იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

7/7/2022

,,იმედის კლინიკის" სოციალური პასუხისმგებლობა

Comments

Read Now
 
Picture
,,იმედის კლინიკა“, როგორც ლიდერი სამედიცინო კომპანია და ბრენდი, რომელიც მუდამ წარმატებასთან ასოცირდება, გრძნობს პასუხისმგებლობას იზრუნოს საზოგადოების კეთილდღეობისათვის და განახორციელოს შესაბამისი აქტივობები, რომელთა საშუალებით ,,იმედის კლინიკის“ სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის;
,,იმედის კლინიკა“ ახორციელებს პროექტებს მომავალი თაობის სიჯანსაღისთვის, ორსულთა და მათი ოჯახის წევრებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისთვის, მშობიარობის შემდგომი გართულებების მაქსიმალურად შემცირებისთვის,  ოჯახის წევრ ქალთა ჯანმრთელობის მაქსიმალურად ხელშეწყობის გზით ოჯახებში დადებითი ემოციური განწყობის ჩამოყალიბებისთვის;
,,იმედის კლინიკის" სოციალური პასუხისმგებლობის უმთავრესი ქვაკუთხედია ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მაქსიმალურად დადებითი ეფექტის მიღწევა; სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვქმნით და ვახორციელებთ ითვალისწინებს ერთის მხრივ პაციენტებისთვის უსაფრთხო მომავლის შექმნას და მეორეს მხრივ, სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას;

ორსულობის პატრონაჟის და მეთვალყურეობის პროექტი

,,იმედის კლინიკა" არამარტო საქართვეოში არის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც შეიმუშავა და დანერგა ორსულთა პატრონაჟისა და მეთვალყურეობის ეფექტური პროექტი, რომელიც ინდივიდუალურად მიესადაგება ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს; პროექტმა არნახული შედეგი გამოიღო და ,,იმედის კლინიკამ" საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა სრულად გაამართლა - დღესდღეობით უსაფრთხო დედობა ,,იმედის კლინიკის" სავიზიტო ბარათი გახდა;

ორსულთა ფინანსური მხარდაჭერა მშობიარობის დროს

ჩვენ კარგად ვიცით, რომ საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის მრავალს აქვს ფინანსური პრობლემები. სწორედ ამიტომ, ,,იმედის კლინიკა"  დანერგა საგრძნობი შეღავათები იმ ორსულების მშობიარობაზე, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; აღნიშნული შეღავათებით სარგებლობს ყველა ორსული;

მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა

,,იმედის კლინიკას" კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია; სწორედ ამიტომ, მეხუთე და ყოველ შემდეგ შვილზე ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობა სრულიად უფასოა

მელოგინეობის პერიოდში დედების მხარდაჭერა

მშობიარობის შემდეგ პერიოდში მელოგინეთა გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა სახის გართულება უვლინდება; ,,იმედის კლინიკის" გადაწყვეტილებით ყველა მელოგინეს, რომელმაც ჩვენთან იმშობიარა, მაგრამ 40 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გართულება გამოუვლინდა, ყველა სახის მომსახურება უფასოდ უტარდება, მათ შორის - ,,იმედის კლინიკა" უზრუნველყოფს მედიკამენტების შეძენას, ამბულატორიულ თუ სტაციონალურ მომსახურებას, შემდგომ მეთვალყურეობას და ა.შ.

გინეკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა და შეღავათები

,,იმედის კლინიკას" კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მძიმე ფსიქო-ემოციური გარემოსა და მტავალი ყოფითი პრობლემის პარალელურად მაღალია მანდილოსნებს შორის სხვადასხვა სახის გინეკოლოგიური გართულებების მაჩვენებელი; ,,იმედის კლინიკა" მიიჩნევს, რომ ოჯახში ჯანმრთელი და ჯანსაღი ქალი არის ამ ოჯახის სიჯანსაღის უმთავრესი გარანტი; სწორედ ამიტომ, გინეკოლოგიურ სექტორში ყველა სახის სერვისზე (კონსულტაცია, გამოკვლევა, ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა, ლაპაროსკოპია, ქირურგიული მკურნალობა) შემოღებული იქნა მაქსიმალური შეღავათები, რამაც მრავალ ქალბატონს მისაცა საშუალება იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე

მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდა

​ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მოზარდობის ასაკში ინფორმაციის არასრულფასოვნად მიღების და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დეფიციტის მიზეზით შემდგომ ეტაპზე უამრავი გართულებები ხდება; აღნიშნულ გართულებებს ადგილი აქვს ორსულობის და მშობიარობის პერიოდშიც, ასევე ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებში; ხშირ შემტხვევაში არასათანადო სამედიცინო განათლების გამო ვლინდება სხვადასხვა სახის პათოლოგია და ა.შ. ყოველივე აისახება ახალგაზრდა ქალის შვილოსნობის უნარზე; 
,,იმედის კლინიკამ" საჭიროდ ჩათვალა ამ მიმართულებითაც გამოავლინოს სოციალური პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამედიცინო განათლებას და შესაბამისი უნარებისა და ქცევების ჩამოყალიბებას;
ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლების უმრავლესობას არ აქვს სათანადო ინფორმაცია როგორ მოახდინოს მოზარდი გოგონას ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება; ხშირ შეთხვევაში მშობლების მხრიდან უყურადღებოდ რჩება ისეთი ფაქტები, რომლებმაც შემდგომ ეტაპზე შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიღოს;
დედის სკოლა, პროფესიონალების კონსულტაციები, საგანმანათლებლო-საინფორმაციო მასალების მუდმივად გავრცელება - ყოველივეს ,,იმედის კლინიკა" სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებს და ამით წვლილი შექვს მომავალი თაობის ჯანსაღად ჩამოყალიბების საქმეში; ჩვენთან განსაკუთრებული სერვისები დაინერგა არასრულწლოვან გოგონათა შორის გინეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად;  

,,იმედის კლინიკა" მუდმივად განახლებას და განვითარებას განიცდის, ეს ჩვენი ლიდერობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია; ,,იმედის კლინიკის" შემდგომი განვითარება და გაძლიერება პირდაპირ კავშირშია სოციალური პასუხისმგებლობის ზრდასთან - რაც ასევე, ჩვენი კლინიკის სავიზიტო ბარათია.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი