ორსულობის დროს ნაყოფის ზრდისა და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვილებების შედეგად ქალი შეიძლება გარკვეულ დისკომფორტს განიცდიდეს. ზოგიერთ ქალს ეს აწუხებს და მხოლოდ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთს კი არავითარი დისკომფორტის შეგრძნება არ აქვს.
ქვემოთ აღწერილია ორსულობის პერიოდისათვის დამახასიათებელი დისკომფორტი და როგორ უნდა გაართვან ქალებმა თავი მას. ხშირად ასეთი დისკომფორტის მკურნალობა შეიძლება დიეტითა და ცხოვრების წესის შეცვლით. მკერდის დაჭიმულობა იგი ჩვეულებრივ თავს იჩენს ორსულობის ადრეულ პერიოდში, მაგრამ შეიძლება მთელი ორსულობა გაგრძელდეს. როგორც წესი, მკერდის ზრდა და დაჭიმულობა გამოწვეულია ჰორმონალური ცვილებებით. მკერდი ემზადება რძის გამომუშავებისათვის. რჩევა: უკეთ რომ იგრძნოთ თავი ატარეთ კარგად მორგებული ნატურალური ქსოვილის ბიუსჰალტერი, რათა კარგად დაიკავოს მკერდი. გულისრევა და პირღებინება გულისრევა და პირღებინება, არის ორსული ქალების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი და შემაწუხებელი პრობლემა. ამ მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება ორსულობის მე-17 კვირისათვის. იგი, როგორც წესი გამოწვეულია ჰორმონალური ცვილებებით. რჩევა: * ნუ გექნებათ ცარიელი კუჭი; * მიირთვით კრეკერები, მშრალი ბურღულეული ან გახუხული პური საწოლიდან ადგომამდე; * მიიღეთ მცირე რაოდენობით საკვები რამდენიმე საათში ერთხელ; * მიიღეთ სითხე ჭამის შემდეგ და არა ჭამის დროს; * მოერიდეთ ძალიან ცხიმიან, ცხარე, სანელებლებიან და მძაფრი არომატის მქონე საკვებს; * მიიღეთ გრილი საკვები, მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში. გულძმარვა გულძმარვა უმეტესად იწყება ჭამის შემდეგ. ,,წვის შეგრძნებების” მიზეზია საყლაპავი მილის ქვედა ნაწილში კუჭიდან საჭმლის უკუქცევა, რომელშიც კუჭის წვენია შერეული. რჩევა: * დღის მანძილზე მისაღები საკვები დაყავით მცირე ულუფებად; * ერიდეთ შოკოლადს, ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს, განსაკუთრებით – დაწოლის წინ – ისინი ადუნებენ საყლაპავი მილის კუნთებს ისე, რომ კუჭის წვენი გადადის უკან საყლაპავ მილში; * მოერიდეთ მჟავე, ცხარე და სანელებიან საკვებს, რომელიც შესაძლოა აღიზიანებდეს საყლაპავ მილს (პომიდორი, ციტრუსოვანი ხილი, ძმარი, წიწაკა); * რძესა და რძის პროდუქტებს შეუძლია დროებით შეასუსტონ გულძმარვის შეგრძნებები. ყაბზობა ყაბზობა აწუხებს ორსულ ქალთა 11-38% -ს. ის ძირითადად გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის კუნთების მოდუნებით ან ნაწლავის ქვედა ნაწილზე გადიდებული საშვილოსნოს მზარდი ზეწოლით. რჩევა: * დალიეთ მეტი სითხე; * მიიღეთ ცხელი ან ცივი სასმელები. ეს შეიძლება დაეხმაროს ნაწლავების მოძრაობას; * მიიღეთ უჯრედისით მდიდარი საკვები: ხილი და ბოსტნეული.უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავთა ტრაქტში სითხის შეთვისებას და განავალი უფრო რბილი და ადვილად გამოსაყოფი ხდება. * შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები, როგორიცაა ყოველდღე ფეხით სიარული; ბუასილი ორსულობის დროს ხშირად თავს იჩენს ბუასილი, რაც ძირითადად გამოწვეულია ნაყოფის წონაში მატებით, მისი ზეწოლით და ვენებში სისხლის შეგუბებით. რჩევა: * ყაბზობის შემთხვევაში დიეტური რჩევები ხელს უწყობს ბუასილის მკურნალობასაც; * დღის განმავლობაში ხშირი დასვენება ასუსტებს ნაწლავებზე ზეწოლას, რაც გარკვეულ შვებას ჰგვრის ორსულს; * 15-20 წუთი თბილ აბაზანაში ჩაწოლამ შეიძლება ასევე შეასუსტოს არასასიამოვნო შეგრძნებები. ფეხის გაკავება ორსულ ქალებს ხშირად აწუხებთ ფეხის კუნთების დაჭიმვა, რაც გამოწვეულია ორსულობისას სისხლის მიმოქცევის გაძნელებით ამის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს რძისა და რძის პროდუქტების ნაკლებობა. რჩევა: * რძის პროუქტების მეშვეობით მიიღეთ საკმარისი რაოდენობით კალციუმი; * ხშირად დაასვენეთ ფეხები * შემოაწყვეთ ხოლმე ფეხები სკამზე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით; * შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები (როგორიცაა 20-30 წუთით სეირნობა); * მიიღეთ თბილი აბაზანა ან დაიდეთ ცხელი ბოთლი გაკავებულ კუნთზე ზემოთ ჩამოთვლილი არის ორსულობისათვის დამახასიათებელი დისკომფორტი. თუმცა, ზოგჯერ ორსულ ქალს შეიძლება გაუჩნდეს სიმპტომები, რომლებიც ქალისა და ბავშვისათვის გარკვეული საფრთხის მომასწავლებელია. ქვემოთ მოცემული სიმპტომების გამოვლენისას ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს: მწვავე ტკივილი მენჯის ან მუცლის არეში ორსულობის ადრეულ პერიოდში შეიძლება იყოს პათოლოგიური ორსულობის ნიშანი. ორსულობის გვიან სტადიაზე ის შეიძლება იყოს პლაცენტის საშვილოსნოდან მოცილების ნიშანი. ტემპერატურა 37,8 გრადუსზე მეტი შეიძლება იყოს ინფექციის ან ავადმყოფობის ნიშანი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. ორსულობის ადრეულ პერიოდში საშოდან სისხლდება მიუთითებს ორსულობის შეწყვეტაზე. ორსულობის გვიან სტადიაზე კი სისხლდება შესაძლოა პლაცენტის ნაადრევი მოცილების შედეგი იყოს. თავის მწვავე ტკივილი, შეშუპება ან დასიებული თვალები და სახე, დაბინდული მხედველობა ან თვალებში ბრჭყვიალი მიგვანიშნებს ორსულობით გამოწვეულ არტერიული წნევის მატებაზე, რომელიც საშიშია, როგორც ნაყოფისათვის, ასევე დედისათვის. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის მეორე ნახევრიდან (20 კვირიდან) არტერიული წნევის ხშირი გაზომვა. თხიერი გამონადენის მომატება საშოდან მშობიარობის ვადამდე ორი კვირით ან მეტით ადრე, აგრეთვე ძლიერი და რეგულარული შეკუმშვები შესაძლოა იყოს ნაადრევი მშობიარობის მომასწავლებელი ნიშანი. ამ დროს სანაყოფე წყლების გარსი შეიძლება დაირღვეს. დაახლოებით მეხუთე თვიდან ქალი შეიგრძნობს ნაყოფის მოძრაობას. იგი შეიძლება მოძრაობდეს 3-5ჯერ საათში. ამრიგად, ნაყოფის უმოძრაობა ან შენელებული აქტივობა მიუთითებს ან ნაყოფის გართულებულ მდგომარეობაზე ან სიკვდილზე. თუ ორსულს აღენიშნება რომელიმე ეს ნიშანი დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
რკინადეფიციტური ანემია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. იგი ორივე სქესის ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებს შორის გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან ბავშვები, ახალგაზრდა ქალები და ორსულები. ანემიის დროს სისხლში, ძვლის ტვინსა და დეპოში შემცირებულია რკინის შემცველობა. ამის შედეგად ირღვევა ჰემოგლობინის წარმოქმნის პროცესი, ვითარდება სისხლნაკლებობა და ირღვევა ქსოვილთა კვება.
ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო რკინადეფიციტური ანემია ორსულთა მესამედს უვითარდება. რკინადეფიციტური ანემიის მთავარი მიზეზია სისხლის დაკარგვა, რის გამოც ორგანიზმში ირღვევა ბალანსი რკინის მიღებასა და გამოყოფას შორის. ადამიანი რკინას უმთავრესად სურსათიდან იღებს. ჩვენს ორგანიზმში საკვებთან ერთად ყოველდღიურად 2000-2500 მგ რკინა ხვდება, თუმცა შეიწოვება არა უმეტეს 2 მგ-ისა - ეს ამ ელემენტის შეწოვის მაქსიმალური ზღვარია. ამავე დროს, შარდთან, განავალთან, ოფლთან, კანის ჩამოფცქვნილ ეპითელიუმსა და თმასთან ერთად ყოველდღე დაახლოებით 1 მგ რკინას ვკარგავთ. ამ მხრივ ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. დამატებითი ფაქტორი ის არის, რომ ქალები დიდი ოდენობით სისხლს კარგავენ მენსტრუაციის, ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს, ამიტომ მათი ორგანიზმი უფრო მეტ რკინას ითხოვს, ვიდრე შეუძლია, საკვებთან ერთად მიიღოს და შეიწოვოს. ქალების 75% მენსტრუაციის დროს 20-30მგ რკინას კარგავს. მომდევნო მენსტრუაციამდე ორგანიზმი აღიდგენს რკინის მარაგს და ანემია არ ვითარდება. ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაციის დროს სისხლთან ერთად 50-250 მგ რკინა გამოიყოფა და ორგანიზმის მოთხოვნილება 2,5-3-ჯერ იმატებს, ამდენ რკინას კი საკვებიდან მისი ძალიან მაღალი შემცველობის დროსაც კი ვერ შევითვისებთ. ვითარდება დისბალანსი, რასაც ანემიამდე მივყავართ. ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს რკინის დანაკარგი 900 მგ-ს შეადგენს. ამ დანაკარგის აღდგენა ორგანიზმს 4-5 წლის განმავლობაში შეუძლია. თუ ქალმა ხელმეორედ ამაზე ადრე იმშობიარა, მას აუცილებლად განუვითარდება ანემია. რკინის დეფიციტი გარდაუვალია იმ ქალებისთვის, ვისაც 4-ზე მეტი შვილი ჰყავს. ამრიგად, ანემიის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორებია:
ორსულებს ანემია, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში გამოაჩნდებათ. განასხვავებენ მის ორ სახეს: ორსულთა ანემიას და ანემიას ორსულებში. პირველ შემთხვევაში დაავადება ორსულობის დროს ვითარდება, მეორე შემთხვევაში კი მისი არსებობა ორსულობამდე იყო დადგენილი. ორსულთა ანემია უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ხოლო ორსულობამდე დაწყებული ანემია - შედარებით მსუბუქად, ვინაიდან ორგანიზმი მასთან შეგუებას ასწრებს, ორსულთა ანემია კი, არსებითად, ორსულობის ისეთივე გართულებაა, როგორიც ორსულთა ტოქსიკოზი. რკინის მარაგის შემცირება მხოლოდ ჰემოგლობინის ოდენობაზე როდი მოქმედებს. მისი როლი გაცილებით დიდია: რკინა მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილთა სუნთქვაში. ორსულებს რკინადეფიციტური ანემიის ფონზე ხშირად უვითარდებათ ჟანგბადოვანი შიმშილი, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პათოლოგიას უდებს სათავეს. რკინადეფიციტური ანემია განიხილება როგორც ტოტალური ორგანული პათოლოგია, რომელიც ყველა ორგანოსა და ქსოვილის: ეპითელიუმის, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემების, თავის ტვინის - ფუნქციონალურ და მორფოლოგიურ დაზიანებას იწვევს. ანემიის ხარისხი ჰემოგლობინის დონით განისაზღვრება: 110-90გ/ლ მსუბუქ ანემიად ითვლება, 89-70 გ/ლ - საშუალო ხარისხის ანემიად, 69გ/ლ-ზე დაბალი მაჩვენებელი კი - მძიმედ. მსუბუქი ანემიის შემთხვევაში ორსულს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს. კლინიკური ნიშნები, ჩვეულებრივ, საშუალო სიმძიმის ანემიის დროს ვლინდება. ქალი უჩივის სისუსტეს, თავბრუხვევას, თავის ტკივილს, გულის ფრიალს, ქოშინს, შრომის უნარის დაქვეითებას, თუმცა ეს სიმპტომები მხოლოდ რკინადეფიციტურ ანემიას არ ახასიათებს, - ისინი სხვა ნივთიერების ნაკლებობით განპირობებული ანემიის დროსაც გვხვდება. რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია კანის, ფრჩხილების, თმის სტრუქტურის დაზიანება, გემოვნების გაუკუღმართება. კანი ფითრდება, შრება, სკდება. შესამჩნევია კანისა და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის მსუბუქი სიყვითლე. ჩნდება ნახეთქები პირის კუთხეებში. ფრჩხილები ფორმას იცვლის - ბრტყელდება, იზნიქება, მტვრევადი ხდება. ენა წითელი და მტკივნეულია. თმა იმტვრევა და ინტენსიურად ცვივა. კუნთოვანი სისუსტე ავადმყოფს იძულებულს ხდის, უარი თქვას ჩვეულ ფიზიკურ დატვირთვაზე. ის ჭამს ცარცს, თიხას, ქვიშას, მიწას, უმ ბურღულს, ყნოსავს მკვეთრი სუნის მქონე სითხეებს: ნავთს, ნაფტალინს, აცეტონს. გაძლიერებულია გულისცემა, აღინიშნება ქოშინი, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ შუპდება ფეხები, ქვეითდება არტერიული წნევა. მძიმე ფორმის ანემიის დროს ვითარდება ანემიური მიოკარდიოდისტროფია - ე.წ. ანემიური გული. ანემიურ ორსულებს უფრო ძლიერი ოფლიანობა ახასიათებთ, ვიდრე ჯანმრთელებს. საშვილოსნოსა და პლაცენტაში ანემიის დროს დისტროფიული ცვლილებები ვითარდება, რაც პლაცენტის დაპატარავებას და მისი ჰორმონების (პროგესტერონის, ესტრადიოლის, პლაცენტური ლაქტოგენის) ოდენობის შემცირებას იწვევს. სისხლნაკლებობას ხშირად ერთვის გესტოზი. ნაადრევი მშობიარობა ასიდან 10-15 შემთხვევაშია მოსალოდნელი, ჰიპოტონიური სისხლდენა - 10 შემთხვევაში. ანემია აფერხებს ნაყოფის განვითარებას. ნაყოფის სიკვდილიანობა უმეტესად ანემიის მძიმე ფორმებს უკავშირდება. ახალშობილებს აქვთ წონის მკვეთრი უკმარისობა. მასის აღდგენა შედარებით ნელა ხდება. რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ახალშობილებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარებას, ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევას, გონებრივი და მოტორული განვითარების შეფერხებას, ქრონიკული ჰიპოქსიის ჩამოყალიბებას, იმუნური სისტემის დათრგუნვას. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლში დაქვეითებულია ჰემოგლობინის შემცველობა, ფერადობის მაჩვენებელი (0,85), შრატისმიერი რკინა. მომატებულია ერითროციტების ახალგაზრდა ფორმები. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა რკინის პრეპარატების გარეშე, მხოლოდ რკინით მდიდარი სურსათით, შეუძლებელია. რკინის მაქსიმალური ოდენობა, რომლის საკვებიდან შეწოვაც შეუძლია ორგანიზმს, დღეში 2,5მგ-ია, სამკურნალო პრეპარატებიდან შეწოვა კი 15-20-ჯერ უკეთესია. მენიუ უნდა იყოს სრულყოფილი, რკინითა და ცილით მდიდარი. განსაკუთრებით სასარგებლოა ხორცეული. ხორციდან რკინის 6% შეიწოვება, კვერცხიდან და თევზიდან - 2-ჯერ ნაკლები, ხოლო მცენარეული საკვებიდან - მხოლოდ 0,2%, ამიტომ ვაშლის, ბროწეულის, სტაფილოს თუნდაც დიდი რაოდენობით მირთმევას აზრი არ აქვს. ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს: 120-200გ ხორცს ან 150-250 გ თევზს, 1 კვერცხს, 1 კგ-მდე რძის პროდუქტებს (ყველს, ხაჭოს, მაწონს და ა.შ.), 80-100 გ ცხიმს, დაახლოებით 800 გ ხილსა და ბოსტნეულს (ნაწილი უმი უნდა მიირთვათ). აუცილებელია ვიტამინები: C - 100 მგ, A - 6600 სე, B1 - 2,5 მგ, B2 - 4 მგ, PP - 20 მგ. რკინადეფიციტური ანემიის დროს სისხლის გადასხმა სასიცოცხლო ჩვენების გარეშე სასურველი არ არის. ჯერ ერთი, დიდია C ვირუსული ჰეპატიტითა და მონონუკლეოზით დაავადების საშიშროება, მეორე - სისხლის გადასხმისას ორსულის ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები, რამაც მომდევნო ორსულობისას შესაძლოა სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა, ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება გამოიწვიოს. ანემიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ:
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა ნაყოფს რკინის საკმარის მარაგს უქმნის, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ რკინის დეფიციტი ახალშობილებშიც.
ირინა ენაგელი
ექიმი ნეონატოლოგი
ძუძუსთან ბავშვის ყოველი მიკარება ეს ერთგვარი ემოციური და მღელვარებით სავსე მომენტია ყველა დედისთვის. რაში მდგომარეობს ძუძუთი კვების თავისებურება და საიდუმლოება? ადრე ხომ მხოლოდ ძუძუთი კვება იყო შესაძლებელი ჩვენს დროში კი თითქმის ყოველი მე3 ბავშვი ადრეული თვეებიდან ხელოვნურ კვებაზეა გადაყვანილი. რაში მდგომარეობს ძუძუთი კვების უპირატესობა ხელოვნურ კვებასთან მიმართებაში..?
ვნახოთ რამდენად უკეთესია ძუძუთი კვება: • მშობიარობის შემდგომ რამოდენიმე დღე გამოდენილი ხსენი შეიცავს დამცავი ანტისხეულების ფართო სპექტრს. • რძის რაოდენობა შეესაბამება ბავშვის მონელების დონეს და იცავს მას გადატვირთვისგან. • დედის რძე სტერილურია და მისი მიღება შესაძლებელია ყოველთვის როდესაც ბავშვს შია, მას ყოველთვის საჭირო ტემპერატურა აქვს. • დედის რძეში შემავალი კომპონენტები ზუსტად შეესაბამება კონკრეტულად თქვენი ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებასა და საჭიროებას. • ძუძუთი კვების დროს ბავშვისა და დედის უშუალო კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. დედის რძეში შემავალი კომპონენტები ადვილად გადამუშავდება ბავშვის ორგანიზმის მიერ, ასევე A და E ვიტამინები რომელსაც იგი შეიცავს, ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა ბავშვის განვითარებისათვის. ამის გარდა, რძის შემადგენლობაში შედის: ნახშირწყლები (ხელს უწყობენ მომნელებელი სისტემის განვითარებას, შიდა მიკროფლორის ჩამოყალიბებას, რაც ეხმარება ბავშვს საკვების გადამამუშავებისას), მინერალური მარილები, კალცი, და ფოსფორი სადაც მათი თანაფარდობა შემდეგია (2:1) ამ სახით მათი ათვისება ადვილდება. ამის გამო ძუძუთი კვებისას ნაკლებია ბავშვთა რახიტით დაავდების სტატისტიკა. ამ ცნობებიდან გამომდინარე შეეცადეთ აწოვოთ ძუძუ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მაინც. ძუძუთი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი თვეების განმავლობაში, სხვა სახის საკვების ათვისება ამ პერიოდში ბავშვისთვის მაინც პრობლემურია, რამდენადაც დედის რძესთან ადაპტირებული ხელოვნური საკვები არ უნდა მიიღოს. თუმცა არსებობს მეორე პრობლემაც დედათა ნაწილს რძის ჭარბი რაოდენობა აქვს ხოლო მეორე ნაწილი მის სიმცირეს უჩივის. ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი აღარ გვრჩება თუ არა ხელოვნური დამატების მიცემა. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ხელოვნური საკვების მიცემის დოზირება და გადანაწილება ყველა ვარიანტში თქვენი ბავშვის ექიმთან უნდა შეთანხმდეს, რათა სწორად განისაზღვროს ბავშვის მოთხოვნილებები და არ მოხდეს არც საკვების გადამეტება და არც მისი დანაკლისი ქონდეს ბავშვს. ზოგადად 3-4 თვის ბავშვს დამატების მიცემა სჭირდება ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ.
ორსული ქალის განცდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მშვენიერი გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალი შეიგრძნობს ბავშვის მოძრაობას. ამ მომენტამდე მომავალ დედას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ბავშვი, რომელსაც ის ატარებს, არსებობს მისგან დამოუკიდებლად. ორსულობის ფაქტის ყველა შესაძლო ხერხით დადასტურების მიუხედავად, მომავალი ბავშვის დამოუკიდებელი არსებობა შეიგრძნება მისი ამოძრავების შემდეგ.
რაოდენ დიდი გრძნობების მოზღვავებას იწვევს პატარა არსების მიერ გამოწვეული პირველი ბიძგი! მომავალი დედა ამ დროს იმყოფება საკუთარი შეგრძნებების, ფიქრების და ფანტაზიების გარემოცვაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი პატარა, როგორ გამოიყურება, როგორ გრძნობს თავს, როგორი გაიზრდება. და თანდათანობით ჩნდება პირველი წარმოდგენა შვილის შესახებ, პირველი შეგნებული მოქმედებები მის მოთხოვნებთან და რეაგირების თავისებურებებთან დაკავშირებით, რომელთაც მომავალი დედა იღებს ჯერჯერობით ერთადერთი სახით – მოძრაობის ენის საშუალებით. იმისათვის, რომ ნაყოფის ტვინი ნორმალურად განვითარდეს და ფუნქციონირებდეს, აუცილებელია საჭირო დონის ინტენსივობის მრავალრიცხოვანი სტიმულის ზემოქმედება – იქნება ეს ბგერა, სინათლე, შეხება, სუნი თუ გემო. სპეციფიკური შეგრძნებების აღქმა უკვე ჩამოყალიბებულია და უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა სტიმულზე რეაგირებას პატარა მოძრაობით ახდენს; ის მეტად ყლაპავს ნაყოფშორის სითხეს, თუ ის ტკბილია; ზურგს უქცევს არასასიამოვნო ბგერის წყაროს; განზე იწევს ექოსკოპიის ცივ აპარატთან ან ცივი წყლის ნაკადთან შეხებისას; ცდილობს მიეკრას დედის ხელს, როდესაც მას ხელი მუცელზე უდევს; გაიტრუნება, თუ დედის მუცელზე მამას უდევს ხელი და ისმის მისი დაბალი ხმა. პირველ ტრიმესტრში ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს წარმოდგენა “კომფორტზე” : როდესაც პატარა აღმოაჩენს, რომ მოძრაობის საშუალებით მას თვითონ შეუძლია სტიმულაციის ინტენსივობის რეგულირება (მაგალითად, კატის ხმაზე დედის მუცლის კედელთან მიახლოება ან ხმამაღალი ბგერებისგან მოშორება), ამ შემთხვევაში ის გარკვეულწილად ხდება თავისი ცხოვრების “ბატონ-პატრონი”. მუცლადყოფნის დროს ბავშვის მთავარი ამოცანაა განვითარება. ამისათვის მას სჭირდება კვება და ინფორმაცია. თუ ის საკვებსა და ჟანგბადს არასაკმარისი რაოდენობით იღებს (დედა შეუძლოდაა ან მშიერია, ან იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რაც საშოს ხშირ შეკუმშვებს იწვევს) ბავშვი დაიწყებს მოძრაობას იმისათვის, რომ მიიღოს სისხლის საჭირო რაოდენობა და მასთან საკვები და ჟანგბადი. ბავშვის ამ აქტიური მოქმედების შედეგად დედა დატოვებს დახუთულ შენობას ან შეეცდება დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა. ორსულობის მეორე ნახევრიდან ბავშვს ტვინი უკვე იმდენად აქვს განვითარებული, რომ დედის ემოციურ მდგომარეობაზე რეაგირება შეუძლია თავისი აქტივობის ცვლილებით. 26-27 კვირიდან პატარას უკვე სახის კუნთების შეკუმშვით-უნებლიე მიმიკით შეუძლია ამაზე რეაგირება. თუ ბავშვმა “ჩათვალა”, რომ ეს არ არის საკმარისი, მაშინ “საქმეს თვითონ კიდებს ხელს”. დავუშვათ, დედა დაწვა დასაძინებლად – შეწყდა ჩვეული სასიამოვნო რხევის შეგრძნება. რამოდენიმე ბიძგი და დედა გადაბრუნდა. რხევა გაგრძელდა. შესანიშნავია! მზარდი ორგანიზმისთვის მოძრაობა – ეს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის ხერხი და უბრალოდ საჭიროებაა, რომელიც მისი დაბადების მერეც აქტუალურია. სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ყველაზე დიდ აქტივობას ბავშვი ავლენს ორსულობის 24-ე და 28-30კვირაზე. დღე-ღამის მანძილზე მან შეიძლება შეასრულოს 200-დან 500-მდე სხვადასხვა მოძრაობა. ორსულობის უფრო გვიანდელ სტადიებზე ბავშვის აქტივობაში შეიძლება უკვე მკვეთრად გამოიყოს დასვენების და მოძრაობის, ძილის და სიფხიზლის საათები. თბილისში 16-ედან 30 –ე კვირამდე ორსული ქალებისა და მათი პატარების ბიოლოგიური რიტმების გამოკვლევა ჩატარდა. გამოვლინდა პატარების დიდი აქტივობა საღამო და ღამის საათებში: აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით აქტიურები პატარები არიან 19 საათიდან 4 საათამდე, ხოლო “დასვენების საათები” ეწყებათ დილის 4-საათიდან და უგრძელდებათ 9 საათამდე. რას გრძნობს დედა ყველაზე უფრო ხშირად ნაყოფის პირველ მოძრაობას დედა შეიგრძნობს საღამო საათებში, დასაძინებლად წასვლის წინ. ჩვეულებისამებრ, ეს ხდება ორსულობის 16-ე და 20-ე კვირას შორის. თუ ორსულობა პირველია, ქალმა ბავშვის მოძრაობა პირველად შეიძლება იგრძნოს 19-ე და 20-ე კვირას შორის; თუ ორსულობა განმეორებითია, ან მომავალი დედა ნაზი აღნაგობისაა, მან ბავშვის მოძრაობა შეიძლება შეიგრძნოს უფრო ადრეც – 16-ე-18-ე კვირაზე. B ბავშვის პირველი მოძრაობა მოგვაგონებს პეპლის ფრთების შეხებას ან ნაზ ღიტინს. თანდათანობით მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ხდება უფრო გამოხატული. ნაყოფის ზრდასთან ერთად ის ღებულობს ბიძგის სახეს. ხანდახან პატარა “ითვისებს” რომელიღაც ახალ მოძრაობას. დროის თანაბარ შუალედებში მრავალჯერადი ბიძგების გამეორებით ის თითქოსდა “სრულყოფს თავის ტექნიკას”. ხანდახან ბავშვის მოძრაობა შეიძლება იწვევდეს უსიამოვნო შეგრძნებებს. მათი გაჩენის შემთხვევაში მომავალმა დედამ ექიმს უნდა მიმართოს. თუ ტკივილის შეგრძნებები ჩნდება ზოგიერთი მდგომარეობის დროს ან მუცლის ზოგიერთ უბანში, შეეცადეთ შეიცვალოთ პოზა. ხანდახან ამას შველის თბილი აბაზანის მიღება (არა ცხელი) არა უმეტეს 7-10 წუთის განმავლობაში. თუმცა ძირითადად უხერხულობის გრძნობას იწვევს შეუფერებელ დროს ბავშვის ზედმეტი აქტიურობა, განსაკუთრებით დედის დასვენების საათებში. ხშირად ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს, რომ დედა დაწვა არა იმ გვერდზე, რომელზეც მას უნდა: და თუ დედის გვერდი არ დაემთხვევა მის ზურგს, მაშინ იწყება ნამდვილი “დისკოთეკა”. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დალიოთ თბილი რძე ან პიტნის, გვირილის ნაყენი, გაანიავოთ ოთახი, უმღეროთ სიმღერა, ნაზად შეეხოთ მუცელს ან შეეცადოთ “მოელაპარაკოთ დაუდგრომელ პატარას არსებას”. მომავალ დედასა და შვილს შორის ურთიერთქმედების საკითხის დასარეგულირებლად ბავშვთა ექიმმა ფრანც ვოლდმანმა შეიმუშავა ე.წ. “პრენატალური სწავლების” მეთოდი, ან ჰაპტონომია. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დედა თვალყურს ადევნებს, აკვირდება თავის მდგომარეობას (ფიზიკურს, ემოციურს) და ბავშვის მოძრაობით აქტივობას. ამასთან ცდილობს საკუთარ მოძრაობებზე გამოიწვიოს ბავშვის შესაბამისი პასუხი ( მაგალითად, ორსულობის შუა პერიოდში ნაყოფი მკაფიოდ რეაგირებს დედის ხელის შეხებაზე). რამოდენიმეკვირიანი “სწავლების” შემდეგ (რომელიც გამოიხატება მუცლის გარკვეულ ადგილას ხელის რიტმულ დაკვრაში) ბავშვი პასუხობს მოძრაობით, რომელიც უშუალოდ მიმართულია დედის ხელისაკენ. ამგვარი ხერხით შეიძლება არა მარტო ბავშვის გამოწვევა კონტაქტზე, არამედ მისი დამშვიდებაც. ჰაპტონომიის მეთოდი დედას აძლევს იმის საშუალებას, რომ ნათლად განასხვავოს ბავშვის მოძრაობითი აქტივობის ხასიათი და უშეცდომოდ განსაზღვროს მისი ემოციური მდგომარეობა. არის თუ არა აუცილებელი ბავშვის მოძრაობის კონტროლირება? ვფრიქობ, ორსულობის ნორმის ფარგლებში მიმდინარეობის შემთხვევაში, ეს არ არის აუცილებელი. ერთი საათის განმავლობაში პატარა ახორციელებს 10-15 მოძრაობას. სამი საათის განმავლობაში მას აქვს უფლება იძინოს და თითქმის არ იმოძრავოს, მაგრამ თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია რამოდენიმე დღის განმავლობაში ან პირიქით, ბოლო დღეების მანძილზე შეიმჩნევა მისი აქტივობის შესუსტება, მომავალმა დედამ უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს. არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ბავშვის აქტივობაზე სისტემატური დაკვირვების წარმოება.
ბართოლინიტი საშოს შესავალთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთებაა. მას უმეტესად გონოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს, მათ შორის - ნაწლავის ჩხირი, ასევე - შერეული ინფექცია. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს.
ბართოლინიტი უმთავრესად ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მის მიზეზად შეიძლება იქცეს ვენერული დაავადებაც. ზოგჯერ ის ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზის, სტრესის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). გართულებად გვევლინება ქირურგიული ოპერაციებისა და აბორტების შემდეგ. ბართოლინის ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია ლორწოს შემცველი სეკრეტის გამომუშავებაა. ეს სეკრეტი ატენიანებს საშოს ლორწოვან გარსს და მას სიმშრალისაგან იცავს. ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციობა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. მაგალითად, მენსტრუაციის წინა პერიოდში ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა იმატებს, საკუთრივ მენსტრუაციის დღეებში იკლებს, კლიმაქსისა და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდში (მაგალითად, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ამოკვეთის შემთხვევაში) კი პრაქტიკულად წყდება. ამ უკანასკნელის გამო საშოს ლორწოვანი გარსი შრება, რაც ხშირად ნახეთქების წარმოქმნასა და ქავილს იწვევს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ:
ბართოლინიტის სიმპტომები თავდაპირველად ვითარდება ბართოლინის ჯირკვლის გამომტანი სადინარის ანთება (კანალიკულიტი), რომელსაც გამომტანი სადინარის სანათურის შეწითლება ახასიათებს (ეს უკანასკნელი საშოს შესავალთან, მცირე სასქესო ბაგეზე მდებარეობს). ჩნდება უმნიშვნელო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. კანი მცირე სასქესო ბაგეზე გამომტანი სადინარის სანათურის არეში უმნიშვნელოდ რბილდება. ამასთან, შესაძლოა გადიდებული სადინარი ხელით ისინჯებოდეს. ბართოლინის ჯირკვლის ანთება, წესისამებრ, ცალმხრივია ანუ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ცალ მხარეს ვლინდება. გარკვეული ხნის შემდეგ ბართოლინის ჯირკვლის სეკრეტი (გამონაყოფი) სქელდება და გამომტან სადინარს ახშობს. ვითარდება ბართოლინიტი. ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილზეც ვრცელდება. ჯირკვლის ანთება შესივებით (ინფილტრაციით) იწყება. საყურადღებოა, რომ ამ სტადიაზე ბართოლინიტი შესაძლოა დასრულდეს - ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრეს და ინფილტრატი გაიწოვოს. თუ თვითგანკურნება არ მოხდა, მაშინ ბართოლინის ჯირკვლის სადინარი დაიცობა, რაც დასაბამს მისცემს კისტის ან აბსცესის განვითარებას. ბართოლინიტის დროს ანთებადი ჯირკვალი ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) მტკივნეულია. ქალს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებს, დისკომფორტს შეიგრძნობს სიარულის, სქესობრივი აქტის დროს. თუ ანთებითი პროცესი ჯირკვალსა და მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელდა, ყალიბდება ჭეშმარიტი (პირველადი) აბსცესი. ცრუ აბსცესის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეორეულად ხდება. მას ადრე არსებული კისტის დაჩირქება უდევს საფუძვლად. ჯირკვალი საგრძნობლად დიდდება. მისმა დიამეტრმა შესაძლოა 5 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. მწვავე ბართოლინიტს თან ახლავს ცხელება. ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი იმატებს. ამასთან ერთად შეინიშნება ზოგადი სისუსტე, ლოკალურად - სიწითლე. მძიმე მიმდინარეობისას რეგიონული ლიმფური კვანძები დიდდება. ვლინდება ფლუქტუაციის სიმპტომი: ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) ჯირკვლის შიგნით შეიგრძნობა თხევადი შიგთავსის - ჩირქის გადაადგილება. ყველაზე ხშირად ხდება აბსცესის თვითგახსნა, ჩირქი გარეთ გამოდის და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება, ტემპერატურა იკლებს და სასქესო ბაგის მტკივნეულობა ქრება. მწვავე ბართოლინიტი ზოგჯერ ქრონიკულში გადაიზრდება. როგორც სხვა ქრონიკულ პათოლოგიებს, ქრონიკულ ბართოლინიტსაც ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობა. გამწვავებას იწვევს მენსტრუაცია, გაციება, ორგანიზმის დასუსტება და სხვა ინფექციების გააქტიურება. რემისიის პერიოდში დაავადებას თან არ ახლავს ნეგატიური სიმპტომები, ხოლო გამწვავების პერიოდში ქალი უჩივის უმნიშვნელო ტკივილს დაზიანებული ჯირკვლის არეში, უსიამოვნო შეგრძნებებს სქესობრივი კონტაქტისა და სიარულის დროს. მკურნალობა ადრეულ სტადიაში ბართოლინიტის მკურნალობა ანთებითი პროცესის კუპირებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და სიცივის გამოყენებას, მოსვენების რეჟიმის დაცვას. პროცესის პროგრესირებისა და აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გახსნასა და დრენირებას მიმართავენ. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას (გამწვავების გარეშე) რეკომენდებულია 38-39 გრადუსი ტემპერატურის გვირილის ნაყენის 20-წუთიანი მჯდომარე აბაზანები, აგრეთვე - ფიზიოთერაპიული სეანსები (მაგალითად, მაღალსიხშირული მაგნიტოთერაპია ან მოკლეტალღური ულტრათერაპია). კისტის განვითარების შემთხვევაში დაზიანებულ ჯირკვალს ხშირად ამოკვეთენ. ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას ათასგვარი მალამოთი თუ სხვა მედიკამენტებით! აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს, რომელიც დაადგენს დაავადების ფორმას, გაარკვევს მისი მიმდინარეობის თავისებურებებს და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.
ეკატერუნე გეთია
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელი
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფო არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - აღჭურვილი უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდით; პედიატრიული საავადმყოფო ემსახურება 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს;
საავადმყოფოში ფუნქციონირებს რამოდენიმე განყოფილება, რომელთა ხელმძღვანელები საკმაოდ გამოცდილი პედიატრები არიან; პედიატრიული საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით; საავადმყოფო ჩართულის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც მაღალეფექტურ სამედიცინო მომსახურებას განსაკუთრებულად ხელმისაწვდომს ხდის; პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო, ექიმთა გუნდის პროფესიონალიზმი და უახლესი სამედიცინო აპარატურა - ,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს სავიზიტო ბარათია.
პირველი, რაც გრიპის შესახებ უნდა ვიცოდეთ, მისი ვირუსული ბუნებაა. ის არ ვითარდება მარტო იმიტომ, რომ, მაგალითად, ფეხები დაგისველდათ და გაცივდით. გრიპი გადამდებია და ვირუსის მატარებელ წყაროსთან კონტაქტით გადადის. არსებობს მისი სამი სახეობა ა, ბე და ცე. სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, გრიპის მიმართ ორგანიზმი მყარ იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს და ერთხელ გადატანის შემთხვევაში მისგან დაზღვეული ვერ იქნებით. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის გენეტიკურ ცვლილებებს. ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო ა ტიპის ვირუსია. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ხშირად სეზონურ ეპიდემიებს და გლობალურ პანდემიას. ბე ტიპის ვირუსი შედარებით ნაკლები ცვლილებებით ხასიათდება, ხოლო ცე ტიპი ამ თვისებას პრაქტიკულად მოკლებულია.
მომავალი დედის დაავადების ალბათობა მკვეთრად მატულობს ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რადგან ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი შედარებით მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ორსულთა დაახლოებით 55–82% სწორედ მესამე ტრიმესტრში ავადმყოფობს. ამასთან, ბევრ შემთხვევაში ინფექცია უფრო გართულებულია და ხანგრძლივი ფორმით მიმდინარეობს. ვირუსული ტოქსინების მავნე ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ სუსტდება, ირღვევა იმუნური და ენდოკრინული სისტემების მუშაობის პროცესიც, თავს იჩენს ქრონიკული დაავადებების რეციდივები, ისეთის, როგორიცაა პიელონეფრიტი, ართრიტი, ტონზილიტი და სხვა. რაც შეეხება ინკუბაციურ პერიოდს, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე საათიდან 1–2 დღემდეა საჭირო. დაავადების სიმპტომები სახსრების ტკივილი – როგორც წესი, კლასიკური გრიპი საკმაოდ მწვავედ იწყება. უცაბედად იჩენს თავს მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე. ავადმყოფობის პირველ დღეებში ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და შესაძლოა მაჩვენებელმა 40 გრადუსს მიაღწიოს. 3–4 დღის შემდეგ ის კლებას იწყებს, მაგრამ ავადმყოფობის პერიოდი ერთ კვირამდე მაინც გრძელდება. ინტოქსიკაცია – კლასიკური გრიპის სურათი საკმაოდ სწრაფად იკვეთება. ყელი და ნუშურა ჯირკვლები წითლდება, თავს იჩენს პირის სიმშრალე, გართულებულია ცხვირით სუნთქვა. როგორც კი ორგანიზმის ტემპერატურა მოიმატებს, მაშინვე თავს იჩენს თავის, კუნთების, მუცლის არეში ტკივილი, სახსრებში მტვრევის შეგრძნება, ირღვევა ნორმალური ძილის პროცესი. გრიპი გარეგნობაზეც აისახება. მკვეთრად გამოხატულია სიფერმკრთალე, ღაწვების შეწითლება, ტუჩების გარშემო მოლურჯო ფერი. 2–3 დღის შემდეგ ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტდება, სამაგიეროდ თავს იჩენს ხველა და ცხვირიდან გამონადენი. რა მდგომარეობაშია პატარა გრიპით დასნებოვნების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რა გზის მოხვდა ვირუსი ორგანიზმში. ვირუსი, რომელიც ზედა სასუნთქი გზებით ხვდება ორგანიზმში, ინტენსიურად იწყებს გამრავლებას და ტოქსინების გამოყოფას, რომლებიც შემდგომ აბსოლუტურად ყველა ორგანოსა და სისტემას მოიცავს. ორსულობის შემთხვევაში ვირუსი ნაყოფზეც ახდენს ზემოქმედებას, რადგან სისხლით ის პლაცენტაშიც აღწევს. გრიპის ვირუსი ნეგატიურად მოქმედებს მზარდ ნაყოფზე და ამ დროს ბევრი რამაა დამოკიდებული ორსულობის ვადაზე. პირველი ტრიმესტრი – განსაკუთრებით მწვავედ და მძიმედ გადასატანია გრიპი, თუ მომავალი დედიკო ორსულობის 12 კვირამდე დაავადდა, ანუ მაშინ, როდესაც ნაყოფის შინაგანი ორგანოები ფორმულირდება. ვირუსმა შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის ნორმალური განვითარება და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. ყველაზე უარეს შემთხვევაში შესაძლოა ნაყოფი დაიღუპოს. მეორე და მესამე ტრიმესტრი – ამ დროს, წინა შემთხვევასთან შედარებით, ვირუსი ნაკლებად სახიფათოა ჩანასახის სიცოცხლისათვის, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დარღვევები, როგორიცაა ნაყოფის ჰიპოფსია, მისი იმუნური სისტემის დაქვეითება, სასუნთქი სისტემების პათოლოგიები. გრიპის ვირუსი უარყოფითად მოქმედებს პლაცენტაზეც. შესაძლებელია გამოიწვიოს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დამატებით მკურნალობას. ყველაფერი მარტივია გრიპის დიაგნოსტიკა რთული არ არის. იმისათვის, რომ ამ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები აიცილოთ, საჭიროა მისი პროფილაქტიკა და მაქსიმალური თავდაცვა, განსაკუთრებით, თუ ორსულად ხართ. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მომენტალურად უნდა დაიწყოთ ვირუსთან ბრძოლა. დალიოთ ლიმონიანი ან მწვანე ჩაი, 1–2 დღე წოლითი რეჟიმი დაიცვათ, მიიღოთ ასკორბინის მჟავა. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში საწყის სტადიაზე ვირუსთან გამკლავება ძნელია, ორსულობის პერიოდში კი ეს საკითხი დიდ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. არსებობს შემთხვევები, როცა დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მაგალითად, თუ გრიპის გართულებამ თავი იჩინა პნევმონიის სახით, ადგილი აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზულ დარღვევას, მოხდა ქრონიკული დაავადებების პროვოცირება, მაგალითად, პიელონეფრიტი, გულ–სისხლძარღვოვანი გართულებები. სასურველია 3–4 დღე წოლითი რეჟიმის დაცვა; ოთახის ხშირი განიავება; ყოველდღიურად სახლის სველი წესით დალაგება. კვება გრიპით დაავადებული ორსულის შემთხვევაში კვებას ორმაგად დიდი დატვირთვა აქვს. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი და უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით კვებით ნივთიერებებს. არ დაივიწყოთ სითხეებიც – ნატურალური წვენები, ჩაი, კომპოტები. ეცადეთ, გრიპის დროს სითხე დიდი რაოდენობით მიიღოთ, რათა იოლად გაუმკლავდეთ ინტოქსიკაციას. დავლიოთ თუ არა წამლები ორსულობის პერიოდში გრიპთან წამლებით ბრძოლა ერთობ საფრთხილოა. არავითარ შემთხვევაში მიიღოთ ესა თუ ის პრეპარტი თვითნებურად. წამლის მიღების წინ აუცილებლად გაეცანით ანოტაციას და ნახეთ, არის თუ არა რეკომენდებული მისი დალევა ოსრულებისთვის. რაც შეეხება სიცხისდამწევებს, 38 გრადუსზე დაბალის შემთხვევაში მათი მიღება საჭირო არ არის. მაღალი სიცხის დროს კი მათი შერჩევა ექიმს მიანდეთ. თუ ხველა აღგენიშნებათ, მასთან ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული ამოსახველებელი მიქსტურები დაგეხმარებათ, დროულად და ადვილად გაუმკლავდეთ ხველას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება, მით უფრო, ისეთ საპასუხისმგებლო ეტაპზე, როგორიცაა ორსულობა. ამით შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოთ ნაყოფს. ავადმყოფობის ჩამთავრების შემდეგ სასურველია გარკვეული სახის ანალიზების და გამოკვლევების ჩატარება იმის გასარკვევად, როგორია თქვენი და თქვენი მომავალი პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პირველი სამი კვირა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი ორსულობა; ამ პერიოდში სწორედ ორსულობის საკითხი წყდება. მას, რა პარადოქსულიც უნდა იყოს, მომავალი დედის ორგანიზმი წყვეტს.
ორსულობის მესამე კვირას (სამეანო ვადით) მომწიფებული კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდით განაყოფიერდება და მილში საშვილოსნოსკენ მიემართება. განაყოფიერებიდან 10-12 საათის შემდეგ კვერცხუჯრედი ორად იყოფა. მალე მომავალი მშობლების გენები ერთდება და წარმოქმნის უჯრედს, რომელიც შემდგომ ადამიანად უნდა გადაიქცეს. ამ ეტაპზე მას უკვე შეიძლება ეწოდოს ბავშვი. საოცარია, მაგრამ საშვილოსნოსკენ მიმავალ გზაზე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ძალიან სწრაფად იყოფა. ორსულობის ამ ვადაზე ქალის ორგანიზმმა შესაძლოა უარყოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი - ნაყოფის მამისგან მიღებული ცილები დედის ორგანიზმისთვის უცხო აგენტები არიან და შესაძლოა ქალისა და მომავალი ბავშვის იმუნურ სისტემას შორის კონფლიქტი წარმოიშვას. სხვათა შორის, ეს მდგომარეობა ზოგიერთ ქალს მთელი ორსულობის განმავლობაში თან სდევს. ორსულობის მესამე კვირას ემბრიონი მიემაგრება ბავშვის მისაღებად უკვე მზად მყოფ საშვილოსნოს და იწყება ორსულობის ათვლა. ორი კვირის შემდეგ ქალი იგებს თავის არაჩვეულებრივი მდგომარეობის ამბავს, მანამდე კი ემბრიონი აქტიურად ამრავლებს თავის უჯრედებს და მესამე კვირისთვის უკვე სრულფასოვნად იღებს საკვებს დედის ორგანიზმიდან. მომავალი დედისთვის ორსულობა იწყება ტესტით, რომლის შედეგსაც მალე ულტრაბგერითი გამოკლევა დაადასტურებს. საშვილოსნოს ღრუს ორსულობის რეგისტრაცია თანამედროვე ვაგინალურ ულტრაბგერით სკანერს შეუძლია ჩასახვიდან 2,5-3 კვირის ვადაზე, რაც შეესაბამება თვიურის გადაცდენას 3-5 დღით. ულტრაბგერითი კვლევით განისაზღვრება ორსულობის ემბრიოლოგიური ვადა - სასქესო უჯრედების შესაძლო შერწყმის დროიდან გასული ხანი, მეანობაში კი მიღებულია ორსულობის ვადის ათვლა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან, რაც ზოგჯერ გაუგებრობას წარმოშობს. ემბრიოლოგიური გესტაციური ასაკის სამეანო ვადასთან შესათანხმებლად საკმარისია პირველს მივუმატოთ 2-2,5 კვირა. ამრიგად, ორსულობის 2,5-3 კვირაზე ბლასტოცისტა ასრულებს საშვილოსნოს კედელში იმპლანტაციის პროცესს და კვლევისთვის მისაწვდომი ხდება. ამ მომენტიდან მას ეწოდება სანაყოფე კვერცხი და გამოიყურება როგორც ექონეგატიური მრგვალი ან წვეთისებრი ფორმის ერთგვაროვანი სითხე, რომელსაც გარს აკრავს 4-5 მმ სისქის გარსი. ემბრიონს და ჩანასახგარე ორგანოებს ჯერ კიდევ მიკროსკოპული აგებულება აქვს და ულტრასონოგრაფიულად არ ჩანს. ამრიგად, ორსულობა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან აითვლება და საშუალოდ 280 დღე, ანუ 10 სამეანო თვე გრძელდება (სამეანო თვის ხანგრძლივობა 28 დღეა, 10 სამეანო თვე უტოლდება 40 კვირას). პირველ თვეს (ორსულობის 1-4 კვირა) შეიძლება დასაწყისის დასაწყისი ვუწოდოთ. სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმისას წარმოიქმნება ჩანასახი, რომლის ზომა 0,12 მმ-ია, მაგრამ მის გენებში უკვე ჩადებულია მემკვიდრეობითი ინფორმაცია: ბიჭუნა იქნება თუ გოგონა, რა ფერის თვალები ექნება, როგორი თმა და ა.შ. განაყოფიერებიდან 4 საათის შემდეგ კვერცხუჯრედი ორად იყოფა, მერე - ისევ ორად და ასე განუწყვეტლივ. 5 დღის შემდეგ უჯრედების გროვა ფალოპის მილებით საშვილოსნოსკენ გადაადგილდება და მის ლორწოვან გარსში იბუდებს. ამ დროს ჩანასახი უკვე ჩანს - ის ქინძისთავისოდენაა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ორსულობის ტესტმა შესაძლოა დაადასტუროს, რომ თქვენს წიაღში პაწია არსება ვითარდება. მეორე თვე (ორსულობის 5-8 კვირა): გული ფეთქავს, ემბრიონის სისხლძარღვები დედის სისხლის მიმოქცევაში ერთვება, ხოლო ორსულობის მეხუთე კვირას გული ფეთქვას იწყებს. ულტრასონოგრაფიულად უკვე ჩანს "ემბრიონის პულსაცია" - გულის შეკუმშვები, მაგრამ ეკრანზე თავად გულის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. მეშვიდე კვირის ბოლოს ჩანს ფორმირების სტადიაში მყოფი ხერხემალი და თავის ქალა, პაწია წანაზარდები - ბავშვის ხელ-ფეხი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩანასახი თავსაც აამოძრავებს. მეორე თვის ბოლოს ემბრიონში უკვე დევს ინფორმაცია ყველა ორგანოსა და სისტემაზე; გულმკერდი რიტმულად უტოკავს - თითქოს სუნთქავსო; შეუძლია გაიჭიმოს და გაიწელოს. მხნეა, ფოტოგენური, ძალ-ღონით სავსე. ჩანასახის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მოძრაობა. შეგრძნებები და ამ გზით მიღებული შთაბეჭდილებები ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია. მეორე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 2-3,5 სმ-ს აღწევს, წონა - დაახლოებით 10 გრამს. სხეული უკვე ფორმირებულია, აქვს კიდურების ჩანასახები, თავის სიგრძე უტოლდება სხეულისას, მასზე შეინიშება თვალების, ცხვირის, პირის ჩანასახები, ფორმირებას იწყებს სასქესო ორგანოები. მესამე თვე (9-12 კვირა): პირველი ძლიერი შეგრძნებები ორსულობის მეათე კვირიდან მოყოლებული, ბავშვმა შეიძლება შეიგრძნოს კანის გაღიზიანება. მისი ღვიძლი იწყებს ნაღვლის გამომუშავებას. მესამე თვის ბოლოსთვის ის უკვე სვამს სანაყოფე წყლებს და კვლავ გამოყოფს მათ. ამ ყლაპვითი მოძრაობებით იგი ფილტვებსა და თირკმელებს ავარჯიშებს. ამ დროს განვითარებას იწყებს დიდი ნახევარსფეროების ქერქი და მოგვიანებით იქცევა ტვინის იმ ნაწილად, რომელიც, როგორც მიაჩნიათ, განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას. პაწია უკვე მონაწილეობს დედის ცხოვრებაში. გრძნობს მის ემოციებს - მღელვარებას, ბედნიერებას, რეაგირებს სტრესზე. როდესაც დედიკოს ეშინია, სისხლში გამოიყოფა ჰორმონი ადრენალინი, რომელიც პაწიას გულისცემას ახშირებს. მესამე თვის ბოლოს ნაყოფის სიგრძე აღწევს 7-9 სმ-ს, წონა - 50 გრამს. თავი დიდია, შეინიშნება განსხვავება გარეთა სასქესო ორგანოების აგებულებაში, კიდურები მოძრაობს, ჩანს ხელისა და ფეხის თითები, ჩონჩხის ხრტილების ჩანასახში ვლინდება გაძვალების პირველი წერტილები. მეოთხე თვე (13-16 კვირა): მკვირცხლი მოძრაობები დედის წიაღში უკვე სიცოცხლე ჩქეფს. ნერვული გზები იმდენადაა განვითარებული, რომ ბავშვს შეუძლია, იმოძრაოს, იბრუნოს, ილივლივოს სანაყოფე წყლებში. მას ჯერჯერობით საკმარისი ადგილი აქვს და თითქმის არ ეხება საშვილოსნოს კედლებს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დედა მსუბუქ ბიძგებს მე-15 კვირიდანვე გრძნობს. ჯერ კიდევ დახუჭული ქუთუთოების ქვეშ ნელა მოძრაობს თვალის კაკლები. მეოთხე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 13,5-16 სმ-ს აღწევს, წონა - 120-250 გრამს. ყალიბდება სახე, ხდება ქალას გაძვალება, ძირითადად სრულდება კუნთოვანი სისტემის ფორმირება, კიდურების მოძრაობა უფრო აქტიურია, მაგრამ დედა ჯერ ვერ აღიქვამს. მკაფიოდ ჩანს ნაყოფის სქესი. მეხუთე თვე (17-20 კვირა): პაწია გურმანი ამიერიდან ბავშვი უნდა გაიზარდოს და ავარჯიშოს ორგანოები. ორსულობის მე-20 კვირისთვის ბავშვს პირში უფრო მეტი გემოვნებითი წანაზარდი აქვს, ვიდრე დაბადებისას ექნება. მას მოსწონს ტკბილი. მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ ნაყოფი მეტი ხალისით ეწაფება სანაყოფე წყლებს, თუ ისინი გამდიდრებულია შაქრიანი ხსნარით. მეხუთე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე აღწევს 18,5-25 სმ-ს, წონა - 280-400 გრამს. კანი წითელია, ღინღლით დაფარული. ცხიმის ჯირკვლები იწყებს ცხიმოვანი ნივთიერების გამოყოფას, რომელშიც ერევა ეპიდერმისის ქერცლი და წარმოქმნის ხაჭოსებრ საცხს. ნაწლავებში წარმოიქმნება მეკონიუმი. დედა გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ორსულის მუცლის აუსკულტაციისას შეიძლება გავიგონოთ ნაყოფის გულისცემა. მეექვსე თვე (21-24 კვირა): პირველი სლოკინი თუ ბედმა გაგიღიმათ, მეოცე კვირისთვის ეკრანზე დაინახავთ, როგორ წოვს თქვენი პაწია ცერა თითს ან ეთამაშება ჭიპლარს - ამ დროს მას უკვე განვითარებული აქვს ტაცების რეფლექსი. ბავშვს აინტერესებს თავისი სხეული, ხელს ისვამს სახეზე, ეხება ხელებსა და ფეხებს, მოძრაობა გაცილებით სწრაფი უხდება. ბავშვს შეუძლია ტკივილის აღქმაც, ხოლო თუ სანაყოფე წყლები გადაყლაპა, სლოკინს აწყებინებს. ეს შესაძლოა იგრძნოთ მუცლის წინა კედელზე მსუბუქი ბიძგებით. მეექვსე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 25-30 სმ-ს აღწევს, წონა - 600-700 გრამს. მოძრაობს უფრო ენერგიულად. ამ ვადაზე ნაყოფი შეიძლება დაიბადოს ცოცხალი, გააკეთოს სუნთქვითი მოძრაობები, მაგრამ მალევე იღუპება. მეშვიდე თვე (25-28 კვირა): ცნობისმოყვარეობა თანდათანობით ბავშვი თავის "ანტენებს" გარე სამყაროსკენ მიმართავს. იგი აღიქვამს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება: ქუჩის ხმაურს, ადამიანების ხმას, მუსიკას. უკვე აქვს თავისი მისწრაფებებიც, მაგალითად, მოსწონს კლასიკური მუსიკა. ბავშვის თვალები ნერვული გზებით უკვე უერთდება თავის ტვინის შესაბამის უბნებს. 26-ე კვირას ბავშვი პირველად ახელს თვალებს. მის სამყოფლამდე სინათლის 1% თუ აღწევს, მაგრამ ის ძალიან მგრძნობიარეა სინათლის მიმართ და ცნობისმოყვარედ მიაპყრობს მზერას სინათლის წყაროს. მეშვიდე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 32-37 სმ-ს აღწევს, წონა - 1000-1500 გრამს. კანქვეშა ცხიმი სუსტადაა განვითარებული, კანი დანაოჭებულია, მთელი სხეული დაფარულია ხაჭოსებრი საცხით და ღინღლით. ყურისა და ცხვირის ნიჟარები რბილია, ფრჩხილები თითებს ბოლომდე ვერ ფარავს. ბიჭუნების სათესლე ჯირკვლები ჯერ არ ჩამოსულა სათესლე პარკში, გოგონებს დიდი სასირცხო ბაგეები ვერ უფარავს მცირეს. ნაყოფი იბადება ცოცხალი, სუნთქავს, მაგრამ ნაკლებად სიცოცხლიუნარიანია. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი მოვლის პირობებში შეიძლება გადარჩეს. დაბადებული ბავშვი აქტიურად ამოძრავებს კიდურებს, გამოსცემს სუსტ ხმას. მერვე თვე (29-30 კვირა): ნაზი გრძნობები თუ ბავშვი ამ ვადაზე დაიბადა, მისი გადარჩენა შესაძლებელია. სხვათა შორის, ცხოვრების ადრეული სტარტი საკმაოდ რთული სიტუაციაა. ფილტვების მომწიფება ჯერ არ დასრულებულა, ბავშვი მეტისმეტად მგრძნობიარეა ინფექციებისადმი, სჭირდება ხელოვნური კვება. ამ დროს ნაყოფს კანი დაფარული აქვს თხელი ღინღლით და ხაჭოსებრი საცხით; აქტიურია, გარედან შეხებაზე რეაგირებს, გრძნობს, როდესაც ხელს ნაზად იდებთ მუცელზე, ანდა თითებით ოდნავ აწვებით. შესაძლოა "გიპასუხოთ" კიდეც ბიძგებით, ან მიეკრას იმ ადგილს, სადაც ხელს მივადებთ. მერვე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 40-42 სმ-ს აღწევს, წონა - 1500-2000 გრამს. ამ დროს ბავშვი სიცოცხლისუნარიანი იბადება, მაგრამ განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. მეცხრე თვე (33-36 კვირა): უკანასკნელი ვარჯიში სტარტის წინ ბავშვი "ნამდვილი" ცხოვრებისთვის ემზადება. მუცელში თავს უკვე ვიწროდ გრძნობს, მოძრაობა უჭირს. ახლა იგი ყოველდღიურად სვამს 3 ლიტრამდე სანაყოფე წყლებს და ასე ავარჯიშებს კუჭს, ნაწლავებს და შარდის ბუშტს. ხშირად წოვს ცერს, იქნევს ხელ-ფეხს, ეხახუნება საშვილოსნოს კედლებს, სულ უფრო ხშირად ახელს თვალებს. მეცხრე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე დაახლოებით 46-48 სმ-ია, წონა - 2500-3000 გრამი. კანქვეშა ცხიმოვანი შრე სქელდება. კანი გლუვია, ვარდისფერი, სხეულზე ღინღლი იკლებს, თავზე თმა იზრდება. ამ ვადაზე დაბადებული ნაყოფი სიცოცხლისუნარიანია, ხმამაღლა ყვირის, ახელს თვალებს, კარგად აქვს განვითარებული წოვის რეფლექსი. მეათე თვე (37-40 კვირა): გამარჯობა, მე მოვედი! მშობიარობის შემდეგ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას რომ შეეგუოს, ბავშვს სჭირდება ცხიმოვანი შრე, რომელსაც იგი მულცად ყოფნის ბოლო თვეებში აგროვებს. ყველა ორგანო მზადაა, მათ შორის - თავის ტვინიც, რომლის ასობით მილიარდ უჯრედს ინფორმაციული "საზრდო" სწყურია. სხვათა შორის, მეხსიერება დედის მუცელშივე ირთვება - მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 36-37-ე კვირას ნაყოფს შეუძლია, ბგერების, სულ ცოტა, 24-საათიანი თანამიმდევრობა დაიხსომოს. 40 კვირის შემდეგ ბავშვი თავის სამყოფელს ტოვებს. უმწიფრობის ნიშნები ქრება (წესისამებრ, ნაყოფი სიმწიფეს აღწევს მეათე თვის ბოლოს, დროული მშობიარობის ვადისთვის). ამიერიდან მას უკვე გამოადგება ყველაფერი, რასაც სწავლობდა: იგი ტკბება დედის ხმით, მიირთმევს მის რძეს და ხარობს სიცოცხლით.
,,იმედის კლინიკა" აერთიანებს ორსულ ქალთა კონსულტაციას, სამშობიარო სახლს, პედიატრიულ საავადმყოფოს და გინეკოლოგიურ დეპარტამენტს; კლინიკა ახორციელებს რამოდენიმე სახის სამედიცინო პროექტს და სამედიცინო საქმიანობის ყველა მიმართულება ჩართულია სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში;
მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, პაციენტისა და მისი თანმხლები პირის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისები ,,იმედის კლინიკას" განსაკუთებულ სახეს აძლევს და განსაზღვრავს მის ლიდერობას აღნიშნულ სამედიცინო სფეროებში; ,,იმედის კლინიკის" მახასიათებელია მუდმივი განახლება და სრულყოფა, რაც გამოიხატება როგორც სამედიცინო მეთოდების თანამედროვე მიდგომებთან თანხვედრაში, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების და აპარატურის პერმანენტულ განახლებასთან; ,,იმედის კლინიკის" მთავარი მიღწევაა პროფესიონალთა გუნდი; სწორედ ეს გუნდი უზრუნველყოფს ,,იმედის კლინიკის" დევიზის - უსაფრთხო დედობა, ბედნიერი ბავშვობა - პრაქტიკულ განხორციელებას;
ორსულ ქალთა კონსულტაცია
აღსანიშნავია, რომ ,,იმედის კლინიკამ" შეიმუშავა და დანერგა ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული ორსულის მიმართ; ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დამდგარ ყოველ ორსულს გადაეცემა ორსულობის მართვის სრული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ვიზიტებს ქალთა კონსულტაციაში და ამ ვიზიტების განმარტებებს; მეან-გინეკოლოგი სარგებლობს აღნიშნული სქემით, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ცალკეული ორსულისთვის ადგენს ორსულობის ეფექტური მართვის სქემას; არსებულმა პრაქტიკამ ცხადჰყო, რომ ამდაგვარმა მიდგომამ სრულად გაამართლა და უსაფრთხო დედობის მთავარი გარანტი გახდა; როგორ და როდის უნდა დადგეთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში, როგორია ცალკეული ვიზიტის არსი და საჭიროებები, ამის შესახებ ინფორმაციას ნახავთ შესაბამის გვერდზე:
მშობიარობა და ლოგინობის ხანა
თუ სარგებლობთ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით (საყოველთაო დაზღვევა) - თქვენთვის მშობიარობის ღირებულება 250 ლარს შეადგენს;
,,იმედის კლინიკამ" უზრუნველყო მორიგე ბრიგადების უძლიერესი სპეციალისტებით დაკომპლექტება; სწორედ ამიტომ, მშობიარობა დროის ნებისმიერ შუალედში არის სრულიად უსაფრთხო და არ მოითხოვს ე.წ. ,,აყვანილი ექიმის" ყოლას; მშობიარობის შემდეგ, თქვენი სურვილის შესაბამისად, განთავსდებით ან VIP პლატაში ან ორადგილიან კეთილმოწყობილ პალატაში; ,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარემო და პირობები. ნეონატოლოგები ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად უზრუნველყოფენ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია; ხდება ყველა ახალშობილთან ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურის დაცვა, ხორციელდება კანი-კანთან კონტაქტი და ა.შ. მშობიარობა ,,იმედის კლინიკაში", გაუტკივარების მეთოდები, ლოგინობის ხანის თავისებურებები და მელოგინის მოვლის მიმართულებები ნახეთ შესაბამის გვერდზე:
პედიატრია
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფო არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - აღჭურვილი უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდით;
პედიატრიული საავადმყოფო ემსახურება 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს; საავადმყოფოში ფუნქციონირებს რამოდენიმე განყოფილება, რომელთა ხელმძღვანელები საკმაოდ გამოცდილი პედიატრები არიან; საავადმყოფო ჩართულის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც მაღალეფექტურ სამედიცინო მომსახურებას განსაკუთრებულად ხელმისაწვდომს ხდის; პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო, ექიმთა გუნდის პროფესიონალიზმი და უახლესი სამედიცინო აპარატურა - ,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს სავიზიტო ბარათია.
იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს "ემერჯენსის" განყოფილება 24 საათის განმავლობაში მზად არის გაგიწიოთ დახმარება; სხვა ძირითადი მიმართულებები:
პედიატრიულ საავადმყოფოში შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციები:
სრული ინფორმაცია ნახეთ შესაბამის გვერდზე:
გინეკოლოგია
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე ფასდაკლების აქცია მოქმედებს ,,იმედის კლინიკაში" ყველა სახის ლაპაროსკოპიული ოპერაციები ტარდება; ასევე ამბულატორიული და სტაციონალური მიმართულებით დანერგილია უახლესი მეთოდები; გინეკოლოგიური დეპარტამენტი დაკოპლექტებულია უძლიერესი სპეციალისტებით; ნახეთ სრული ინფორმაცია:
,,იმედის კლინიკა“, როგორც ლიდერი სამედიცინო კომპანია და ბრენდი, რომელიც მუდამ წარმატებასთან ასოცირდება, გრძნობს პასუხისმგებლობას იზრუნოს საზოგადოების კეთილდღეობისათვის და განახორციელოს შესაბამისი აქტივობები, რომელთა საშუალებით ,,იმედის კლინიკის“ სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის;
,,იმედის კლინიკა“ ახორციელებს პროექტებს მომავალი თაობის სიჯანსაღისთვის, ორსულთა და მათი ოჯახის წევრებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისთვის, მშობიარობის შემდგომი გართულებების მაქსიმალურად შემცირებისთვის, ოჯახის წევრ ქალთა ჯანმრთელობის მაქსიმალურად ხელშეწყობის გზით ოჯახებში დადებითი ემოციური განწყობის ჩამოყალიბებისთვის; ,,იმედის კლინიკის" სოციალური პასუხისმგებლობის უმთავრესი ქვაკუთხედია ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მაქსიმალურად დადებითი ეფექტის მიღწევა; სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვქმნით და ვახორციელებთ ითვალისწინებს ერთის მხრივ პაციენტებისთვის უსაფრთხო მომავლის შექმნას და მეორეს მხრივ, სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას; ორსულობის პატრონაჟის და მეთვალყურეობის პროექტი ,,იმედის კლინიკა" არამარტო საქართვეოში არის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც შეიმუშავა და დანერგა ორსულთა პატრონაჟისა და მეთვალყურეობის ეფექტური პროექტი, რომელიც ინდივიდუალურად მიესადაგება ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს; პროექტმა არნახული შედეგი გამოიღო და ,,იმედის კლინიკამ" საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა სრულად გაამართლა - დღესდღეობით უსაფრთხო დედობა ,,იმედის კლინიკის" სავიზიტო ბარათი გახდა; ორსულთა ფინანსური მხარდაჭერა მშობიარობის დროს ჩვენ კარგად ვიცით, რომ საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის მრავალს აქვს ფინანსური პრობლემები. სწორედ ამიტომ, ,,იმედის კლინიკა" დანერგა საგრძნობი შეღავათები იმ ორსულების მშობიარობაზე, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; აღნიშნული შეღავათებით სარგებლობს ყველა ორსული; მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ,,იმედის კლინიკას" კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია; სწორედ ამიტომ, მეხუთე და ყოველ შემდეგ შვილზე ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობა სრულიად უფასოა მელოგინეობის პერიოდში დედების მხარდაჭერა მშობიარობის შემდეგ პერიოდში მელოგინეთა გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა სახის გართულება უვლინდება; ,,იმედის კლინიკის" გადაწყვეტილებით ყველა მელოგინეს, რომელმაც ჩვენთან იმშობიარა, მაგრამ 40 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გართულება გამოუვლინდა, ყველა სახის მომსახურება უფასოდ უტარდება, მათ შორის - ,,იმედის კლინიკა" უზრუნველყოფს მედიკამენტების შეძენას, ამბულატორიულ თუ სტაციონალურ მომსახურებას, შემდგომ მეთვალყურეობას და ა.შ. გინეკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა და შეღავათები ,,იმედის კლინიკას" კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მძიმე ფსიქო-ემოციური გარემოსა და მტავალი ყოფითი პრობლემის პარალელურად მაღალია მანდილოსნებს შორის სხვადასხვა სახის გინეკოლოგიური გართულებების მაჩვენებელი; ,,იმედის კლინიკა" მიიჩნევს, რომ ოჯახში ჯანმრთელი და ჯანსაღი ქალი არის ამ ოჯახის სიჯანსაღის უმთავრესი გარანტი; სწორედ ამიტომ, გინეკოლოგიურ სექტორში ყველა სახის სერვისზე (კონსულტაცია, გამოკვლევა, ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა, ლაპაროსკოპია, ქირურგიული მკურნალობა) შემოღებული იქნა მაქსიმალური შეღავათები, რამაც მრავალ ქალბატონს მისაცა საშუალება იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდა ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მოზარდობის ასაკში ინფორმაციის არასრულფასოვნად მიღების და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დეფიციტის მიზეზით შემდგომ ეტაპზე უამრავი გართულებები ხდება; აღნიშნულ გართულებებს ადგილი აქვს ორსულობის და მშობიარობის პერიოდშიც, ასევე ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებში; ხშირ შემტხვევაში არასათანადო სამედიცინო განათლების გამო ვლინდება სხვადასხვა სახის პათოლოგია და ა.შ. ყოველივე აისახება ახალგაზრდა ქალის შვილოსნობის უნარზე; ,,იმედის კლინიკამ" საჭიროდ ჩათვალა ამ მიმართულებითაც გამოავლინოს სოციალური პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამედიცინო განათლებას და შესაბამისი უნარებისა და ქცევების ჩამოყალიბებას; ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლების უმრავლესობას არ აქვს სათანადო ინფორმაცია როგორ მოახდინოს მოზარდი გოგონას ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება; ხშირ შეთხვევაში მშობლების მხრიდან უყურადღებოდ რჩება ისეთი ფაქტები, რომლებმაც შემდგომ ეტაპზე შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიღოს; დედის სკოლა, პროფესიონალების კონსულტაციები, საგანმანათლებლო-საინფორმაციო მასალების მუდმივად გავრცელება - ყოველივეს ,,იმედის კლინიკა" სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებს და ამით წვლილი შექვს მომავალი თაობის ჯანსაღად ჩამოყალიბების საქმეში; ჩვენთან განსაკუთრებული სერვისები დაინერგა არასრულწლოვან გოგონათა შორის გინეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად; ,,იმედის კლინიკა" მუდმივად განახლებას და განვითარებას განიცდის, ეს ჩვენი ლიდერობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია; ,,იმედის კლინიკის" შემდგომი განვითარება და გაძლიერება პირდაპირ კავშირშია სოციალური პასუხისმგებლობის ზრდასთან - რაც ასევე, ჩვენი კლინიკის სავიზიტო ბარათია.
მნიშვნელოვანია, ყველა ორსული დედა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი სიცოცხლის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში, როგორ ვითარდება ნაყოფი, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ მოხდეს ნაყოფის სრულფასოვანი განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში? როგორ შევუწყოთ ხელი მის ასაკობრივ ზრდას სხვადასხვა ეტაპზე – ნაყოფი ხომ ჩასახვიდან დაბადებამდე იძენს უნარ-ჩვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისთვის?!
ადამიანის განვითარება ისეთი სისწრაფით, როგორიც ჩასახვიდან დაბადებამდე პერიოდშია, არცერთ სხვა პერიოდს ახასიათებს. ამ 9 თვის განმავლობაში, ერთუჯრედიანი ორგანიზმი სამყაროში არსებობისათვის აუცილებელ ყველა სასიცოცხლო ფუნქციასა და შესაძლებლობას იძენს. თითოეულ ორგანოსა და სისტემას, ემბრიონად ყოფნის დროს, აქვს განვითარების სენსიტიური (განსაკუთრებულად მგრძნობიარე) პერიოდი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორსულმა. მავნე ფაქტორების ზემოქმედება შესაძლოა, მყისიერად არ გამოვლინდეს – ზოგი მათგანის მიერ მიყენებული ზიანი უხილავია და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მჟღავნდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია მავნე ფაქტორებისათვის თავის არიდება ორსულობისას. ემბრიონულ პერიოდში, როდესაც ნაყოფის იტენსიური განვითარება მიმდინარეობს და სხეული ფორმირდება, მავნე ფაქტორებისზემოქმედებამ შესაძლოა, დააზიანოს ტვინი, თვალები, სასქესო ორგანოები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დედის საშვილოსნოს მიღმა გარემო გაცილებით სტაბილურია, გარეფაქტორებმა შეიძლება ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. მაგალითად, შეიძლება იყოს ფიზიკური დეფექტები, სუნთქვის სირთულეები და სხვა. ორსულობის დროს მოწევა, აგრეთვე, ქმნის მცირეწონიანობის პრობლემას, იზრდება ორსულობის შეწყვეტის ალბათობა და ნაადრევი მშობიარობის, ასთმის, სუნთქვითი დარღვევების რისკი. ხოლო ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით დაავადება. დაბინძურებული გარემო, არასრულფასოვანი კვება, ულტრაიისფერი სხივები ს ჭარბი დოზით მიღება – ეს ყველაფერი არასასურველ გავლენას ახდენს ორსულობისას ნაყოფის ჰარმონიულ განვითარებაზე. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია დედის ემოციური მდგომარეობა. ორსულობისას გადატანილი ძლიერი ემოციური სტრესი ჩვილებში მრავალგვარ გართულებას იწვევს. ორსულობის დროს ინტენსიურმა შფოთვამ შესაძლოა, გაზარდოს ორსულობის შეწყვეტის რისკი; გამოიწვიოს დღენაკლულობა, ჩვილთა რესპირატორული დაავადებები, საჭმლის მონელების დარღვევები და სხვა. დედის მიერ გადატანილი სტრესი აისახება ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და იწვევს მათ გაღიზიანებადობას, ადრეულ ასაკში ქმნის ემოციური და ქცევითი სირთულეების წინაპირობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ორსული ქალის მხარდაჭერა მეუღლისა და ოჯახის წევრების მხრიდან. თუკი ქალბატონი მარტოხელა დედაა, სასურველია, იპოვოს ნათესავი ან მეგობარი, რომელიც მის ფსიქოემოციურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ორსულობის სწორი მართვისთვის, აგრეთვე, საჭიროა ინფორმირებულობა. სასურველია, მოხდეს პრენატალური განვითარების შესახებ ლიტერატურის გაცნობა. ზოგადად, ორსულის ცხოვრების წესს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს სწორ კვებას, ძილს, ვარჯიშს, სასიამოვნო გარემოში და სასურველ ადამიანებთან ერთად ყოფნას. ორსულმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მას სიამოვნებას ჰგვრის, უსმინოს მუსიკას და სხვა. ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის და პოზიტიურად აისახება ნაყოფის განვითარებაზე.
უნდა დაჯდეს თუ არა ფეხმძიმე ქალი საჭესთან?
კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი საკმაოდ რთული მოსაძებნია. იმისათვის, რომ აღნიშნულ კითხვას სწორად გავცეთ პასუხი, უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი გარემოებები. რა თქმა უნდა, საკუთარი ავტომობილი ფუფუნების საგანია, რადგან აღარ გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. საჭესთან მჯდომმა ორსულმა ქალმა არა მარტო საგზაო წესები, არამედ სხვა წესებიც უნდა დაიცვას, რომლებიც მას ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაში დაეხმარება. არსებობს რამდენიმე წესი: აუცილებელია, რომ საჭესა და მუცელს შორის იყოს ხუთ სანტიმეტრზე დიდი მანძილი. ამისათვის საჭიროა, სავარძლის ოდნავ უკან გაწევა. შესაძლოა, სავარძლის ზურგის დახრილობის კუთხის შეცვლაც. თუმცა, უფრო საიმედო მისი ვერტიკალურად დაფიქსირებაა. ორსულმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი უსაფრთხოების ღვედზე, რადგან იგი, ავტოკატასტროფის შემთხვევაში, ქალს დაეხმარება მუცელი მოარიდოს საჭეს. უსაფრთხოების ღვედის დამაგრებისას, ქალმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქამრის ქვედა ნაწილი, მისი მუცლის ქვეშ, დიაგონალური ნაწილი კი მკერდის შუაში დაფიქსირდეს. ცნობისათვის, არსებობს სპეციალური უსაფრთხოების ღვედები, სპეციალურად ორსულთათვის. ასეთ ღვედს, ტრადიციულისგან განსხვავებით, ოთხი დამაფიქსირებელი წერტილი აქვს და იგი უფრო პრაქტიკული და კომფორტულია. თუ შორ მანძილზე სიარულს აპირებს ორსული, მან მოგზაურობა ისე უნდა დაგეგმოს, რომ ყოველ ორ საათში რამდენიმე წუთით შესვენება მოახერხოს. ეს ქალს დაეხმარება ცოტა ხნით დაისვენოს და კონცენტრირება მოახდინოს. როდის უნდა თქვათ უარი ავტომობილის მართვაზე, ორსულობისას? არსებობს რიგი გარემოებებისა, როდესაც უკეთესია, თუ ფეხმძიმე ქალი უარს იტყვის ავტომობილის მართვაზე. არ ღირს საჭესთან დაჯდომა: - ცუდი წინათგრძნობის, თავბრუსხვევის, ძლიერი ტოქსიკოზის, დაბალი წნევის შემთხვევაში. - ორსულობის უკანასკნელ თვეში, როდესაც საკმაოდ დიდი მუცელი სავარძელში მოსახერხებლად ჩაჯდომის საშუალებას არ იძლევა. - დეპრესიის ან ნერვული აშლილობის შემთხვევაში. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ავტომობილის მართვაზე და შედეგი, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. - მშობიარობის დაწყების მანიშნებელი ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში. ამასთანავე, არ ღირს ავტომობილის საჭესთან დაჯდომა მაშინ, თუ გარეთ ცუდი ამინდია - მოდის ძლიერი წვიმა ან თოვლი. ასევე, აუცილებლად ენდეთ საკუთარ წინათგრძნობას და თუ არ გსურთ საჭესთან დაჯდომა, არ აიძულოთ საკუთარი თავი. კარგი წინათგრძნობის შემთხვევაშიც კი, საჭესთან დაჯდომისას, აუცილებლად იქონიეთ ყოველგვარი დოკუმენტი, - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა და სამედიცინო ბიულეტენებიც კი. თვითგანწყობის გაუარესების შემთხვევაში, აუცილებლად შეწყვიტეთ გადაადგილება და გადმოდით ავტომობილიდან. ითხოვეთ დახმარება! ყველა ქალს აქვს მენსტრუაცია და მათგან მცირე „შესვენება“ მხოლოდ ორსულობისას ხდება. გაინტერესებს რატომ არის საჭირო ეს „კალენდრის წითელი დღეები“ და იცით თუ არა მათ შესახებ ყველაფერი? მენსტრუაციისა და მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს შემდეგი ფაქტები. 1. პირველი მენსტრუაცია (მენარქე) იწყება 11-14 წლის ასაკში (ზოგჯერ ადრე ან გვიან), ციკლი კი მხოლოდ ორი წლის შემდეგ ხდება რეგულარული. თუ ციკლი არ დასტაბილურდა მითითებულ ვადაში, უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლოა, ეს არის გოგონას რეპროდუქციული სისტემის პრობლემების სიგნალი, საკვერცხეების, ჰიპოფიზის ჯირკვლის აქტივობის დარღვევის ან თუნდაც უნაყოფობის სიმპტომი. ექიმი დანიშნავს აუცილებელ გამოკვლევებს და დაეხმარება ციკლის ნორმალიზებას. 2. ბევრი ქალი განიცდის მტკივნეულ მენსტრუაციას, მაგრამ ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზები (ალგომენორეა, ან დისმენორეა) შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. უფრო ხშირად ეს არის სხეულის მახასიათებლები და რეპროდუქციული სისტემის სტრუქტურა, ანთებითი პროცესი, ნაკლებად ხშირად უფრო სერიოზული პათოლოგიები, რომლებიც აისახება მსგავსი სიმპტომებით. თუ დაავადებები არ არის გამოვლენილი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დისმენორეის მკურნალობა - როგორც წესი, ეს არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც უნდა მიიღოთ ერთი კვირით ადრე და 2-3 დღის შემდეგ. 3. ყოველთვიური ოვულაცია იმის ნიშანია, რომ რეპროდუქციული სისტემის მთავარი მიზანი ჩასახვა, გამრავლებაა. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ასევე არსებობს "უსაქმური" ციკლები, როდესაც ოვულაცია არ ხდება, თუნდაც ჯანმრთელ ქალებში. 4. ციკლის დარღვევა ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვინც ბოროტად იყენებს შიმშილის დიეტას ან არაბალანსებულ კვებას. ასთენიური, გამხდარი ქალები ხშირად ხდებიან გინეკოლოგის პაციენტები, უჩივიან დაორსულების შეუძლებლობას. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, დიეტის ნორმალურად დაბრუნების შემდეგ, 1-2 წელიწადში შეძლებს დაორსულებას და ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენას. მაგრამ ძალიან მაღალი წონა, სიმსუქნე არის კიდევ ერთი უკიდურესობა, რომელშიც ოვულაცია შეიძლება არ იყოს ჰორმონალური დარღვევების გამო, ამიტომ თქვენ უნდა მოძებნოთ "ოქროს შუალედი". 5. მენსტრუაციამდე 24 საათით ადრე ხდება საშვილოსნოს სისხლძარღვების ძლიერი შევიწროება, რის შედეგადაც მცირდება მისი სისხლით მომარაგება. შედეგი არის ზედა ლორწოვანი შრის – ენდომეტრიუმის აქერცვლა. ბევრი ქალი განიცდის სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს განცალკევების დროს, ეგრეთ წოდებული მენსტრუაციის „მაუწყებელი“ და ეს ნორმაა. 6. კრიტიკული დღეების პერიოდში ქალი გამოყოფს არაუმეტეს 80 მლ სისხლს და საშუალო მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია - 30-50 მლ. მენსტრუაციის დროს სისხლი არ არის სუფთა, შეიცავს ლორწოს შედედებას - ენდომეტრიუმის ნაჭრებს. ქალის ასაკის მატებასთან ერთად, ლორწოვანი გარსის რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა, თრომბები შეიძლება გამოჩნდეს წარუმატებელი ხელოვნური ორსულობის დროს, თუ სხეულში შეყვანილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელს არ შეუერთდა. 7. არსებობს ქალის ჩანასახოვანი უჯრედების გარკვეული მარაგი, რომელსაც ორგანიზმი „გამოიყენებს“ ყოველ ან თითქმის ყველა მენსტრუალურ ციკლში. 40 წლის შემდეგ ოვულაციების რაოდენობა მცირდება საკვერცხეების რეზერვის დასასრულთან ერთად. მენსტრუაციის სრული დასრულება ხდება რეპროდუქციული პერიოდის ბოლოს, როდესაც ხდება მენოპაუზია და ქალი ვეღარ დაორსულდება. ჩვეულებრივ მენოპაუზა იწყება 45-50 წლის ასაკში, მაგრამ ეს დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე და ჰორმონალურ მახასიათებლებზე. პრემენოპაუზურ პერიოდში ქალს აქვს მწირი და არარეგულარული მენსტრუაცია, რაც მიანიშნებს მათ გარდაუვალ დასასრულზე.
როგორ პირობებში იმშობიარებთ ,,იმედის კლინიკაში"?
ეს კითხვა ყველა ორსულს აწუხებს; სწორედ ამიტომ, ,,იმედის კლინიკის" დირექტორი დავით კობეშავიძე განმარტავს ყველა იმ მშიშვნელოვან საკითხს, რომელიც თქვენ გაინტერესებთ
დავით კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დირექტორი
ნებისმიერი ქალბატონი ოცნებობს გახდეს დედა. თუმცა, როცა იგი აღმოაჩენს, რომ ორსულად არის, ისიც კარგად უნდა გაიაზროს, რომ ოცნება რეალობად იქცა და ყველაფერი ისე მარტივი არ არის როგორც წარმოედგინა. მას მოუწევს, ცხოვრების სტილის სრულიად შეცვლა, იმისათვის რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. ორსულმა ქალბატონმა ორსულობის პირველივე კვირებიდან ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმიდან უნდა გამორიცხოს ყოველივე ნეგატიური. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ორსულობის დადებითად განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, დედის ფსიქოლოგიური მგდომარეობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი მომავალ დედებს ორსულობის კარგად გადატანაში დაეხმარებათ. შედეგად კი ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადება.
სრულყოფილი კვება... ჯანსაღი ცხოვრების წესი სრულყოფილ კვებასაც მოიცავს. ჩანასახისთვის საჭიროა სიცოცხლისათის აუცილებელი ნივთიერებები მიიღოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ კვირებში, მაშინ როცა ჩანასახის ორგანოების ფორმირება ხდება. არასწორი კვება შესაძლოა ბევრი დაავადებისა და ანომალიის მიზეზი გახდეს, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად იჩენს თავს. ქალბატონმა კვებიდან უნდა ამოიღოს კონსერვატორები და ნახევარფაბრიკატები. ვიტამინებითა და მინერალებით აღსავსე საკვები, ხელს უწყობს ორსულის ენერგიულობას. საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცხიმის მინიმალურ რაოდენობას. აუცილებელია ვიტამინები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ხილსა და ბოსტნეულში. აუცლიებელია დღეში 4–5–ჯერ მცირე ულუფებით კვება. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება საკვების გვიან მიღება. ფიზიკური აქტიურობა... ორსულმა ქალბატონმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს საკუთარი წონა. დიდი ზიანის მომტანია ორსულობის დროს დიეტის დაცვა. ფეხმძიმე ქალბატონს არ აქვს უფლება ორსულობის დროს მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს, აუცილებელია პირველ ადგილზე, მომავალი ცხრა თვის მანძილზე საკუთარი შვილი დააყენოს. დიეტის დროს თავს იჩენს მინერალებისა და ვიტამინების უკმარობა, რომლებიც ჩანასახის განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთანავე, ორსულმა ქალბატონმა ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს. გარკვეულმა, მსუბუქმა ფიზიკურმა ვარჯიშებმა შესაძლოა ფეხმძიმე ქალბატონს გაუადვილოს მშობიარობა. ყველაფერთან ერთად, ორსულმა ქალბატონმა შესაბამისი და რაც მთავარია კომფორტული ტანისამოსი უნდა ატაროს. შესაძლოა ჯინსის ვიწრო შარვალი შეიკრათ და შედეგად მუცლის საგრძნობლად შეწევა მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს თქვენი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მავნე ჩვევების გამორიცხვა... ორსულმა ქალბატონმა პირველ რიგში უნდა გამორიცხოს ალკოჰოლის მიღება. ყველაზე კარგი იქნება, თუ ქალბატონი დაორსულებას გეგმავს და სამი თვით ადრე მაინც შეწყვეტს ალკოჰოლის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ალკოჰოლი დააზიანებს ჩანასახის უჯრედებს. აღსანიშნვია, რომ ჩანასახის ორგანოები ორსულობის პირველ 12 კვირის განმავლობაში ყალიბდება. ამ პერიოდში ალკოჰოლის მოხმარება კი განსაკუთრებით საშიშია. რაც შეეხება მოწევას, ალბათ ამ თემაზე საუბარი აღარ არის საჭირო, რადგან ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ მოწევა ჩანასახისთვის განსაკუთრებით საშიშია. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ფეხმძიმე ქალბატონი აქტიური მწეველია თუ პასიური. ნარკოდამოკიდებულება... ალკოჰოლი და სიგარეტი არაფერია ნარკოდამოკიდებულებასთან შედარებით. ორსულობის დროს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ჩანასახის დაგეგმილ და განზრახ მკვლელობას ნიშნავს. ამ შემთვევაში დიდი შანსია ვენერიული დაავადებების გაღვივებისა. ქალბატონებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს ისინი არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ საკუთარ შვილზე პასუხისმგებლებიც არიან!
დამტკიცებულია, რომ სათანადო პირობებში კვლიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული სამედიცინო აბორტი უსაფრთხოა და ეფექტური. სამედიცინო აბორტის შედეგები სპონტანური აბორტის შედეგების ანალოგიურია და მოიცავს სპაზმსა და სისხლდენას. სისხლდენა საშუალოდ 9 დღე გრძელდება, მაგრამ, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება 45 დღესაც გასტანოს.
ქალები უფრო კმაყოფილი არიან შედეგებით, თუ მათ რეალისტური მოლოდინები გააჩნიათ. ამდენად, მათ სჭირდებათ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები და გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი სამედიცინო მეთოდებით განხორციელებული აბორტის შემთხვევაში. სამედიცინო სფეროს მუშაკებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ქალებმა გაიგონ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროტოკოლის დაცვა, განსაკუთრებით თუ რომელიმე მედიკამენტს დამოუკიდებლად იღებენ. მათ ასევე უნდა იცოდნენ, თუ როგორ აღმოაჩინონ გართულებები და როგორ მოიქცნენ მათი წამოჭრის შემთხვევაში. აბორტის ყველაზე უსაფრთხო მეთოდად მიჩნეულია მედიკამენტური აბორტი. მედიკამენტური აბორტის უპირატესობები ქირურგიულ მეთოდთან შედარებით:
მედიკამენტური აბორტი განსაკუთრებით მისაღებია არანამშობიარები ქალებისათვის, რადგან მცირეა უნაყოფობის განვითარების რისკი; მთელი მანიპულაცია ტარდება ამბულატორიულ პირობებში და პირდაპირი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე ნაკლებია, ვიდრე ქირურგიული პროცედურის ჩატარების შემთხვევაში. მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებებია:
დადგენილია, რომ მედიკამენტური მეთოდით ორსულობის შეწყვეტისათვის გამოყენებული ფარმაკოლოგიური საშუალებები გადადის დედის რძეში და ახდენს ზოგიერთი ჰორმონის ჭარბ გამოყოფას ახალშობილის სისხლში.ამდენად მიზანშეწონილია,რომ ძუძუთი კვება განხორციელდეს პრეპარატის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. მოქმედებს თუ არა მედიკამენტური აბორტი მომავალში შვილის გაჩენაზე? მედიკამენტური აბორტი არ ახდენს გავლენას ქალის ფერტილობაზე.იგი შეიძლება დაფეხმძიმდეს აბორტის შემდეგ 2-6 კვირის განმავლობაში,ამიტომ საჭიროა პაციენტმა დროულად გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება (კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები). რაც შეეხება მეთოდის ეფექტურობას, იგი ძალიან მაღალია და ორსულობის I ნახევარში იგი შეადგენს 95-99 %-ს. ჩანასახოვანი პროდუქტების სრულად გამოძევება ბევრ ქალს 24 საათში აღენიშნება, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება პროცესი 2 კვირამდე გაგრძელდეს. სწორი სქემით, ექიმისაგან კონტროლირებულ ვითარებაში, მედიკამენტური აბორტის/ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება, აბსოლუტურად უსაფრთხოა. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. დამოუკიდებლად, ექიმის ჩაურევლად, ორსულობის შეწყვეტის მიზნით პრეპარატების მიღება არ შეიძლება! ქირურგიული აბორტის დროს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხდება ქირურგიული ჩარევის გზით. ვაკუუმ-ასპირაცია არის ქირურგიული აბორტის მეთოდი, რომლის დროს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ევაკუაცია ხდება პლასტიკური ან მეტალის ასპირაციული კანულით, რომელიც დაკავშირებულია ვაკუუმის წყაროსთან; არსებობს ვაკუუმ-ასპირაციის ელექტრო და მანუალური მეთოდები: მანუალური ვაკუუმ ასპირაციის (MVA) დროს ვაკუუმი იქმნება ხელით მოქმედებაში მოყვანილი პლასტიკური ასპირატორით ან შპრიცით, რომლის მოცულობა არის 60 მლ. არსებული ასპირატორები გათვლილია სხვადასხვა ზომის (4-12 მმ დიამეტრის) კანულის გამოყენებაზე; ელექტრო ვაკუუმ-ასპირაციის (EVA) დროს გამოიყენება ელექტრო ვაკუუმისტუმბო/ელექტრო შემწოვი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ზომის პლასტიკურ კანულაზე, 12-16 მმ დიამეტრის დიაპაზონით. დილატაცია და კიურეტაჟი (D&C) არის მექანიკური გამაფართოებლების ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა. დილატაცია და ევაკუაცია (D&E) არის საშვილოსნოს ყელის გაფართოება და ჩასახვის პროდუქტის ევაკუაცია ელექტრო ვაკუუმ-ასპირაციითა და აბორტცანგის მეშვეობით.
თეთრად შლა საშოდან ჭარბი ან უჩვეულო - რძისფერი, მოყვითალო-მომწვანო, უსიამოვნო სუნის მქონე - გამონადენია. თან სდევს ქავილი და მუდმივი სისველის შეგრძნება. თეთრად შლა უმეტესად შინაგანი სასქესო ორგანოების დაავადების (ანთების, სიმსივნის) დროს ვითარდება. შედარებით იშვიათად გამოწვეულია შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სისხლის დაავადებით.
გამონადენს თუ თან სდევს ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, შესაძლოა ანთების ნიშანი იყოს. მიზეზის დადგენამდე მკურნალობის ჩატარება დაუშვებელია, უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად რეკომენდებულია მხოლოდ ჰიგიენური ჩაბანა. როდესაც გამონადენი ჩვეულებრივზე სქელია და თან სდევს გარეთა სასქესო ორგანოების კანის გაღიზიანება, - სიმკვრივეები, წყლულები, ბუშტუკები, - შესაძლოა, ანთებით დაავადებასთან გვქონდეს საქმე. თუმცა სასქესო ორგანოების მიდამოში კანის გაღიზიანება ყოველთვის ანთებითი დაავადების ნიშანი არ არის; ის შეიძლება იყოს მგრძნობიარე კანის რეაქცია დეზოდორის, საპნის, ტალკის გამღიზიანებელი კომპონენტების მიმართ. როდესაც გამონადენი სქელია, მაგრამ გარეთა სასქესო ორანოების მიდამო გაღიზიანებული არ არის, შესაძლოა, ეს იყოს:
თუ გამონადენი მეტისმეტად სქელი და თეთრია:
თუ გამონადენი მომწვანო ფერისაა:
ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი შეიძლება საუკეთესო დამხმარე გახდეს ქალისთვის, რომელიც ორსულობას გეგმავს. ეს არის ერთ-ერთი საშუალება რომ ქალმა გაიგოს საკუთარი ოვულაციის შესახებ, შესაბამისად, გაიგოს ჩასახვისთვის ყველაზე სასურველი დღეები და ამით აამაღლოს ორსულობის შანსები. ზუსტად ოვულაციის (კვერცხუჯრედის გამოსვლა საშვილოსნოს ყელში) პერიოდშია შესაძლებელი განაყოფიერება
ბაზალური ტემპერატურის გაზომვა ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს სწორი ნაწლავიდან. თერმომეტრი შეყვანილი უნდა იქნას სწორ ნაწლავში 2-3 სანტიმეტრის სიღრმეში, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შედეგი შეტანილი უნდა იქნას გრაფიკში. ტემპერატურის გაზომვა უნდა დაიწყოთ ციკლის პირველივე დღიდან, დილაობით - თითქმის ერთიდაიგივე დროს, სანამ ლოგინიდან ადგებით. ბაზალური ტემპერატურის გაზომვამდე თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან ამ სხვა სახის ინტიმური ურთიერთობებისგან, ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი გრაფიკი ორი შკალისგან შედგება. ზედა შკალით გამოისახება სხეულის ტემპერატურა, ხოლო მარჯვნივ მყოფი შკალით - მენსტრუაციული ციკლის დღეები. გრაფიკი უნდა აწარმოოთ ზუსტად მენსტრუაციული ციკლის დღეების მიხედვით და არა კალენდარული დღეების მიხედვით. ტემპერატურის გაზომვის შემდეგ მონაცემები უნდა შეიყვანოთ გრაფიკში, ამისთვის უნდა იპოვოთ გადაკვეთა ციკლის დღესა შესაბამის ტემპერატურას შორის. გადაკვეთის ადგილას დასვავთ წერტილს. ორი მეზობელი წერტილი შეერთდება ხაზით, რათა მივიღოთ გრაფიკი და უფრო თვალსაჩინო გახდეს ტემპერატურის ცვლილების დინამიკა. გრაფიკი ოვულაციის პერიოდში ოვულაცია - მთავარია, რასაც გრაფიკზე ვეძებთ. თუ თქვენს გრაფიკს დახედავთ, აღმოაჩენთ ტემპერატურის მცირედ ცვლილებას. ოვულაციის წინ შეიძლება შეატყოთ, რომ სხეულის ტემპერატურა მცირედით დაბლა იწევს. ოვულაციის დღეს სხეულის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება საშუალოდ 0,2 – 0,6 გრადუსით (ჩვეულებრივ 37.4-37,6 გრადუსამდე). ოვულაციის შემდეგ გაზრდილი ტემპერატურა გარკვეული დროის განმავლობაში ნარჩუნდება - თითქმის მენსტრუაციამდე და ამის შემდეგ თანდათანობით იკლებს თუ ოვულაცია არ მოხდა - გრაფიკზე ადგილი არ ექნება ტემპერატურის მკვეთრ მატებას. უკეთესია თუ ბაზალური ტემპერატურის გრაფიკს გინეკოლოგს აჩვენებთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალს უჭირს ზუსტი დასკვნის გამოტანა, ხოლო ოვულაციამ შეიძლება ტემპერატურის გაცილებით მცირე მატება გამოიწვიოს, ამ ყველაფერს ზუსტად სწორედ სპეციალისტი განსაზღვრავს. გადაიწერეთ გრაფიკი:
ცემინება და სლოკინი
ცემინება ახალშობილის პერიოდში არ არის ავადმყოფობის ნიშანი, იგი რეფლექსური აქტია და სასუნთქ გზებში მოხვედრილ მიკრობებსა და უცხო ნაწილაკებს გამოდევნის. ჭამის შემდეგ ახალშობილი ხშირად ასლოკინებს, რაც შეიძლება გამოწველი იყოს გადავსებული კუჭის კედლების გაჭიმვით. სლოკინი შეიძლება გადაციებამაც გამოიწვიოს. ნაწლავთა მოქმედება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე დამოკიდებულია ბავშვის კვების ხასიათზე. თუ ახალშობილი ძუძუთი იკვებება, მას ნაწლავთა მოქმედება შეიძლება ჰქონდეს ყოველი კვების შემდეგ. მეორე თვის ბოლოსათვის ნაწლავთა მოქმედების სიხშირე მცირდება (2-3 ჯერ დღეში) ახალშობილს, რომელსაც ხელოვნური საკვებით კვებავენ, ნაწლავთა მოქმედება აქვს შედარებით ნაკლები სიხშირით, |