იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


9/7/2020

ჩვილის გაკაჟება

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
ბავშვის გაკაჟება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა დავიწყოთ. იგი არა მარტო გაციებისგან დაიცავს პატარას, არამედ ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების ფუნქციობას, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მადას, საჭმლის მონელებას, ძილს. გაკაჟების პროცედურები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ პატარა ჯანმრთელია.

​გაკაჟების პროცედურების დაწყება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, ეს მაინც თბილ ამინდებს დაამთხვიოთ. პროცედურები უნდა ჩატარდეს რეგულარულად.

ხანგრძლივი პაუზა არასასურველია. პროცედურებს შორის დიდი შუალედი ორგანიზმის მედეგობას ამცირებს.

​მომდევნო წესია, ბავშვი თანდათანობით შევაჩვიოთ პროცედურებს, განსაკუთრებით - თუ თქვენი პატარა სუსტი და ჭირვეულია. მაგალითად, თუ წყლის ან ჰაერის აბაზანების დროს ბავშვს აკანკალებს, კანი უჭრელდება და ხორკლებს აყრის, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტემპერატურა მისთვის ჯერ კიდევ მეტისმეტად დაბალია, ამიტომ მომდევნო პროცედურა უფრო თბილი წყლით უნდა ჩაუტაროთ.

საზოგადოდ, გაკაჟება ბავშვისთვის გართობა უნდა იყოს და არა წამება. თუ პატარას ინფექციური დაავადება შეხვდა, პროცე-დურები შეწყვიტეთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში,  მაგალითად,  ანემიის,  ჰიპოტროფიის დროს, მზე, წყალი და ჰაერი შესანიშნავად დაეხმარებიან ბავშვს ავადმყოფობასთან გამკლავებაში. პროცედურების ერთბაშად შეწყვეტაც არ შეიძლება - უნდა შეუთანხმდეთ პედიატრს და თანდათანობით შეამციროთ პროცედურების ხანგრძლივობა.

გაკაჟება დაბადებისთანავე უნდა დაიწყოთ: ნუ ჩაფუთნით ბავშვს თბილ ტანსაცმელში, ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად.

პირველი 6 თვის განმავლობაში სავსებით საკმარისია, ოთახის ტემპერატურა 21-22 გრადუსი იყოს, ექვსი თვის შემდეგ - 19-20 გრადუსი.

ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიეთ სუფთა ჰაერს, მაგრამ ოთახის განიავებისას მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულობით ფანჯარა მუდამ ღია დატოვეთ. შემოდგომაზე და ზამთარში სარკმელი თავდაპირველად დღეში 1-2 წუთით გამოაღეთ, შემდეგ კი თანდათან უფრო და უფრო მეტი ხნით.

გასაკაჟებლად კარგია წყლის ჰიგიენური პროცედურები - ხელების დაბანა, ჩაბანა, ტანისა და თავის ბანა, წყალში თამაში. ახალშობილს სახეს თავდაპირველად თბილი წყლით ბანენ, შემდეგ - ონკანის ცივი წყლით.

ჩასაბანი წყლის ტემპერატურაც თანდათან ოთახის ტემპერატურამდე უნდა დავიყვანოთ. დასაბანი წყლის ტემპერატურა პირველი 6 თვის განმავლობაში სასურველია 36,5-37 გრადუსი იყოს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ - 36 გრადუსი, ბანაობის შემდეგ კი ბავშვს 1-2 გრადუსით ნაკლები ტემპერატურის წყალი გადაავლეთ.

გაკაჟება ტანსაცმლის საშუალებითაც შესაძლებელია. ჩვეულებრივ, ბავშვის სხეულსა და ტანსაცმელს შორის არსებული ჰაერის ტემპერატურა ოთახის ჰაერის ტემპერატურაზე 10 გრადუსით მეტია. თუ ბავშვს მეტისმეტად თბილად აცვია, სითბოს გაცემა ფერხდება - კანი ცუდად სუნთქავს, ჩნდება ნაოფლი, სისველე, ჩირქოვანი გამონაყარი. ზედმეტ სითბოს მიჩვეული პატარები ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.

თუ ჰაერზე სეირნობისას ბავშვი გაფითრდა, გაულურჯდა ტუჩები, ფრჩხილები, ესე იგი სცივა, ხოლო კანის სიწითლე, ოფლიანობა, ქოშინი იმაზე მიგვანიშნებს, რომ პატარას დასცხა და გადახურდა. როცა ბავშვს სწორად აცვია, სახის კანი - ვარდისფერი, ფეხები და ხელის თითები თბილი აქვს.

​გასაკაჟებლად კარგია სუფთა ჰაერზე ძილი. ჩვეულებრივ, პატარებს ჰაერზე ადვილად ეძინებათ და დიდხანს სძინავთ. უმჯობესია, თუ შუადღის ძილს ეზოში სეირნობას დაამთხვევთ.

ზაფხულში ეცადეთ, პატარა მთელი დღე გყავდეთ სუფთა ჰაერზე, 6-8 საათი მაინც, ზამთარში ამდენ ხანს ვერ ასეირნებთ. საუკეთესოა დრო შუადღის 12-დან 14 საათამდე.

ოთახის პირობებში ჰაერის აბაზანები უნდა დაიწყოთ 2 თვის ასაკიდან, მარტივი პროცედურით - 20-22 გრადუსზე პაწია თავდაპირველად 2 წუთით დატოვეთ გაშიშვლებული, ყოველი 5 დღის შემდეგ პროცედურის ხანგრძლივობა 2-2 წუთით გაზარდეთ. 6 თვემდე ჰაერის აბაზანის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 15 წუთი, 6 თვიდან - 30 წუთი. პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ დღეში 2-3-ჯერ.

ჰაერს სხეულის მთელი ზედაპირი რომ შეეხოს, პატარა ხან მუცელზე გადააბრუნეთ, ხან გვერდზე. ეს პროცედურა კვებიდან 30-40 წუთის შემდეგ ტარდება. მზითა და ჰაერით გაკაჟება შეიძლება 3 თვიდან, როცა ჩრდილში ჰაერის ტემპერატურა იქნება არანაკლებ 22 გრადუსისა.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მზის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა მზის სხივები აუცილებელია. ბავშვი რამდე-ნიმე წუთით ისე უნდა დაიკავოთ, რომ სხივები ტანზე ხვდებოდეს, მაგრამ თვალებში არ აჭყეტდეს.
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC