იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


15/8/2019

ორსულობის 1-2 კვირა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის  1-2 კვირაზე ქალი ჯერ კიდევ ორსულად არ ითვლება. პირველი 2 კვირის განმავლობაში იწყება ახალი ციკლი, ხდება ოვულაცია და კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ეს კალენდარი ეყრდნობა ე. წ. გესტაციურ პერიოდს. ანუ ათვლას იწყება არა ჩასახვის მომენტიდან, არამედ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან. სწორედ ამიტომ ფაქტიურად დაფეხმძიმება ხდება მხოლოდ ორსულობის მე-3 კვირაზე.
​
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძირითადი როლი ენიჭება ორსულობის 40 კვირის განმავლობაში. სწორედ თქვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ნორმალურად გაივლის ორსულობის პერიოდი და რამდენად ჯანმრთელ ბავშვს დაბადებთ. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით) და ხშირი, ხანგრძლივი დასვენება საწინდარია იმისა, რომ ორსულობის 9 თვემ თქვენთვის სასიამოვნოდ გაიაროს და ქვეყანას მოუვლინოთ ჯანმრთელი ბავშვი.

ფაქტის მიხედვით, ფეხმძიმობის პირველ კვირას არანაირი ფეხმძიმობა არ ფიქსირდება. რადგან ამ პერიოდში ფოლიკულში კვერცხუჯრედის განვითარება იწყება, რომელიც მენსტრუაცის მე-12-მე-14 დღეს დასრულდება. ეს იდეალურ ვარიანტში. სინამდვილეში, ოვულაცია - კვერცხუჯრედის ჩამოყალიბება და მისი ფოლიკულიდან გათავისუფლება - შეიძლება ვარირებდეს სხვადასხვა ფაქტორსა და მენსტრუაციის ციკლის ხანგრძლივობაზე (ზოგიერთ ქალს ის გრძელი აქვს, ზოგს - მოკლე). 

ფეხმძიმობის პირველ კვირას თეორიულს ეძახია, რადგან მისი დადასტურება ჯერ არ მომხდარა. 

ჯერ შეგრძნებებიც არ არსებობს. ქალი თავს ნორმალურად გრძნობს. ფეხმძიმობის ნიშნები
გამოხატული არაა, ამიტომ რაიმეს თქმა ნაჩქარევია. 

თუ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი სიცოცხლე ამ თვეში უნდა ჩაისახოს, უნდა იზრუნოთ, რომ ფეხმძიმობამ მომავალ კვირებში სიამოვნება მოგანიჭოთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა (თუ ასეთი გაქვთ) და ცხოვრების არასწორი წესისგან. გახსოვდეთ, რომ ტოქსინები და მომწამვლელი ნივთიერებები ორგანიზმში იბუდებს და მათ გამოსადევნად ოვულაციამდე დარჩენლი 2 კვირა სავსებით საკმარისია. აგრეთვე მნიშვნელოვანია ქალის შინაგანი განწყობა. ამიტომ, მოერიდეთ სტრესს, გადაღლას, ნერვულ დაძაბულობას, კონფლიქტს. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. მოერიდეთ კონტაქტს ადამიანებთან, რომლებიც ვირუსული ინფექციის მატარებლები არიან. 

​თქვენ უკვე ხვდებით რომ ორსულობის მე-2 კვირაში თქვენ არ გექნებათ ფეხმძიმობისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მეტიც – თქვენი ორგანიზმი ორსულობის მე-4 კვირამდე არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს, რათა დადგინდეს თქვენი ფეხმძიმობა. ამ დროისათვის თქვენ ასავე შეგიწყდებათ ციკლი რაც პირველი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ორსულობისათვის დამახასიათებელი ნიშანია. ქალთა უმეტესობა ამ დროისთვის არ გრძნობს არანაირ სიმპტომებს, მაგრამ მაინც თქვენ შეიძლება შენიშნოთ:

წერტილები – ისინი შეიძლება შეამჩნიოთ თქვენს ქვედა საცვალზე ჩასახვიდან დაახლობით 5-10 დღეში რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ დროს ემბრიონი იმპლანტირებას ახდენს საშვილოსნოს კედელზე.

ხშირი შარდვა – შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონთა ცვლილებამ.

გაზრდილი მკერდი – ეს იმის ნიშანია რომ თქვენი ორგანიზმმა უკვე დაიწყო მზადება ორსულობისათვის.

დაღლილობა – გამოწვეული იმით რომ თქვენი პატარას ზრდისათვის საჭიროა დიდი რაოდენობის ენერგია.

დილის დაავადება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში უფრო გვიან 4-დან მე-9 კვირამდე პერიოდში იჩენს თავს.

გაზების დაგროვება – თქვენი ორგანიზმი ამ დროს ანელებს საჭმლის გადამუშავების პროცესს, რათა მოახმაროს მეტი ენერგია ნაყოფის განვითარებას, რაც იწვევს დარღვევებს მომნელებელ სისტემაში.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ფეხმძიმობა, ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში დაადგინოთ თქვენი ოვალუაციის პერიოდის ვადები და დაკავდეთ სექსით ამ და რამდენიმე წინა დღის განმავლობაში.
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
* ორსულობამდე პერიოდი
​* პირველი ორსულობა 

* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
​* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​
* დედის სკოლა
​
* ფასდაკლების მიღება გინეკოლოგიურ ოპერაციაზე

Picture
* ,,იმედის კლინიკის" პროექტები
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* Facebook Live
​* მე აქ დავიბადე
​* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC