იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

15/8/2019

ორსულობის მე-8 კვირა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის მე-8 კვირაში ჯერ კიდევ იჩენს თავს გულისრევა, ზედმეტი ემოციები და სხვადასხვა სიმპტომი, რომელთა  მთავარი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებაა.ყოველი დედა და ნაყოფი განსხვავებულია,ამიტომაც შეუძლებელია დაზუსტებით ითქვას, თქვენი მუცელი უნდა იყოს თუარა შესამჩნევად გაზრდილი. თუკი ტუპებზე ხართ ორსულად, მაშინ არცაა გასაკვირი, რომ გარშემომყოფებმა ადვილად  შეგატყონ ორსულობა, ხოლო თუ ჯერ კიდევ არ გაგზრდიათ მუცელი და წონაშიც დიდად არ მოგიმატიათ, ამაში სანერვიულო არაფერია. თანაც, ორსულთა უმეტესობა უჩივის გულისრევას პირველ კვირებში,  რაც ხელს უშლის წონაში კლებას.

ჩანასახი სწრაფად ვითარდება, ის უკვე ჟოლოს ნაყოფის ზომისაა  და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ პერიოდში უყალიბდება თვალის ფერი. მისი წონა ჯერ კიდე მცირეა, თუმცა წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია და 3 გრამს იწონის, ხოლო სიგრძე 11-დან 14მმ-მდეა.ორსულობის ამ ეტაპზე, ალბათ უკვე იყავით ექიმთან და პირველი ულტრაგერითი გამოკვლევაც ჩაიტარეთ. უკვე გარკვევით ისმის მისი გულისცემა,განვითარებას განაგრძობს მისის ორგანოები, გული უკვე 4 საკნიანი გახდა, ფეხებსა და ხელებსაც ძლიერად ამოძრავებს. მართალია, ჯერ ვერ გრძნობთ ამას, მაგრამ ემბრიონი ნამდვილად მოძრაობს. ასევე, ალბათ გაგახარებთ ის ფაქტიც, რომ ემბრიონი ნელ-ნელა ნამდვილ ბავშვს ემსგავსება და კუდიც ქრება.

ორსულობის ამ კვირაში ყალიბდება სენსორული ორგანოები. ემბრიონს უვითარდება სამყაროს აღქმისთვის საჭირო რამდენიმე ორგანო, რომელიც შესაბამისი ნერვების დაბოლოებისგან შედგება და მას რეცეპტორებს უწოდებენ. ცხვირის ღრუში ყალიბდება ყნოსვის რეცეპტორები, ენაზე-გემოვნებითი დვრილები, თვალის გარსზე კი ფერების გასარევად არსებული რეცეპტორები ყალიბდება.შუა ყურში  ამ პერიოდში დაფის აპკი ჩნდება და ასევე, პატარა ძვლები, რომლებიც შემდეგ პერიოდში პასუხისმეგებელნი იქნებიან გარესამყაროში არსებული ათასნაირი ხმოვანი სიგნალის მიღებაზე.

მე-8 კვირის ორსულის სიმპტომები

მკერდის ტკვილი – დიდი შანსია, მკერდი ზომაში გაიზარდოს და ოდნავი ტკვილიც იგრძნოთ. ეს ყველაფერი იმის „ბრალია“, რომ თქვენი ორგანიზმი აქედანვე ემზადება ბუნებრი კვებისთვის (თუკი მკერდის ტკვილი  გაძლიერდა  ან  მალევე არ გაიარა, მიმართეთ ექიმს)

დაღლილობა – თქვენი სხეული უფრო მეტ სისხლს გამოიმუშავებს ბავშვისთვის, ამიტომაც ეცემა წნევა და იმატებს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. გამოსავალი რაშია? რაც უნდა მარტივად მოგეჩვენოთ, ეს უებარი წამალია- მეტი ძილი. შეეცადეთ უფრო ადრე დაწვეთ და ორგანიზმს გამოძინების საშუალება მისცეთ. დღევანდელ სამყაროში ცოტა რთულია გაანებივრო ორგანიზმი დასვენებით, მაშინაც კი , თუ ორსულად ხარ, მაგრამ ეცადეთ გამონახოთ დრო ამისთვის

დილის დაავადება – გულისრევა შეიძლება საგრძნობლად გაძლიერდეს მე-8 კვირაში.სვით მეტი წყალი და ეცადეთ ჯანსაღად წაიხემსოთ დღის მანძილზე რამდენჯერმე.

ყნოსვის გამძაფრებული შეგრძნება -დილის დაავადებას კიდევ ერთი სახალისო სიმპტომი მოყვება( რამდენად სახალისოა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ). შესაძლოა, საგრძნობლად გაგიმძაფრდეთ ყნოსვა, ისეთი სუნიც კი იგრძნოთ და გაღიზიანდეთ, რომელსაც სხვა დროს ვერც კი შეამჩნევდით.

შეკრულობა –  ორსულების 50%-ზე მეტს აწუხებს ეს პრობლემა. შეკრულობასთან გასამკლავებლად სვით მეტი წყალი, მიირთვით ბოსტნეული და ისეირნეთ დიდ ხანს.თუკი ამ პრობლემამ მალევე არ გაიარა და აუტანელი გახდა, მიმართეთ ექიმს.

უცნაური სიზმრები – დიახ! არ მოგეჩვენათ, ორსულობას ესეც კი შეუძლია გამოიწვიოს. უცნაური სიზმრები ფეხმძიმობის დროს სავსებით ნორმალურია. ექიმებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს ზუსტად რა არის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ სავარაუდოდ ეს ახალი ფიქრებია, თქვენ ხომ სულ მალე ახალ სიცოცხლეს დაბადებთ, ამიტომ არც არის გასაკვირი რომ  განსხვავებული სიზმრები გიჩნდებათ.

დიდი შანსია, რომ თავს მუდმივად გადაღლილად გრძნობდეთ ან შიმშილის გრძნობა არ გასვენებდეთ, ამ ყველაფერს იწვევს ის, რომ ნაყოფი ძალიან სწრაფად იზრდება, იცვლება და ორგანიზმს მისი ხელშეწყობა  უწევს.

8 კვირის ორსულის ორგანიზმი 

ორსულის ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა იმ ფაქტს, რომ მასში ახალი სიცოცხლე ცხოვრობს.  შეიძლება თქვენ ბევრ სიმპტომსაც გრძნობდეთ, მაგრამ გარეგნულად ჯერ კიდევ არ გეტყობოდეთ ფეხმძიმობა. საშვილოსნო ნელ-ნელა იზრდება და ახლა გრეიფუტის ზომისაა, ასე რომ არაა გამორიცხული თქვენი საყვარელი ტანნსაცმელი უკვე ონდავ დაგიპატარავდეთ. ასევე იზრდება მკერდის ზომაც და ეს პროცესი მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ ახალი ბიუსჰალტერის შეძენაც მოგიწევთ. შესაძლებელია ღამით მშვიდი ძილიც დაგერღვეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი გახშირებული შარდვა გაწუხებთ. ამიტომ ეცადეთ სითხე უფრო მეტი რაოდენობით მიიღოთ  დღის პირველ ნახევარში.

საუკეთესო რჩევა, რომელიც თქვენს ორგანიზმს დაეხმარება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის დაძლევაში, არის  სეირნობა სუფთა ჰაერზე. დღის განმავლობაში 15-20 წუთი სეირნობა ხელს შეუწყობს სხეულს , იფუნქციონიროს უკეთ და მარტივად გადალახოს დაბრკოლებები

რჩევები 8 კვირის ორსულისთვის

  • მიირთვით მეტი ხილი. რა თქმა უნდა, აქამდეც იცოდით, რომ ხილი სასარგებლოა, მაგრამ თქვენი პატარას ორგანიზმისთვის აუცილებელია ის ვიტამინები და მინერალები, რაც სხვადასხვა ხილშია.
  • თუკი ამ პერიოდამდე არ მიგიმართავთ გინეკოლოგისთვის, დროა დაგეგმოთ პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც ექიმი განსაზღვრავს რა ანალიზი ჩატარდეს, რომელი ვიტამინი დაგინიშნოთ და საერთოდ, როგორ დაიგეგმოს ორსულობის შემდეგი კვირები.
  • შეამცირეთ კოფეინის დღიური დოზა, ასევე მოგიწევთ,დაემშვიდობოთ მოწევას და ეცადეთ თავი აარიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს.
  • მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ეცადეთ დღის განმავლობაშიი გამონახოთ დრო, რომ წამოწვეთ და დაიძინოთ. აარიდეთ თავი ყოველგვარ სტრესს და იყავით მშვიდად.
  • მიიღეთ მეტი სითხე და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე !
  • ეცადეთ, თავი შეიკავოთ სწრაფი კვების ობიექტებისაგან და მიირთვათ ჯანსაღი საკვები , რათა ორგანიზმს ხელი შეუწყოთ ყველა ამ სიმპტომთან გამკლავებაში.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი