იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


21/7/2019

ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტა

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
​დამტკიცებულია, რომ სათანადო პირობებში კვლიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული სამედიცინო აბორტი უსაფრთხოა და ეფექტური. სამედიცინო აბორტის შედეგები სპონტანური აბორტის შედეგების ანალოგიურია და მოიცავს სპაზმსა და სისხლდენას. სისხლდენა საშუალოდ 9 დღე გრძელდება, მაგრამ, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება 45 დღესაც გასტანოს.

ქალები უფრო კმაყოფილი არიან შედეგებით, თუ მათ რეალისტური მოლოდინები გააჩნიათ. ამდენად, მათ სჭირდებათ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები და გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი სამედიცინო მეთოდებით განხორციელებული აბორტის შემთხვევაში. სამედიცინო სფეროს მუშაკებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ქალებმა გაიგონ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროტოკოლის დაცვა, განსაკუთრებით თუ რომელიმე მედიკამენტს დამოუკიდებლად იღებენ. მათ ასევე უნდა იცოდნენ, თუ როგორ აღმოაჩინონ გართულებები და როგორ მოიქცნენ მათი წამოჭრის შემთხვევაში.

აბორტის ყველაზე უსაფრთხო მეთოდად მიჩნეულია მედიკამენტური აბორტი.

მედიკამენტური აბორტის უპირატესობები ქირურგიულ მეთოდთან შედარებით:
  • თავიდან არის აცილებული დისკომფორტი, რომელიც უკავშირდება ქირურგიულ პროცედურას და ანესთეზიას. შესაბამისად, ქალისათვის ემოციურად უფრო იოლად გადასატანია;
  • პრივატულობა და კონფიდენციალურობა, მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი;
  • შესაძლოა გამოყენებულ იქნას: ორსულობის ძალიან ადრეულ ვადაზე; ფიბრომიომის, საშვილოსნოს განვითარების მანკების, საშვილოსნოს ყელზე გადატანილი ოპერაციების შემდეგ – ყელის დაზიანების რისკის გარეშე; სიმსუქნის დროს;
  • არ არის საჭირო ანესთეზია;
  • თავიდან არის აცილებული ისეთი გართულებების შესაძლებლობა, როგორიცაა: ინფიცირების რისკი; საშვილოსნოს ყელის დაზიანება და საშვილოსნოს პერფორაცია (გახვრეტა) – შინაგანი ორგანოების დაზიანებით (ან დაზიანების გარეშე);

მედიკამენტური აბორტი განსაკუთრებით მისაღებია არანამშობიარები ქალებისათვის, რადგან მცირეა უნაყოფობის განვითარების რისკი;

მთელი მანიპულაცია ტარდება ამბულატორიულ პირობებში და პირდაპირი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე ნაკლებია, ვიდრე ქირურგიული პროცედურის ჩატარების შემთხვევაში.

მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებებია:
  • ალერგია პრეპარატებზე,რომლებიც გამოიყენება აბორტისათვის;
  • საშვილოსნოს გარეშე ორსულობა;
  • თანდაყოლილი პორფირია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ორსულობა, რომელიც განვითარდა სპირალის ფონზე;
  • ანტიკუაგულანტებით მკურნალობისას.

დადგენილია, რომ მედიკამენტური მეთოდით ორსულობის შეწყვეტისათვის გამოყენებული ფარმაკოლოგიური საშუალებები გადადის დედის რძეში და ახდენს ზოგიერთი ჰორმონის ჭარბ გამოყოფას ახალშობილის სისხლში.ამდენად მიზანშეწონილია,რომ ძუძუთი კვება განხორციელდეს პრეპარატის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.

მოქმედებს თუ არა მედიკამენტური აბორტი მომავალში შვილის გაჩენაზე?

მედიკამენტური აბორტი არ ახდენს გავლენას ქალის ფერტილობაზე.იგი შეიძლება დაფეხმძიმდეს აბორტის შემდეგ 2-6 კვირის განმავლობაში,ამიტომ საჭიროა პაციენტმა დროულად გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება (კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები). რაც შეეხება მეთოდის ეფექტურობას, იგი ძალიან მაღალია და ორსულობის I ნახევარში იგი შეადგენს 95-99 %-ს. ჩანასახოვანი პროდუქტების სრულად გამოძევება ბევრ ქალს 24 საათში აღენიშნება, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება პროცესი 2 კვირამდე გაგრძელდეს.

სწორი სქემით, ექიმისაგან კონტროლირებულ ვითარებაში, მედიკამენტური აბორტის/ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება, აბსოლუტურად უსაფრთხოა. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

დამოუკიდებლად, ექიმის ჩაურევლად, ორსულობის შეწყვეტის მიზნით პრეპარატების მიღება არ შეიძლება!

ქირურგიული აბორტის დროს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხდება ქირურგიული ჩარევის გზით.

ვაკუუმ-ასპირაცია არის ქირურგიული აბორტის მეთოდი, რომლის დროს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ევაკუაცია ხდება პლასტიკური ან მეტალის ასპირაციული კანულით, რომელიც დაკავშირებულია ვაკუუმის წყაროსთან;
არსებობს ვაკუუმ-ასპირაციის ელექტრო და მანუალური

მეთოდები:

მანუალური ვაკუუმ ასპირაციის (MVA) დროს ვაკუუმი იქმნება ხელით მოქმედებაში მოყვანილი პლასტიკური ასპირატორით ან შპრიცით, რომლის მოცულობა არის 60 მლ. არსებული ასპირატორები გათვლილია სხვადასხვა ზომის (4-12 მმ დიამეტრის) კანულის გამოყენებაზე;

ელექტრო ვაკუუმ-ასპირაციის (EVA) დროს გამოიყენება ელექტრო ვაკუუმისტუმბო/ელექტრო შემწოვი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ზომის პლასტიკურ კანულაზე, 12-16 მმ დიამეტრის დიაპაზონით. 
​
დილატაცია და კიურეტაჟი (D&C) არის მექანიკური გამაფართოებლების ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა.

დილატაცია და ევაკუაცია (D&E) არის საშვილოსნოს ყელის გაფართოება და ჩასახვის პროდუქტის ევაკუაცია ელექტრო ვაკუუმ-ასპირაციითა და აბორტცანგის მეშვეობით. 
გინეკოლოგია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC