იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

1/7/2020

დისკომფორტი მშობიარობის შემდეგ

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - ვრცლად
ბავშვის გაჩენის შემდეგ დედის სხეული და ორგანიზმი გარკვეულ შეუქცევად ცვლილებებს განიცდის, წარმოგიდგენთ მშობიარობის შემდგომ  შესაძლო  ცვლილებებს: ​

  • შარდის შეუკავებლობა 
მშობიარობის შემდეგ ქალბატონების გარკველ ნაწილს ემართება შარდის შეუკავებლობა. თუ მსგავსი რამ თქვენ გაგინვითარდას არ ინერვიულოთ ეს სავსებით ნორმალურია და მალე გაგივლით. მშობიარე ჭინთვების დროს ბავშვის თავი აწვება საშვილოსნოს მარცხენა მხარეს. ამის შედეგად კი ითიშება ის ნერვული დაბოლოებები რომლებიც შარდვაზეა პასუხისმგებელი კერძოდ კი: ნერვული დაბოლოებები ნორმალურად ვერ გადასცემს ორგანიზმს შარდზე გასვლის მოთხოვნას, ხოლო დასუსტებული კუნთები კი ამ სიგნალს ვერ აღიქვამენ.

ამ სიმპტომების გამო ქალბატონებს უჭირთ სპორტით დაკავდნენ, ან უბრალოდ სწრაფად იარონ - რადგან შარდის ბუშტი თავისით იცლება. თუ თქვენ გაკეთებული გაქვთ საკეისრო კვეთა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შარდის შეუკავებლობის პრობლემა თქვენ არ შეგეხებათ. ქირურგიულ ჩარევასაც შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები. თუ ეს პრობლემა თქვენ აღმოგაჩნდათ არ ინერვიულოთ ის წესით რამდენიმე დღესა ან კვირაში გადის.

თუ ეს პრობლემა 2-3 კვირაში თავისით არ მოგვარდა სჯობს თქვენს მკურნალ ექიმს მიმართოთ. შესაძლებელია თქვენ გქონდეთ სტრესული შარდის შეუკავებლობა, რომელიც გამოწვეულია ურეტრის ძირის კუნთების შესუსტებით. 


  • მშობიარობის შემდგომი გამონადენი 
ცხრათვიანი შესვენების შემდეგ „ძვირფასი დღეები“ ბრუნდება. ეს ლოხიაა, მშობიარობის შემდგომი გამონადენი, რომლითაც საშვილოსნო სუფთავდება. თავიდან გამონადენი არის მუქი წითელი ფერის და შემდეგ ღიავდება. ჩვეულებრივი მენსტრუაციისგან განსხვავებით მშობიარობის შემდგომი გამონადენი გრძელდება რამდენიმე კვირა.

უკეთსია თუ ამ პერიოდში გამოიყენებთ მშობიარობის შემდგომ საფენებს და არა უბრალო ტამპონებსა და საფენებს, რადგან ტამპონების გამოყენებსას იქმნება უჰაერობა და სწრაფად მრავლდება ბაქტერიები,  რაც თქვენს ორგანიზმისთვის საშიშია. 
  • ფეხების შეშუპება
მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე ფეხების შეშუპება სავსებით ნორმალურია - ორსულობის შემდეგ თქვენს ორგანიზმში სითხის სიჭარბეა, ხოლო მშობიარობისას თქვენ ასევე გაგიკეთად გადასხმა. ზედმეტი სითხე გროვდება თქვენს კიდურებში - ფეხებსა და ხელებში. დასიებამ უნდა გაგიაროთ 7-10 დღეში. შეშუპების გასვლის შემდეგ შესაძლებელია თქვენი ფეხი ნახევარი ან ერთი ზომით დიდი დაგრჩეთ. ზოგისთვის ეს დროებითი პროცესია, ზოგს კი სამუდამოდ ასე რჩება. 

  • სარძევე ჯირკვლების გაზრდა 
მშობიარობის შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მკერდი არამარტო გაიზარდა, არამედ გამაგრდა კიდეც. მკერდის გასიება უკავშირდება მკერდში რძის ჩადგომასა და სისხლძარღვების დაჭიმვას. ზოგიერთი ქალისთვის ეს შეიძლება გახდეს სერიოზული დისკომფორტის გამომწვევი. ბავშვის ხშირმა კვებამ შეიძლება ეს დისკომფორტის გრძნობა შეგისუბუქოთ. თუ თქვენ კარგად ვერ ჩამოაყალიბეთ ლაქტაციის რეჟიმი კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ არ აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას ნუ გამოიწველით რძეს, რადგან ის მაშინვე ჩაგიდგებათ და მკერდში რძის გაშრობის პროცესი უსასრულოდ გაიწელება. რძის გაბრუნება სცადეთ სველი ცივი საფენებით ან კომბოსტოს ფურცლის კომპრესებით. თუ რამდენიმე დღეში შვება ვერ იგრძენით აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 


  • ბუასილი 
ხშირად ქალბატონებს ჰგონიათ , რომ თუ მათ ორსულობის პერიოდში არ ჰქონდათ ბუასილი, ის არც მშობიარობის შემდეგ არ გაუჩნდებათ. პირიქით კი ხდება ბუასილი უმეტესად ჩნდება მშობიარობის ჭინთვების დროს. მშობიარობის დროს ქალის მთლიანი ორგანიზმი დაჭიმულია, ამ დროს ზეწოლა სხეულის ყველა ნაწილზე ხდება და ასევე სისხლძარღვებზე, მათ შორის სწორნაწლავზეც.

არის რამდენიმე საშუალება რითიც შეგიძლიათ ტკივილი შეიმსუბუქოთ - ცივი კომპრესები, აბაზანები, სპეციალური საწმენდი ხელსახოცები. თუ ბუასილმა 1-2 კვირაში არ გაგიარათ, თქვენ დაგეწყოთ სისხლდენა ან სხვა აუცილებად მიმართეთ ექიმს. ბუასილის გაგიუარესებთ შეკრულობა, რომელიც ხშირია მშობიიარობის შემდეგ. ამან შესაძლოა ნახეთქიც გაგიჩინოთ სწორ ნაწლავზე. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად ყურადღება დაუთმეთ თქვენს სწორად კვებას და დისკომფორტის ნიშნების აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს.


  • თმის ცვენა  
ორსულობის პერიოდში ესტროგენი აძლიერებს თმის ზრდას, ამიტომ ორსულობისას შეგიძლიათ ჯანმთელი და სქელი თმით იტრაბახოთ. მშობიარობის შემდეგ ორგანიზმში ესტროგენის რაოდენობა იკლებს. თმის ღერების დიდი ნაწილი იმყოფება ნელი ზრდის მდგომარეობაში და ისინი ერთდროულად იწყებენ დაცვენას. როგორც წესი ეს ხდება მშობიარობიდან 3-4 თვის შემდეგ. დერმატოლოგების თქმით თქვენი თმა ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება მშობიარობიდან 6-12 თვის შემდეგ. 

  • ზურგისა და წელის ტკივილი 
ორსული ქალები ხშირად უჩივიან ზურგისა და წელის ტკივილს, ზოგჯერ ეს ტკივილი ბავშვის დაბადების შემდეგაც რჩება. მშობიარობის შემდეგ ტკივილი იწყება წელიდან და როგორც წესი გადადის სახსრებზეც. თუ რატომ განიცდიან ქალები ტკივილებს ამაზე ექიმებს ზუსტი პასუხი არ აქვთ. ეს შეიძლება იყოს: დაჭიმულობა, არასწორი ფეხსაცმელი, სიმძიმე და კიდევ უამრავი სხვა. ​

  • ​მუცელი
მშობიარობის შემდეგ ქალებს რჩებათ მუცელი. ამას ვერსად გავექცევით, უბრალოდ უნდა მოვიკრიბოთ მოთმინება და დაველოდოთ რამდენიმე თვე, რომ მუცელი კვლავ ძველ ფორმებს დაუბრუნდეს. ამაში კი სხვადასხვა ვარჯიშები დგვეხმარება.
​
  • სასქესო და მიმდებარე ორგანოების  სიმკვრივის დაკარგვა 
უამრავი ქალბატონი უჩივის სასქესო ორგანოებისა და მისი მიმდებარე ადგილების სიმკვრივის დაკარგვას. მშობიარობის შედეგად საშვილოსნო, შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი შედარებით ქვემოთ იწევს. ქალბატონები ნათლად გრძნობენ მენჯის ორგანოების ცვლილებებს და ეს მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.  საბედნიეროდ ეს მოვლენა დროებითია. 

მშობიარობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი