იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

12/7/2022

,,იმედის კლინიკის" სამედიცინო სერვისები

Comments

Read Now
 
Picture
,,იმედის კლინიკა" აერთიანებს ორსულ ქალთა კონსულტაციას, სამშობიარო სახლს, პედიატრიულ საავადმყოფოს და გინეკოლოგიურ დეპარტამენტს; კლინიკა ახორციელებს რამოდენიმე სახის სამედიცინო პროექტს და სამედიცინო საქმიანობის ყველა მიმართულება ჩართულია სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში;

მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, პაციენტისა და მისი თანმხლები პირის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისები ,,იმედის კლინიკას" განსაკუთებულ სახეს აძლევს და განსაზღვრავს მის ლიდერობას აღნიშნულ სამედიცინო სფეროებში;

,,იმედის კლინიკის" მახასიათებელია მუდმივი განახლება და სრულყოფა, რაც გამოიხატება როგორც სამედიცინო მეთოდების თანამედროვე მიდგომებთან თანხვედრაში, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების და აპარატურის პერმანენტულ განახლებასთან;

,,იმედის კლინიკის" მთავარი მიღწევაა პროფესიონალთა გუნდი; სწორედ ეს გუნდი უზრუნველყოფს ,,იმედის კლინიკის" დევიზის - უსაფრთხო დედობა, ბედნიერი ბავშვობა - პრაქტიკულ განხორციელებას;

ორსულ ქალთა კონსულტაცია
​
  • ​უფასო გამოკვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
  • ,,იმედის კლინიკის" ორსულობის  მეთვალყურეობისა და პატრონაჟის პროექტი, როგორც უსაფრთხო დედობის გარანტი
  • ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები
  • ინდივიდუალური მიდგომები და ორსულობის მართვის საუკეთესო მოდელი
  • ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციის აღჭურვა თანამედროვე და უმაღლესი დონის სამედიცინო ტექნიკით
  • განსაკუთრებული შეღავათები მშობიარობის დროს

აღსანიშნავია, რომ ,,იმედის კლინიკამ" შეიმუშავა და დანერგა ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული ორსულის მიმართ;

ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დამდგარ ყოველ ორსულს გადაეცემა ორსულობის მართვის სრული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ვიზიტებს ქალთა კონსულტაციაში და ამ ვიზიტების განმარტებებს; მეან-გინეკოლოგი სარგებლობს აღნიშნული სქემით, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ცალკეული ორსულისთვის ადგენს ორსულობის ეფექტური მართვის სქემას;

არსებულმა პრაქტიკამ ცხადჰყო, რომ ამდაგვარმა მიდგომამ სრულად გაამართლა და უსაფრთხო დედობის მთავარი გარანტი გახდა;

როგორ და როდის უნდა დადგეთ აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში, როგორია ცალკეული ვიზიტის არსი და საჭიროებები, ამის შესახებ ინფორმაციას ნახავთ შესაბამის გვერდზე:
ორსულობა - სრული ინფორმაცია

მშობიარობა და ლოგინობის ხანა
​
თუ სარგებლობთ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით (საყოველთაო დაზღვევა)  - თქვენთვის მშობიარობის ღირებულება 250 ლარს შეადგენს;
  • მშობიარობის მართვის მაღალეფექტური მეთოდები, რომლითაც ,,იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგები ხელმძღვანელობენ
  • უსარფთხო დედობისა და ჯანმრთელი ახალშობილისთვის ყველა სახის თანამედროვე მიდგომები
  • საუკეთესო კომფორტი და უნიკალური გარემო
  • ლოგინობის ხანის სრულყოფილი მართვა
  • ახალშობილის პატრონაჟისა და ჯანმრთელობის მონიტორინგის კომპლექსური ღონისძიებები
  • მშობიარობის შემდეგ პერიოდში სასტუმროს ტიპის VIP განყოფილება და ორადგილინიანი ოთახები
  • მზრუნველი და ყურადღებიანი პერსონალი​

​,,იმედის კლინიკამ" უზრუნველყო მორიგე ბრიგადების უძლიერესი სპეციალისტებით დაკომპლექტება; სწორედ ამიტომ, მშობიარობა დროის ნებისმიერ შუალედში არის სრულიად უსაფრთხო და არ მოითხოვს ე.წ. ,,აყვანილი ექიმის" ყოლას;
მშობიარობის შემდეგ, თქვენი სურვილის შესაბამისად, განთავსდებით ან VIP პლატაში ან ორადგილიან კეთილმოწყობილ პალატაში;
​
,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარემო და პირობები.

