იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


28/12/2019

იმედის კლინიკა - პაციენტთა უფლებების დაცვა

Comments

Read Now
 
Picture
​დღიდან ფუნქციონირებისა, ,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაციის უმთავრეს პრიორიტეტს პაციენტის ინტერესებზე და უფლებებზე ორიენტირებული სამედიცინო კერის ჩამოყალიბება შეადგენს;

ამ მიმართულებით ,,იმედის კლინიკამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა; ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა ვიზრუნოთ პაციენტებზე, მათ თანმხლებ პირებზე და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების პარალელურად შევუქმნათ მათ სასიამოვნო, კეთილგანწყობილი გარემო;

,,იმედის კლინიკის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხდება არასასიამოვნო ფაქტები, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულების წარმოქმნასთან, არის გადაცდომებიც, ირღვევა ჩვენი პრიორიტეტი, როცა კონკრეტულ პაციენტზე კლინიკის პერსონალი ვერ ახდენს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას და ა.შ. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები იშვიათია, თუმცა კლინიკის ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობს გონივრულ მინიმუმადე დაიყვანოს იგი;

უნდა დაგვეთანხმოთ, რომ თითოეული ასეთი ფაქტი უპირველესად ჩვენ გვაწუხებს; კლინიკის ადმინისტრაციას კარგად აქვს გაცნობიერებული რომ მხოლოდ პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ლიდერობაზე;

​,,იმედის კლინიკა“ თავისი კონცეფციით, სამედიცინო მომსახურების ხარისხით, არსებული პირობებით ზუსტად რომ ლიდერის პოზიციებს იკავებს; ამიტომაც, სისხლხორციელად დაინტერესებულნი ვართ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს;

,,იმედის კლინიკა" პაციენტთა უფლებების დაცვის ოთხსაფეხურიან სისტემაზე გადავიდა, რასაც საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ გააჩნია.

ფიქრიდან - ქმედებამდე - ასე შეიძლება პირობითად დახასიათდეს ის სქემა, რომელიც ,,იმედის კლინიკაში" ინერგება;

რას ნიშნავს ეს?

პირველი, ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს, ვინც ფიქრობს, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ,,იმედის კლინიკაში" მოსვლა. 

მეორე, ყოველი პაციენტის (ამბულატორიაში თუ სტაციონარში) უფლებებს დაიცავს ,,იმედის კლინიკის" ომბუდსმენი;

მესამე, ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებების დაცვაში კლინიკის ხელმძღვანელობა უნდა ჩაერთოს? ასეთ შემთხვევაში, დღის ნებისმიერ დროს თქვენ გექნებათ პირდაპირი კონტაქტი ,,იმედის კლინიკის" ხელმძღვანელობასთან და კონკრეტულად კლინიკის დირექტორთან დავით კობეშავიძესთან

მეოთხე, თუ თქვენი უფლებები დაირღვა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არა მარტო უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, არამედ, მოითხოვოთ კონკრეტული რეაგირება თქვენი უფლებების დამრღვევის მისამართით.

,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, მოგვმართოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნით; ასევე, ვაცხადებთ, რომ თქვენი მხრიდან გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა ჩვენი მხრიდან იქნება განხილული და მოხდება შესაბამისი რეაგირება;


მიგვაჩნია, რომ ასეთი პოზიცია განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენს პრიორიტეტებს პაციენტთა უფლებების დაცვისა და სამედიცინო სერვისების უსაფრთხოების კუთხით;
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
თუ ჩვენთან წევხართ და
​თქვენი უფლებები ირღვევა

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC