იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

24/6/2022

ცხოვრების წესი მომავალი დედებისთვის

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
​ნებისმიერი ქალბატონი ოცნებობს გახდეს დედა. თუმცა, როცა იგი აღმოაჩენს, რომ ორსულად არის, ისიც კარგად უნდა გაიაზროს, რომ ოცნება რეალობად იქცა და ყველაფერი ისე მარტივი არ არის როგორც წარმოედგინა. მას მოუწევს, ცხოვრების სტილის სრულიად შეცვლა, იმისათვის რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. ორსულმა ქალბატონმა ორსულობის პირველივე კვირებიდან ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმიდან უნდა გამორიცხოს ყოველივე ნეგატიური. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ორსულობის დადებითად განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, დედის ფსიქოლოგიური მგდომარეობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი მომავალ დედებს ორსულობის კარგად გადატანაში დაეხმარებათ. შედეგად კი ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადება.

სრულყოფილი კვება...

ჯანსაღი ცხოვრების წესი სრულყოფილ კვებასაც მოიცავს.  ჩანასახისთვის საჭიროა სიცოცხლისათის აუცილებელი ნივთიერებები მიიღოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ კვირებში, მაშინ როცა ჩანასახის ორგანოების ფორმირება ხდება. არასწორი კვება შესაძლოა ბევრი დაავადებისა და ანომალიის მიზეზი გახდეს, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად იჩენს თავს. ქალბატონმა კვებიდან უნდა ამოიღოს კონსერვატორები და ნახევარფაბრიკატები. ვიტამინებითა და მინერალებით აღსავსე საკვები, ხელს უწყობს ორსულის ენერგიულობას. საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცხიმის მინიმალურ რაოდენობას. აუცილებელია ვიტამინები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ხილსა და ბოსტნეულში. აუცლიებელია დღეში 4–5–ჯერ მცირე ულუფებით კვება. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება საკვების გვიან მიღება.

ფიზიკური აქტიურობა...

ორსულმა ქალბატონმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს საკუთარი წონა. დიდი ზიანის მომტანია ორსულობის დროს დიეტის დაცვა. ფეხმძიმე ქალბატონს არ აქვს უფლება ორსულობის დროს მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს, აუცილებელია პირველ ადგილზე, მომავალი ცხრა თვის მანძილზე საკუთარი შვილი დააყენოს. დიეტის დროს თავს იჩენს მინერალებისა და ვიტამინების უკმარობა, რომლებიც ჩანასახის განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთანავე, ორსულმა ქალბატონმა ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს. გარკვეულმა, მსუბუქმა ფიზიკურმა ვარჯიშებმა შესაძლოა ფეხმძიმე ქალბატონს გაუადვილოს მშობიარობა. ყველაფერთან ერთად, ორსულმა ქალბატონმა შესაბამისი და რაც მთავარია კომფორტული ტანისამოსი უნდა ატაროს. შესაძლოა ჯინსის ვიწრო შარვალი შეიკრათ და შედეგად მუცლის საგრძნობლად შეწევა მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს თქვენი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

მავნე ჩვევების გამორიცხვა...

ორსულმა ქალბატონმა პირველ რიგში უნდა გამორიცხოს ალკოჰოლის მიღება. ყველაზე კარგი იქნება, თუ ქალბატონი დაორსულებას გეგმავს და სამი თვით ადრე მაინც შეწყვეტს ალკოჰოლის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ალკოჰოლი დააზიანებს ჩანასახის უჯრედებს. აღსანიშნვია, რომ ჩანასახის ორგანოები ორსულობის პირველ 12 კვირის განმავლობაში ყალიბდება. ამ პერიოდში ალკოჰოლის მოხმარება კი განსაკუთრებით საშიშია. რაც შეეხება მოწევას, ალბათ ამ თემაზე საუბარი აღარ არის საჭირო, რადგან ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ მოწევა ჩანასახისთვის განსაკუთრებით საშიშია. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ფეხმძიმე ქალბატონი აქტიური მწეველია თუ პასიური.

ნარკოდამოკიდებულება...

ალკოჰოლი და სიგარეტი არაფერია ნარკოდამოკიდებულებასთან შედარებით. ორსულობის დროს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ჩანასახის დაგეგმილ და განზრახ მკვლელობას ნიშნავს. ამ შემთვევაში დიდი შანსია ვენერიული დაავადებების გაღვივებისა. ქალბატონებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს ისინი არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ საკუთარ შვილზე პასუხისმგებლებიც არიან!
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი