იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

21/9/2022

ორსულობის გაცნობიერების ძირითადი ეტაპები

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
პირველი ეტაპი: რეაქცია

ეს ეტაპი გრძელდება რამოდენიმე წუთის ან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რასაკვირველია, როდესაც ორსულობა დაგეგმილია და სასურველი, ქალის გრძნობები უფრო მოსალოდნელ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ეს სიხარულია მისი გამოხატვის წყნარი ფორმებიდან ეიფორიამდე. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, გრძნობათა სპექტრი უფრო ფართოა – სასოწარკვეთიდან სიხარულამდე. სიხარულის გრძნობა შეიძლება განიცადოს ქალმა, რომელსაც დედობრივი ინსტინქტი ძლიერი აქვს; ამ შემთხვევაში მან შეიძლება იგრძნოს, რომ უკვე უყვარს ეს ბავშვი და ის მისთვის სასურველია, მოულოდნელობის მიუხედავად.

მეორე ეტაპი: გაცნობიერება და დაჯერება

მეორე ეტაპი შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და სამ კვირას მიაღწიოს. ეს პერიოდი იმისთვისაა საჭირო, რომ ქალის ემოციები (როგორიც არ უნდა იყოს) დალაგდეს, მან ხელახლა მოიპოვოს განსჯის უნარი და დაგეგმოს თავისი მომავალი ცხოვრება. გრძნობათა სიძლიერე ჯერ ისევ ისეთია, თუმცა უკვე დაკლებას იწყებს. ის ქალებიც კი, რომელთა ორსულობაც დაგეგმილი იყო, აღნიშნავენ, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერეს დაორსულების ფაქტი.

თუ ორსულობა მოულოდნელია და ჯერჯერობით აღიქმება როგორც არასასურველი, შეეცადეთ იპოვოთ ამ სიტუაციაში დადებითი მომენტი. ამ ეტაპზე შეეცადეთ მხარდაჭერა იპოვოთ ახლობელ ადამიანებში, მეგობრებში და პირველ რიგში – ბავშვის მამაში.

მესამე ეტაპი: ახალი გრძნობების გაჩენა

ქალი, რომელმაც გააცნობიერა, რომ მის შიგნით ჩაისახა ახალი სიცოცხლე და გადაიტანა გრძნობების პირველი მოზღვავება, იწყებს იმის დაჯერებას, რომ ყველაფერი ეს რეალურია და იმსჭვალება ახალი გრძნობებით. თვით დაგეგმილი ორსულობის დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას დაბნეულობა, შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ამ დროს ქალს უწევს მრავალი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარი განხილვის საგანს წარმოადგენს.

მშფოთვარე მდგომარეობა – ეს ორსულობის ბუნებრივი თანამგზავრია და სულაც არ წარმოადგენს უსარგებლო გრძნობას. ის ქალს ეხმარება დაფიქრდეს ბევრ საკითხზე: შეიძლება თუ არა ახლა ისეთი რამ, რაც ადრე შეიძლებოდა? ღირს თუ არა ამა თუ იმ საკვების მიღება თუ უჯობესი იქნებოდა თავის შეკავება? მიზანშეწონილია თუ არა რაიმე დატვირთვა ორგანიზმზე თუ უმჯობესია თავს გავუფრთხილდეთ? ორსულობის პერიოდში ბევრ ქალს სწორედ ეს მდგომარეობა ეხმარება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ მდგომარეობის: ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთავარია – დარჩეთ იმ სიტუაციაში, რომელშიც ამ გრძნობას მართავთ თქვენ და არა პირიქით.

მეოთხე ეტაპი: ემოციების სტაბილიზაცია

ამ ეტაპის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რაოდენ სწრაფად ჩაიარეს წინა ეტაპებმა და იმის მაჩვენებელია, რომ მომავალმა დედამ დაიწყო ახალ სიტუაციასთან შეგუება და მზად არის თავისი ცხოვრება ახალი გარემოებების შესაბამისად გარდაქმნას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება კვებასთან, დღის განრიგთან დაკავშირებული ახალი ჩვევები, ფორმირდება ახლებური დამოკიდებულება საკუთარი თავის და გარშემომყოფთა მიმართ. როგორც წესი, ეს ეტაპი გასხივოსნებულია ისეთი გრძნობით, როგორიცაა ჩუმი სიხარული.
​
აქედან გამომდინარე, ყველა ქალი გადის გარკვეულ ეტაპებს მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ის ორსულადაა. ეტაპების ცვალებადობა შეიძლება იყოს სწრაფი და პირველსა და მეოთხე ეტაპს შორის შეიძლება გაიაროს სულ რამოდენიმე დღემ, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გაგრძელდეს მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. ძალიან ბევრია ამ დროს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით ბავშვის მამაზე. ნაკლების ნახვა
ორსულობა - ვრცლად

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი