იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

4/1/2021

ორსული და ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაცია - საინფორმაციო ფილმი

Comments

Read Now
 
Picture
საინფორმაციო ფილმი ,,ორსული და იმედის კლინიკის ორსულ ქალთა კონსულტაცია" განკუთვნილია იმ ორსულებისთვის, რომლებიც ფიქრობენ აღრიცხვაზე დადგნენ ,,იმედის კლინიკაში". ფილმში მონაწილეობენ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალები.
გაზიარება

Share

Comments

19/6/2020

ორსულობის ცხრა თვე

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
Picture
განაყოფიერებიდან 5-7 დღის შემდეგ კვერცხუჯრედი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს ზრდას  საშვილოსნოს ღრუში და ყოველდღიურად ორჯერ იმატებს ზომაში.

ჩამოყალიბებას იწყებს პლაცენტა და ჭიპლარი, რომელიც ჩანასახს აწვდის საკვებს და ჟანგბადს.

​ნაყოფი მოთავსებულია სითხით სავსე ამნიონის გარსში, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია აქვს, ჩამოყალიბებას იწყებს ზურგის ტვინი და ნერვები.

დაახლოებით 4-5 კვირაზე ჩანასახი სამი შრისგან შედგება, გარე შრიდან წარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი. შუა შრე დასაბამს აძლევს ძვლებს, კუნთებს, სისხლძარღვებს, გულს და სასქესო ორგანოებს. შიგნითა შრიდან კი ყალიბდება კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა.

ჩასახვიდან 25-ე დღეზე იწყება გულისცემა

სასქესო ჰორმონის პროგესტერონის მომატებული გამომუშავების შედეგად წყდება მენსტრუაცია. პროგესტერონის ზემოქმედებით საშვილოსნო იწყებს გადიდებას და დარბილებას. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი სქელდება, ეს ხელს უწყობს განაყოფიერებული ვერცხუჯრედის მიმაგრებას (იმპლანტაცია)

საშვილოსნოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ორსულმა შეიძლება იგრძნოს მენსტრუაციის წინა პერიოდის მსგავსი მუცლის ტკივილი.
საშვილოსნოს გადიდება იწვევს შარდვის გახშირებას, ორსულობის ჰორმონების ზემოქმედებით ორსული გრძნობს სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობას და ტკივილს.

ორსულს შეიძლება ახასიათებდეს:
  • მოთენთილობა და ძილიანობა
  • გულისრევა, პირღებინება,
  • შებერილობა,
  • საკვებისადმი ზიზღი ან გაუკუღმართებული გემოვნება
  • ადვილად აგზნება
  • გუნება-განწყობილების ცვლილება (სწრაფად იწყებს ტირილს)

ორსულობის ეს სიმპტომები სხვადასხვა ქალში სხვადასხვაგვარია. ასევე, ამ პერიოდში შესაძლებელია გამძაფრებული ემოციები: ცუდი წინათგრძნობის შეგრძნება, შიში ან სიხარული და აღფრთოვანება
Picture
მეორე თვე განსაკუთრებით კრიტიკულია ნაყოფის განვითარების პროცესში. წამლებით, ვირუსებით ან გარემო პირობებით განპირობებულმა ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს.

​მეორე თვის დასასრულისთვის ბავშვის სხეულის ძირითად ორგანოებს და სისტემებს, ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და კუჭის ჩათვლით დაწყებული აქვს განვითარება. ჩნდება ძვლის პირველი უჯრედები
ყალიბდება ქუთუთოები, შიდა ყური, ვითარდება ნერვული ბოჭკოები, თითები და სასქესო ორგანოები

ორსულობის მეორე თვეს ჩანასახი უკვე ჰგავს პატარა ბავშვს

2 თვის ასაკში ორსულების დაახლოებით ნახევარს დილის გულისრევა ახასიათებს 

ორსულს შეიძლება ახასიათებდეს:
  • მოთენთილობა და ძილიანობა
  • გულისრევა, პირღებინება,
  • შებერილობა,
  • საკვებისადმი ზიზღი ან გაუკუღმართებული გემოვნება
  • ადვილად აგზნება
  • გუნება-განწყობილების ცვლილება (სწრაფად იწყებს ტირილს)

ორსულობის ეს სიმპტომები სხვადასხვა ქალში სხვადასხვაგვარია. ასევე, ამ პერიოდში შესაძლებელია გამძაფრებული ემოციები: ცუდი წინათგრძნობის შეგრძნება, შიში ან სიხარული და აღფრთოვანება

ნივთიერებათა ცვლის დონე იმატებს, ამიტომ ორსულის ენერგიის საჭიროებაც (კალორიებში) მატულობს, მნიშვნელოვანია ქალის სრულფასოვანი კვება. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება.
საკვების მიღება და სათანადო დასვენება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორსულის ორგანიზმს ჰქონდეს აუცილებელი ენერგია
​
Picture
მესამე თვის ბოლოს სრულდება ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება. ნაყოფმა შეიძლება დაიწყოს ხელების, ფეხების და თავის მოძრაობა, პირის გაღება და დახურვა – ამ მოძრაობებს ორსული ვერ გრძნობს;

​ხელის და ფეხის თითები გამოკვეთილია, მათ ნაზი ფრჩხილებიც აქვთ, ნაყოფის თავი საკმაოდ დიდია ტანთან შედარებით, შეიძლება გაჩნდეს თმაც, ჩამოყალიბებულია კბილების ჩანასახები.

