორტს. გარე ორსულობის მიზეზებია – მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ან სხვა ინფექციური დაავადებები, მაგალითად აპენდიციტი. საშვილოსნოსშიგა სპირალის გამოყენება ზრდის გარე ორსულობის განვითარების რისკს.

ადრეულ სტადიებზე გარე ორსულობის გამოცნობა ძალიან ძნელია. გავრცელებული სიმპტომები – სისხლდენა საშოდან, მუცლის ტკივილი, მკერდის მგრძნობელობის მომატება, გულისრევა – ახასიათებს ნორმალურად მიმდინარე ორსულობასაც. უმრავლეს შემთხვევაში გარე ორსულობა ვლინდება დაახლოებით მე-6-8 კვირაზე. ადრეული დიაგნოსტიკის გასაღები თქვენს ხელშია – შეეცადეთ დაწვრილებით მოუყვეთ ექიმს თქვენი სიმპტომების შესახებ. გარე ორსულობა ძალიან საშიშია ისეთი გართულებების გამო, როგორიცაა შინაგანი სისხდენა და მოსალოდნელი უნაყოფობა.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი