იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


6/7/2020

ამენორეა

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
​ამენორეა ეწოდება მენსტრუაციის არარსებობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ამენორეას. ჭეშმარიტი (ნამდვილი) ამენორეის დროს საკვერცხეებში, ენდომეტრიუმსა და მთლიანად, ორგანიზმში ციკლური ცვლილებები არ აღინიშნება. ჭეშმარიტი ფიზიოლოგიური ამენორეას ადგილი აქვს ბავშვთა ასაკში, ორსულობის, ლაქტაციისა და მენოპაუზის დროს. პათოლოგიური ამენორეა შეიძლება იყოს პირველადი (მენსტრუაცია არასოდეს აღნიშნულა) და მეორადი (მენსტრუაციის შეწყვეტა).

პირველადი ამენორეა ხშირად განპირობებულია გენეტიკური პათოლოგიით (გონადების დისგენეზია), ასევე სქესობრივი განვითარების შეფერხებით (მძიმე ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციები). მეორადი ამენორეა აღინიშნება ინფექციური და სომატური დაავადებების (ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ტიფები, გულის მანკები, ღვიძლის დაავადებები და სხვ.), მძიმე ინტოქსიკაციების, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობების, ალიმენტური და ჰორმონული (ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებები) დარღვევების დროს.

ცრუ ამენორეის დროს ციკლური ცვლილებები აღინიშნება, მაგრამ მენსტუალური სისხლი გარეთ არ გამოედინება, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს საშვილოსნოს ყელში, საშოს, საქალწულე აპკის მიდამოში არსებულ დაბრკოლებას; დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია.

​ამენორეის დადგენა ხდება დეტალურად შეგროვილი ანამნეზის, ავადმყოფის ზოგადი გამოკვლევის, გინეკოლოგიური გამოკვლევების, ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების მონაცემების საფუძველზე, ასევე ენდომეტრიუმის ბიოფსიის, კვლევის სპეციალური მეთოდების მონაცემების, კვლევის ჰორმონული მეთოდების, გენეტიკური მეთოდების საფუძველზე. აუცილებელია ავადმყოფთა გამოკვლევა სპეციალიზირებულ გინეკოლოგიურ სტაციონარში. საკვერცხეების ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ტესტებს.

ბაზალური (რექტალური) ტემპერატურა – წარმოადგენს ოვულაციის ერთ – ერთ საკმაოდ ზუსტ ტესტს. ნორმალური ციკლის დროს ბაზალური ტემპერატურა ციკლის პირველ ნახევარში 370 C – ზე დაბალია; ოვულაციის შემდეგ ხდება ბაზალური ტემპერატურა მატულობს 0,4 – 0,6 გრადუსით, და ამ დონეზე რჩება მომავალ მენსტრუაციამდე. ანოვულატორული ციკლის დროს ბაზალური ტეპერატურა მონოფაზურია კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ბაზალური ტემპერატურა იზომება სწორ ნაწლავში ყოველდღიურად დილაობით (ადგომამდე) 10 წუთის განმავლობაში. პარალელურად იზომება ტემპერატურა იღლიის ფოსოში, რომლის მომატების შემთხვევაში ბაზალური ტემპერატურის ტესტი კარგავს დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას. საშოს ციტოლოგიური გამოკვლევა წარმოდგენას იძლევა ორგანიზმის ესტროგენული გაჯერების შესახებ. (ამენორეის მრავალი ფორმების დროს აღინიშნება ჰიპოესტროგენემია).

ნაცხს იღებენ საშოს უკანა თაღიდან. მიკროსკოპიის დროს ითვლიან საშოს ეპითელის სხვადასხვა უჯრედების რაოდენობას და ითვლიან კარიოპიკნოტურ ინდექსს. ეს მაჩვენებელი ასახავს ორგანიზმის ესტროგენურ გაჯერებას. ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს კარიოპიკნოტური ინდექსი პირველ ფაზაში მერყეობს 30-დან 40%-მდე, ოვულაციის მომენტში შეადგენს 50-60%-ს და შემდეგ კი ქვეითდება 20-30%-მდე;

​ამენორეის დროს ინდექსი ჩვეულებრივ დაბალია (5 – 10%), ამასთანავე ნაცხში ვლინდება დიდი რაოდენობით ბაზალური და პარაბაზალური უჯრედები. ნორმალური მენსტრუაციის დროს მე-5-6 დღიდან 20 დღემდე აღინიშნება საშვილოსნოს გარეთა პირის დიამეტრი გადიდებულია და  ავსებულია გამჭირვალე სითხით; ანოვულატორული ციკლის დროს პირი უმნიშვნელოდაა გახსნილი და ლორწოც მცირე რაოდენობითაა.

ამენორეის მკურნალობა მიმართულია ამენორეის გამომწვევი მიზეზების მოხსნისაკენ. სრულფასოვანი კვება, შრომის და დასვენების სწორი რეჟიმი, სტრესული მომენტების თავიდან აცილება, ზოგადი ინფექციური დაავადებების ეფექტური მკურნალობა და სხვ. ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ჰიპოფუნქციასთან დაკავშირებული ამენორეის დროს გამოიყენება ჰორმონული თერაპია; დამატებით ინიშნება ფიზიოთერაპიულ პროცედურები.
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC