იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

16/7/2020

ვაგინალური კანდიდოზი

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
ვაგინალური კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ინფექციური ეტიოლოგიის,  საშოს დაავადებაა. ბოლო წლებში ვაგინალური კანდიდოზის სიხშირემ მოიმატა. რეპროდუქციული ასაკის 4 ქალიდან სამს მაინც ექნება გადატანილი ვაგინალური კანდიდოზი. 

ვაგინალური კანდიდოზის გამომწვევი – Candidas გვარის საფუარისებრი სოკოებია. უფრო ხშირად (95%) საშო ზიანდება Candida albicans-ის სოკოებით, იშვიათად – C. tropicalis, C. krusei და სხვ. Candida-ს გვარის სოკოები წარმოადგენენ მომრგვალო ფორმის,  ერთუჯრედიან ანაერობულ მიკროორგანიზმებს, ზომით 1, 5-დან 10 მკმ-მდე.  სოკოების ზრდისა და გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 21-37C და სუსტი მჟავე არე.

გენიტალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადაცემად დაავადებებს, მაგრამ ხშირად არის მათი მარკერი. სოკოები მიეკუთვნება პირობით – პათოგენურ ფლორას,  რომელიც ნორმაში კანის საფარზე და ლორწოვან გარსებზეა,  მათ შორის საშოშიც,  მაგრამ გარკვეულ პირობებში (საერთო და ადგილობრივი რეზისტენტობის დაქვეითება,  შაქრიანი დიაბეტი,  ტუბერკულოზი,  ავთვისებიანი წარმონაქმნები,  ქრონიკული ინფექციები და სხვა) მან შეიძლება გამოიწვიოს დაავადება.  ამავე დროს მატულობს  სოკოების ადჰეზიურობა; ისინი ემაგრებიან საშოს ეპითელიუმის უჯრედებს, იწვევენ ლორწოვანი გარსის კოლონიზაციასა და ანთებითი რეაქციის განვითარებას.

ჩვეულებრივ, კანდიდოზი ეხება საშოს ეპითელიუმის მხოლოდ ზედაპირულ შრეებს.  იშვიათ შემთხვევებში გადაილახება ეპითელური  ბარიერი და ხდება გამომწვევის ინვაზია ქვეშმდებარე ქსოვილებში ჰემატოგენური დისემინაციით.

მიღებულია მონაცემები,  რომ უროგენიტალური კანდიდოზის რეციდივირების დროს ინფექციის ძირითადი რეზერვუარია კუჭ-ნაწლავი,  საიდანაც სოკოები პერიოდულად ხვდებიან საშოში და იწვევენ ანთებითი პროცესის გამწვავებას.

ახალშობილების დაინფიცირება  candida-ს სოკოებით ძირითადად ინტრანატალურად ხდება.

განარჩევენ მწვავე (დაავადების ხანგრძლივობა ორ თვემდე) და ქრონიკულ (მორეციდივე, დაავადების ხანგრძლივობა ორ თვეზე მეტია) უროგენიტალურ კანდიდოზს.

ვაგინალური  კანდიდოზის დროს ძირითადი ჩივილებია:

  • ქავილი და წვა საშოში;
  • ხაჭოსებრი გამონადენი სასქესო გზებიდან. გამონადენი შეიძლება იყოს თხელი და წყლოვანი, სუნის გარეშე, ან შედარებით სქელი კონსისტენციის;
  • ვულვის  (ქალის გარეთა სასქესო ორგანოები) ტკივილი  და გაღიზიანება.

ვაგინული კანდიდოზის დროს  ქავილი და წვა ძლიერდება წყლის  პროცედურების,  ასევე სქესობრივი აქტის შემდეგ  ან ძილის დროს.  პროცესში საშარდე გზების ჩართვა იწვევს დიზურიულ ცვლილებებს.

ვულვაზე კანდიდოზი ხასიათდება კანზე და ლორწოვანზე სიწითლით, საშოს „ნაპრალკებით“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ იგივე სიმპტომები შეიძლება სხვა სოკოებზე ან სხვა დაავადებებზეც მიგვანიშნებდეს.
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი