ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე ნაყოფი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 0,36-დან 1 მმ-მდეა. მე-4 კვირიდან იწყება ნაყოფის განვითარების ემბრიონული პარიოდი, რომელიც გრძელდება ორსულობის მე-10 კვირის ბოლომდე.
ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე იწყება ბავშვის ყველა ორგანოს ფორმირება და განვითარება; ზოგიერთი მათგანი ფუნქციონირებასაც კი იწყებს. ამ პერიოდში წამროიქმნება სამი სახის ჩანასახოვანი ფურცელი. სწორედ ისინი წარმოადგენენ საწყისს სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოს ფორმირებისათვის. შიგნითა შრე – (ენდოდერმა) – პასუხისმგებელია ფილტვების, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, პანკრეასის განვითარებაზე. შუა ფურცლიდან (მეზოდერმა) – ვითარდება ჩონჩხი, კუნთები, თირკმლები, სისხლძარღვები და გული. გარეთა ფურცელიდან – (ექტოდერმა) – ფორმირდება კანი, თმები, თვალის ბროლი, კბილის მინანქარი, ნერვული სისტემა. შემდგომში თითოეული ფურცლის უჯრედები იკავებენ თავთავის ადგილებს. იწყება ემბრიონის თავის ფორმირება. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფისათვის. ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე აქტიურად ვითარდება ჩანასახისგარე ორგანოები (ქორიონი, ამნიონი და ყვითრის პარკი). სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ნაყოფის კვებას, სუნთქვას და სხვ. ქორიონი ხელს უწყობს პლაცენტის გენერაციას, ხოლო ამნიონი – სანაყოფე ბუშტისას. ორსულობის პირველი 12 კვირა თქვენი მომავალი ბავშვის განვითარებაში განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და კრიტიკული პერიოდია. იწყება პლაცენტის ფორმირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონების წარმოქმნაში, ასევე უზრუნველყოფს ბავშვს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. როდესაც ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი დატოვებს საკვერცხეს, გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე წარმოიქმნება ე. წ. ყვითელი სხეული. ყვითელი სხეული სითხით ავსებული პატარა ბუშტუკია. მასში ხდება სისხლძარღვების სწრაფი განვითარება ჰორმონთა პროდუცირებისათვის, როგორიცაა პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ადრეულ სტადიებზე ორსულობის შესანარჩუნებლად. ყვითელი სხეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ კვირეებზე, ვინაიდან გამოიმუშავებს პროჟესტერონს. მოგვიანებით, ორსულობის მე-8 – 12 კვირაზე, ამ ფუნქციას თავის თავზე იღებს პლაცენტა. ყვითელი სხეული დაახლოებით ცოცხლობს 6 თვემდე. ორსულობის მე-8 კვირაში ჯერ კიდევ იჩენს თავს გულისრევა, ზედმეტი ემოციები და სხვადასხვა სიმპტომი, რომელთა მთავარი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებაა.ყოველი დედა და ნაყოფი განსხვავებულია,ამიტომაც შეუძლებელია დაზუსტებით ითქვას, თქვენი მუცელი უნდა იყოს თუარა შესამჩნევად გაზრდილი. თუკი ტუპებზე ხართ ორსულად, მაშინ არცაა გასაკვირი, რომ გარშემომყოფებმა ადვილად შეგატყონ ორსულობა, ხოლო თუ ჯერ კიდევ არ გაგზრდიათ მუცელი და წონაშიც დიდად არ მოგიმატიათ, ამაში სანერვიულო არაფერია. თანაც, ორსულთა უმეტესობა უჩივის გულისრევას პირველ კვირებში, რაც ხელს უშლის წონაში კლებას.
ჩანასახი სწრაფად ვითარდება, ის უკვე ჟოლოს ნაყოფის ზომისაა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ პერიოდში უყალიბდება თვალის ფერი. მისი წონა ჯერ კიდე მცირეა, თუმცა წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია და 3 გრამს იწონის, ხოლო სიგრძე 11-დან 14მმ-მდეა.ორსულობის ამ ეტაპზე, ალბათ უკვე იყავით ექიმთან და პირველი ულტრაგერითი გამოკვლევაც ჩაიტარეთ. უკვე გარკვევით ისმის მისი გულისცემა,განვითარებას განაგრძობს მისის ორგანოები, გული უკვე 4 საკნიანი გახდა, ფეხებსა და ხელებსაც ძლიერად ამოძრავებს. მართალია, ჯერ ვერ გრძნობთ ამას, მაგრამ ემბრიონი ნამდვილად მოძრაობს. ასევე, ალბათ გაგახარებთ ის ფაქტიც, რომ ემბრიონი ნელ-ნელა ნამდვილ ბავშვს ემსგავსება და კუდიც ქრება. ორსულობის ამ კვირაში ყალიბდება სენსორული ორგანოები. ემბრიონს უვითარდება სამყაროს აღქმისთვის საჭირო რამდენიმე ორგანო, რომელიც შესაბამისი ნერვების დაბოლოებისგან შედგება და მას რეცეპტორებს უწოდებენ. ცხვირის ღრუში ყალიბდება ყნოსვის რეცეპტორები, ენაზე-გემოვნებითი დვრილები, თვალის გარსზე კი ფერების გასარევად არსებული რეცეპტორები ყალიბდება.შუა ყურში ამ პერიოდში დაფის აპკი ჩნდება და ასევე, პატარა ძვლები, რომლებიც შემდეგ პერიოდში პასუხისმეგებელნი იქნებიან გარესამყაროში არსებული ათასნაირი ხმოვანი სიგნალის მიღებაზე. მე-8 კვირის ორსულის სიმპტომები მკერდის ტკვილი – დიდი შანსია, მკერდი ზომაში გაიზარდოს და ოდნავი ტკვილიც იგრძნოთ. ეს ყველაფერი იმის „ბრალია“, რომ თქვენი ორგანიზმი აქედანვე ემზადება ბუნებრი კვებისთვის (თუკი მკერდის ტკვილი გაძლიერდა ან მალევე არ გაიარა, მიმართეთ ექიმს) დაღლილობა – თქვენი სხეული უფრო მეტ სისხლს გამოიმუშავებს ბავშვისთვის, ამიტომაც ეცემა წნევა და იმატებს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. გამოსავალი რაშია? რაც უნდა მარტივად მოგეჩვენოთ, ეს უებარი წამალია- მეტი ძილი. შეეცადეთ უფრო ადრე დაწვეთ და ორგანიზმს გამოძინების საშუალება მისცეთ. დღევანდელ სამყაროში ცოტა რთულია გაანებივრო ორგანიზმი დასვენებით, მაშინაც კი , თუ ორსულად ხარ, მაგრამ ეცადეთ გამონახოთ დრო ამისთვის დილის დაავადება – გულისრევა შეიძლება საგრძნობლად გაძლიერდეს მე-8 კვირაში.სვით მეტი წყალი და ეცადეთ ჯანსაღად წაიხემსოთ დღის მანძილზე რამდენჯერმე. ყნოსვის გამძაფრებული შეგრძნება -დილის დაავადებას კიდევ ერთი სახალისო სიმპტომი მოყვება( რამდენად სახალისოა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ). შესაძლოა, საგრძნობლად გაგიმძაფრდეთ ყნოსვა, ისეთი სუნიც კი იგრძნოთ და გაღიზიანდეთ, რომელსაც სხვა დროს ვერც კი შეამჩნევდით. შეკრულობა – ორსულების 50%-ზე მეტს აწუხებს ეს პრობლემა. შეკრულობასთან გასამკლავებლად სვით მეტი წყალი, მიირთვით ბოსტნეული და ისეირნეთ დიდ ხანს.თუკი ამ პრობლემამ მალევე არ გაიარა და აუტანელი გახდა, მიმართეთ ექიმს. უცნაური სიზმრები – დიახ! არ მოგეჩვენათ, ორსულობას ესეც კი შეუძლია გამოიწვიოს. უცნაური სიზმრები ფეხმძიმობის დროს სავსებით ნორმალურია. ექიმებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს ზუსტად რა არის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ სავარაუდოდ ეს ახალი ფიქრებია, თქვენ ხომ სულ მალე ახალ სიცოცხლეს დაბადებთ, ამიტომ არც არის გასაკვირი რომ განსხვავებული სიზმრები გიჩნდებათ. დიდი შანსია, რომ თავს მუდმივად გადაღლილად გრძნობდეთ ან შიმშილის გრძნობა არ გასვენებდეთ, ამ ყველაფერს იწვევს ის, რომ ნაყოფი ძალიან სწრაფად იზრდება, იცვლება და ორგანიზმს მისი ხელშეწყობა უწევს. 8 კვირის ორსულის ორგანიზმი ორსულის ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა იმ ფაქტს, რომ მასში ახალი სიცოცხლე ცხოვრობს. შეიძლება თქვენ ბევრ სიმპტომსაც გრძნობდეთ, მაგრამ გარეგნულად ჯერ კიდევ არ გეტყობოდეთ ფეხმძიმობა. საშვილოსნო ნელ-ნელა იზრდება და ახლა გრეიფუტის ზომისაა, ასე რომ არაა გამორიცხული თქვენი საყვარელი ტანნსაცმელი უკვე ონდავ დაგიპატარავდეთ. ასევე იზრდება მკერდის ზომაც და ეს პროცესი მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ ახალი ბიუსჰალტერის შეძენაც მოგიწევთ. შესაძლებელია ღამით მშვიდი ძილიც დაგერღვეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი გახშირებული შარდვა გაწუხებთ. ამიტომ ეცადეთ სითხე უფრო მეტი რაოდენობით მიიღოთ დღის პირველ ნახევარში. საუკეთესო რჩევა, რომელიც თქვენს ორგანიზმს დაეხმარება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის დაძლევაში, არის სეირნობა სუფთა ჰაერზე. დღის განმავლობაში 15-20 წუთი სეირნობა ხელს შეუწყობს სხეულს , იფუნქციონიროს უკეთ და მარტივად გადალახოს დაბრკოლებები რჩევები 8 კვირის ორსულისთვის
ორსულობის მე-9 კვირას ემბრიონი ემსგავსება ადამიანს: სხეულის პროპორციები იცვლება, კარგად ჩანს ჩამოყალიბებული ხელები და ფეხები, თითებზე ფრჩხილებიც ჩამოიზრდება; სახის პროპორციები გადანაწილდება - თვალები ცხვირისკენ „შეიწევა“, დახურულია ქუთუთოებით, ემბრიონს აქვს სრულფასოვანი ნაკვთები, გამოიკვეთება ტუჩები. ამ კვირის განმავლობაში ემბრიონი „ხვეწს“ მოძრაობით აქტივობებს - გაშლის და სხეულისკენ მოზიდავს ხელებს და ფეხებს, თანაც ნერვული სისტემის ორგანოების შესაბამისი განვითარების ხარჯზე ეს მოძრაობები კოორდინირებული ხდება; ემბრიონის შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბება გრძელდება - გული ცემს 155 -175 დარტყმა/წუთში სიხშირით, ამოძრავებს სისხლს მის პატარა სხეულში, მუცელი მომრგვალებულ ფორმას იღებს, რადგან „ივსება“ საჭმლის მომნელებელი ორგანოებით, მათგან ყველაზე დიდია ღვიძლი. ემბრიონი ემოციურადაც „მწიფდება“, მას უკვე აქვს საკუთარი ჰორმონები და შეუძლია გარე სტრესულ ზემოქმედებაზე ჯერ დაუხვეწავი პასუხის გაცემა.
ორსულობის გინეკოლოგიური მე-9 კვირის ბოლოსთვის ემბრიონის თხემ-კუდუსუნის სიგრძე 21-23 მმ აღწევს, სანაყოფე კვერცხის დიამეტრი - 33-36 მმ-ს, წონა კი 2 გრ-ია. ამ ვადაზე ემბრიონის გარეგნობა იცვლება: სხეული იწყებს დაგრძელებას, თავი აღარაა მთლიანი მოცულობის ნახევარზე მეტი, თუმცა სხეულის მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილია მაინც. პატარა ხრის თავს ყველა მიმართულებით, იწყებს ხელების მოძრაობებს სხეულისკენ და მათ წარზიდვას გარეთ, ფეხებს შლის მუცლის ხაზის გასწვრივ, თითქოს იზმორება. ხელების ანატომიური განვითარება მთავრდება - პატარას აქვს ყველა სახსარი ჩამოყალიბებული, ამიტომ შეუძლია უკვე ხელების სრულფასოვნად მოძრაობა, თითებს შორის გადაბმები ქრება, თითებზე ფრჩხილებიც უკვე ჩამოყალიბებულია. ფეხები კი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ტერფები და ფეხის თითები წარმოდგენილია, მაგრამ მათი ჩამოყალიბების დასრულება კიდევ წინაა. იცვლება ემბრიონის სახის მოხაზულობებიც, თვალები აღარაა სახის ყველაზე დიდი ნაკვთები, ისინი შეიწევა ცხვირისკენ, ქუთუთოები მთლიანად ფარავს თვალებს, მაგრამ მათ ჯერ ვერ ამოძრავებს პატარა ანუ თვალები მას ჯერ დახუჭული აქვს, უკვე თავის ადგილზეა ყურები და ცხვირი, ჩანს ტუჩები, რომლითაც მცირე წოვითი მოძრაობები ხორცილედება. ორსულობის ამ კვირის ყველაზე დიდი გამოწვევა ემბრიონის კუნთოვანი აპარატის განვითარებაა. ვითარდება მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნერვული სისტემის ორგანოებიც, თავის ტვინის ნახევარსფეროებში და ნათხემში განთავსებული ის ნეირონები იწყებს განვითარებას და დიფერენცირებას, რომლებიც მოძრაობის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი, სწორედ ამის შედეგად თუ ორსულობის მე-7-8-კვირებზე პატარას მოძრაობები ქაოტური იყო, მე-9 კვირაზე ჩნდება უკვე მოძრაობების კოორდინირებულობის ნიშნები. ემბრიონის მოცუცქნული გული წინა კვირას გახდა ოთხკამერიანი, ის აქტიურად პულსირებს და მისი შეკუმშვების ნორმალური რითმია - 155-175 დარტყმა წუთში. ემბრიონის გულის მუშაობა უზრუნველყოფს მის სისხლძარღვებში სისხლი ცირკულირებას, თუმცა ამ კვირის თავისებურებაა, რომ სხეულის ზედა ნაწილში სისხლის მიწოდება უფრო ინტენსიურია, ვიდრე მის ქვედა ნაწილში. ემბრიონის მუცელი მუცლის ღრუში საჭმლის მომნელებელი ორგანოების განვითარების და ზრდის შედეგად მომრგვალო ფორმას იღებს, მათ შორის ყველაზე დიდ ფართობს იკავებს ღვიძლი. ამ ვადაზე ემბრიონს უკვე შეუძლია საკუთარი ჰორმონების გამოყოფა, მაშასადამე ის უკვე დამოუკიდებლად არეგულირებს საკუთარ „შინაგან სამყაროს“ ანუ ჰომეოსტაზს, მათ შორის ემბრიონი გამოყოფს ადრენალინსაც ანუ შესწევს სტრესული გამღიზიანებლების მიმართ შინაგანი მოქმედებითი პასუხის გენერირება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ განიცდის შიშს, ტკივილს, სიხარულს და სხვა ემოციებს და მათზე პასუხობს როგორც შესწევს, ძირითადად გულის რითმის და მოძრაობითი აქტივობების მატებით. ცვლილებები ქალის ორგანიზმში ორსული ქალის ორგანიზმში ორსულობასთან დაკავშირებული გადაწყობის პროცესი „გაურკვევლობიდან“ „ახალ რეალობასთან შეგუებისკენ“ იცვლება: ჰორმონულ ცვლილებებზე ორგანიზმის პასუხი აღარაა ისეთი სტრესული, შინაგანი ორგანოების მუშაობა მწყობრში დგება, ნერვული სისტემა მშვიდდება, მცირდება კანის მიერ ოფლის და ქონის გამოყოფის ინტენსივობა, იწყება ორსული ქალის ე.წ. გალამაზების პროცესი. ძალიან ხშირად ამ კვირაზე ტოქსიკოზის სიმპტომატიკა მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ წყდება. არტერიული წნევის ლაბილობა (ცვალებადობა) აღარ აღინიშნება, ამიტომ მცირდება თავბრუსხვევა და თავის ტკივილები. მცირდება სისუსტე და პირიქით შეიგრძნობა ძალების მოზღვავების მომენტები. იმუნური სისტემის სტატუსის დაქვეითების გამო ხშირად ამ ვადაზე გარეთა სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია იჩენს თავს, ყველაზე ხშირია მათ შორის ე.წ. რძიანა, რომელსაც ძალიან სპეციფიური გამონადენი ახასიათებს - ესაა თეთრი, ხაჭოსებრი, სუნიანი გამონადენი. თავისი ბუნებით სოკოვანი ინფექცია ყველაზე ნაკლებ საშიშროებას ქმნის ორსულობის შეწყვეტისთვის, მაგრამ მშობიარობის დროს ძალიან მაღალია რისკი ბავშვის დაინფიცირების, რაც შემდგომში საკმაოდ რთულ გართულებებში შესაძლოა გადაიზარდოს. ამიტომ სასურველია სოკოვანი ინფექციის როგორც პროფილაქტიკა (ანტისეპტიკური დასაბანი საშუალებების ხმარებისა და საცვლის ხშირი გამოცვლის სახით), ასევე მისი გამოჩენისთანავე მკურნალობა, რადგან სოკოვანი ინფექციის ელიმინაციას საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, მით უფრო ორსულობისას, როდესაც სპეციფიური ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატების მიღება დაუშვებელია. ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირის ბოლოს თქვენი პატარას სიგრძე 2-დან 4 მმ-მდეა. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით დიდ თავსა და მუქი ფერის წერტილებს თვალებისა და ნესტოების ფორმირების ადგილებზე. ყურების ადგილზე ჩანასახს აქვს მცირედი ღრმულები, ხოლო ხელები და ფეხები წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ზომის წანაზარდების სახით.
ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე ჭიპლარის ფეხიდან წარმოიქმნება ჭიპლარი, რომლის მეშვეობითაც თქვენი პატარა შეძლებს თავისუფალ ცურვას სანაყოფე წყლებში. ემბრიონს აქვს ცილინდრის ფორმა და საკმაოდ დიდი ზომის თავის ნაწილი. ამ პერიოდში იგი სულ რამოდენიმე დღეში გაივლის ადამიანის ევოლუციის საკმაოდ გრძელ გზას და მოგვაგონებს თევზის ჩანასახს – აქვს ლაყუჩები და კუდი. ანვითარების 23-ე დღეზე (განაყოფიერებიდან 3 კვირის შემდეგ) ჩანასახის გული იწყებს შეკუმშვას. კარგი ულტრაბგერითი სკანერის გამოყენებით ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე უკვე შესაძლებელია ჩანასახის გულის შეკუმშვის დაფიქსირება, და ეს იმ დროს, როცა თავად ჩანასახის ზომა სულ რაღაც 2-4 მმ-ია! გულისცემის სიხშირე წუთში 100-დან 160-მდეა – სისხლი უკვე ცირკულირებს ჩანასახის ციცქნა სხეულში. ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე შესაძლებელია შენიშნოთ რომ, მცირედ გაუწონასწორებელი გახდით – ერთ დღეს თუ სუსტად და უენერგიოდ ხართ, მეორე დღეს – პირიქით, სუპერენერგიულად გრძნობთ თავს. ეს სრულიად ნორმალურია და დამნაშავე ამაში ჰორმონებია. ორსულთა დაახლოებით მეოთხედ ნაწილს ამ პერიოდში აღენიშნებათ მცირედი სისხლიანი გამონადენი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ეს სრულიად ნორმალურია, აუცილებლად მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ორსულობის შესაძლო შეწყვეტა. თვენ უკვე თვეზე მეტია ორსულად ხართ, მაგრამ ორსულობის მე-6 კვირაშიც კი ყველაფერი თქვენთვის ახალია და თუკი მასთან შეგუებას ემოციური ფონი ახლავს თან, ეს ნორმალურია. ამ დროს თქვენ უკვე 1 თვისა და ორი კვირის ორსული ხართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი ორსულობის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეთ. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი პატარა უკვე შეიცვალა.მისი სახის ნაკვთები უკვე ყალიბდება და სულ რაღაც 8 თვეში თქვენ დედა გახდებით. ემბრიონის წონა-1.5 გრამია. ხოლო სიგრძე- 2 მმ. სულ რაღაც 1 კვირაში იგი ორჯერ დიდი ზომის იქნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს. მისი პატარა გული წუთში 100-დან 160-მდე ფეთქავს, რაც ორჯერ მეტია თქვენს გულისცემაზე. თქვენშიც მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები, ემოციურობა და ხასიათის უეცარი ცვლილება ორსულების უმეტესობას აღენიშნება ამ პერიოდში, ასე რომ გამონაკლისი სავარაუდოდ არც თქვენ ხართ. ორგანიზმში ნაყოფს რომ საუკეთესო პირობები შეექმნას, თქვენი ჰორმონები ბევრს მუშაობენ, სოწრედ ეს განაპირობებს ბევრ უსიამოვნო სიმპტომს. უცნაურია, მაგრამ ორსულობის ამ ვადაზე შეიძლება წონაში დაიკლოთ კიდეც, რაც მომატებული ტოქსიკოზით აიხსნება. 6 კვირის ორსულის სიმპტომები ორსულობის საწყის ეტაპზე შესაძლოა სულაც არ გქონდეთ რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი მაგ . ზოგს ამ ვადაზე აწუხეხებს გულისრევის შეგრძნება, ზოგი კი სულაც არ უჩივის ამას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ძალიან ხშირია და მათი უმეტესობა, დროსთან ერთად რამდენიმე კვირაში გაივლის: დაღლილობა- თქვენი ორგანიზმის ჯერ კიდევ ეჩვევა სიახლეს და გადაწყობის პროცესშია, ამიტომაც მუდმივი დაღლილობის შეგრძნება არ არის უჩველო . გულისრევა- ეს შეგრძნება ორსულობის მე6 კვირაში ძალიან ხშირია. თანაც ის მხოლოდ დღის გარკვეულ პერიოდში სულაც არ გახსენებთ თავს. ხოლო ისინი, ვინც ტყუპებს ელოდებიან, ხშირად ამ პერიოდში უფრო გაძლიერებულად გრძნობენ ამ დისკომფორტს. მკერდის ტკივილი - თქვენი მკერდი მე-6 კვირიდან უკვე იზრდება და ოდნავი დისკომფორტიც შეინიშნება( თუკი ტკივილი ნორმაზე მეტია, მიმართეთ ექიმს). საოცარია, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდანვე იწყებს ორგანზიმი მზადებას, რომ მომავალში ბუენბრივად გამოკვებოთ პატარა. გახშირებული შარდვა – თუკი შეამჩნიეთ, რომ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გიწევთ შარდვა, ეს ნორმალურია და მას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს. ორსულობის ამ პერიოდში დატვირთულად მუშაობს თირკმელები და ასევე, იზრდება საშვილოსნოს ზეწოლა შარდის ბუშტზე, რაც ბუნებრივია ხშირს ხდის შარდის გამოყოფის პროცესს. თუკი შარდვას თან ახლავს ტკივილის შეგრძნება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა- აირების დაგროვება და მუცლის შებერილობა ხშირად ორსულობის თანმდევი პროცესია. დალიეთ მეტი წყალი და მიირთვით ჯანსაღი საკვები, რომ დაეხმაროთ ორგანიზმს ამ პრობლემის მოგვარებაში ხასიათის ცვლილება- ხასიათის სწრაფი და უჩვეულო ცვლილება ნორმალური მოვლენაა . თუკი ზოგჯერ ზედმეტად ემოციურად უდგებით საქმეს, ეს თქვენი ბრალი სულაც არ არის, ამაშიც ჰორმონებს მიუძღვით ბრალი. შეისვენეთ, მაშინ როდესაც გრძნობთ, რომ ეს გჭირდებათ, გახადეთ ყოველდღიური მენიუ უფრო მრავალფეროვანი ჯანსაღი საკვებით, ისეირნეთ კარგ ამინდში და ნელ-ნელა უხასიათობაც გაივლის. სუნის გამძაფრებული აღქმა- ის სუნი, რაც აქამდე ნორმალური იყო და შეუმჩნეველიც კი, ახლა გაღიზიანებთ? არაუშავს ესეც დროებითია და სულ მალე ისევ შეეჩვევით იმ სურნელს, რომელიც აქამდე შეიძლება მოგწონდათ კიდეც. 6 კვირის ორსულის ორგანიზმი ორსულობის მე-6 კვირაში მუცლის ზომით ჯერ კიდევ ვერ შეგამჩნევენ გარშემომყოფები, რომ ორსულად ხართ. შეგიძლიათ ცოტა ხანს ეს ბედნიერება მხოლოდ საკუთარ თავს შეუნახოთ, ანდა სხვებსაც გაუზიაროთ. ამ დროს ორგანიზმში აქტიურად გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც იცავს დედისა და ნაყოფის ორგანიზმს ვირუსებისგან, თუმცა კუჭნაწლავზე უარყოფითად მოქმედებს და სწორედ ეს იწვევს გულისრევის შეგრძნებას. ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა იმ ფაქტს, რომ მასში ახალი სიცოცხლე იზრდება და დროთა განმავლობაში ის სიმპტომები გიავლის, რომელიც ახლა ასე გაწუხებთ რჩევები 6 კვირის ორსულთათვის -დროა კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რომელიც საჭირო გამოკვლევებსა და ვიტამინებს დაგინიშნავთ, ასევე იზრუნებს თქვენზე და თქვენს პატარაზე შემდგომი 8 თვის განმავლობაში -იკვებეთ ჯანსაღად და ისერინეთ სუფთა ჰაერზე, ეს ყველაფერი ორივეს ძალიან დაგეხმარებათ – თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ ეს, აუცილებლად შეწყვიტეთ მოწევა , ალკოჰოლის მიღება და შეამცირეთ კოფოენისი დოზა. თქვენი ჯანმრთელობა ახლა ბავშვის ჯანმრთელობასაც განსაზღვრავს. -დაწექით ადრე დასაძინებლად. ღამის განმავლობაში საკმარისი ძილი ხელს უწყობს ორგანიზმის ფუნქციონირებას და ასევე ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომების დაძლევაში დაგეხმარებათ -დაიწყეთ პრენატალური ვიტამინების მიღება (თუკი ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ და რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით) -ერიდეთ ცხელ აბაზანებსა და საუნას. -მიიღეთ მეტი სითხე. ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის სითხის მიღება აუცილებელია და ამცირებს უსიამოვნო სიმპტომებს. უმჯობესია დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი სითხე მიიღოთ, რათა ღამე არ შეგაწუხოთ ხშირმა შარდვამ. ორსულობის მესამე კვირის დასაწყისში ხდება ჩასახვა, ხოლო კვირის ბოლოს თქვენი ,,ბავშვი“ მხოლოდ უჯრედების ერთობლიობაა. ემბრიონის ზომა ამ დროს 0,150 მმ-ია. მიუხედავად ემბრიონის ასეთი მცირე ზომებისა, ორსულობის მე-3 კვირაზე ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. უჯრედთა ეს გროვა, რომელსაც ,,ზიგოტა“ ეწოდება, საშვილოსნოს მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და განაგრძობს დაყოფასა და ზრდას. სანაყოფე კვერცხის იმპლანტაცია საშვილოსნოს კედელში ხდება განაყოფიერებიდან დაახლოებით მე-6-7 დღეზე. ეს პროცესი გრძელდება 40-42 საათი.
დაყოფის პარალელურად ზიგოტისგან წარმოშობილი უჯრედების ეს „გროვა“ გადაადგილდება საშვილოსნოს მილში საშვილოსნოს ღრუსკენ, მოძრაობის ეს პერიოდი 3 დღეს გრძელდება, რის შემდეგაც თუთის ნაყოფის მსგავსი ჩანასახი „ჩავარდება“ რა საშვილოსნოს ღრუში 2 დღის განმავლობაში მასში „თავისუფლად ცურავს“. მე-6 დღიდან კი იწყება ჩანასახის საშვილოსნოს კედელთან მიმაგრების პროცესი, რასაც იმპლანტაცია ეწოდება. იმპლანტაციის არსი და ფუნქცია შემდეგში მდგომარეობს: ჩანასახის გარეთა უჯრედების მიერ გამოყოფილი ფერმენტების მეშვეობით მიმდინარეობს საშვილოსნოს კედელთან ჯერ 0,35 მმ დიამეტრის მქონე ჩანასახის მიწებების, ხოლო შემდეგ ამ მონაკვეთის ლორწოვანი გარსის დაშლის შედეგად მასში ღრმად შეღწევის პროცესი. საშვილოსნოს ეს „იარა“ თანდათან ამოივსება ეპითელური უჯრედებით და ჩანასახი აღმოჩნდება „ღრმად ჩამონტაჟებული“ საშვილოსნოს კედელში. ამის შემდგომ ტროფობლასტურ (ჩანასახის გარეთა უჯრედებს) უჯრედებს წარმოექმნება წანაზარდები, რომლითაც ის უკვე მიემაგრება საშვილოსნოს ამ მონაკვეთის სისხლძარღვოვან კალაპოტს, ამ მომენტისთვის დედის და ბავშვის სისხლის მიმოქცევის სისტემა ერთიანდება, რათა შემდგომში მზარდ პატარას დედის ორგანიზმიდან მიეწოდოს მისთვის აუცილებელი საკვები და ჟანგბადი. საშუალოდ იმპლანტაციის პროცესი 40 საათს მოიცავს და სრულად მთავრდება მე-7-9 დღისთვის. თუ განაყოფიერებიდან იმპლანტაციამდე ჩანასახი საკვერცხიდან გამოყოლილი „საგზლით“ იკვებებოდა, იმპლანტაციის მომენტიდან პატარას კვების და ჟანგბადით მომარაგების პროცესზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს დედის ორგანიზმი. იმპლანტაციის „წარმატებულად დამთავრების“ შემდეგ ტროფობლასტის უჯრედები იწყებენ ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - გამომუშავებას. ეს ჰორმონი ხვდება დედის სისხლში, მისი მოქმედების შედეგად დედის ყველა ორგანო იწყებს ორსულობის პროცესისთვის „გადაწყობას“, ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის შარდთან ერთად და მისი მეშვეობით ხდება ორსულობის დადასტურება ტესტირების დროს. მაშასადამე, იმპლანტაციის შემდეგ, ორსულობის გინეკოლოგიური მე-3 კვირის ბოლოსთვის ორსულობის ტესტის გამოყენებით, რომელშიც მოთავსებულია ჩანასახის მიერ გამოყოფილი ჰორმონის (ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის) აღმომჩენი ინდიკატორი (ეს ინდიკატორი წითლდება მეორე ხაზის სახით), უკვე 100%-ით შეგვიძლია დავადასტუროთ ორსულობა. საკვერცხეში გახეთქილი ფოლიკულის ადგილზე ფორმირდება ე.წ. ყვითელი სხეული, რომელიც შედგება ლუთეინური უჯრედებისგან, ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონს - პროგესტერონს. თუ მე-3 კვირის ბოლოსთვის ორსულობა არ დადგა, ყვითელი სხეული თანდათან განილევა და 10-12 დღის შემდეგ დაიწყება შემდეგი მენსტრუალური ციკლი. თუ ორსულობა დაწყებულია, ყვითელი სხეული განაგრძობს მომწიფებას და გადადის ახალ ფაზაში, რომელსაც ორსულობის ყვითელ სხეულად მოიხსენიებენ. ის „ცოცხლობს“ ორსულობის მე-12 კვირამდე, განაგრძობს პროგესტერონის გამომუშავებას და წყვეტს არსებობას იმ მომენტისთვის, როდესაც დედის საშვილოსნოში პლაცენტა ფორმირდება. პროგესტერონი ორსულობის მთავარი ჰორმონია, მისი მოქმედებით დედის საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ხდება იმგვარი ცვლილებები, რომლებიც იმპლანტაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობაა - ლორწოვანი სქელდება, ფაშარი ხდება და მასში იზრდება სისხლის მიმოქცევა. რადგანაც შემდგარი განაყოფიერების შემთხვევაშიც კი წარუმატებელი იმპლანტაციის შედეგი არშემდგარი ორსულობა გახლავთ, პროგესტერონი, როგორც იმპლანტაციის პროცესის მთავარი წარმმართველი ჰორმონი, ორსულობის შემანარჩუნებელი ფაქტორია და თუ აღინიშნება მისი ნაკლებობა, ორსულობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხდება მისი დამატებითი მიღება აბების სახით. ცვლილებები ქალის ორგანიზმში ეს კვირა ორსულობის გარიჟრაჟია, დედის ორგანიზმში იწყება ცვლილებების ერა: ხდება ნივთიერებათა ცვლის, ორგანოების ფუნქციონირების „გადაწყობა“ და ადაპტირება ორსულობასთან, ყოველივე ამას განახორციელებს ის ჰორმონები, რომლებიც დედის ჰორმონული სისტემის და ჩანასახის მიერ გამოიყოფა. ამ ჰორმონული ცვლილებების შედეგებს აღიქვამს მომავალი დედა ორსულობის პირველი ნიშნების სახით, თუმცა ეს ჩივილები იმდენად სუბიექტურია, რომ მათი დაფიქსირება რაიმე ინსტრუმენტული გამოკვლევითაც კი ჯერ შეუძლებელია. პირველ რიგში თვალში საცემი ხდება მადის ცვლილებები - ხშირ შემთხვევებში მადა იმატებს, შესაძლოა მუდმივი შიმშილის გრძნობაშიც გადაიზარდოს, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით - მადა მკვეთრად მცირდება და საკვების მიმართ აუტანლობის გრძნობით გენერალიზირდება. საკვებთან მიმართებაში იმატებს ერთგარი „ჭირვეულობა“: ადრე საყვარელი კერძები ახლა ზიზღს იწვევს, იმატებს ეგზოტიკური მენიუ, მაგალითად მშრალი მაკარონი, მოუმწიფებელი ვაშლი და ა.შ. მადასთან ერთად მკვეთრდება და გაუკუღმართდება სუნების შეგრძნებაც, ზოგიერთ სუნთან მიმართებაში „ინციდენტი“ შესაძლოა გადაიზარდოს ღებინების შეგრძნებაში ან გულისრევაში. შესაძლოა განვითარდეს არამოტივირებული, უმიზეზო გულისრევების ეპიზოდებიც. იცვლება ქალის ფსიქიკური სტატუსი - იმატებს გაღიზიანებადობა, იმპულსურობა, ხშირად უმიზეზოდ და სპონტანურად იცვლება გუნებ-განწყობა - ტირილის განწყობას ცვლის ამაღლებული მხიარულება ან უმიზეზოდ სევდიანი მოტივები იჩენს თავს. ამ დროს თავს იჩენს ჰორმონული რეკონსტრუქციის ყველაზე ობიექტური ცვლილება - მკერდის გამკვრივება: მკერდი იმატებს როგორც მოცულობაში, ასევე წონაში, მძიმდება. აღსანიშნავია, რომ მკერდის გამკვრივება დაწყებული იყო ორსულობის გინეკოლოგიურ მე-2 კვირაში, თუმცა მე-3 კვირაში ეს უკვე ვიზუალურადაც შესამჩნევი ხდება. მკერდის გამკვრივება და შემდეგში სტრუქტურის ცვლილება უკავშირდება ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც იწვევს ორგანიზმში სითხის „შეფერხებას“, სწორედ მკერდის ქსოვილში დაგროვილი სითხის მატება განაპირობებს ამ სიმპტომატიკის გამოჩენას და გაძლიერებას. ორსულობის პირველი 2 კვირის განმავლობაში იწყება ახალი ციკლი, ხდება ოვულაცია და კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ეს კალენდარი ეყრდნობა ე. წ. გესტაციურ პერიოდს. ანუ ათვლას იწყება არა ჩასახვის მომენტიდან, არამედ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან. სწორედ ამიტომ ფაქტიურად დაფეხმძიმება ხდება მხოლოდ ორსულობის მე-3 კვირაზე.
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძირითადი როლი ენიჭება ორსულობის 40 კვირის განმავლობაში. სწორედ თქვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ნორმალურად გაივლის ორსულობის პერიოდი და რამდენად ჯანმრთელ ბავშვს დაბადებთ. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით) და ხშირი, ხანგრძლივი დასვენება საწინდარია იმისა, რომ ორსულობის 9 თვემ თქვენთვის სასიამოვნოდ გაიაროს და ქვეყანას მოუვლინოთ ჯანმრთელი ბავშვი. ფაქტის მიხედვით, ფეხმძიმობის პირველ კვირას არანაირი ფეხმძიმობა არ ფიქსირდება. რადგან ამ პერიოდში ფოლიკულში კვერცხუჯრედის განვითარება იწყება, რომელიც მენსტრუაცის მე-12-მე-14 დღეს დასრულდება. ეს იდეალურ ვარიანტში. სინამდვილეში, ოვულაცია - კვერცხუჯრედის ჩამოყალიბება და მისი ფოლიკულიდან გათავისუფლება - შეიძლება ვარირებდეს სხვადასხვა ფაქტორსა და მენსტრუაციის ციკლის ხანგრძლივობაზე (ზოგიერთ ქალს ის გრძელი აქვს, ზოგს - მოკლე). ფეხმძიმობის პირველ კვირას თეორიულს ეძახია, რადგან მისი დადასტურება ჯერ არ მომხდარა. ჯერ შეგრძნებებიც არ არსებობს. ქალი თავს ნორმალურად გრძნობს. ფეხმძიმობის ნიშნები გამოხატული არაა, ამიტომ რაიმეს თქმა ნაჩქარევია. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი სიცოცხლე ამ თვეში უნდა ჩაისახოს, უნდა იზრუნოთ, რომ ფეხმძიმობამ მომავალ კვირებში სიამოვნება მოგანიჭოთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა (თუ ასეთი გაქვთ) და ცხოვრების არასწორი წესისგან. გახსოვდეთ, რომ ტოქსინები და მომწამვლელი ნივთიერებები ორგანიზმში იბუდებს და მათ გამოსადევნად ოვულაციამდე დარჩენლი 2 კვირა სავსებით საკმარისია. აგრეთვე მნიშვნელოვანია ქალის შინაგანი განწყობა. ამიტომ, მოერიდეთ სტრესს, გადაღლას, ნერვულ დაძაბულობას, კონფლიქტს. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. მოერიდეთ კონტაქტს ადამიანებთან, რომლებიც ვირუსული ინფექციის მატარებლები არიან. თქვენ უკვე ხვდებით რომ ორსულობის მე-2 კვირაში თქვენ არ გექნებათ ფეხმძიმობისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მეტიც – თქვენი ორგანიზმი ორსულობის მე-4 კვირამდე არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს, რათა დადგინდეს თქვენი ფეხმძიმობა. ამ დროისათვის თქვენ ასავე შეგიწყდებათ ციკლი რაც პირველი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ორსულობისათვის დამახასიათებელი ნიშანია. ქალთა უმეტესობა ამ დროისთვის არ გრძნობს არანაირ სიმპტომებს, მაგრამ მაინც თქვენ შეიძლება შენიშნოთ: წერტილები – ისინი შეიძლება შეამჩნიოთ თქვენს ქვედა საცვალზე ჩასახვიდან დაახლობით 5-10 დღეში რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ დროს ემბრიონი იმპლანტირებას ახდენს საშვილოსნოს კედელზე. ხშირი შარდვა – შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონთა ცვლილებამ. გაზრდილი მკერდი – ეს იმის ნიშანია რომ თქვენი ორგანიზმმა უკვე დაიწყო მზადება ორსულობისათვის. დაღლილობა – გამოწვეული იმით რომ თქვენი პატარას ზრდისათვის საჭიროა დიდი რაოდენობის ენერგია. დილის დაავადება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში უფრო გვიან 4-დან მე-9 კვირამდე პერიოდში იჩენს თავს. გაზების დაგროვება – თქვენი ორგანიზმი ამ დროს ანელებს საჭმლის გადამუშავების პროცესს, რათა მოახმაროს მეტი ენერგია ნაყოფის განვითარებას, რაც იწვევს დარღვევებს მომნელებელ სისტემაში. თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ფეხმძიმობა, ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში დაადგინოთ თქვენი ოვალუაციის პერიოდის ვადები და დაკავდეთ სექსით ამ და რამდენიმე წინა დღის განმავლობაში. ჩვილის კოლიკა - ნაწლავებში დაგროვილი აირებით გამოწვეული მტკივნეული სპაზმი - დარღვევაა, რომელიც ჩარევის გარეშე გაქრება. კოლიკა ხშირად აღინიშნება ჩვილებში და ახალშობილებში, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ კვირებში. კოლიკა, ჩვეულებრივ, ვლინდება საღამო პერიოდში. კოლიკა აწუხებს როგორც ძუძუთი კვებაზე, ასევე ხელოვნულ კვებაზე მყოფ ბავშვებს. უმეტეს შემთხვევაში ჩვილთა კოლიკა სპონტანურად ქრება, როდესაც ბავშვი 3 - 4 თვის გახდება.
ტკივილის მხოლოდ სავარაუდო მიზეზებს თუ დავასახელებთ. ესენია:
ბავშვის კვების ხასიათსა და ნაწლავურ კოლიკას შორის არსებობს ერთგვარი კავშირი: ჩვილები, რომლებსაც დაბადებიდანვე ხელოვნურად კვებავენ, ძლიერი და ხანგრძლივი კოლიკით იტანჯებიან, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს კი ნაწლავთა ჭვალი უფრო იშვიათად აწუხებთ. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ მათ ძუძუს საშუალებით უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან და ამდენად ტკივილსაც უფრო იოლად იტანენ. ყველა ხელოვნური ნარევის ძირითადი კომპონენტი ძროხის რძეა. უმთავრესად სწორედ მისი გადამუშავება უჭირთ ხელოვნურ კვებაზე მყოფ პაწიებს. გარდა ამისა, კოლიკის აღმოცენებას, როგორც ჩანს, ნაწლავთა ანატომიური აგებულებაც უწყობს ხელს: ახალშობილის ნაწლავები არაპროპორციულად გრძელია, ამიტომ მათში უფრო მეტი აირი ეტევა, ვიდრე მოზრდილი ბავშვის ნაწლავებში (აირები ნაწლავებში დუღილის პროცესების შედეგია). დაგროვილი აირები მუცლის შებერვასა და ტკივილებს იწვევს, აირების გამოდევნა ახალშობილს უჭირს, მისი კუნთოვანი სისტემა გაჭინთვისთვის მზად არ არის. ცნობილია ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იზრდება კოლიკის აღმოცენების რისკი. ესენია:
პატარები უფრო დიდხანს და ძლიერად ტირიან, როცა მეძუძური დედა მიირთმევს კომბოსტოს, პარკოსნებს (ლობიო, ბარდა, მუხუდო), პომიდორს, ძროხის რძეს, ყურძენს, ციტრუსებს, კვერცხს, სვამს ზედმეტად ტკბილ ჩაის, კომპოტს, წვენს. ეს ის საკვებია, რომელიც დედის ორგანიზმშივე იწვევს აირების დიდი რაოდენობით წარმოქმნას. ალერგენების შემცველი პროდუქტები კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში იმუნოპათოლოგიურ რეაქციებს უდებს სათავეს. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაწლავთა კოლიკა ტანჯავთ, მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვლადობა ალერგენების მიმართ. შეზღუდვა უნდა გავრცელდეს რძის ნაწარმზეც (კარაქი, არაჟანი). რძე შეიძლება შეიცვალოს რძემჟავა პროდუქტებით - მაწვნით, კეფირით, იოგურტით. რაციონში უნდა შემცირდეს ცხოველური ცხიმების წილი. მათი შეცვლა ნაწილობრივ მცენარეული ცხიმით (სიმინდის, ზეითუნის, მზესუმზირის ზეთით) შეიძლება. დედის რაციონი მდიდარი უნდა იყოს უჯრედისით (ის უხვად არის ხილ-ბოსტნეულში, დაცეხვილ ხორბლის პურში). სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის მთავარი საკვები დედის რძეა. ამდენად, კორექცია დედის რაციონს სჭირდება. შეკრულობა არ გახლავთ საიმისო საფუძველი, რომ ჩვილი შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ - შესაძლოა, ის უბრალოდ კვებითი ალერგიის გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმის გამოვლინება იყოს. გულისყურით მოეკიდეთ ბავშვის კვების რეჟიმს, მიუხედავად თავისუფალი კვების უპირატესობისა (რასაც ზოგიერთი პედიატრი ურჩევს დედებს), საკვების უკონტროლო მიღება არასასურველია. ზოგიერთი დედა, ატირდება თუ არა პატარა, უმალვე ძუძუს აძლევს. ასეთი ურეჟიმო კვებისას ჩვილის ისედაც უმწიფარ ფერმენტულ სისტემას ზედმეტი ჯაფა ადგება, რაც შეკრულობას კიდევ უფრო ამძიმებს. დამატებითი საკვების მიცემისას კონსულტაცია პედიატრს სთხოვეთ. ის, სავარაუდოდ, გირჩევთ მცენარეული უჯრედისით მდიდარ საკვებს: ვაშლის, ქლიავის, გარგარის წვენებს, ხილფაფებს, სტაფილოს პიურეს, შვრიისა და წიწიბურას ფაფებს. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, მისი დიეტური რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბავშვმა უნდა მიიღოს ხელოვნური ნარევის ადეკვატური, ასაკის შეატყვისი კუთვნილი ნორმა. ერთ ჯერზე 200მლ-ზე მეტის მიღება დაუშვებელია. საკვებად უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად ადაპტირებული ნარევები. არაადაპტირებული საკვების, სუფთა მაწვნის ან რძის გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ დარღვევას იწვევს. რაციონი უნდა შეიცავდეს რძემჟავა პროდუქტებს (სიცოცხლის პირველ თვეებში - ადაპტირებულს, შემდეგ - რძემჟავა ნარევს, ხოლო 8-10 თვიდან - სუფთა მაწონს. ჩვილს დროულად უნდა მისცეთ დამატებითი საკვები. შეკრულობა ნაწლავთა ფუნქციის ყველაზე გავრცელებული დარღვევაა და წლამდე ასაკის ბავშვთა 20-35%-ში, უმეტესად - ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში გვხვდება. შეკრულობა მხოლოდ ზოგად მდგომარეობასა და განწყობას კი არ აუარესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებათა განვითარებასაც უწყობს ხელს. შეკრულობის დიაგნოზს სვამენ, როდესაც აღნიშნება:
ჩვილისთვის შეკრულობის რისკფაქტორებია:
შეკრულობის ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ 6 თვეს, არასწორი ან არაბალანსირებული კვებაა. აქედან გამომდინარე, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ნაწლავთა მოძრაობით აქტიურობას და მოხსნას სპაზმი. წლამდე ასაკის ბავშვის დიეტოთერაპიის ძირითადი პრინციპები:
თუ კვების კორექციამ შედეგი არ გამოიღო - გრძელდება დისკომფორტი კვების შემდეგ, შეკრულობა, მუცლის შებერილობა, ჭირვეულობა, დიეტოთერაპიასთან ერთად საჭიროა ნაწლავის ფლორის მოწესრიგებაც მედიკამენტების - პრო- და პრებიოტიკების, ფერმენტების საშუალებით. თქვენი პირადი პედიატრი თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად შეადგენს პრობლემების მოგვარების სქემას. უნდა იცოდეთ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ვიდრე ექიმი ნებას არ დაგრთავთ, მკურნალობა არ შეწყვიტოთ. ამენორეა ეწოდება მენსტრუაციის არარსებობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ამენორეას. ჭეშმარიტი (ნამდვილი) ამენორეის დროს საკვერცხეებში, ენდომეტრიუმსა და მთლიანად, ორგანიზმში ციკლური ცვლილებები არ აღინიშნება. ჭეშმარიტი ფიზიოლოგიური ამენორეას ადგილი აქვს ბავშვთა ასაკში, ორსულობის, ლაქტაციისა და მენოპაუზის დროს. პათოლოგიური ამენორეა შეიძლება იყოს პირველადი (მენსტრუაცია არასოდეს აღნიშნულა) და მეორადი (მენსტრუაციის შეწყვეტა).
პირველადი ამენორეა ხშირად განპირობებულია გენეტიკური პათოლოგიით (გონადების დისგენეზია), ასევე სქესობრივი განვითარების შეფერხებით (მძიმე ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციები). მეორადი ამენორეა აღინიშნება ინფექციური და სომატური დაავადებების (ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ტიფები, გულის მანკები, ღვიძლის დაავადებები და სხვ.), მძიმე ინტოქსიკაციების, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობების, ალიმენტური და ჰორმონული (ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებები) დარღვევების დროს. ცრუ ამენორეის დროს ციკლური ცვლილებები აღინიშნება, მაგრამ მენსტუალური სისხლი გარეთ არ გამოედინება, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს საშვილოსნოს ყელში, საშოს, საქალწულე აპკის მიდამოში არსებულ დაბრკოლებას; დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. ამენორეის დადგენა ხდება დეტალურად შეგროვილი ანამნეზის, ავადმყოფის ზოგადი გამოკვლევის, გინეკოლოგიური გამოკვლევების, ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების მონაცემების საფუძველზე, ასევე ენდომეტრიუმის ბიოფსიის, კვლევის სპეციალური მეთოდების მონაცემების, კვლევის ჰორმონული მეთოდების, გენეტიკური მეთოდების საფუძველზე. აუცილებელია ავადმყოფთა გამოკვლევა სპეციალიზირებულ გინეკოლოგიურ სტაციონარში. საკვერცხეების ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ტესტებს. ბაზალური (რექტალური) ტემპერატურა – წარმოადგენს ოვულაციის ერთ – ერთ საკმაოდ ზუსტ ტესტს. ნორმალური ციკლის დროს ბაზალური ტემპერატურა ციკლის პირველ ნახევარში 370 C – ზე დაბალია; ოვულაციის შემდეგ ხდება ბაზალური ტემპერატურა მატულობს 0,4 – 0,6 გრადუსით, და ამ დონეზე რჩება მომავალ მენსტრუაციამდე. ანოვულატორული ციკლის დროს ბაზალური ტეპერატურა მონოფაზურია კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ბაზალური ტემპერატურა იზომება სწორ ნაწლავში ყოველდღიურად დილაობით (ადგომამდე) 10 წუთის განმავლობაში. პარალელურად იზომება ტემპერატურა იღლიის ფოსოში, რომლის მომატების შემთხვევაში ბაზალური ტემპერატურის ტესტი კარგავს დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას. საშოს ციტოლოგიური გამოკვლევა წარმოდგენას იძლევა ორგანიზმის ესტროგენული გაჯერების შესახებ. (ამენორეის მრავალი ფორმების დროს აღინიშნება ჰიპოესტროგენემია). ნაცხს იღებენ საშოს უკანა თაღიდან. მიკროსკოპიის დროს ითვლიან საშოს ეპითელის სხვადასხვა უჯრედების რაოდენობას და ითვლიან კარიოპიკნოტურ ინდექსს. ეს მაჩვენებელი ასახავს ორგანიზმის ესტროგენურ გაჯერებას. ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს კარიოპიკნოტური ინდექსი პირველ ფაზაში მერყეობს 30-დან 40%-მდე, ოვულაციის მომენტში შეადგენს 50-60%-ს და შემდეგ კი ქვეითდება 20-30%-მდე; ამენორეის დროს ინდექსი ჩვეულებრივ დაბალია (5 – 10%), ამასთანავე ნაცხში ვლინდება დიდი რაოდენობით ბაზალური და პარაბაზალური უჯრედები. ნორმალური მენსტრუაციის დროს მე-5-6 დღიდან 20 დღემდე აღინიშნება საშვილოსნოს გარეთა პირის დიამეტრი გადიდებულია და ავსებულია გამჭირვალე სითხით; ანოვულატორული ციკლის დროს პირი უმნიშვნელოდაა გახსნილი და ლორწოც მცირე რაოდენობითაა. ამენორეის მკურნალობა მიმართულია ამენორეის გამომწვევი მიზეზების მოხსნისაკენ. სრულფასოვანი კვება, შრომის და დასვენების სწორი რეჟიმი, სტრესული მომენტების თავიდან აცილება, ზოგადი ინფექციური დაავადებების ეფექტური მკურნალობა და სხვ. ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ჰიპოფუნქციასთან დაკავშირებული ამენორეის დროს გამოიყენება ჰორმონული თერაპია; დამატებით ინიშნება ფიზიოთერაპიულ პროცედურები. ტროფობლასტი (ქორიონი) ჩანასახის გარეთა, ბუსუსოვანი გარსია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მისი საშუალებით ჩაიზრდება და მიემაგრება საშვილოსნოს შიგნითა გარსს - ენდომეტრიუმს. ტროფობლასტური დაავადებების დროს ქორიონული ბუსუსები პათოლოგიურად იზრდება და ავსებს საშვილოსნოს ღრუს. ტროფობლასტურ დაავადებებს მიეკუთვნება ბუშტნამქერი და ქორიონეპითელიომა.
ბუშტნამქერი პლაცენტის ბუსუსების პათოლოგიური გადაგვარებაა. ამ დროს საშვილოსნოში ქორიონული ბუსუსების ნაცვლად ვითარდება სხვადასხვა ზომის (ყველაზე პატარა ხორბლის მარცვლისოდენაა, ყველაზე დიდი - ყურძნის მარცვლისოდენა) ბუშტუკები, რომლებიც ერთმანეთზეა მიწყობილი და ყურძნის მტევანს ჰგავს. ბუშტნამქერი უმთავრესად ორსულობის პირველ ნახევარში ვითარდება, იშვიათად - ორსულობის ბოლოს. ამ დროს საკვერცხეებში ყვითელი სხეულის კისტები წარმოიქმნება. ბუშტნამქერის დროს ნაყოფი და პლაცენტა განვითარებას წყვეტს. განასხვავებენ ბუშტნამქერის სრულ და არასრულ ფორმებს. სრული ბუშტნამქერის დროს პათოლოგიურ გადაგვარებას განიცდის ქორიონის ყველა ბუსუსი. ეს ფორმა უმეტესად ორსულობის პირველსავე თვეებში, ჯერ კიდევ პლაცენტის ჩამოყალიბებამდე ვლინდება. ამ დროს ნაყოფი ყოველთვის იღუპება, თანდათან იშლება და გაიწოვება. ნაწილობრივი ანუ არასრული ბუშტნამქერი ორსულობის უფრო გვიანდელ სტადიებზე ვითარდება. ამ დროს ქორიონის ბუსუსების მხოლოდ ნაწილია გადაგვარებული, თუმცა ნაყოფი უმეტესად ამ დროსაც იღუპება. იშვიათად, თუ დაზიანდა ქორიონის მცირე ნაწილი, ხოლო პლაცენტის დიდი ნაწილი ხელუხლებელი დარჩა, ნაყოფმა შესაძლოა განვითარება განაგრძოს. თუ ნაყოფი დაიღუპა, ბუშტნამქერი მაინც განაგრძობს ზრდას. შესაბამისად, იზრდება საშვილოსნოც. კლინიკური სურათი
ბუშტნამქერის დიაგნოზი ემყარება ანამნეზურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ მონაცემებს. საშვილოსნოს ზომაზე მეტად გადიდება, სასქესო ორგანოებიდან სისხლიანი გამონადენი და სისხლში ქორიონული გონადოტროპინის მომატება ბუშტნამქერის არსებობაზე მიუთითებს. გამონადენში გამჭვირვალეშიგთავსიან ბუშტუკებს პოულობენ. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს სისხლსა და შარდში ქორიონული გონადოტროპინის ოდენობის ზღვარგადასულ მატებას - მისი ოდენობა სისხლში 10-20-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური ორსულობის დროს. ინსტრუმენტული მეთოდებიდან იყენებენ ულტრასონოგრაფიას. ბუშტნამქერის დიაგნოზის დასმისთანავე აუცილებელია საშვილოსნოდან მისი გამოძევება და სისხლდენის შეჩერება. ამისთვის მიმართავენ საშვილოსნოს გამოფხეკას, ვაკუუმასპირაციას, ხელოვნურად იწვევენ სამშობიარო მოქმედებას, ხოლო თუ საშვილოსნო მეტისმეტად დიდია, ტარდება საკეისრო კვეთა. ამ პათოლოგიის დროს საშვილოსნოს კედელი მეტისმეტად არის გათხელებული და გამოფხეკის დროს არსებობს მისი გახვრეტის საშიშროება. თუ ქალს მეტი შვილის გაჩენა არ სურს, ხდება საშვილოსნოს ექსტირპაცია (ამოკვეთა). ათიდან 8 შემთხვევაში რემისია დამატებითი მკურნალობის გარეშე მიიღწევა. პროფილაქტიკურ ქიმიოთერაპიას ყველა პაციენტს არ უტარებენ, ვინაიდან მეტისმეტად ტოქსიკურია. დაავადების პროგნოზი მძიმეა - მოსალოდნელია, ქორიონკარცინომა ჩამოყალიბდეს. ამის გამო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ქალი ორი წლის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, სისხლსა და შარდში პერიოდულად უნდა ხდებოდეს ქორიონული გონადოტროპინის ოდენობის განსაზღვრა. ფილტვებში მეტასტაზების გამოსარიცხავად პერიოდულად უნდა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ამ სახის ბუშტნამქერს ახასიათებს საშვილოსნოს ღრმა შრეებში შეჭრა და სხვა ორგანოებში მეტასტაზირება. მეტასტაზები შეიძლება გავრცელდეს საშოში, ფილტვში, საშვილოსნოს გარშემო ქსოვილებში. დიაგნოზი დგინდება საშოდან და მეტასტაზური კვანძებიდან აღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა ქირურგიულია და საშვილოსნოს ექსტირპაციას (დაზიანებული ნაწილის ამოკვეთას) ითვალისწინებს. სამკურნალო პრეპარატები ინიშნება ისევე, როგორც ქორიონეპითელიომის დროს. საჭიროებისას ხდება მეტასტაზების ამოკვეთა.
ქორიონკარცინომა, არსებითად, ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ნაყოფის ქორიონისგან წარმოიშობა. ქორიონეპითელიომა შედგება სფეროსებრი ლურჯი პატარა ბუშტუკებისგან, რომლებიც რბილი კონსისტენციისა, ღრუბლისებრი და სისხლით გაჟღენთილია. ასეთი კერები წარმოიქმნება საშვილოსნოსა და საშოს ლორწოვანზე, სასქესო ორგანოებში კი არასწორკიდეებიანი სისხლით ამოვსებული ღრუები ჩნდება. ქორიონეპითელიომა ხშირად იწვევს მეტასტაზებს სხვადასხვა ორგანოში. სრული ბუშტნამქერის დროს ქორიონეპითელიომის განვითარების ალბათობა 50%-ია, ნორმალური ორსულობის დროს - 25%, თვითნებითი აბორტისა და საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს - 25%. გამონადენი სასქესო ორგანოებიდან ბუშტნამქერის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. გამონადენი არცთუ იშვიათად ჭარბია, სუნიანი, ზოგჯერ სისხლნარევიც, რაც სისხლძარღვების რღვევით არის გამოწვეული. თავდაპირველად გამონადენი მცირეა, მერე და მერე იმატებს. ქორიონეპითელიომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ანემია, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. მისი მიზეზია როგორც საშვილოსნოდან სისხლდენა, ისე სიმსივნის დაშლის პროდუქტების შეწოვით გამოწვეული ინტოქსიკაცია. თუ სიმსივნე საშვილოსნოს სიღრმეში შეიჭრა და მისი სეროზული გარსი დააზიანა, ვითარდება ძლიერი შინაგანი სისხლდენა. სისხლი დის ღვიძლსა და ნაწლავებში არსებული მეტასტაზური კვანძებიდანაც. გარეგან სისხლდენას კი გარეთა სასქესო ორგანოებში არსებული მეტასტაზები იწვევს. სარძევე ჯირკვლები დიდდება და იქიდან ხსენი მოედინება. ზოგადი ნიშნებია წონის კლება, ტანისა და კიდურების ტკივილი, აპათია და უძილობა. ქორიონეპითელიომა მეტად ავთვისებიანი სიმსივნეა. იგი სწრაფად იძლევა მეტასტაზებს სხვადასხვა ორგანოში. მეტასტაზები უმეტესად კუჭ-ნაწლავში, შარდსასქესო სისტემაში, ღვიძლში, ფილტვებსა და თავის ტვინში ვრცელდება. კლინიკური სიმპტომები დამოკიდებულია მეტასტაზების ლოკალიზებაზე. ფილტვებში მეტასტაზის გაჩენა ვლინდება ხველით, სისხლიანი ნახველის გამოყოფით, ქოშინით, გულმკერდის ტკივილით. ღვიძლში არსებული მეტასტაზის დროს ვითარდება სიყვითლე. თირკმელებსა და შარდის ბუშტში მეტასტაზების არსებობისას აღინიშნება ჰემატურია (შარდში სისხლის არსებობა) და მტკივნეული შარდვა. თავის ტვინის მეტასტაზური დაზიანება ვლინდება თავის ტკივილით, ცნობიერების დაბინდვით, ეპილეფსიური კრუნჩხვებით, დამბლით, მხედველობისა და მეტყველების მოშლით და სხვა ნევროლოგიური სიმპტომებით. მეტასტაზირებას ხშირად თან სდევს სისხლდენა, რაც სიმსივნის მიერ სისხლძარღვების დაზიანებით აიხსნება. ქორიონეპითელიომა იშვიათად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ამ დროს ავადმყოფი უეცრად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით იღუპება. დიაგნოზი ემყარება ჩივილებს, ანამნეზში ბუშტნამქერის არსებობას, გინეკოლოგიური გასინჯვის, გულმკერდის ყაფაზის ორგანოთა რენტგენოლოგიური კვლევის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევის, საშვილოსნოდან და მეტასტაზური კვანძებიდან აღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგებს. ქორიონეპითელიომის უჯრედები გამოიმუშავებენ ქორიონულ გონადოტროპინს, რომელიც გამოიყოფა შარდსა და სისხლში. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ქირურგიულ, ქიმიოთერაპიულ და სხივურ მკურნალობას. არამეტასტაზური ფორმის დროს, როდესაც პროცესი ვრცელდება მხოლოდ საშვილოსნოზე, ქიმიოთერაპიას ატარებენ ერთი პრეპარატით. მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ასიდან 80-85 შემთხვევაში იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები. მეტასტაზირებული ფორმის დროს ტარდება კომბინირებული მკურნალობა ქიმიოპრეპარატებით და სხივური თერაპიით (დისტანციური გამათერაპია, საშოსმხრივი სხივური თერაპია). მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ჩარევა - საშვილოსნოს ამოკვეთა. გამოჯანსაღების კრიტერიუმები:
ზაფხულში ყველა ცდილობს, შვილი ქალაქგარეთ გაიყვანოს. მივემგზავრებით აგარაკისკენ, სოფლისკენ, ზღვისკენ და გვიხარია, რომ ბავშვი დაისვენებს, სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს, იცურავებს და მომავალ სასწავლო წელს ენერგიით აღსავსე შეხვდება. "ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული" მხოლოდ პოეტური სახე არ არის. პატრიოტულ განწყობას რომ თავი დავანებოთ, ეს გაკაჟების საუკეთესო საშუალებაც გახლავთ.
ბავშვებს ძალიან უყვართ წყლის ნაპირას, ქვიშაში თამაში. მერე წყალშიც შედიან, ეჩვევიან, ბოლოს ბანაობის სურვილიც უჩნდებათ - თავისთავად, ძალდაუტანებლად. არ დაგავიწყდეთ: ცხელ ზაფხულში ბავშვს ბევრი სითხე, ხილი და ბოსტნეული სჭირდება. სიცხეში ზოგიერთი დაავადების რისკი იზრდება, ამიტომაც ჭამის წინ ხელების დაბანა საჭირო კი არა, აუცილებელია. უმეტესად სწორედ ზაფხულობით ხდება საშიში ნაწლავური ინფექციების - დიზენტერიის, A ჰეპატიტის, სალმონელოზის აფეთქება. ექიმებმა ამ პათოლოგიებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებებიც კი უწოდეს. თუ აგარაკზე ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გაქვთ, გირჩევთ, მხოლოდ ანადუღარი წყალი სვათ. დუღილი 5 წუთს მაინც უნდა გაგრძელდეს. ანსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოსა და სასადილოს სისუფთავეს. მაგიდები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სუსტი სადეზინფექციო საშუალებით წმინდეთ. ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები წლის თბილ პერიოდში თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობენ. ადამიანის დასნებოვნება შეუძლია დაბინძურებულ წყალს, აუდუღარ რძესა და მის ნაწარმს. საშიშია ასევე ცუდად გარეცხილი ხილი, კენკრა, ბოსტნეული.
დაავადებათა კიდევ ერთი, საკმაოდ დიდი ჯგუფია ჰელმინთოზები. მათ გამომწვევ პარაზიტებს შეუძლიათ, დიდი ზიანი მიაყენონ ბავშვის ორგანიზმს. ბავშვებში ხშირია ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით დაავადება) და ასკარიდოზი. ენტერობიოზი ჭუჭყიანი ხელების დაავადებათა თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი გადამტანი ადამიანია. დასნებოვნება ჭუჭყიანი ხელების, საკვებისა და მტვრის მეშვეობით ხდება - მახვილა ჭიის კვერცხები ხომ უხვად რჩება თეთრეულზე, საერთო პირსახოცზე, იატაკზე... თუ ოჯახში ერთი ადამიანია ავად, პროფილაქტიკური მკურნალობა ოჯახის ყველა წევრს უტარდება, სახლში კი გენერალური დალაგებაა საჭირო. აუცილებელია დეზინფექციის ჩატარებაც. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელების ხშირი ბანა, თეთრეულის ხშირი ცვლა. თეთრეული საწოლს ფრთხილად, დაუფერთხავად უნდა მოვხსნათ. თეთრეული უნდა გაირეცხოს წყალში, რომლის ტემპერატურაც მინიმუმ 60 გრადუსია და ცხელი უთოთი დაუთოვდეს. თუ წყლის გამაცხელებელი არ გაქვთ, ცივ წყალში სადეზინფექციო საშუალება ჩაასხით. იატაკი მოწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც ჰელმინთების კვერცხებს ანადგურებს. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საწოლი და პირსახოცი. ღამით უნდა ეცვას პიჟამა და ბარძაყებზე შემოჭერილი ტრუსი, რათა თავიდან ავიცილოთ ხელების დაბინძურება ჭიების კვერცხებით. რეგულარულად დააჭერით ფრჩხილები და გამოუმუშავეთ პირადი ჰიგიენის წესები. მახვილა ჭიებისგან განსხვავებით, ასკარიდას კვერცხები ნიადაგში ვითარდება. თუ ბავშვმა გაურეცხავი ბოსტნეული, კენკრა, მიწაზე დაცვენილი ხილი შეჭამა ან მიწით დასვრილი ხელი პირში ჩაიდო, შესაძლოა, ასკარიდოზი დაემართოს. ეს პარაზიტები მთელ ორგანიზმში მიმოდიან და განმეორებით დასნებოვნებას იწვევენ. ჰელმინთოზით დაავადების რისკი განსაკუთრებით დიდია აგარაკზე. გადამტანი შეიძლება იყოს მწერი, ძაღლი, კატა, ამიტომ გირჩევთ, პატარა უცხო ძაღლებსა და კატებს მოარიდოთ, საკუთარ შინაურ ცხოველებს კი ვეტერინართან შეთანხმებით რეგულარულად ჩაუტაროთ დეჰელმინთიზაცია. ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ცხოველები ნაკვეთის იმ ნაწილში გაიყვანეთ, სადაც ბავშვს არ ათამაშებთ. ეცადეთ, ბაღი და ბოსტანი, სადაც სასუქად ორგანულ ნივთიერებებს (ნაკელს) იყენებთ, ბავშვისთვის მიუწვდომელი იყოს. ბავშვი აუცილებლად მიაჩვიეთ პირადი ჰიგიენის დაცვას - ხელების დაბანას სეირნობის, მიწაში თამაშის შემდეგ, ჭამის წინ, ტუალეტის შემდეგ. პერიოდულად ჩაუტარეთ განავლის ანალიზი ჭიის კვერცხების გამოსავლენად. პირველ ექვს თვეს ჩვილს თავზე შეიძლება ყვითელი ან თეთრი ქერქი გაუჩნდეს. მისი წარმოშობის მთავარი მიზეზი თა-ვის ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეციაა. სებორეული ქერქის - გნეისის წარმოქმნა ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა მოვლამ, არასწორად შერჩეულმა კოსმეტოლოგიურმა საშუალებამ ან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებამ. ქერქი უპი-რატესად თხემზე ჩნდება, შედარებით იშვიათად - ყიფლიბანდისა და შუბლის არეში.
თუ ბავშვს ყოველდღე აბანავებთ, კარგად ამშრალებთ, თავზე ნატურალური ქსოვილის ქუდს ახურებთ, მაგრამ სებორეული ქერქები მაინც რჩება, მიმართეთ პედიატრს, მანამდე კი კარგად დაფიქრდით:
გნეისის მოცილებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა კანი არ გაიკაწროს - ჭრილობაში ინფექციის შეჭრა გაცილებით მეტ პრობლემას შეგვიქმნის, ვიდრე თვით ქერქი. საჭიროა, შეარჩიოთ სწორი ტაქტიკა და ბავშვს ყოველდღე ჩაუტაროთ ჰიგიენური პროცედურები.
მშობიარობის პირველი - პრელიმინალური ეტაპი იწყება მშობიარობის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაგრამ კონკრეტულად სამშობიარო მოქმედების დადგომის მაუწყებელია პირველი სამშობიარო შეტევები, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
საშვილოსნოს რითმული შეკუმშვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში, ხდება გარკვეული მიზნით, რათა დაეხმაროს საშვილოსნოს ყელს მაქსიმალურად გახსნაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იმ ქალბატონებში, რომლებიც პირველად მშობიარობენ, საშვილოსნოს გახსნის პროცესი გრძელდება 10-12 საათი, ეს ბუნების მიერ დადგენილი საკმაოდ გონივრული ვადაა იმ სერიოზული მეტამორფოზისთვის, რომელსაც ამ დროს ადგილი აქვს ქალის ორგანიზმში. ქალის (რომელიც არ არის ფეხმძიმედ) საშვილოსნოს ყელის სიგრძე ხომ სულ რაღაც 4 სმ-ია, დიამეტრი კი 1 სმ, რომელიც მშობიარობის მომენტში უნდა გარდაიქმნეს ბრტყელ რგოლად, რომლის დიამეტრი 10 სმ -ია. ემზადება რა გახსნის პროცესისთვის, საშვილოსნოს ყელი თანდათანობით რბილდება და სამშობიარო შეტევების რითმში თანდათან მოკლდება და ფართოვდება დიამეტრში. პირველი სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 10-20 წამი 10-15 წუთიანი ინტერვალებით, რეგულარულად არ ითვლება, რადგან ის შეიძლება დაიწყოს და მშვიდობით დამთავრდეს ისე, რომ არ გახდეს უფრო ხშირი და ინტენსიური. თუ ასეთი შეტევების დროს ადგილი აქვს ტონუსს არა მარტო საშვილოსნოში, არამედ საშვილოსნოს ყელში, მაშინ საშვილოსნოს ყელი თანდათანობით იწყებს გახსნას და პირველი სამშობიარო შეტევების ბოლოს იგი უკვე 3 სმ-ზეა გახსნილი. ამის შემდეგ დგება მეორე ეტაპი - უფრო ინტენსიური და რეგულარული სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 20-30 წამი 5-7 წუთიანი ინტერვალებით, ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი იხსნება უკვე 6-7 სმ-ზე. და ბოლოს, მესამე ეტაპი - ყველაზე ინტენსიური სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 50-60 წამი 1-1,5 წუთიანი ინტერვალებით. ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი უკვე მაქსიმალურად იხსნება 10-12 სმ-ზე. აუწყებთ რა ბებიაქალს თქვენი სამშობიარო შეტევების შესახებ, გაითვალისწინეთ, რომ სამშობიარო შეტევის ხანგრძლივობად ითვლება მომენტი საშვილოსნოს ტონუსის წარმოშვებიდან მის საბოლოო მოდუნებამდე. ხოლო ინტერვალად ითვლება ერთი შეტევიდან მეორე შეტევამდე დროის მონაკვეთი. ჩვეულებრივ საშვილოსნოს ყელის გახსნა ხდება 1 სმ-ით 2 საათის განმავლობაში და რაც უფრო დიდი ხდება მისი დიამეტრი, მით უფრო ძლიერია სანაყოფე გარსის დაწოლა საშვილოსნოს ყელზე საშვილოსნოს მხრიდან, ეხმარება რა ამით მას გაფართოებაში. სანაყოფე წყლების დაღვრა ხდება მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი იხსნება 7-8 სმ-ზე. თუ ეს არ ხდება, მეან-გინეკოლოგი ფაქიზად გახსნის ამნიოტურ ტომარას და გადასწევს გარსს ისე, რომ ბავშვის თავი გამოვიდეს სამშობიარო არხში. ამ ოპერაციას ამნიოტომია ეწოდება.
ვარიკოზი ორსულობისას ვლინდება სწრაფად დაღლით, მუდმივად სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნებით ქვემო კიდურებში. მოგვიანებით კი აღინიშნება შეშუპება, ტკივილი კი კიდევ უფრო ძლიერდება, კიდურებზე და საზარდულის მიდამოში კარგად ჩანს გაფართოებული ვენები.
ორსულობის პერიოდში, ნაყოფის საჭირო ნივთიერებებითა და ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით, ქალის ორგანიზმში სისხლის მოცულობა დაახლოებით 30%-ით მატულობს. გაზრდილი საშვილოსნო ზეწოლას ახდენს მენჯის სისხლძარღვებზე, რის გამოც ფერხდება ვენური უკუდინება. მდგომარეობის კომპენსირება ხდება მცირე მენჯის ვენების ზომაში მომატებით. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები განაპირობებენ ისეთი პათოლოგიის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ორსულთა ვარიკოზი. აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს ვენურ შეგუბებაზე და ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ქრება, როდესაც სხეულის წონა და ჰორმონული ფონი ნორმალიზდება. რიგ შემთხვევებში ქსოვილებში არსებული ცვლილებები შეუქცევადი ხდება მშობიარობის შემდეგაც. ვარიკოზი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩნდება გენეტიკურად წინასწარგანწყობილ ქალებში, ჭარბი წონისა და ჰიპოდინამიის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ვენური შეგუბება განაპირობებს თრომბების წარმოქმნას და ვენებში ანთებით ცვლილებებს. მძიმე შემთხვევაში საფრთხე ექმნება არა მარტო დედის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობასაც. რისკი მცირდება ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ამის გამო აუცილებელია გართულებების პროფილაქტიკა:
სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, პირველ რიგში, საჭიროა სრულფასოვანი კვება. ნუ იჩქარებთ დიეტის დაწყებას, სასურველ ფორმაში ნელ-ნელა ჩადგებით.
ლოგინობის ხანის დამთავრების შემდეგ, 2 თვეში, ქალს შეუძლია დაიწყოს ფიზიკური აქტივობა, ფორმაში ჩადგომა. აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოთ სისხლიან გამონადენს საშოდან, რომელიც 8 კვირის განმავლობაში შეიძლება იყოს, შემდეგ კი - აღარ. სასურველია მელოგინე ქალმა თავი შეიკავოს ძლიერი ფიზიკური აქტივობისგან. კატეგორიულად აკრძალულია სიმძიმის აწევა. რეკომენდებულია მსუბუქი, სუნთქვითი ვარჯიშები. ექიმის რეკომენდაციით საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბანდაჟი. ძირითადი ჩივილები
თუ პაციენტს არ აღენიშნება მოშარდვის სურვილი, არ აქვს კუჭის მოქმედება, აუცილებელია მიმართოს ექიმს. მშობიარობის შემდგომ მესამე დღეს მკერდში რძის რაოდენობა იწყებს მომატებას, ეს გახლავთ მასტიტის განვითარების დიდი რისკი, სწორედ ამიტომ მელოგინე ინფორმირებული უნდა იყოს ძუძუთი სწორი კვების შესახებ. სასურველია წყლის მიღების შემცირება 1,2-2 ლიტრამდე. სწორად წარმართული ლოგინობის ხანა იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ანთება - ენდომეტრიტი. მკერდის პრობლემებიდან უხშირესია - მასტიტი. კვება მშობიარობის შემდეგ, პირველ თვეს სასურველია ქალი იკვებებოდეს შემდეგი პროდუქტებით: არაგაზირებული წყალი, შავი ჩაი, მაწონი, ყველი, პიურე, წყალზე მომზადებული ფაფა, მოხარშული ჭარხლის სალათი, მოთუშული ბოსტნეული, უცხიმო სუფები, მოხარშული თევზის ფილე, შემწვარი ვაშლი, დღეში 1 ცალი ბანანი. მშობიარობის მეორე თვე: კვერცხი, ოლადები, მურაბა, თაფლი, ნიგოზი, რძე 2,5%, კარაქი, დღეში 1 ლიტრი სითხე, ხოლო თუ რძისთვის არ გაქვთ საკმარისი რძე - 2,5 ლიტრი დღეში. პროდუქტები, რომლებიც იკრძალება ლოგინობის ხანაში: ხილის ნატურალური წვენები, შოკოლადი, ყავა, რძე, ნამცხვარი, ცომეული, ხახვი, ნიორი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მარილიანი პროდუქტები, შემწვარი და მოხრაკული კერძები, შებოლილი პროდუქტები, უმი ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი. რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს მელოგინემ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს, თუ აქვს ძლიერი სუნიანი, სისხლიანი გამონადენი საშოდან, ტემპერატურა 38 და მეტი, გამაგრებული მკერდი. ოჯახის წევრებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მელოგინე დედას. მისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, აბაზანა, ძილი, მსუბუქი ვარჯიშები, დასვენება. მშობიარობიდან 6 კვირაში სასურველია, რომ ესტუმროთ გინეკოლოგს, რათა მიიღოთ ინფორმაცია მშობიარობის შემდეგ, ლოგინობის ხანაში თავის მოვლის, სქესობრივი ცხოვრების დაწყების, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების და სხვა აქტუალური საკითხების თაობაზე.
ღამის ენურეზი ანუ ღამით შარდის შეუკავებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ კეთილთვისებიანი და ასაკდამოკიდებული პრობლემაა.
დამნაშავე ამ ამბავში მცირე ზომის შარდის ბუშტია, რომელიც ვერ იტევს მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილ შარდს, ამასთან ამ პრობლემის მქონე პატარებს ძალიან ღრმად ძინავთ და სავსე შარდის ბუშტი არ აღვიძებთ. როგორც წესი პრობლემა ოჯახურია, აუცილებლად მოიძიებთ ნათესავებს, რომელთაც ბავშვობაში ეს პრობლემა აწუხებდათ. ღამის ენურეზზე ვსაუბრობთ მაშინ, თუ ბავშვი უკვე 6 წლისაა და პრობლემა მაინც გრძელდება. ენურეზის სიხშირე 6 წლის ასაკში შეადგენს დაახლოებით 15-20%-ს, 10 წლისათვის 10%-ს, 15 წლისათვის 1%-ზე ნაკლებს, ხოლო 18 წლისათვის პრაქტიკულად აღარ გვხვდება; დაახლოებით 2-ჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ ბიჭებს, ვიდრე გოგონებს. რჩევები მშობლებს:
სპეციალისტს უნდა მიმართოთ თუ:
გადატანილი აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში აისახება ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამის გამო ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ კატეგორიის პაციენტებს. აბორტის დროს საშვილოსნოს ყელის ტრავმირება საფრთხეს უქმნის აბორტის შემდგომ დამდგარ ორსულობას.
საშვილოსნოს ყელი წარმოადგენს კუნთოვან წარმონაქმნს, რომელიც იოლად შეიძლება დაზიანდეს ქირურგიული ინსტრუმენტით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორსულობა პირველია და საშვილოსნოს ყელის არხი საკმაოდ ვიწროა. საშვილოსნოს ყელის დაზიანება მის არასრულფასოვნებას იწვევს და უკვე შემდგომ დამდგარი ორსულობის დროს ვეღარ ახდენს ნაყოფის შეკავებას და 16-18 კვირაზე დგება ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის საშიშროება. მოსალოდნელ სპონტანურ აბორტს წინ უძღვის სისხლიანი გამონადენი და შესაძლოა სუსტი ინტენსივობის ტკივილი მუცლის მიდამოში. თუ ექიმი დროულად მოახდენს საშვილოსნოს ყელის არასრულფასოვნების დადგენას, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ აღნიშნული საფრთხე ნაკერების დადებით, რაც უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის დახურულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ხშირად საშვილოსნოს ყელის არასრულფასოვნების გამოვლენა ხდება სწორედ სპონტანური აბორტის შემდეგ. მუცლის მოშლის შემდეგ ორსულობისათვის საფრთხეს წარმოადგენს ასევე არასწორი ჰორმონული რეგულაცია. ქალის ორგანიზმი ორსულობისას დადგომისას მთლიანად გადართულია მომავალი ბავშვის განვითარებისათვის პირობების შექმნისაკენ. აბორტის დროს ხდება ამ პროცესის შეწყვეტა, რაც ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ფუნქციონირების დარღვევის მიზეზს წარმოადგენს. შედეგად შემდგომი ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებისათვის საჭირო ჰორმონული ფონი არ არის შესაბამისი. ყველაზე ხშირად აღინიშნება პროგესტერონის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორსულობის შენარჩუნებაში პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, თუმცა მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით. აბორტის დროს ხდება ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს შიგნითა შრის დაზიანება, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ შრის მდგომარეობა პლაცენტის ფორმირებისათვის. ასეთ დროს სანაყოფე კვერცხის მიმაგრება ხდება საშვილოსნოს ქვედა დაუზიანებელ ნაწილში ან საშვილოსნოს ყელზე. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ხდება სისხლდენის მიზეზი. ყელის ორსულობისას სიხლდენის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს საშვილოსნოს ამოღება, ხოლო პლაცენტის ქვედა მდებარეობისას ხორციელდება სტაციონარული მკურნალობა ორსულობის შენარჩუნების მიზნით. საშვილოსნოს შიგნითა შრის გათხელება განაპირობებს პლაცენტის დეფექტების წარმოქმნას, რაც იწვევს ფეტოპლაცენტარულ უკმარისობას, არ ხდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიწოდება ნაყოფისათვის, რის გამოც აღინიშნება განვითარების შეფერხება და მცირეწონიანი ახალშობილის დაბადება. გამომდინარე აქედან ორსული მუდმივად უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად გამოვლინდეს ზრდის შეფერხება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. აბორტისშემდგომი ორსულობის დროს კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენს საშვილოსნოს კედლის გათხელების შედეგად საშვილოსნოს გასკდომა. გარდა ამისა აბორტის დროს პერფორაციის არსებობისას ხდება ქირურგიული წესით აღნიშნული მიდამოს ახალი ქსოვილით დაფარვა, რომელიც ნაკლებად წევადია და უკვე შემდგომი ორსულობისა და მშობიარობის დროს შეიძლება გახდეს საშვილოსნოს გახევის მიზეზი. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს როგორც დედის, ისე ბავშვისათვის. მედიკამენტოზური აბორტი ორსულობის შეწყვეტის შედარებით უსაფრთხო მეთოდს წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლისას აღმოჩნდა, მედიკამენტოზური აბორტი ქალის ორგანიზმში სერიოზული დარღვევების მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც უკვე ითქვა, ორსულობის პირველივე დღიდანვე ხდება მთელი რიგი ჰორმონების გამომუშავება და ორსულობის შეწყვეტა იწვევს ძლიერ ჰორმონულ ჩავარდნას, შედეგად ზიანდება ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვალი. მედიკამენტოზური აბორტი კიდევ უფრო მეტად მოქმედებს ენდოკრინული სისტემაზე და მაღლა წევს სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოსა და საკვერცხეების დაავაადებების განვითარების ალბათობას. უკიდურესად არასასურველ შედეგს წარმოადგენს ენდოკრინული უშვილობა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მედიკამენტოზური აბორტი კლასიკურთან შედარებით ნაკლებად ტრავმულ ზემოქმედებას ახდენს ქალის ფსიქიკაზე, თუმცა უნაყოფობის განვითარების შანსი ნებისმიერი სახის აბორტის დროს არსებობს.
დღიდან ფუნქციონირებისა, ,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაციის უმთავრეს პრიორიტეტს პაციენტის ინტერესებზე და უფლებებზე ორიენტირებული სამედიცინო კერის ჩამოყალიბება შეადგენს;
ამ მიმართულებით ,,იმედის კლინიკამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა; ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა ვიზრუნოთ პაციენტებზე, მათ თანმხლებ პირებზე და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების პარალელურად შევუქმნათ მათ სასიამოვნო, კეთილგანწყობილი გარემო; ,,იმედის კლინიკის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხდება არასასიამოვნო ფაქტები, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულების წარმოქმნასთან, არის გადაცდომებიც, ირღვევა ჩვენი პრიორიტეტი, როცა კონკრეტულ პაციენტზე კლინიკის პერსონალი ვერ ახდენს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას და ა.შ. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები იშვიათია, თუმცა კლინიკის ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობს გონივრულ მინიმუმადე დაიყვანოს იგი; უნდა დაგვეთანხმოთ, რომ თითოეული ასეთი ფაქტი უპირველესად ჩვენ გვაწუხებს; კლინიკის ადმინისტრაციას კარგად აქვს გაცნობიერებული რომ მხოლოდ პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ლიდერობაზე; ,,იმედის კლინიკა“ თავისი კონცეფციით, სამედიცინო მომსახურების ხარისხით, არსებული პირობებით ზუსტად რომ ლიდერის პოზიციებს იკავებს; ამიტომაც, სისხლხორციელად დაინტერესებულნი ვართ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს; ,,იმედის კლინიკა" პაციენტთა უფლებების დაცვის ოთხსაფეხურიან სისტემაზე გადავიდა, რასაც საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ გააჩნია. ფიქრიდან - ქმედებამდე - ასე შეიძლება პირობითად დახასიათდეს ის სქემა, რომელიც ,,იმედის კლინიკაში" ინერგება; რას ნიშნავს ეს? პირველი, ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს, ვინც ფიქრობს, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ,,იმედის კლინიკაში" მოსვლა. მეორე, ყოველი პაციენტის (ამბულატორიაში თუ სტაციონარში) უფლებებს დაიცავს ,,იმედის კლინიკის" ომბუდსმენი; მესამე, ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებების დაცვაში კლინიკის ხელმძღვანელობა უნდა ჩაერთოს? ასეთ შემთხვევაში, დღის ნებისმიერ დროს თქვენ გექნებათ პირდაპირი კონტაქტი ,,იმედის კლინიკის" ხელმძღვანელობასთან და კონკრეტულად კლინიკის დირექტორთან დავით კობეშავიძესთან მეოთხე, თუ თქვენი უფლებები დაირღვა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არა მარტო უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, არამედ, მოითხოვოთ კონკრეტული რეაგირება თქვენი უფლებების დამრღვევის მისამართით. ,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, მოგვმართოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნით; ასევე, ვაცხადებთ, რომ თქვენი მხრიდან გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა ჩვენი მხრიდან იქნება განხილული და მოხდება შესაბამისი რეაგირება; მიგვაჩნია, რომ ასეთი პოზიცია განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენს პრიორიტეტებს პაციენტთა უფლებების დაცვისა და სამედიცინო სერვისების უსაფრთხოების კუთხით;
ყოველი დედა ზრუნავს ბავშვის სწორ კვებაზე და განსაკუთრებული გულისყურით არჩევს საჭირო სურსათს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკვების უსაფრთხოება ბევრად არის დამოკიდებული იმაზეც, როგორ ჭურჭელში მზადდება ესა თუ ის კერძი - მომზადებისას ხომ შეიძლება, მავნე ნივთიერებების ნაწილი ჭურჭლიდან საკვებში გადავიდეს.
უჟანგავი ფოლადი ყველაზე უსაფრთხოდ უჟანგავი ფოლადი მიიჩნევა. უჟანგავი ლითონი, რომლისგანაც სამზარეულოს ჭურჭელს ამზადებენ, ქრომსა და ნიკელთან (18% ქრომი და 10% ნიკელი) რკინის შენადნობს წარმოადგენს. ასეთი მასალის მთავარი ღირსება საკვებში არსებული აგრესიული ფაქტორების მიმართ გამძლეობაა. უჟანგავ ჭურჭელში ნებისმიერი საკვების – როგორც წვნიანის, ისე ფაფის - მომზადება შეიძლება. მომზადებისას კერძს არც გემო ეცვლება, არც ფერი. ამასთანავე, უჟანგავი ფოლადი ჰიგიენურიც არის - ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას (შემთხვევითი როდია, რომ ქირურგიულ ინსტრუმენტებს ამ შენადნობისგან ამზადებენ). აღნიშნული თვისებების გამო ფოლადის ჭურჭელში მომზადებული საკვები უფრო დიდხანს ინარჩუნებს ვარგისობას. ყველაფერთან ერთად, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი იოლად ირეცხება, არ იჟანგება და დიდხანს გემსახურებათ. სითბოს დაბალი გამტარობის გამო მასში მომზადებული კერძი დიდხანს არ ცივდება. შეძენისას
თუჯი მართალია, ამ მასალისგან დამზადებულ ჭურჭელს ჯერ კიდევ ჩვენი დიდი ბებიები იყენებდნენ, მაგრამ ამის გამო მასზე უარის თქმა არ ღირს. თუჯის ჭურჭლის უმთავრესი ღირსება ის გახლავთ, რომ მისი ძირითადი კომპონენტია რკინა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე ნაკლებად ტოქსიკურ და აგრესიულ მასალად ითვლება. განსაკუთრებით მოხერხებულია თუჯის ჭურჭელი ხანგრძლივი ხარშვისა და შუშვისთვის. მასში შესანიშნავი ფლავი, მოშუშული კარტოფილი, ბოსტნეულისა და ხორცის რაგუ მზადდება – კერძი თანაბრად იშუშება და არც ფსკერი იწვება. გარდა ამისა, თუჯის ჭურჭელი არ დეფორმირდება, არ იკაწრება და დიდხანს გემსახურებათ. შეძენისას
მოვლა
ჭურჭელი, რომლის ფსკერიც არ იწვის ასეთი მასალის ჭურჭელი უკვე მრავალმა დიასახლისმა დააფასა სათანადოდ. მის გლუვ და პრიალა ფსკერს არასოდეს არაფერი ეკვრის და ადვილადაც ირეცხება. ბოლო ხანს პრესაში გაჩნდა შემაშფო-თებელი ინფორმაცია ასეთი ჭურჭლის მავნებლობის შესახებ. წერენ, თითქოს მისი ორთქლი იწვევს თავის ტკივილსა და თავბრუხვევას, ჭურჭლის პოლიმერები საკმაოდ ტოქსიკურია და ასე შემდეგ. კვლევებმა კი აჩვენა, რომ მსგავს განცხადებებს საფუძველი არ გააჩნია - დაუზიანებელი ჭურჭელი არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მიაქციეთ ყურადღება: ლაპარაკია დაუზიანებელ ჭურჭელზე. თუ მისი ზედაპირის მთლიანობა დაირღვა, ჭურჭელი უვარგისად უნდა მივიჩნიოთ და გადავაგდოთ, რადგან დაშლილი პოლიმერიდან ტოქსიკური მონომერები საკვებში გადადის. შეძენისას
მოვლა
მომინანქრებული ჭურჭელი მომინანქრებულ ჭურჭელს უსაფრთხოების მიხედვით მეორე ადგილი უკავია. მას თუჯის ან ლითონთა შენადნობისგან ამზადებენ და მინანქრის რამდენიმე ფენით ფარავენ. მინანქარი ლითონს დაჟანგვისგან იცავს, ასე რომ, მასში მომზადებული საკვებით მოწამვლის საფრთხე აღარ გვემუქრება. მინანქრის თანამედროვე ჭურჭელი ძალიან გამძლეა. ის შეუვალია არსებული მარილების, Mმჟავებისა და ტუტე რეაქციის ნივთიერებათა ზემოქმედების მიმართ, ამიტომ მასში მხოლოდ საკვების მომზადება კი არა, ნებისმიერი პროდუქტისა თუ მზა კერძის შენახვაც შეიძლება. ასეთი ჭურჭელი ადვილად ირეცხება და თუ სათანადოდ მოუვლით, დიდხანს მოგემსახურებათ. მომინანქრებული ქვაბი რძიანი ფაფის მოსამზადე-ბლად მოუხერხებელია – ფსკერი კერძს ადვილად მიიწვავს. სამაგიეროდ, იდეალურია სუპისა და კომპოტისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ მომინანქრებული ჭურჭელი უნაკლო არ არის. დროთა განმავლობაში მას ნაკაწრები და ნახეთქები უჩნდება. ეს მით უფრო მალე მოხდება, რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ რეცხვისას მაგარ ჯაგრისს და აბრაზიულ სახეხ საშუალებებს. დაზიანებული ჭურჭელი უვნებელი აღარ არის - შესაძლოა, ნახეთქებიდან საკვებში ლითონის ტოქსიკური ელემენტები გადა-ვიდეს. არ არის გამორიცხული საკვებში მინანქრის ნატეხების მოხვედრაც, მახვილწვერა ნატეხმა კი, ადვილი შესაძლებელია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დააზიანოს. ასე რომ, დაზიანებულ ჭურჭელს დროზე უნდა შეველიოთ. შეძენისას
მოვლა
ალუმინი როდესაც საშიში ჭურჭლის შესახებ ვსაუბრობთ, გვერდს ვერაფრით ავუვლით ალუმინის ნაწარმს - ის ყველაზე მავნე მასალად მიიჩნევა, თუმცა, სპეციალისტების აზრით, მსგავსი შეხედულება საფუძველს მოკლებულია. რა თქმა უნდა, ალუმინი, რომელიც ჭურჭლის კედლებიდან გამოიყოფა და საკვებში ხვდება, სასარგებლო არ არის, მაგრამ თუ ჭურჭელს სწორად გამოვიყენებთ, საფრთხე აღარ დაგვემუქრება. ალუმინის ჭურჭელში თამამად შეიძლება მოვამზადოთ მაკარონი, კარტოფილი, მჭლე ხორცის ბულიონი, ფაფა. წვნიანი კერძებისა და კომპოტებისათვის კი უმჯობესია სხვა ჭურჭელი გამოვიყენოთ, რადგანაც მჟავა ან ტუტე გარემოში ალუმინის ხსნადობა რამდენჯერმე იმატებს.Aარ არის რეკომენდებული ალუმინის ჭურჭელში მზა საკვების შენახვაც. მოვლა
ბავშვის გაკაჟება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა დავიწყოთ. იგი არა მარტო გაციებისგან დაიცავს პატარას, არამედ ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების ფუნქციობას, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მადას, საჭმლის მონელებას, ძილს. გაკაჟების პროცედურები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ პატარა ჯანმრთელია.
გაკაჟების პროცედურების დაწყება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, ეს მაინც თბილ ამინდებს დაამთხვიოთ. პროცედურები უნდა ჩატარდეს რეგულარულად. ხანგრძლივი პაუზა არასასურველია. პროცედურებს შორის დიდი შუალედი ორგანიზმის მედეგობას ამცირებს. მომდევნო წესია, ბავშვი თანდათანობით შევაჩვიოთ პროცედურებს, განსაკუთრებით - თუ თქვენი პატარა სუსტი და ჭირვეულია. მაგალითად, თუ წყლის ან ჰაერის აბაზანების დროს ბავშვს აკანკალებს, კანი უჭრელდება და ხორკლებს აყრის, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტემპერატურა მისთვის ჯერ კიდევ მეტისმეტად დაბალია, ამიტომ მომდევნო პროცედურა უფრო თბილი წყლით უნდა ჩაუტაროთ. საზოგადოდ, გაკაჟება ბავშვისთვის გართობა უნდა იყოს და არა წამება. თუ პატარას ინფექციური დაავადება შეხვდა, პროცე-დურები შეწყვიტეთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ანემიის, ჰიპოტროფიის დროს, მზე, წყალი და ჰაერი შესანიშნავად დაეხმარებიან ბავშვს ავადმყოფობასთან გამკლავებაში. პროცედურების ერთბაშად შეწყვეტაც არ შეიძლება - უნდა შეუთანხმდეთ პედიატრს და თანდათანობით შეამციროთ პროცედურების ხანგრძლივობა. გაკაჟება დაბადებისთანავე უნდა დაიწყოთ: ნუ ჩაფუთნით ბავშვს თბილ ტანსაცმელში, ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად. პირველი 6 თვის განმავლობაში სავსებით საკმარისია, ოთახის ტემპერატურა 21-22 გრადუსი იყოს, ექვსი თვის შემდეგ - 19-20 გრადუსი. ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიეთ სუფთა ჰაერს, მაგრამ ოთახის განიავებისას მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულობით ფანჯარა მუდამ ღია დატოვეთ. შემოდგომაზე და ზამთარში სარკმელი თავდაპირველად დღეში 1-2 წუთით გამოაღეთ, შემდეგ კი თანდათან უფრო და უფრო მეტი ხნით. გასაკაჟებლად კარგია წყლის ჰიგიენური პროცედურები - ხელების დაბანა, ჩაბანა, ტანისა და თავის ბანა, წყალში თამაში. ახალშობილს სახეს თავდაპირველად თბილი წყლით ბანენ, შემდეგ - ონკანის ცივი წყლით. ჩასაბანი წყლის ტემპერატურაც თანდათან ოთახის ტემპერატურამდე უნდა დავიყვანოთ. დასაბანი წყლის ტემპერატურა პირველი 6 თვის განმავლობაში სასურველია 36,5-37 გრადუსი იყოს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ - 36 გრადუსი, ბანაობის შემდეგ კი ბავშვს 1-2 გრადუსით ნაკლები ტემპერატურის წყალი გადაავლეთ. გაკაჟება ტანსაცმლის საშუალებითაც შესაძლებელია. ჩვეულებრივ, ბავშვის სხეულსა და ტანსაცმელს შორის არსებული ჰაერის ტემპერატურა ოთახის ჰაერის ტემპერატურაზე 10 გრადუსით მეტია. თუ ბავშვს მეტისმეტად თბილად აცვია, სითბოს გაცემა ფერხდება - კანი ცუდად სუნთქავს, ჩნდება ნაოფლი, სისველე, ჩირქოვანი გამონაყარი. ზედმეტ სითბოს მიჩვეული პატარები ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. თუ ჰაერზე სეირნობისას ბავშვი გაფითრდა, გაულურჯდა ტუჩები, ფრჩხილები, ესე იგი სცივა, ხოლო კანის სიწითლე, ოფლიანობა, ქოშინი იმაზე მიგვანიშნებს, რომ პატარას დასცხა და გადახურდა. როცა ბავშვს სწორად აცვია, სახის კანი - ვარდისფერი, ფეხები და ხელის თითები თბილი აქვს. გასაკაჟებლად კარგია სუფთა ჰაერზე ძილი. ჩვეულებრივ, პატარებს ჰაერზე ადვილად ეძინებათ და დიდხანს სძინავთ. უმჯობესია, თუ შუადღის ძილს ეზოში სეირნობას დაამთხვევთ. ზაფხულში ეცადეთ, პატარა მთელი დღე გყავდეთ სუფთა ჰაერზე, 6-8 საათი მაინც, ზამთარში ამდენ ხანს ვერ ასეირნებთ. საუკეთესოა დრო შუადღის 12-დან 14 საათამდე. ოთახის პირობებში ჰაერის აბაზანები უნდა დაიწყოთ 2 თვის ასაკიდან, მარტივი პროცედურით - 20-22 გრადუსზე პაწია თავდაპირველად 2 წუთით დატოვეთ გაშიშვლებული, ყოველი 5 დღის შემდეგ პროცედურის ხანგრძლივობა 2-2 წუთით გაზარდეთ. 6 თვემდე ჰაერის აბაზანის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 15 წუთი, 6 თვიდან - 30 წუთი. პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ დღეში 2-3-ჯერ. ჰაერს სხეულის მთელი ზედაპირი რომ შეეხოს, პატარა ხან მუცელზე გადააბრუნეთ, ხან გვერდზე. ეს პროცედურა კვებიდან 30-40 წუთის შემდეგ ტარდება. მზითა და ჰაერით გაკაჟება შეიძლება 3 თვიდან, როცა ჩრდილში ჰაერის ტემპერატურა იქნება არანაკლებ 22 გრადუსისა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მზის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა მზის სხივები აუცილებელია. ბავშვი რამდე-ნიმე წუთით ისე უნდა დაიკავოთ, რომ სხივები ტანზე ხვდებოდეს, მაგრამ თვალებში არ აჭყეტდეს.
,,იმედის კლინიკა" ათეულობით სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს;
ცალკეული პროექტი საშუალებას გვაძლევს წინასწარ დავგეგმოთ მიზნები და ამოცანები, ჩამოვაყალიბოთ ცალკეული მიმართულების მართვის ეფექტური სისტემები, მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირების გზები და საშუალებები; ძირითადი აქცენტი კეთდება ისეთ პროექტების დანერგვაზე, რომელსაც ფართო სოციალური ხასიათი ექნება; იგულისხმევა ქალის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული სტრატეგიები - მისი ასაკისა და სხვადასხვა სახის სოციალური ასპექტების გათვალისწინებით; ჯანმრთელი ქალი - ჯანსაღი ოჯახი - ეს არის ჩვენი პრიორიტეტი; ჩვენ ვზრუნავთ, როგორც წმინდა სამედიცინო კუთხით, ასევე ჩვენი პროექტები ორიენტირებულნი არიან საინფორმაციო-საგანმანათლებლო და პრევენციულ მიმართულებებზე. დანერგილი თუ ახალი პროექტების ეფექტურობა დიდათ არის დამოკიდებული საზოგადოებასთან და ფოკუსირებულ ჯგუფებთან აქტიურ და ეფექტურ კომუნიკაციაზე. ამ მიმართულებით, ჩვენთვის უმთავრესს მიზანს შეადგენს ისეთი კომუნიკაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა, რომელიც ერთიანად ხელმისაწვდომი იქნება ყველა სოციალური ჯგუფისთვის თუ ცალკეული პირისთვის მიუხედავად მისი გეოგრაფიული მდებარეობისა; სწორედ ამიტომ, ,,იმედის კლინიკაში" თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული კომუნიკაციის ფორმები დაინერგა. ახალი პროექტები და კომუნიკაციის განსაკუთრებულად ეფექტური და ხელმისაწვდომი ფორმები შეადგენს ,,იმედის კლინიკის" საინფორმაციო ცენტრის პრიორიტეტს; ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებებით ჩვენ შევქმნათ კომფორტული გარემო ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც ისარგებლებს ,,იმედის კლინიკაში" დანერგილი სიახლეებით. ,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება"; პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; ამავე დროს, პროექტში ჩასართავად აუცილებელია ორსულმა ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა პატრონაჟის შიდა პროგრამის ფარგლებში განახორციელოს მინიმუმ 5 სრულფასოვანი ფასიანი ვიზიტი მაინც; ჩვენთვის პატივია თითოეული ორსულის მხრიდან გამოცხადებული ის ნდობა, რაც გამოიხატება ორსულობის ცხრავე თვეს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში ვიზიტებით; ორსულები გვენდობიან, გვანდობენ თავიანთ და შვილის ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და მომავალს; ,,იმედის კლინიკა" ასეთ ორსულებს პასუხობს პროექტით ,,ერთგულება", რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად საგრძნობი შეღავათებით სამეანო მომსახურებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში: ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
ფიზიოლოგიური მშობიარობა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
საკეისრო კვეთა საყოველთაო დაზღვევის გარეშე
სადირექტორო პატრონაჟის პროექტი თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის ,,იმედის კლინიკის" დირექტორის დავით კობეშავიძის ნოვაციური ინიციატივაა! ვისზე ვრცელდება სადირექტორო პატრონაჟის პროექტი?
რა შეღავათებს მიიღებთ მშობიარობის დროს?
ვინ ამშობიარებს თვითდინებით შემოსულ მშობიარეს?
ლოგინობის ხანა ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობის შემდეგ, ,,იმედის კლინიკაში" მელოგინეთა განყოფილებაში თვითდინებით შემოსულ მშობიარეს ზედამხედველობას გაუწევს შესაბამისი მელოგინეთა განყოფილების ხელმძღვანელი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად დარეკეთ:
,,იმედის კლინიკა" მომავალ დედებს თანამედროვე და მაქსიმალურად უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს; გთავაზობთ რამოდენიმე განმარტებას და ინფორმაციას, რომელიც მშობიარეებს აინტერესებთ: ძალიან ხშირად გვეკითხებიან - თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო? დიახ, რა თქმა უნდა, მითუმეტეს, რომ სწორედ ასეთი კატეგორიის მშობიარეებისთვის ,,იმედის კლინიკაში" მოქმედებს სადირექტორო პატრონაჟის პროექტი თვითდინებით შემოსული მშობიარეებისთვის (ნახეთ ვრცლად >>>) აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმშობიარებთ საგრძნობი შეღავათებით. ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომას აქვს რიგი უპირატესობა; კერძოდ, მხოლოდ ჩვენთან მოქმედებს ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალმხრივი, ეფექტური პროექტი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში საერთოდ ანეიტრალებს ყველა სახის გართულებებს, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს; გარდა ამისა, ,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება" (ნახეთ ვრცლად >>>); პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; მიუხედავად ამისა, ორსულები, რომლებიც ჩვენთან არ დგანან აღრიცხვაზე, მაგრამ სურთ იმშობიარონ ,,იმედის კლინიკაში" მიიღებენ ძალზე ეფექტურ მხარდაჭერას, ვინაიდან ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობის მართვის მაღალეფექტური მეთოდებია დანერგილი, რომლითაც ჩვენი მეან-გინეკოლოგები ხელმძღვანელობენ. აუცილებელია თუ არა მშობიარობისთვის ექიმის აყვანა? - ეს კითხვაც ხშირად ისმევა; არავითარ შემთხვევაში; მეტიც, ყველა მორიგე ბრიგადა დაკომპლექტებულია ,,იმედის კლინიკის" წამყვანი სპეციალისტებით, რომელთა პროფესიონალიზმი და მშობიარობის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები უმაღლეს ხარისხშია აყვანილი; სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით იმ ორსულების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომლებიც მხოლოდ სამშობიაროდ მომართავს ,,იმედის კლინიკას" - კვირის ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ დროს თქვენ დაგხვდებათ მეან-გინეკოლოგები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით და შედეგებით ლიდერები არიან არა მარტო ,,იმედის კლინიკის" მასშტაბით; შესაბამისად, სანერვიულოც არაფერია; ორსული, რომელიც ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაშია აღრიცხვაზე, გაცილებით ინფორმირებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით; თუმცა მასაც აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება - ,,აიყვანოს" თუ არა ექიმი; ისევ აქტუალური შეკითხვა - როგორ უნდა მივხვდე, რომ მშობიარობა მეწყება? მშობიარობის დაწყების უმთავრესი მახასიათებელია მუცლის არეში რეგულარული, მოვლითი ხასიათის ტკივილების დაწყება. ტკივილს უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, პაუზები ტკივილებს შორის, როგორც წესი 4-5 წუთს შეადგენს; ალბათ, გაინტერესებთ რა უნდა გქონდეთ თან სამშობიაროდ ჩვენთან მოსვლისას? პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები; ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ: პლედი, ბოდი, შარვალი, წინდა (ბუნებრივი მასალის), ქუდი, გარედან ჩასაცმელი სამოსი. გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი. სამშობიარო ბლოკი კომფორტი, ულამაზესი გარემო, უახლესი აპარატურა, მშობიარესთვის აუცლილებელი ყველა პირობა - ეს ,,იმედის კლინიკის" სამშობიარო ბლოკების ძირითადი მახასიათებელია. ექნებათ თუ არა საშუალება თქვენ მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას? ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა. მელოგინეთა განყოფილება - ორადგილიანი პალატები ,,იმედის კლინიკის" მელოგინეთა განყოფილებაში ორადგილიანი კეთილმოწყობილი პალატებია, დედისთვის და ახალშობილისთვის ყველა აუცილებელი პირობებით, ჰიგიენური და სველი წერტილებით; ახალშობილი იმყოფება დედასთან, მისივე მოთხოვნით ბავშვი გაჰყავთ ნეონატოლოგებს; ჩვენთან მელოგინე იმყოფება იმდენი დღით, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს; განყოფილებას აქვს სასადილო საუკეთესო და დედისთვის აუცილებელი საკვებით; ჩვენთან მელოგინეობის პერიოდი არანაირ დამატებით გადასახადთან არ არის დაკავშირებული. მელოგინეთა VIP განყოფილება ,,იმედის კლინიკის" VIP განყოფილება - სასტუმროს ტიპის, ულამაზესი ინტერიერით, ოროთახიანი პალატით მელოგინესთვის და მისი თანმხლები პირისთვის მელოგინე VIP განყოფილებაში თავსდება ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში მშობიარობის შემდეგ.
,,იმედის კლინიკის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, VIP განყოფილებას უნდა ახასიათებდეს ორი ძირითადი ნიშანი: პირველი - სრული და უმაღლესი ხარისხის სერვისი მეორე - მაქსიმალურრი ხელმისაწვდომობა განურჩევლად მშობიარის სოცისლური მდგომარეობისა. ახალშობილის მოვლა ,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები. ჩვენ, ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. შიშველ ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად აფარია საბანი. მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში. ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები. შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს. სიცოცხლის მე-4-5 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე. სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის. მშობიარობის დაწყების ნიშნად ითვლება საშვილოსნოს მუსკულატურის რეგულარული შეკუმშვის გამოვლინება. ამ მომენტიდან უკვე ფეხმძიმეს მშობიარეს უწოდებენ. რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ. სიმპტომის მნიშვნელობა არა თავად შეკუმშვის ფაქტში, არამედ მის რითმულობაში მდგომარეობს. ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში. ინტერვალებს შორის პერიოდში მუცელი დუნდება და ამ დროს ფეხმძიმე უნდა შეეცადოს დაისვენოს. მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა. ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე. საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა. ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს. ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა. მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მშობიარობის დაწყებას იგი შეიძლება არ მოასწავებდეს). შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად. დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები. ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ფეხმძიმეებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ. სანაყოფე ბუშტის გახეთქვის შემდეგ ტკივილი არ იგრძნობა. თუ წყლები მაშინვე დაიღვარა, საშვილოსნოს რითმული შეტევების დაწყებამდე, აუცილებელია ფეხმძიმემ დაუყონებლივ მიმართოს სამშობიარო სახლს. პირველი ეტაპი: რეაქცია
ეს ეტაპი გრძელდება რამოდენიმე წუთის ან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რასაკვირველია, როდესაც ორსულობა დაგეგმილია და სასურველი, ქალის გრძნობები უფრო მოსალოდნელ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ეს სიხარულია მისი გამოხატვის წყნარი ფორმებიდან ეიფორიამდე. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, გრძნობათა სპექტრი უფრო ფართოა – სასოწარკვეთიდან სიხარულამდე. სიხარულის გრძნობა შეიძლება განიცადოს ქალმა, რომელსაც დედობრივი ინსტინქტი ძლიერი აქვს; ამ შემთხვევაში მან შეიძლება იგრძნოს, რომ უკვე უყვარს ეს ბავშვი და ის მისთვის სასურველია, მოულოდნელობის მიუხედავად. მეორე ეტაპი: გაცნობიერება და დაჯერება მეორე ეტაპი შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და სამ კვირას მიაღწიოს. ეს პერიოდი იმისთვისაა საჭირო, რომ ქალის ემოციები (როგორიც არ უნდა იყოს) დალაგდეს, მან ხელახლა მოიპოვოს განსჯის უნარი და დაგეგმოს თავისი მომავალი ცხოვრება. გრძნობათა სიძლიერე ჯერ ისევ ისეთია, თუმცა უკვე დაკლებას იწყებს. ის ქალებიც კი, რომელთა ორსულობაც დაგეგმილი იყო, აღნიშნავენ, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერეს დაორსულების ფაქტი. თუ ორსულობა მოულოდნელია და ჯერჯერობით აღიქმება როგორც არასასურველი, შეეცადეთ იპოვოთ ამ სიტუაციაში დადებითი მომენტი. ამ ეტაპზე შეეცადეთ მხარდაჭერა იპოვოთ ახლობელ ადამიანებში, მეგობრებში და პირველ რიგში – ბავშვის მამაში. მესამე ეტაპი: ახალი გრძნობების გაჩენა ქალი, რომელმაც გააცნობიერა, რომ მის შიგნით ჩაისახა ახალი სიცოცხლე და გადაიტანა გრძნობების პირველი მოზღვავება, იწყებს იმის დაჯერებას, რომ ყველაფერი ეს რეალურია და იმსჭვალება ახალი გრძნობებით. თვით დაგეგმილი ორსულობის დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას დაბნეულობა, შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ამ დროს ქალს უწევს მრავალი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარი განხილვის საგანს წარმოადგენს. მშფოთვარე მდგომარეობა – ეს ორსულობის ბუნებრივი თანამგზავრია და სულაც არ წარმოადგენს უსარგებლო გრძნობას. ის ქალს ეხმარება დაფიქრდეს ბევრ საკითხზე: შეიძლება თუ არა ახლა ისეთი რამ, რაც ადრე შეიძლებოდა? ღირს თუ არა ამა თუ იმ საკვების მიღება თუ უჯობესი იქნებოდა თავის შეკავება? მიზანშეწონილია თუ არა რაიმე დატვირთვა ორგანიზმზე თუ უმჯობესია თავს გავუფრთხილდეთ? ორსულობის პერიოდში ბევრ ქალს სწორედ ეს მდგომარეობა ეხმარება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ მდგომარეობის: ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთავარია – დარჩეთ იმ სიტუაციაში, რომელშიც ამ გრძნობას მართავთ თქვენ და არა პირიქით. მეოთხე ეტაპი: ემოციების სტაბილიზაცია ამ ეტაპის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რაოდენ სწრაფად ჩაიარეს წინა ეტაპებმა და იმის მაჩვენებელია, რომ მომავალმა დედამ დაიწყო ახალ სიტუაციასთან შეგუება და მზად არის თავისი ცხოვრება ახალი გარემოებების შესაბამისად გარდაქმნას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება კვებასთან, დღის განრიგთან დაკავშირებული ახალი ჩვევები, ფორმირდება ახლებური დამოკიდებულება საკუთარი თავის და გარშემომყოფთა მიმართ. როგორც წესი, ეს ეტაპი გასხივოსნებულია ისეთი გრძნობით, როგორიცაა ჩუმი სიხარული. აქედან გამომდინარე, ყველა ქალი გადის გარკვეულ ეტაპებს მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ის ორსულადაა. ეტაპების ცვალებადობა შეიძლება იყოს სწრაფი და პირველსა და მეოთხე ეტაპს შორის შეიძლება გაიაროს სულ რამოდენიმე დღემ, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გაგრძელდეს მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. ძალიან ბევრია ამ დროს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით ბავშვის მამაზე. ნაკლების ნახვა |