ნეონატოლოგები ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად უზრუნველყოფენ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია;

ხდება ყველა ახალშობილთან ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურის დაცვა, ხორციელდება კანი-კანთან კონტაქტი და ა.შ.

მშობიარობა ,,იმედის კლინიკაში", გაუტკივარების მეთოდები, ლოგინობის ხანის თავისებურებები და მელოგინის მოვლის მიმართულებები ნახეთ შესაბამის გვერდზე:
მშობიარობა - სრული ინფორმაცია

პედიატრია
,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფო არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - აღჭურვილი უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდით;

პედიატრიული საავადმყოფო ემსახურება 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს;

საავადმყოფოში ფუნქციონირებს რამოდენიმე განყოფილება, რომელთა ხელმძღვანელები საკმაოდ გამოცდილი პედიატრები არიან;

საავადმყოფო ჩართულის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც მაღალეფექტურ სამედიცინო მომსახურებას განსაკუთრებულად ხელმისაწვდომს ხდის;

პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო, ექიმთა გუნდის პროფესიონალიზმი და უახლესი სამედიცინო აპარატურა -  ,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს სავიზიტო ბარათია.
  • მკურნალობა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში
  • პროფესიონალთა გუნდი, რომელიც იზრუნებს თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის
  • ​გამოკვლევის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდები
  • ,,იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს აღჭურვა თანამედროვე და უმაღლესი დონის სამედიცინო ტექნიკით
  • პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ კეთილგანწყობილი გარემო

იმედის კლინიკის" პედიატრიული საავადმყოფოს "ემერჯენსის" განყოფილება 24 საათის განმავლობაში მზად არის გაგიწიოთ დახმარება;

სხვა ძირითადი მიმართულებები:
  • ბავშვთა ქირურგია - ყველა ტიპის ქირურგიული ოპერაციები
  • ბავშვთა თერაპია
  • ნეონატოლოგია
  • ბავშვთა და ახალშობილთა რეანიმაცია
  • ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგია
  • ტრავმატოლოგია
  • რენტგენოლოგიური კვლევა
  • კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია
  • თვალის სნეულებები
  • სმენის სკრინინგი

პედიატრიულ საავადმყოფოში შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციები:
​
  • ოფთალმოლოგი
  • ოტორინოლარინგოლოგი
  • ნევროლოგი
  • ინფექციონისტი
  • ალერგოლოგი-იმუნოლოგი
  • ჰემატოლოგი
  • გასტროენტეროლოგი
  • შესაძლებელია კალენდარული აცრების ჩატარება.

​სრული ინფორმაცია ნახეთ შესაბამის გვერდზე:
პედიატრია - სრული ინფორმაცია

გინეკოლოგია
​

  • ამბულატორიული და სტაციონარული გინეკოლოგიური სერვისები და დიაგნოსტიკური გამოკვლევები - მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა
  • ლაპაროსკოპია - პრობლემისგან გათავისუფლება უახლესი მეთოდით და მინიმალურ ვადებში
  • პლასტიკური გინეკოლოგია - გადააუჭრელი პრობლემების ეფექტურად მოგვარება
  • გინეკოლოგიური გართულებების ნაადრევი პრევენციის პროგრამა თინეიჯერი გოგონებისთვის, ახალგაზრდა ქალებისთვის გათხოვებამდე და ორსულობამდე
  • დედობის შანსი - უნიკალური გინეკოლოგიური პროექტი 

​​​აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე ფასდაკლების აქცია მოქმედებს

,,იმედის კლინიკაში" ყველა სახის ლაპაროსკოპიული ოპერაციები ტარდება; ასევე ამბულატორიული და სტაციონალური მიმართულებით დანერგილია უახლესი მეთოდები; გინეკოლოგიური დეპარტამენტი დაკოპლექტებულია უძლიერესი სპეციალისტებით;

​ნახეთ სრული ინფორმაცია:
გინეკოლოგია - სრული ინფორმაცია
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი