იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

15/8/2019

ორსულობის მე-6 კვირა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირის ბოლოს თქვენი პატარას სიგრძე 2-დან 4 მმ-მდეა. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით დიდ თავსა და მუქი ფერის წერტილებს თვალებისა და ნესტოების ფორმირების ადგილებზე. ყურების ადგილზე ჩანასახს აქვს მცირედი ღრმულები, ხოლო ხელები და ფეხები წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ზომის წანაზარდების სახით.

ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე ჭიპლარის ფეხიდან წარმოიქმნება ჭიპლარი, რომლის მეშვეობითაც თქვენი პატარა შეძლებს თავისუფალ ცურვას სანაყოფე წყლებში. ემბრიონს აქვს ცილინდრის ფორმა და საკმაოდ დიდი ზომის თავის ნაწილი. ამ პერიოდში იგი სულ რამოდენიმე დღეში გაივლის ადამიანის ევოლუციის საკმაოდ გრძელ გზას და მოგვაგონებს თევზის ჩანასახს – აქვს ლაყუჩები და კუდი.

ანვითარების 23-ე დღეზე (განაყოფიერებიდან 3 კვირის შემდეგ) ჩანასახის გული იწყებს შეკუმშვას. კარგი ულტრაბგერითი სკანერის გამოყენებით ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე უკვე შესაძლებელია ჩანასახის გულის შეკუმშვის დაფიქსირება, და ეს იმ დროს, როცა თავად ჩანასახის ზომა სულ რაღაც 2-4 მმ-ია! გულისცემის სიხშირე წუთში 100-დან 160-მდეა – სისხლი უკვე ცირკულირებს ჩანასახის ციცქნა სხეულში. 
ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე შესაძლებელია შენიშნოთ რომ, მცირედ გაუწონასწორებელი გახდით – ერთ დღეს თუ სუსტად და უენერგიოდ ხართ, მეორე დღეს – პირიქით, სუპერენერგიულად გრძნობთ თავს. ეს სრულიად ნორმალურია და დამნაშავე ამაში ჰორმონებია. ორსულთა დაახლოებით მეოთხედ ნაწილს ამ პერიოდში აღენიშნებათ მცირედი სისხლიანი გამონადენი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ეს სრულიად ნორმალურია, აუცილებლად მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ორსულობის შესაძლო შეწყვეტა.

თვენ უკვე თვეზე მეტია ორსულად ხართ, მაგრამ ორსულობის მე-6 კვირაშიც კი  ყველაფერი თქვენთვის ახალია და თუკი მასთან შეგუებას ემოციური ფონი ახლავს თან, ეს ნორმალურია. ამ დროს თქვენ უკვე 1 თვისა და ორი  კვირის ორსული ხართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი ორსულობის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეთ.  ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი პატარა უკვე შეიცვალა.მისი სახის ნაკვთები უკვე ყალიბდება და სულ რაღაც 8 თვეში თქვენ დედა გახდებით.  ემბრიონის წონა-1.5 გრამია. ხოლო სიგრძე- 2 მმ. სულ რაღაც 1 კვირაში იგი  ორჯერ დიდი ზომის იქნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს.  მისი პატარა გული წუთში 100-დან 160-მდე ფეთქავს, რაც ორჯერ მეტია თქვენს გულისცემაზე.

თქვენშიც მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები, ემოციურობა და ხასიათის უეცარი ცვლილება ორსულების უმეტესობას აღენიშნება ამ  პერიოდში, ასე რომ გამონაკლისი სავარაუდოდ არც თქვენ ხართ.  ორგანიზმში ნაყოფს რომ საუკეთესო პირობები შეექმნას, თქვენი ჰორმონები ბევრს მუშაობენ, სოწრედ ეს განაპირობებს ბევრ უსიამოვნო სიმპტომს. უცნაურია, მაგრამ ორსულობის ამ ვადაზე შეიძლება წონაში დაიკლოთ კიდეც, რაც მომატებული ტოქსიკოზით აიხსნება.

6 კვირის ორსულის სიმპტომები

ორსულობის საწყის ეტაპზე შესაძლოა სულაც არ გქონდეთ რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი მაგ . ზოგს ამ ვადაზე აწუხეხებს გულისრევის შეგრძნება, ზოგი კი სულაც არ უჩივის ამას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში  ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ძალიან ხშირია და მათი უმეტესობა, დროსთან ერთად რამდენიმე კვირაში გაივლის:

დაღლილობა- თქვენი ორგანიზმის ჯერ კიდევ ეჩვევა სიახლეს და გადაწყობის პროცესშია, ამიტომაც მუდმივი დაღლილობის შეგრძნება არ არის უჩველო .

გულისრევა-  ეს შეგრძნება ორსულობის მე6 კვირაში ძალიან ხშირია. თანაც ის მხოლოდ დღის გარკვეულ პერიოდში სულაც არ გახსენებთ თავს. ხოლო ისინი, ვინც ტყუპებს ელოდებიან,  ხშირად ამ პერიოდში უფრო გაძლიერებულად გრძნობენ ამ დისკომფორტს.

მკერდის ტკივილი - თქვენი მკერდი მე-6 კვირიდან უკვე იზრდება და ოდნავი დისკომფორტიც შეინიშნება( თუკი ტკივილი ნორმაზე მეტია, მიმართეთ ექიმს). საოცარია, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდანვე იწყებს ორგანზიმი მზადებას, რომ მომავალში ბუენბრივად გამოკვებოთ პატარა.

გახშირებული შარდვა –  თუკი შეამჩნიეთ, რომ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გიწევთ შარდვა, ეს ნორმალურია და მას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს. ორსულობის ამ პერიოდში დატვირთულად მუშაობს თირკმელები და ასევე, იზრდება საშვილოსნოს ზეწოლა შარდის ბუშტზე, რაც ბუნებრივია ხშირს ხდის შარდის გამოყოფის პროცესს. თუკი შარდვას თან ახლავს ტკივილის შეგრძნება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა- აირების დაგროვება და მუცლის შებერილობა ხშირად ორსულობის თანმდევი პროცესია. დალიეთ მეტი წყალი და მიირთვით ჯანსაღი საკვები, რომ დაეხმაროთ ორგანიზმს ამ პრობლემის მოგვარებაში

ხასიათის ცვლილება- ხასიათის სწრაფი და უჩვეულო ცვლილება ნორმალური მოვლენაა . თუკი ზოგჯერ ზედმეტად ემოციურად უდგებით საქმეს, ეს თქვენი ბრალი სულაც არ არის, ამაშიც ჰორმონებს მიუძღვით ბრალი. შეისვენეთ, მაშინ როდესაც გრძნობთ, რომ ეს გჭირდებათ,  გახადეთ ყოველდღიური მენიუ უფრო მრავალფეროვანი ჯანსაღი საკვებით, ისეირნეთ კარგ ამინდში და ნელ-ნელა უხასიათობაც გაივლის.

სუნის გამძაფრებული აღქმა- ის სუნი, რაც აქამდე ნორმალური იყო და შეუმჩნეველიც კი, ახლა გაღიზიანებთ? არაუშავს ესეც დროებითია და სულ მალე ისევ შეეჩვევით იმ სურნელს, რომელიც აქამდე შეიძლება მოგწონდათ კიდეც.

6 კვირის ორსულის ორგანიზმი

ორსულობის მე-6 კვირაში  მუცლის ზომით ჯერ კიდევ ვერ შეგამჩნევენ გარშემომყოფები, რომ ორსულად ხართ. შეგიძლიათ ცოტა ხანს ეს ბედნიერება მხოლოდ საკუთარ თავს შეუნახოთ, ანდა სხვებსაც გაუზიაროთ. ამ დროს ორგანიზმში აქტიურად გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც იცავს დედისა და ნაყოფის ორგანიზმს ვირუსებისგან, თუმცა კუჭნაწლავზე უარყოფითად მოქმედებს და სწორედ ეს იწვევს გულისრევის შეგრძნებას.  ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა იმ ფაქტს, რომ მასში ახალი სიცოცხლე იზრდება და დროთა განმავლობაში ის სიმპტომები გიავლის, რომელიც ახლა ასე გაწუხებთ

რჩევები 6 კვირის ორსულთათვის

-დროა კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რომელიც საჭირო გამოკვლევებსა და ვიტამინებს დაგინიშნავთ, ასევე იზრუნებს თქვენზე და თქვენს პატარაზე შემდგომი 8 თვის განმავლობაში

-იკვებეთ ჯანსაღად და ისერინეთ სუფთა ჰაერზე, ეს ყველაფერი ორივეს ძალიან დაგეხმარებათ

– თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ ეს, აუცილებლად შეწყვიტეთ მოწევა , ალკოჰოლის მიღება და შეამცირეთ კოფოენისი დოზა. თქვენი ჯანმრთელობა ახლა ბავშვის ჯანმრთელობასაც განსაზღვრავს.

-დაწექით ადრე დასაძინებლად. ღამის განმავლობაში საკმარისი ძილი ხელს უწყობს ორგანიზმის ფუნქციონირებას და ასევე ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომების დაძლევაში დაგეხმარებათ

-დაიწყეთ პრენატალური ვიტამინების მიღება (თუკი ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ და რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით)

-ერიდეთ ცხელ აბაზანებსა და საუნას.

-მიიღეთ მეტი სითხე. ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის სითხის მიღება აუცილებელია და ამცირებს უსიამოვნო სიმპტომებს. უმჯობესია დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი სითხე მიიღოთ, რათა ღამე არ შეგაწუხოთ ხშირმა შარდვამ.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი