იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


15/8/2019

ორსულობის მე-10 კვირა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის მე-10 (მეათე) კვირაზე ნაყოფი სულ რაღაც 4 გრამს იწონის; მისი სიგრძე 31–დან 42 მილიმეტრამდე მერყეობს. იგი საშვილოსნოს კედელს ეხება, იმავე წამს შორდება,  თავისუფლად მოძრაობს, თუმცა შენ ამას ჯერ ვერ გრძნობ. იმის მიუხედავად, რომ ნაყოფი დაახლოებით ქლიავის ზომისაა, გაგიკვირდება და მისი სხეულის ნაწილები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები უკვე ჩამოყალიბებულია. ის ყოველდღიურად, განუწყვეტლივ განაგრძობს ზრდას და ჩამოყალიბებას. დაფეხმძიმებიდან 10 კვირის შემდეგ, ყველაზე რთული – ემბრიონული ეტაპი მთავრდება და  ნაყოფის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. შენ და პაწაწა მართლაც მაგრები ხართ!

ორსულობის მე-10 (მეათე) კვირის გასვლა აუცილებლად აღნიშნე და საკუთარი თავი რაიმე გემრიელი საჭმელით გაანებივრე. ბავშვი კომფორტულად არის მოთავსებული სანაყოფე გარსში, რომელიც ამნიონის სითხით არის სავსე. ბავშვი ყლაპავს ამ სითხეს.

ორსულობის მე-10 (მეათე) კვირას სანაყოფე გარსში სითხის რაოდენობა დაახლოებით 20 მილიგრამია. ამ დროისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები, მათ შორის – თირკმლები, ნაწლავები, ტვინი და ღვიძლი უკვე ფორმირებულია და იწყებენ ჩამოყალიბებას. თუმცა, ბუნებრივია, ისინი განვითარებას განაგრძობენ მთელი ორსულობის განმავლობაში.

საშუალება რომ გქონდეთ და თქვენს პატარას შეხედოთ, აუცილებლად შეამჩნევთ პაწაწინა ფრჩხილებს ხელისა და ფეხის თითებზე, ასევე – ნაზ ღინღლს მის ციცქნა სხეულზე. ნაყოფს უკვე შეუძლია კიდურების მოძრაობა, სახსრებში მოხრა. გარდა ამისა, ჩამოყალიბებული აქვს ყურის ნიჟარები და ზედა ტუჩიც. კარგად ჩანს ხერხემლის მოხაზულობა და მისგან გამომავალი ნერვული დაბოლოებები. შუბლი ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია და შესამჩნევად წინ არის წამოწეული (არ დაგვავიწყდეს, რომ ტვინი ზრდას  განაგრძობს).

ორსულობის მე-10 (მეათე) კვირის მიწურულს, თითქმის ყველა შინაგანი ორგანო და სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, რაც ზრდასრულ ადამიანს გააჩნია. ჩანასახი თანდათან ადამიანის სახეს იღებს. ამის პარალელურად, ქრება კუდი და სხვა წარმონაქმნები; დამახასიათებელ ფორმას იღებს ფილტვები და გულის პარკუჭები. გარდა ამისა, ჩასახვიდან 50 დღის შემდეგ, ნაყოფის ორგანიზმში ფიქსირდება ტვინის იმპულსები. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ტვინის იმპულსების არსებობა უმთავრესი მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანი ცოცხალია. ეს ფაქტი ჩანასახის ნერვული სისტემის განვითარებაზეც მიანიშნებს. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან იწყება ჩანასახის თავის ტვინის დიფერენცირება და დიდი ნახევარსფეროების ქერქის ჩამოყალიბება.

ნაყოფის განვითარების ამ ეტაპზე, ულტრაბგერითი ანუ დოპლერის აპარატით შეგიძლია შენი პაწაწას გულისცემის მოსმენა. ბევრი მომავალი დედისთვის, რომელთა ფეხმძიმობა არცთუ მშვიდად და უპრობლემოდ მიმდინარეობს, ამ საოცარი ხმის მოსმენა დიდი შვებაა. ახლა კი, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე ექიმთან და დარწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგშია.

თუ დაფეხმძიმებამდე შენი საშვილოსნო საშუალო ზომის მსხალზე დიდი არ იყო, ორსულობის მე-10 (მეათე) კვირის  ბოლოს უკვე გრეიფრუტს წააგავს. ალბათ, ამჩნევ, რომ შენი ტანსაცმელი აღარ გეტევა, ხოლო მკერდი ყოველ წამს ვარდება ბიუსხჰალტერიდან.
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC