იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

10/8/2022

ორსულობის დისკომფორტი და საშიში ნიშნები

Comments

Read Now
 
Picture
Picture
​ორსულობის დროს ნაყოფის ზრდისა და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვილებების შედეგად ქალი შეიძლება გარკვეულ დისკომფორტს განიცდიდეს. ზოგიერთ ქალს ეს აწუხებს და მხოლოდ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთს კი არავითარი დისკომფორტის შეგრძნება არ აქვს.
 ქვემოთ აღწერილია ორსულობის პერიოდისათვის დამახასიათებელი დისკომფორტი და როგორ უნდა გაართვან ქალებმა თავი მას. ხშირად ასეთი დისკომფორტის მკურნალობა შეიძლება დიეტითა და ცხოვრების წესის შეცვლით.

მკერდის დაჭიმულობა

 იგი ჩვეულებრივ თავს იჩენს ორსულობის ადრეულ პერიოდში, მაგრამ შეიძლება მთელი ორსულობა გაგრძელდეს. როგორც წესი, მკერდის ზრდა და დაჭიმულობა გამოწვეულია ჰორმონალური ცვილებებით. მკერდი ემზადება რძის გამომუშავებისათვის.
  
რჩევა: უკეთ რომ იგრძნოთ თავი ატარეთ კარგად მორგებული ნატურალური ქსოვილის ბიუსჰალტერი, რათა კარგად დაიკავოს მკერდი.

გულისრევა და პირღებინება

 გულისრევა და პირღებინება, არის ორსული ქალების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი და შემაწუხებელი პრობლემა. ამ მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება ორსულობის მე-17 კვირისათვის. იგი, როგორც წესი გამოწვეულია ჰორმონალური ცვილებებით.

რჩევა:

* ნუ გექნებათ ცარიელი კუჭი;
* მიირთვით კრეკერები, მშრალი ბურღულეული ან გახუხული პური საწოლიდან ადგომამდე;
* მიიღეთ მცირე რაოდენობით საკვები რამდენიმე საათში ერთხელ;
* მიიღეთ სითხე ჭამის შემდეგ და არა ჭამის დროს;
* მოერიდეთ ძალიან ცხიმიან, ცხარე, სანელებლებიან და მძაფრი არომატის მქონე საკვებს;
* მიიღეთ გრილი საკვები, მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში.

გულძმარვა

 გულძმარვა უმეტესად იწყება ჭამის შემდეგ. ,,წვის შეგრძნებების” მიზეზია საყლაპავი მილის ქვედა ნაწილში კუჭიდან საჭმლის უკუქცევა, რომელშიც კუჭის წვენია შერეული.

რჩევა:

* დღის მანძილზე მისაღები საკვები დაყავით მცირე ულუფებად;
* ერიდეთ შოკოლადს, ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს, განსაკუთრებით – დაწოლის წინ – ისინი ადუნებენ საყლაპავი მილის კუნთებს ისე, რომ კუჭის წვენი გადადის უკან საყლაპავ მილში;
* მოერიდეთ მჟავე, ცხარე და სანელებიან საკვებს, რომელიც შესაძლოა აღიზიანებდეს საყლაპავ მილს (პომიდორი, ციტრუსოვანი ხილი, ძმარი, წიწაკა);
* რძესა და რძის პროდუქტებს შეუძლია დროებით შეასუსტონ გულძმარვის შეგრძნებები.

ყაბზობა

 ყაბზობა აწუხებს ორსულ ქალთა 11-38% -ს. ის ძირითადად გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის კუნთების მოდუნებით ან ნაწლავის ქვედა ნაწილზე გადიდებული საშვილოსნოს მზარდი ზეწოლით.

 რჩევა:

* დალიეთ მეტი სითხე;
* მიიღეთ ცხელი ან ცივი სასმელები. ეს შეიძლება დაეხმაროს ნაწლავების მოძრაობას;
* მიიღეთ უჯრედისით მდიდარი საკვები: ხილი და ბოსტნეული.უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავთა ტრაქტში სითხის შეთვისებას და განავალი უფრო რბილი და ადვილად გამოსაყოფი ხდება.
* შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები, როგორიცაა ყოველდღე ფეხით სიარული;

ბუასილი

ორსულობის დროს ხშირად თავს იჩენს ბუასილი, რაც ძირითადად გამოწვეულია ნაყოფის წონაში მატებით, მისი ზეწოლით და ვენებში სისხლის შეგუბებით.

რჩევა:

* ყაბზობის შემთხვევაში დიეტური რჩევები ხელს უწყობს ბუასილის მკურნალობასაც;
* დღის განმავლობაში ხშირი დასვენება ასუსტებს ნაწლავებზე ზეწოლას, რაც გარკვეულ შვებას ჰგვრის ორსულს;
* 15-20 წუთი თბილ აბაზანაში ჩაწოლამ შეიძლება ასევე შეასუსტოს არასასიამოვნო შეგრძნებები.

ფეხის გაკავება

ორსულ ქალებს ხშირად აწუხებთ ფეხის კუნთების დაჭიმვა, რაც გამოწვეულია ორსულობისას სისხლის მიმოქცევის გაძნელებით ამის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს რძისა და რძის პროდუქტების ნაკლებობა.

რჩევა:

* რძის პროუქტების მეშვეობით მიიღეთ საკმარისი რაოდენობით კალციუმი;
* ხშირად დაასვენეთ ფეხები
* შემოაწყვეთ ხოლმე ფეხები სკამზე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით;
* შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები (როგორიცაა 20-30 წუთით სეირნობა);
* მიიღეთ თბილი აბაზანა ან დაიდეთ ცხელი ბოთლი გაკავებულ კუნთზე 

ზემოთ ჩამოთვლილი არის ორსულობისათვის დამახასიათებელი დისკომფორტი. თუმცა, ზოგჯერ ორსულ ქალს შეიძლება გაუჩნდეს სიმპტომები, რომლებიც ქალისა და ბავშვისათვის გარკვეული საფრთხის მომასწავლებელია. 

 ქვემოთ მოცემული სიმპტომების გამოვლენისას ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

მწვავე ტკივილი მენჯის ან მუცლის არეში ორსულობის ადრეულ პერიოდში შეიძლება იყოს პათოლოგიური ორსულობის ნიშანი. ორსულობის გვიან სტადიაზე ის შეიძლება იყოს პლაცენტის საშვილოსნოდან მოცილების ნიშანი.

ტემპერატურა 37,8 გრადუსზე მეტი შეიძლება იყოს ინფექციის ან ავადმყოფობის ნიშანი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა.

ორსულობის ადრეულ პერიოდში საშოდან სისხლდება მიუთითებს ორსულობის შეწყვეტაზე. ორსულობის გვიან სტადიაზე კი სისხლდება შესაძლოა პლაცენტის ნაადრევი მოცილების შედეგი იყოს.

თავის მწვავე ტკივილი, შეშუპება ან დასიებული თვალები და სახე, დაბინდული მხედველობა ან თვალებში ბრჭყვიალი მიგვანიშნებს ორსულობით გამოწვეულ არტერიული წნევის მატებაზე, რომელიც საშიშია, როგორც ნაყოფისათვის, ასევე დედისათვის. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის მეორე ნახევრიდან (20 კვირიდან) არტერიული წნევის ხშირი გაზომვა.

თხიერი გამონადენის მომატება საშოდან მშობიარობის ვადამდე ორი კვირით ან მეტით ადრე, აგრეთვე ძლიერი და რეგულარული შეკუმშვები შესაძლოა იყოს ნაადრევი მშობიარობის მომასწავლებელი ნიშანი. ამ დროს სანაყოფე წყლების გარსი შეიძლება დაირღვეს. 
დაახლოებით მეხუთე თვიდან ქალი შეიგრძნობს ნაყოფის მოძრაობას. იგი შეიძლება მოძრაობდეს 3-5ჯერ საათში. ამრიგად, ნაყოფის უმოძრაობა ან შენელებული აქტივობა მიუთითებს ან ნაყოფის გართულებულ მდგომარეობაზე ან სიკვდილზე.

თუ ორსულს აღენიშნება რომელიმე ეს ნიშანი დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი