ორსულობა ქალის ნორმალური, ფიზიოლოგიური და ამავე დროს, მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა.
ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ბავშვის და მისი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ქალის ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის.
ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ყველა ქალმა თავიდან უნდა შეაფასოს თავისი ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი. ცხოვრების ჯანსაღი წესი ზრდის მომავალი ბავშვის სიჯანსაღის ხარისხს.
იცით თუ არა, რომ
- ქალების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ ორსულადაა, როცა მომდევნო მენსტრუაცია აღარ მოსდის. ამ დროისათვის კი, დაახლოებით, ორი კვირაა გასული ჩასახვიდან;
- ბავშვის ორგანოების ფორმირება ორსულობის ადრეულ ეტაპზე, მე-2-8 კვირის განმავლობაში ხდება, თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბების მეტი ალბათობაც ამავე პერიოდშია;
- ორსულობის და მშობიარობის გართულებების და ბავშვის თანდაყოლილი დეფექტების თავიდან აცილება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ცხოვრების წესის მაქსიმალური მოწესრიგებით შეიძლება.

ორსულობისთვის მომზადება
შეინარჩუნეთ სხეულის ნორმალური წონა: ნორმალური წონის ქალებს ბავშვის ჩასახვის, ჯანმრთელი ფეხმძიმობის და ნორმალური მშობიარობის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ჭარბი ან ნორმაზე ნაკლები წონა აქვს;
ჯანმრთელი კვება ქმნის ორგანიზმში ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების საჭირო მარაგს;
შეწყვიტეთ თამბაქოს წევა: არამწეველებთან შედარებით მწეველებში ჩასახვის ალბათობა მცირეა, ხოლო აბორტების და ნაადრევი მშობიარობისა - მეტი;
მოერიდეთ ალკოჰოლს: მისი რეგულარული და ჭარბი მოხმარება ხელს უშლის ჩასახვას და ზრდის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შანსს.
მოერიდეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, რადგან ისინი მკვეთრად ამცირებს როგორც ბავშვის ჩასახვის შანსს, ისე ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას;
შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს: ცნობილია, რომ სტრესები უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩასახვაზე, ასევე ნაყოფზე. ეცადეთ, არ უყუროთ მძიმე სატელევიზიო გადაცემებს და საინფორმაციო პროგრამებს, არ წახვიდეთ იქ, სადაც წინასწარ ელოდებით მძიმე განცდებს, თავი აარიდეთ კონფლიქტებს;
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იფიქრეთ იმაზე, რომ წინ გაქვთ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პერიოდი, რაც თქვენგან მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს;
ფეხმძიმობის დადგომამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად და მოსაწესრიგებლად:
- დაადგინეთ, ხომ არ გაქვთ სქესობრივად გადამდები დაავადებები. თუ აღმოგაჩნდათ, აუცილებლად იმკურნალეთ დაფეხმძიმე-ბამდე თქვენც და თქვენმა მეუღლემაც;
- მოიწესრიგეთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები;
- თუ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად: ასთმა, დიაბეტი, ეპილეფსია და სხვა), მაქსიმალურად უნდა მოიწესრიგოთ და აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმთან ერთად;
- გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა მოხდილი წითურა, და თუ არა _ აუცილებლად გაიკეთეთ აცრა დაფეხმძიმებამდე 8 თვით ადრე. გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის დროს (განსაკუთრებით პირველ ნახევარში) განვითარებული წითურა საშიშროებას უქმნის ნაყოფის სიცოცხლეს;

ორსულობის პირველი ნიშნები
- გამოტოვებული მენსტრუაცია;
- სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ზომაში მომატება, დვრილების გამუქება;
- გულისრევა, განსაკუთრებით დილას, ამას “ორსულთა დილის გულისრევასაც" უწოდებენ;
- ადვილად დაღლა;
- გახშირებული შარდვა;
- ყაბზობა;
- პირში ლითონის სუსტი გემო;
- ყნოსვის გამძაფრება;
- ზოგიერთი საკვების და სასმელის შეძულება;
- საშოდან გამონადენის რაოდენობის მატება.

ორსულობის დადასტურება
როგორც კი ეჭვს მიიტანთ ორსულობაზე, მიმართეთ ექიმს: მეან-გინეკოლოგს, ოჯახის, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს;
ადრეულ ეტაპზე ორსულობის დადასტურება ხდება სპეციალური ტესტებით, რომლების საშუალებითაც შესაძლებელია შარდში ან სისხლში ორსულობისათვის სპეციფიური ჰორმონის - ქორიოგონინის აღმოჩენა.
ეს ტესტები დადებით პასუხს იძლევა ჩასახვიდან უკვე 10 დღის შემდეგ, 2-3 კვირის განმავლობაში.
მეტი სარწმუნოებისათვის, საჭიროა ტესტის რამდენიმე დღეში გადამოწმება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტესტების შედეგი, ხანდახან, შეიძლება მცდარიც იყოს.
ფეხმძიმობის დადასტურება ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპიით) ხდება უფრო მოგვიანებით - გამოტოვებული მენსტრუაციის პერიოდიდან 2-3 კვირის შემდეგ.

ორსულობის ხანგრძლივობა
- ორსულობა გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 280 დღის (40 კვირის) განმავლობაში;
- მშობიარობის სავარაუდო ვადა უნდა დაადგინოს თქვენმა ექიმმა;
- ნორმალური მშობიარობის ვადებია: ორსულობის 38-42 კვირა;
- თუ მშობიარობა 37 კვირაზე ადრე იწყება, ამას ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ;
- თუ მშობიარობა 42 კვირაზე მეტად გვიანდება, მას ვადაგადაცილებული მშობიარობა ეწოდება;

ორსულის კვება
გახსოვდეთ, რომ იკვებებით ორი ადამიანის მაგივრად. ესე იგი მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაოდენობრივად ორჯერ მეტი საკვები უნდა მიიღოთ. ეს პრინციპი უფრო საკვების ხარისხს და მრავალფეროვნებას ეხება: დედაც და ბავშვიც საკმაო რაოდენობით უნდა იღებდნენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და ვიტამინს.
კვების რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ:
- არ გადაიტვირთოთ ზედმეტი საკვებით, რაც შეგიქმნით დისკომფორტს;
- უზრუნველყოთ ნაწლავების ნორმალური მოქმედება.
ამისათვის აუცილებელია: კვება მცირე ულუფებით, 4-5-ჯერ დღეში, რეგულარულად. გახსოვდეთ, რომ კვებებს შორის აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ მინიმალური ინტერვალი 4-5 საათი;
მოერიდეთ დიდი რაოდენობით საკვების ერთბაშად მიღებას და გვინ საღამოს ან/და ღამე კვებას
ორსულისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტებია:
მოერიდეთ:

- მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
- ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოიო, ლობიო, ბარდა;
- ხორცი, თევზი, კვერცხი;
- ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.
მოერიდეთ:
- კოფეინის შემცველ სასმელს - ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი-კოლა და კოკა-კოლა; თუ ძალიან მოგინდათ, დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმუმ 2 ჭიქა;
- ალკოჰოლს - დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის (ის შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს) და, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მას;
- თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;
- ჭარბ შაქარს და ტკბილ პროდუქტებს: კამფეტებს, შოკოლადს, ნამცხვრებს;
- საკვებში ჭარბი მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს, მაგალითად: მარინადები, მწნილები, საწებლები;
- ცხოველური ცხიმის ჭარბად მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;
- კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტს: შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს და შესაძლოა გახდეს ისეთი საშიში ინფექციის წყარო, როგორიცაა ბოტულიზმი;
- არაპასტერიზებულ და აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს;
- ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს და თევზს;
- თოხლო და უმ კვერცხს;
- ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს;
ორსულის წონა
ორსულობისას წონის მატება ინდივიდუალურია და უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქალის წონაზე დაფეხმძიმებამდე.
ითვლება, რომ საწყისი საშუალო წონის და სიმაღლის ორსულს მთელი ორსულობის განმავლობაში შეუძლია მოიმატოს 11-დან 16 კილოგრამამდე. ნორმაზე ნაკლები წონის ქალებს მეტის მომატებაც შეუძლიათ, ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვს, მატება გარკვეულწილად ეზღუდება;
წონის მატების დინამიკა თვეების მიხედვით, დაახლოებით, ასე უნდა ნაწილდებოდეს: პირველი სამი კალენდარული თვის განმავლობაში სულ - 2-3 კილოგრამამდე და ყოველ შემდეგ თვეს - საშუალოდ 1-2 კილოგრამი;
ორსულთათვის საზიანოა მკაცრი, ძირითად საკვებ ნივთიერებებს მოკლებული დიეტა, მით უმეტეს, თუ მას წონის დაკლების მიზნით იცავთ. წონის დაკლებაზე შეგიძლიათ ბავშვის გაჩენის და ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ იზრუნოთ.

სქესობრივი ურთიერთობა
ორსულობის პერიოდში სქესობრივი ურთიერთობის მიზანშეწონილება, ვადები და სიხშირე აუცილებლად ექიმის რჩევით უნდა განისაზღვროს. ზოგადად ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სექსი შეიძლება, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ის მაინც შეიცავს რისკს:
სქესობრივი ურთიერთობა არაა მიზანშეწონილი ორსულობის პირველი სამი, ბოლო ორი თვის განმავლობაში და მენსტრუაციის მოსალოდნელ დღეებში;
ურთიერთობისას აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ქალისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო პოზა (დაუშვებელია მუცელზე ზეწოლა);
თავი შეიკავეთ სქესობრივი ურთიერთობისაგან და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეს იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილს და, მით უმეტეს, სისხლიან გამონადენს საშოდან.

ნორმალური ბავშვი
ბავშვების დიდი უმრავლესობა ნორმალური იბადება. თუმცა ზოგ წყვილს მემკვიდრული და თანდაყოლილი დაავადებების აშკარა რისკი აქვს. ამის შესაფასებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გენეტიკოსს, გინეკოლოგს, მეანს) თუ:
გახსოვდეთ, რომ გარკვეული გამოკვლევების საშუალებით შესაძლებელია თანდაყოლილი ანომალიის გამოვლენა ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ზოგიერთის თავიდან აცილებაც კი.
- უკვე გყავთ შვილი რომელიმე გენეტიკური დარღვევით;
- თქვენ, თქვენს მეუღლეს, პარტნიორს ან ახლო ნათესავს გაქვთ რაიმე გენეტიკური დაავადება;
- მეუღლე ან პარტნიორი თქვენი ახლო ნათესავია;
- ხართ 30 წელზე მეტი ასაკის.
გახსოვდეთ, რომ გარკვეული გამოკვლევების საშუალებით შესაძლებელია თანდაყოლილი ანომალიის გამოვლენა ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ზოგიერთის თავიდან აცილებაც კი.
ძუძუსთავების მოვლა
ორსულობისას სარძევე ჯირკვლები იმატებს ზომაში, მკვრივდება, შეხებით მგრძნობიარეა და ხანდახან მტკივნეულიც კი. ძუძუს მოვლა და მისი ლაქტაციისათვის (რძის წარმოქმნისათვის) მომზადება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამცირებს ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვლის ანთების (მასტიტის) ალბათობას და უადვილებს ბავშვს კვების პროცესს.
მესამე თვიდან მიზანშეწონილია ოდნავ მეტი ზომის, კომფორტული ბიუსტჰალტერის ხმარება, რათა თავიდან აიცილოთ სარძევე ჯირკვალზე ზეწოლა და ტრავმირება. როგორც ფეხმძიმობის, ისე ლაქტაციის პერიოდში სასურველია ატაროთ სპეციალური ბიუსტჰალტერები.
ბავშვის კვებისათვის ჯეროვნად უნდა მოვამზადოთ ძუძუსთავებიც: დაბანისას მოერიდეთ ძუძუსთავების საპნით უხეშად დამუშავებას, რადგან ეს აშრობს მათ ზედაპირს. იხმარეთ რბილი, ფიზიოლოგიური მჟავიანობის თხევადი საპნები. დაბანის და ნაზად გამშრალების შემდეგ დაიმუშავეთ სპეციალური ზეთით ან საცხით. ამ მიზნისათვის ზეითუნის ზეთიც გამოიყენება.
თუ გაქვთ ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავები, მათ დამუშავებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს.

მშობიარობისთვის მომზადება
მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ორსულობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
- პერიოდული, არც თუ ხშირი, მოჭერის უმტკივნეულო შეგრძნება მუცელში, რაც წააგავს სამშობიარო შეტევებს;
- მუცლის გარკვეული “შემსუბუქება", რაც გამოწვეულია ბავშვის თავის მენჯში ჩადგომით;
- მენჯში ზეწოლის შეგრძნება;
- შარდვის გახშირება;
- მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ერთ კილოგრამამდე წონის დაკლება;
- განავლის ჩვეულთან შედარებით გათხიერება;
- ენერგიის უეცარი მოზღვავება, ქალებს, როგორც წესი, ამ პერიოდში უჩნდებათ სახლის დალაგების, მოწესრიგების, ავეჯის გადაადგილების სურვილი;
- შფოთვა და/ან ემოციების მოძალება. ამ პერიოდში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი და გაიადვილოთ დროული მშობიარობა:
- მოერიდეთ დიდ მანძილზე მგზავრობას (მით უმეტეს მანქანით);
- დიდხანს ნუ დაჰყოფთ ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომად არ არის სამედიცინო სამეანო დაწესებულება;
- მაქსიმალურად მოიწესრიგეთ ნაწლავების მოქმედება; იკვებეთ მსუბუქად, მცირე პორციებით და ხშირად; მკვეთრად შეამცირეთ საკვებში სუფრის მარილი;
- ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
- ერიდეთ დიდხანს ჯდომად და დგომას; ხშირად წამოწექით დასასვენებლად;
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
- წელის გახანგრძლივებული ტკივილი;
- სახის, ქუთუთოების, კიდურების შეშუპება;
- ნებისმიერი გამონადენი საშოდან;
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- არტერიული წნევის აწევა.
მშობიარობის დაწყება
დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და/ან წამოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში", თუ:
- სამშობიარო ტკივილის, სიძლიერემ და სიხშირემ იმატა და გახდა რეგულარული: 10-15 წუთში ერთხელ;
- თუ მოხდა სამშობიარო წყლების დაღვრა: ანუ დაგეწყოთ საშოდან უფერო, წყლისმაგვარი სითხის დენა;
- შენიშნეთ მოვარდისფრო ან სისხლიანი გამონადენი საშოდან;
- დაგეწყოთ წელის ან მუცლის ძლიერი, გახანგრძლივებული ტკივილი.