ნაყოფის გული 4 საკნისგან შედგება და ცემს წუთში 120-160-ჯერ, თირკმლები განვითარებულია და იწყებს შარდის გამოყოფას, ჭიპლარი სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული

ორსული იმატებს წონაში, ხდება მუცლის გარშემოწერილობის ზრდა (მიზეზი – საშვილოსნოს ზრდა), ორსულის ორგანიზმი ეჩვევა მასში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს, მოსალოდნელია ემოციური ცვლილებები: ბედნიერების, შიშის, სიხარულის, ცუდი გრძნობის და არასტაბილურობის შეგრძნებები.

ორსულობის შეწყვეტის რისკი საგრძნობლად მცირდება;

მესამე თვის ბოლოსთვის დაღლილობის შეგრძნება ნაკლებია.
​​
Picture
ამ თვის განმავლობაში ვითარდება ბავშვის ყური, ამიტომ მუცლადმყოფმა ნაყოფმა შეიძლება გაიგოს ხმაც, თუმცა სმენა მეშვიდე თვემდე არ იქნება სრულყოფილი. განვითარებას აგრძელებს ფილტვებიც და ბავშვმა შეიძლება ,,ჩაისუნთქოს” სანაყოფე წყლები.
 თანდათან ვითარდება ნაყოფის მიმიკური კუნთები. მას შეუძლია მოღუშვა, თვალების და-ელმება და სახის მიმიკის შეცვლა. მისი თვალის ბადურა სინათლისადმი მგრძნობიარე ხდება, თუმცა ის ჯერ ვერ ხედავს.​​
წარბებსა და თავზე იწყებს ამოსვლას თმა.
 ნაყოფის გულისცემის მოსმენა შეიძლება ჩვეულებრივი ფონენდოსკოპით. თქვენ შეიძლება გქონდეთ თრთოლვის მსგავსი მსუბუქი შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში (რასაც ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება ჰქვია). პირველმა ორსულებმა ნაყოფის მოძრაობა შეიძლება შედარებით გვიან შეიგრძნონ, განმეორებითი ორსულებისათვის ეს საკმაოდ ნაცნობი შეგრძნებაა და უფრო ადრე აფიქსირებენ მას. ნაყოფის პირველი მოძრაობის ჩანიშვნა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სამედიცინო პერსონალისათვის. 

ეს ის თვეა, როცა ქალი იწყებს ,,ორსულობის შეგრძნებას”.
ამ დროიდან შეიძლება უფრო გაგიჭირდეთ სუნთქვა, ვიდრე ორსულობამდე.
ორსულობის პირველ პერიოდში არსებულ ზოგიერთ სიმპტომს ახალი შეგრძნებები ჩაენაცვლება. მცირდება გულისრევის შეგრძნება, ქრება ღებინება, მკერდის დაჭიმულობა, თავს იჩენს მადის მატება და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.
ემოციები კვლავ მერყეობს სიხარულს, ცუდ განწყობასა და აგზნებადობას შორის. ზოგიერთი დედა ნაყოფის მოძრაობას გრძნობს მეოთხე თვეზე, თუმცა სავსებით ნორმალურია, რომ მან ეს მოძრაობა მეხუთე თვემდე ვერ იგრძნობს. ეს არის მუცელში თრთოლვის მსგავსი შეგრძნება.
ყველა ქალის ორსულობა სხვადასხვაგვარად მიმდინაორებს და თქვენ შეიძლება გქონდეთ ამ სიმპტომთაგან ყველა, ზოგიერთი ან არც ერთი.
Picture
ყველაზე ინტენსიურად ბავშვი ამ პერიოდში იზრდება. ხდება მისი შინაგანი ორგანოების სრულყოფა, გროვდება კანქვეშა ცხიმი, იზრდება და ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება კუნთები. სხეულზე ზრდას იწყებს თმა, მათ შორის წარბები და წამწამები. ბავშვის თითებზე ფრჩხილები ჩამოზრდილია თითების ბოლომდე.

უკვე არსებობს წოვის რეფლექსი და ნაყოფმა შეიძლება ცერა თითიც კი ჩაიდოს პირში მოსაწოვად.
ნაყოფი იძინებს და იღვიძებს რეგულარული შუალედებით. ის ახლა ბევრად უფრო აქტიურია და იწყებს ბრუნვას ერთიდან მეორე გვერდზე.

მეხუთე თვეში ორსულ ქალს შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი ფიზიკური სიმპტომები: მოთეთრო ფერის ვაგინალური ჩამონაშალის (თეთრად შლა) მომატება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (საშვილოსნოს საყრდენი იოგების გაჭიმვის გამო), ყაბზობა, გულძმარვა, საჭმლის მონელების მოშლა, მეტეორიზმი ან შებერილობა, იშვიათად თავის ტკივილი, სისუსტე, ფეხის გაკავება, შეშუპება, ბუასილი, გახშირებული გულისცემა, ტკივილი ზურგის არეში და მუცლისა და სახის კანის პიგმენტაციის ცვლილებები. დაჭიმულობის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის მეხუთე თვეში.

ქალმა უნდა იგრძნოს ნაყოფის მოძრაობები ამ თვის ბოლოსათვის;

თუმცა ჯერ ადრეა, მაგრამ ზოგიერთ ქალში სარძევე ჯირკვლებიდან შეიძლება გამოჟონოს სითხემ. ისიც ნორმალურია, რომ სარძევე ჯირკვლიდან იყოს ან არი იყოს გამონადენი. ამას არავითარი გავლენა არ ექნევბა ქალუს ძუძუთი კვების უნარზე.
Picture
ეს თვეც ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდია. მისი კანი დანაოჭებული და წითელია და დაფარულია ღინღლით (წვრილი, რბილი თმით). 

ფეხის თითებზე ზრდას იწყებს ფრჩილები. სწრაფად ვითარდება ნაყოფის ტვინი. წარმოიქმნება ცხიმის სპეციალური სახეობა (ყავისფერი ცხიმი), რომელიც დაბადებისას ნაყოფს უნარჩუნებს სითბოს.  თუ ნაყოფი გოგონაა, ამ თვეში მის საკვერცხეებში განვითარდება კვერცხუჯრედები. თანდათან მყარდება ძვლები და წარმოიქმნება პირველი განავალი – მეკონიუმი.

 ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია. და ჰგავს მინიატურულ ადამიანს. თუმცა იგი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ამის გამო, რომ ფილტვები არ არის კარგად განვითარებული, საშვილოსნოს გარეთ ცხოვრება ამ ეტაპზე არ შეუძლია.

მეორე ტრიმესტრის პერიოდში თქვენ იგრძნობთ ნაყოფის უფრო მეტ მოძრაობას, რადგანაც ბავშვი უფრო იზრდება, ძლიერდება, ძვლები მყარდება და ნაყოფი უფრო აქტიური ხდება. მისი წონაში მატება საკმაოდ ინტენსიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ დედა აგრძელებს წონაში მატებას.

მოსალოდნელია აგრეთვე: მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან, გულძმარვა, ზოგჯერ ფეხის გაკავება, მკერდის კიდევ უფრო ზრდა, კანზე ლაქების გაჩენა. ისევ რჩება შეკრულობა, შებერილობა ჭარბი აირების დაგროვების გამო.

მუცლის სიდიდის ზრდა უფრო ინტენსიურია, გადიდებული საშვილოსნო აწვება დიაფრაგმას და იწვევს დისკომფორტს: სუნთქვის გაძნელებას, უსიამოვნო შეგრძნებას გულის არეში. ემოციური თვალსაზრისით გულმავიწყობა, მოწყენილობა და მოუსვენრობა ზოგადად დამახასიათებელია ორსულობის ამ პერიოდისათვის.
Picture
ნაყოფი აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. მას ახლა შეუძლია გაახილოს და დახუჭოს თვალები და რეაგირების სინათლის ცვლილებაზე. განათების განსხვავება კი ეხმარება მას დღისა და ღამის ციკლის გარჩევაში.

მას ესმის კიდეც, თუმცა ბგერების უმეტესობა მისთვის დახშულია. ის უკვე ეჩვევა დედისა და მამის ხმასა და დედის საცხოვრებელი გარემოს ბგერებს.

მას აგრეთვე აქვს გემოს შეგრძნება, თუმცა სანაყოფე წყლების გემო შეუმჩნეველია. იმ საკვებს, რითაც დედა იკვებება, შეუძლია სანაყოფე წყლების გემოს შეცვლა. ამრიგად, ნაყოფი ეჩვევა იმ სახის საკვებს, რასაც იღებს დედა.

ნაყოფის ფილტვები ემზადება სუნთქვისათვის და მოზრაობა ავითარებს მის კუნთებს. ამ თვეში ძალიან ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა. მას აგრეთვე ეძლევა იმის უნარი, რომ არეგულიროს თავისი სხეულის ტემპერატურა. 

ნაყოფის სახიდან ქრება ღინღლი. კანქვეშა ცხიმის განვითარება კი ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. ეს ცხიმი აძლევს მას ენერგიის მარაგს და თავისი სიცოცხლის პირველი დღეებისათვის.

თუ ახლა ნაყოფი დაიბადება მას გადარჩენის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება წინა თვესთან შედარებით. 

ორსულობის ამ პერიოდში ემოციური და ფიზიკური ცვლილებები თითქმის ისეთივეა, როგორც წინა თვეში. თქვენ შეიძლება გრძნობდეთ საშვილოსნოს შეკუმშვებს. საშვილოსნო მაგრდება ერთი წუთით და შემდეგ კვლავ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, რაც, ჩველებრივ, უმტკივნეულოა. გადიდებული მკერდიდან შეიძლება წვეთავდეს ხსენი. ამ დროისათვის ორსულობა თითქოს მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება. სავსებით ნორმალურია თქვენი სურვილი, რომ ახლავე დასრულდეს ყველაფერი და გახდეთ დედა. ამასთან, გასაგებია თქვენი შფოთვა მომავალი მშობიარობის გამო.​
Picture
​მერვე თვე ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდია, განსაკუთრებით კი ტვინის ზრდის, ამიტომ ამ პერიოდში ქალისათვის ძალზე მნიშვნელოვანია კარგი კვება.
​

ბავშვის ძვლები იწყებს გამაგრებას, კიდურებს აქვს უფრო სრულყოფილი ფორმა და კანს – ჯანსაღი ფერი. ტვინში ყალიბდება სხვადასხვა უბანი. ნაყოფმა შეიძლება დაასლოკინოს. იტიროს, გაარჩიოს ტკბილი და მჟავე, რეაგირება მოახდინოს ტკივილზე, სინათლესა და ხმაზე.

​ამ პერიოდისათვის ნაყოფის მოძრაობა იმდენად ინტენსიური და საგრძნობია, რომ ზოგჯერ მუცელზე რელიეფურად შეიმჩნევა წამოწეული კიდურის ნაწილი.
ყაბზობითა და ჰაერის უკმარისობით გამოწვეული დისკომფორტი, რასაც განიცდიდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უფრო პრობლემური ხდება. მუცელი კვლავ იზრდება და ჭიპი ამოიბურცება. ​
Picture
მეცხრე თვეში ნაყოფი აგრძელებს წონაში მატებას. სრულყოფილი ხდება მისი ფილტვები. 
ნაყოფს ცვივა ღინღლი და შეიძლება ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები, რომელიც დაბაედებისთანავე უნდა მოჭრათ. ნაყოფს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერის თვალები და ეს ფერი საძლოა შეიცვალოს დაბადებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ის პლაცენტის გავლით დედის ორგანიზმიდან იღებს ანტისხეულებს, ხოლო დაბადების შემდეგ ის ამ ანტისხეულებს მიიღებს ხსენით და რძით.

თქვენი სხეული შეიძლება ცოტა მოუქნელი გახდეს, რადგანაც იგი ემზადება მშობიარობისათვის. შეიძლება გაგიჭირდეთ ღამით დაძინება. მკერდი კვლავ განაგრძობს ზრდას, რადგან ის იწყებს რძით ავსებას.
  ნაყოფის მენჯის ღრუში ჩამოსვლამ შეიძლება ერთის მხრივ შემსუბუქების შეგრძნება გამოიწვიოს და სუნთქვა გაადვილოს, თუმცა მეორეს მხრივ ზეწოლა და დისკომპორტის შეგრძნება მოიმატებს მენჯის არეში.
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments

19/6/2020

ერთი დღე ,,იმედის კლინიკაში"- საინფორმაციო ფილმი

Comments

Read Now
 
Picture
საინფორმაციო ფილმი ,,ერთი დღე იმედის კლინიკაში" განკუთვნილია მომავალი დედებისთვის. ფილმში მონაწილეობენ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალები.
გაზიარება

Share

Comments

17/6/2020

პირველი ორსულობა - ეს უნდა იცოდე

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობა ქალის ნორმალური, ფიზიოლოგიური და ამავე დროს, მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა.
ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ბავშვის და მისი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ქალის ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის.
ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ყველა ქალმა თავიდან უნდა შეაფასოს თავისი ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი.  ცხოვრების ჯანსაღი წესი ზრდის მომავალი ბავშვის სიჯანსაღის ხარისხს.
იცით თუ არა, რომ
  • ქალების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ ორსულადაა, როცა მომდევნო მენსტრუაცია აღარ მოსდის. ამ დროისათვის კი, დაახლოებით, ორი კვირაა გასული ჩასახვიდან;
  • ბავშვის ორგანოების ფორმირება ორსულობის ადრეულ ეტაპზე, მე-2-8 კვირის განმავლობაში ხდება, თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბების მეტი ალბათობაც ამავე პერიოდშია;
  • ორსულობის და მშობიარობის გართულებების და ბავშვის თანდაყოლილი დეფექტების თავიდან აცილება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ცხოვრების წესის მაქსიმალური მოწესრიგებით შეიძლება.
მომზადება ორსულობისთვის
​შეინარჩუნეთ სხეულის ნორმალური წონა: ნორმალური წონის ქალებს ბავშვის ჩასახვის, ჯანმრთელი ფეხმძიმობის და ნორმალური მშობიარობის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ჭარბი ან ნორმაზე ნაკლები წონა აქვს;
ჯანმრთელი კვება ქმნის ორგანიზმში ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების საჭირო მარაგს;
შეწყვიტეთ თამბაქოს წევა: არამწეველებთან შედარებით მწეველებში ჩასახვის ალბათობა მცირეა, ხოლო აბორტების და ნაადრევი მშობიარობისა - მეტი;
მოერიდეთ ალკოჰოლს: მისი რეგულარული და ჭარბი მოხმარება ხელს უშლის ჩასახვას და ზრდის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შანსს.
მოერიდეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, რადგან ისინი მკვეთრად ამცირებს როგორც ბავშვის ჩასახვის შანსს, ისე ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას;
შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს: ცნობილია, რომ სტრესები უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩასახვაზე, ასევე ნაყოფზე. ეცადეთ, არ უყუროთ მძიმე სატელევიზიო გადაცემებს და საინფორმაციო პროგრამებს, არ წახვიდეთ იქ, სადაც წინასწარ ელოდებით მძიმე განცდებს, თავი აარიდეთ კონფლიქტებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იფიქრეთ იმაზე, რომ წინ გაქვთ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პერიოდი, რაც თქვენგან მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს.

ფეხმძიმობის დადგომამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად და მოსაწესრიგებლად:
  • დაადგინეთ, ხომ არ გაქვთ სქესობრივად გადამდები დაავადებები. თუ აღმოგაჩნდათ, აუცილებლად იმკურნალეთ დაფეხმძიმე-ბამდე თქვენც და თქვენმა მეუღლემაც;
  • მოიწესრიგეთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები;
  • თუ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად: ასთმა, დიაბეტი, ეპილეფსია და სხვა), მაქსიმალურად უნდა მოიწესრიგოთ და აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმთან ერთად;
  • გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა მოხდილი წითურა, და თუ არა _ აუცილებლად გაიკეთეთ აცრა დაფეხმძიმებამდე 8 თვით ადრე. გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის დროს (განსაკუთრებით პირველ ნახევარში) განვითარებული წითურა საშიშროებას უქმნის ნაყოფის სიცოცხლეს;
ორსულობის პირველი ნიშნები
  • გამოტოვებული მენსტრუაცია;
  • სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ზომაში მომატება, დვრილების გამუქება;
  • გულისრევა, განსაკუთრებით დილას, ამას “ორსულთა დილის გულისრევასაც" უწოდებენ;
  • ადვილად დაღლა;
  • გახშირებული შარდვა;
  • ყაბზობა;
  • პირში ლითონის სუსტი გემო;
  • ყნოსვის გამძაფრება;
  • ზოგიერთი საკვების და სასმელის შეძულება;
  • საშოდან გამონადენის რაოდენობის მატება.
ორსულობის დადასტურება
​როგორც კი ეჭვს მიიტანთ ორსულობაზე, მიმართეთ ექიმს: მეან-გინეკოლოგს, ოჯახის, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს;
ადრეულ ეტაპზე ორსულობის დადასტურება ხდება სპეციალური ტესტებით, რომლების საშუალებითაც შესაძლებელია შარდში ან სისხლში ორსულობისათვის სპეციფიური ჰორმონის - ქორიოგონინის აღმოჩენა.
ეს ტესტები დადებით პასუხს იძლევა ჩასახვიდან უკვე 10 დღის შემდეგ, 2-3 კვირის განმავლობაში. მეტი სარწმუნოებისათვის, საჭიროა ტესტის რამდენიმე დღეში გადამოწმება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტესტების შედეგი, ხანდახან, შეიძლება მცდარიც იყოს.
ფეხმძიმობის დადასტურება ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპიით) ხდება უფრო მოგვიანებით - გამოტოვებული მენსტრუაციის პერიოდიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ორსულობის ხანგრძლივობა
  • ​ორსულობა გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 280 დღის (40 კვირის) განმავლობაში;
  • მშობიარობის სავარაუდო ვადა უნდა დაადგინოს თქვენმა ექიმმა;
  • ნორმალური მშობიარობის ვადებია: ორსულობის 38-42 კვირა;
  • თუ მშობიარობა 37 კვირაზე ადრე იწყება, ამას ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ;
  • თუ მშობიარობა 42 კვირაზე მეტად გვიანდება, მას ვადაგადაცილებული მშობიარობა ეწოდება;
ორსულის კვება
​გახსოვდეთ, რომ იკვებებით ორი ადამიანის მაგივრად. ესე იგი მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაოდენობრივად ორჯერ მეტი საკვები უნდა მიიღოთ. ეს პრინციპი უფრო საკვების ხარისხს და მრავალფეროვნებას ეხება: დედაც და ბავშვიც საკმაო რაოდენობით უნდა იღებდნენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და ვიტამინს.
კვების რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ:
  • არ გადაიტვირთოთ ზედმეტი საკვებით, რაც შეგიქმნით დისკომფორტს;
  • უზრუნველყოთ ნაწლავების ნორმალური მოქმედება.

ამისათვის აუცილებელია: კვება მცირე ულუფებით, 4-5-ჯერ დღეში, რეგულარულად. გახსოვდეთ, რომ კვებებს შორის აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ მინიმალური ინტერვალი 4-5 საათი;
მოერიდეთ: დიდი რაოდენობით საკვების ერთბაშად მიღებას და გვინ საღამოს ან/და ღამე კვებას

ორსულისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტებია:
  • მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
  • ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოიო, ლობიო, ბარდა;
  • ხორცი, თევზი, კვერცხი;
  • ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.

მოერიდეთ:
  • კოფეინის შემცველ სასმელს - ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი-კოლა და კოკა-კოლა; თუ ძალიან მოგინდათ, დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმუმ 2 ჭიქა;
  • ალკოჰოლს - დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის (ის შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს) და, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მას;
  • თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;
  • ჭარბ შაქარს და ტკბილ პროდუქტებს: კამფეტებს, შოკოლადს, ნამცხვრებს;
  • საკვებში ჭარბი მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს, მაგალითად: მარინადები, მწნილები, საწებლები;
  • ცხოველური ცხიმის ჭარბად მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;
  • კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტს: შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს და შესაძლოა გახდეს ისეთი საშიში ინფექციის წყარო, როგორიცაა ბოტულიზმი;
  • არაპასტერიზებულ და აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს;
  • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს და თევზს;
  • თოხლო და უმ კვერცხს;
  • ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს;
ორსულის წონა
​ორსულობისას წონის მატება ინდივიდუალურია და უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქალის წონაზე დაფეხმძიმებამდე.
​ითვლება, რომ საწყისი საშუალო წონის და სიმაღლის ორსულს მთელი ორსულობის განმავლობაში შეუძლია მოიმატოს 11-დან 16 კილოგრამამდე. ნორმაზე ნაკლები წონის ქალებს მეტის მომატებაც შეუძლიათ, ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვს, მატება გარკვეულწილად ეზღუდება;
წონის მატების დინამიკა თვეების მიხედვით, დაახლოებით, ასე უნდა ნაწილდებოდეს: პირველი სამი კალენდარული თვის განმავლობაში სულ - 2-3 კილოგრამამდე და ყოველ შემდეგ თვეს - საშუალოდ 1-2 კილოგრამი;
ორსულთათვის საზიანოა მკაცრი, ძირითად საკვებ ნივთიერებებს მოკლებული დიეტა, მით უმეტეს, თუ მას წონის დაკლების მიზნით იცავთ. წონის დაკლებაზე შეგიძლიათ ბავშვის გაჩენის და ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ იზრუნოთ.
სქესობრივი ურთიერთობა
ორსულობის პერიოდში სქესობრივი ურთიერთობის მიზანშეწონილება, ვადები და სიხშირე აუცილებლად ექიმის რჩევით უნდა განისაზღვროს. ზოგადად ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სექსი შეიძლება, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ის მაინც შეიცავს რისკს:
სქესობრივი ურთიერთობა არაა მიზანშეწონილი ორსულობის პირველი სამი, ბოლო ორი თვის განმავლობაში და მენსტრუაციის მოსალოდნელ დღეებში;
ურთიერთობისას აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ქალისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო პოზა (დაუშვებელია მუცელზე ზეწოლა);
თავი შეიკავეთ სქესობრივი ურთიერთობისაგან და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეს იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილს და, მით უმეტეს, სისხლიან გამონადენს საშოდან.
ნორმალური ბავშვი
ბავშვების დიდი უმრავლესობა ნორმალური იბადება. თუმცა ზოგ წყვილს მემკვიდრული და თანდაყოლილი დაავადებების აშკარა რისკი აქვს. ამის შესაფასებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გენეტიკოსს, გინეკოლოგს, მეანს) თუ:
  • უკვე გყავთ შვილი რომელიმე გენეტიკური დარღვევით;
  • თქვენ, თქვენს მეუღლეს, პარტნიორს ან ახლო ნათესავს გაქვთ რაიმე გენეტიკური დაავადება;
  • მეუღლე ან პარტნიორი თქვენი ახლო ნათესავია;
  • ხართ 30 წელზე მეტი ასაკის.
გახსოვდეთ, რომ გარკვეული გამოკვლევების საშუალებით შესაძლებელია თანდაყოლილი ანომალიის გამოვლენა ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ზოგიერთის თავიდან აცილებაც კი.
ძუძუსთავების მოვლა
ორსულობისას სარძევე ჯირკვლები იმატებს ზომაში, მკვრივდება, შეხებით მგრძნობიარეა და ხანდახან მტკივნეულიც კი. ძუძუს მოვლა და მისი ლაქტაციისათვის (რძის წარმოქმნისათვის) მომზადება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამცირებს ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვლის ანთების (მასტიტის) ალბათობას და უადვილებს ბავშვს კვების პროცესს.
მესამე თვიდან მიზანშეწონილია ოდნავ მეტი ზომის, კომფორტული ბიუსტჰალტერის ხმარება, რათა თავიდან აიცილოთ სარძევე ჯირკვალზე ზეწოლა და ტრავმირება. როგორც ფეხმძიმობის, ისე ლაქტაციის პერიოდში სასურველია ატაროთ სპეციალური ბიუსტჰალტერები.
ბავშვის კვებისათვის ჯეროვნად უნდა მოვამზადოთ ძუძუსთავებიც: დაბანისას მოერიდეთ ძუძუსთავების საპნით უხეშად დამუშავებას, რადგან ეს აშრობს მათ ზედაპირს. იხმარეთ რბილი, ფიზიოლოგიური მჟავიანობის თხევადი საპნები. დაბანის და ნაზად გამშრალების შემდეგ დაიმუშავეთ სპეციალური ზეთით ან საცხით. ამ მიზნისათვის ზეითუნის ზეთიც გამოიყენება.
თუ გაქვთ ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავები, მათ დამუშავებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს.
მშობიარობისთვის მომზადება
მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ორსულობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:
  • პერიოდული, არც თუ ხშირი, მოჭერის უმტკივნეულო შეგრძნება მუცელში, რაც წააგავს სამშობიარო შეტევებს;
  • მუცლის გარკვეული “შემსუბუქება", რაც გამოწვეულია ბავშვის თავის მენჯში ჩადგომით;
  • მენჯში ზეწოლის შეგრძნება;
  • შარდვის გახშირება;
  • მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ერთ კილოგრამამდე წონის დაკლება;
  • განავლის ჩვეულთან შედარებით გათხიერება;
  • ენერგიის უეცარი მოზღვავება, ქალებს, როგორც წესი, ამ პერიოდში უჩნდებათ სახლის დალაგების, მოწესრიგების, ავეჯის გადაადგილების სურვილი;
  • შფოთვა და/ან ემოციების მოძალება. ამ პერიოდში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი და გაიადვილოთ დროული მშობიარობა:
  • მოერიდეთ დიდ მანძილზე მგზავრობას (მით უმეტეს მანქანით);
  • დიდხანს ნუ დაჰყოფთ ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომად არ არის სამედიცინო სამეანო დაწესებულება;
  •  ​მაქსიმალურად მოიწესრიგეთ ნაწლავების მოქმედება; იკვებეთ მსუბუქად, მცირე პორციებით და ხშირად; მკვეთრად შეამცირეთ საკვებში სუფრის მარილი;
  • ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • ერიდეთ დიდხანს ჯდომად და დგომას; ხშირად წამოწექით დასასვენებლად;

​დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
  • წელის გახანგრძლივებული ტკივილი;
  • სახის, ქუთუთოების, კიდურების შეშუპება;
  • ნებისმიერი გამონადენი საშოდან;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • არტერიული წნევის აწევა.
მშობიარობის დაწყება
დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და/ან წამოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში", თუ:
  • სამშობიარო ტკივილის, სიძლიერემ და სიხშირემ იმატა და გახდა რეგულარული: 10-15 წუთში ერთხელ;
  • თუ მოხდა სამშობიარო წყლების დაღვრა: ანუ დაგეწყოთ საშოდან უფერო, წყლისმაგვარი სითხის დენა;
  • შენიშნეთ მოვარდისფრო ან სისხლიანი გამონადენი საშოდან;
  • დაგეწყოთ წელის ან მუცლის ძლიერი, გახანგრძლივებული ტკივილი.
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments

10/2/2020

წამახალისებელი გათამაშების შედეგები (იანვარში აღრიცხვაზე დამდგარი ორსულები)

Comments

Read Now
 
Picture
10 თებერვალს ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში იანვარში აღრიცხვაზე დამდგარი ორსულებისთვის წამახალისებელი გათამაშება ჩატარდა;

გაგაცნობთ გამარჯვებულებს:


უფასო მშობიარობა ვიპ პალატაში:
  • ნინო ავლახაშვილი
 
უფასო მშობიარობა ორადგილიან პალატაში
  • თამარ პაპიაშვილი
  • ნინო უდესიანი 
გაზიარება

Share

Comments

5/10/2019

ორსულის სწორი კვების პროექტი იმედის კლინიკაში

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
​,,იმედის კლინიკამ" შეიმუშავა და დანერგა ორსულის სწორი კვების ინოვაციური პროექტი; შესაბამისად, ჩამოყალიბდა ორსულთა სწორი კვების კაბინეტი;

ორსულმა აღნიშნულ კაბინეტს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს; თუმცა, სასურველია ორსულმა კაბინეტს პირველივე ტრიმესტრში მიმართოს;

ორსულებს, მათი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით (ასევე, ენდოკრინული პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში) დაუდგინდებათ სწორი კვების რეჟიმი და პრინციპები; საჭიროების შემთხვევაში მოხდება ენდოკრინული დარღვევების ან პათოლოგიების კონტროლი და მკურნალობა;

აღსანიშნავია, რომ ,,იმედის კლინიკის" ორსულთა სწორი კვების პროექტის უმთავრესი მიზანია მიღწეულ იქნას ორსულისა და ნაყოფის სიჯანსაღე, რაც უსაფრთხო დედობის გარანტი იქნება
ორსულობის პერიოდში სწორი კვების მნიშვნელობას და ,,იმედის კლინიკის" ორსულთა სწორი კვების პროექტის  აქტუალობას განმარტავენ:
  • დავით კობეშავიძე - ,,იმედის კლინიკის" დირექტორი
  • იზა ბაჯელიძე - მეან-გინეკოლოგი
  • სოფიკო სახვაძე - ორსულის სწორი კვების კაბინეტის ხელმძღვანელი
ორსულებს განსაკუთრებული კვება ესაჭირეობათ.

ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, თუ მომავალ დედებს ტოქსიკოზი აწუხებთ ორსულები საკვების მიმართ ძალიან პრეტენზიულები არიან და ზოგადად ცუდად იკვებებიან, მაგრამ როცა ეს პერიოდი გადის და ქალბატონებს მადა ემატებათ ჩნდება მეორე პრობლემა: რა შეიძლება მიირთვან და როგორ ებრძოლონ ზედმეტ წონას. 


ზოგად რეკომენდაციების გათვალისწინებით არის პროდუქტები, რომლის მიღებაც ოსრულებისთვის არ შეიძლება, ესენია: ალკოჰოლური სასმელები, ყავა, ცხარე საჭმელი, შებოლილი, ცხიმიანი და ძლიერ შემწვარი საკვები.

ალერგიულმა ქალბატონებმა უმჯობესია უარი თქვან შოკოლადზე, ციტრუსებზე, მარწყვზე, ეგზოტიკურ ხილზე, სხვადასხვა ზღვის პროდუქტსა და თხილზე. 


ვიდრე გადავიდოდეთ სხვადასხვა პროდუქციისა და საკვების განხილვაზე გავეცნოთ რაციონის შედგენის რამდენიმე წესს.
უმჯობესი იქნება, თუ თქვენი დღიური რაციონის 2/3 ნაწილს შეადგენს მცენარეული წარმოშობის პროდუქტი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი. ფეხმძიმე ქალბატონებმა ასევე არ უნდა დაივიწყოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც. ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილა, რომელსაც შეიცავს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. 


ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები-შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად, მოამზადოთ ორთქლზე, გააკეთოთ სხვადასხვა სალათები.  
​

ნაყოფისთვის ბევრ სასარგებლო ვიტამინსა თუ მინერალს შეიცავს პარკოსანი მცენარეები, როგორებიცაა: ლობიო, ბარდა, მუხუდო. ეს ბოსტნეული შეიცავს უამრავ ცილასა და საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დაეხმარებიან თქვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ხელს შეუშლიან შეკრულობისა და ბუასილის წარმოქმნას. ასევე პარკოსანი მცენარეები შეიცავენ რკინას, კალციუმსა და თუთიას.

ტკბილი კარტოფილი და სხვა სტაფილოსფერი ბოსტნეული შეიცავს A ვიტამინს. ჩვენი ორგანიზმი მცენარეულ A ვიტამინს იღებს იმდენს რამდენიც მას ესაჭიროება. ხოლო ცხოველური წარმოშობის A ვიტამინს, რომელსაც შეიცავს რძე, ღვიძლი, კვერცხი, ორგანიზმი მიღებისთანავე ითვისებს და მისი ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში არც თუ ისე სასურველია. 

ბატიბუტიც სასარგებლოა ორსულებისთვის. ის მდიდარია E ვიტამინით, სელენითა და ფიტონუტრიეტებით. 

თუ თქვენ არ გიყვართ თევზი და კვერცხი, რომელიც შეიცავს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს მაშინ მიირთვით კაკალი. ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. 

ორსულობისას კარგი იქნება თუ მიირთმევთ კომბოსტოს, სალათის ფოთლებს , ისპანახს და სხვა. ისინი მდიდარია А, С და  К ვიტამინებით, ამასთან დამტკიცებულია, რომ ეს მცენრეები დადებითად მოქმედებენ  მხედველობაზე. 

მიირთვით მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი და თეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული. რაც უფრო მეტს მიირთმევთ მათ მით უფრო დიდია შანსი, რომ თქვენს პატარას მომავალში ხილი და ბოსტნეული ეყვარება, რადგან მათ გემოს მუცლადყოფნის პერიოდშივე იქნება მიჩვეული. 

შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეულისგან დამზადებული ფაფა, ასვე მიუსლი. ბურღული შეიცავს რკინას, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და ცელულოზას. ფაფა სასარგებლოა და ის ასევე აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

რძე და რძის პროდუქტი უხვად შეიცავს კალციუმს, რაც ბავშვის ძვლების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს. ასევე ორსულობის პერიოდში დედას უსუსტდება კბილები და ძვლები, ამიტომ რძის პროდუქტების მირთმევა არამარტო ბავშვისთის, არამედ თქვენთვისაც სასარგებლოა. 

ხორცი ეს არის ცხოველური ცილის ძირითადი წყარო. უმჯობესია თუ არ შეიძენთ გაყინულ ხორცს და თავს შეიკავებთ ძეხვეულობისა და სოსისების მირთმევისგან. საუკეთესოა საქონლისა უცხიმო მჭლე ხორცი, რადგან ის ასევე შეიცავს რკინას და ჰემოგლობინის მომატებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ჰოთდოგებისგან და სხვა მსგავსი ხორცის ნაწარმისგან. მას თერმული დამუშავება შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გავლილი და შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებსა და პარაზიტების კვერცხებს, რომლებიც ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნება. 

თევზი შეიცავს ვიტამინ D -ს და ფოსფორს, რაც ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას და მუშაობას. უმჯობესია თუ საკვებად გამოიყენებთ თევზის არაცხიმიან სახეობებს. ამ შემთხვევაში საუკეთესოა ორაგული, ის მდიდარია ცილითა და ცხიმოვანი მჟავით ომეგა 3-ით. ორაგულში ძალიან ცოტაა ნივთიერება ვერცხლისმეთილი, რომელიც ვნებს ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას. ექიმები გვირჩევენ კვირაში 340 გრ-ზე მეტი თევზის მიღებისგან თავი შევიკაოთ. 

კვერცხი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ამასთან ერთი ცალი კვერცხი შეიცავს მხოლოდ 90 კალორიას. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინსა და მინერალს, ასევე ცილას, რომელიც აუცილებელია ორსულებისთვის. მართალია კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ქოლესტერინი და მისი შემცველობა არც თუ ისე დიდია 1,5 გრ ერთ კვერცხზე. ქალბატონებს რომელთაც ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში ნორმალური აქვთ დღეში შეუძლიათ მიირთვან 1-2 კვერცხი. 

ორსულობის  პირველი ტრიმესტრში ორსულებისთვის კარგია ისეთი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ნერვიული სისტემის ჩამოყალიბებაში. ასევე ასეთი პროდუქტი შეიცავს В6 ვიტამინს რომელიც ამსუბუქებს გულისრევის შეგრძნებას. პირველ ტრიმესტრში ასევე ჭარბად მიირთვით რკინის შემცველი პროდუქტები. 

ორსულობის მეორე ტრიმესტრში მეტი რაოდენობით მოიხმარეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს. ასევე მიირთვით ცხიმ-მჟავა ომეგა3 -ის შემცველი საკვები. 

ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიირთვით საკვები, რომელიც ენერგიას მოგანიჭებთ და ამასთან არ დაგამძიმებთ. ასევე მიიღეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს К ვიტამინს, ეს სისხლის შედედებას უწყობს ხელს. ​
გაზიარება

Share

Comments

27/9/2019

წამახალისებელი გათამაშება ორსულებისთვის

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
  • უფასო მშობიარობა VIP პალატაში - 1 გამარჯვებული
  • ​უფასო მშობიარობა 2 ადგილიან პალატაში - 2 გამარჯვებული

წამახალისებელი გათამაშება ტარდება ყოველი თვის პირველ ორშაბათს, 14:00 საათზე;
გათამაშების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება ხდება ,,იმედის კლინიკის" Facebook გვერდზე >>>

გათამაშება ტარდება LIVE-ს სახით და მასში მონაწილეობას ღებულობს წინა თვეში ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დამდგარი უკლებლივ ყველა ორსული;
რას ნიშნავს უფასო მშობიარობა
წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვების შემთხვევაში სრულად გათავისუფლდებით მშობიარობის ღირებულების იმ ნაწილისგან, რომელსაც თავად თქვენ იხდით (საყოველთაო ან სხვა სახის დაზღვევის პარალელურად); ნახეთ ფასები >>>
აღნიშნული არ ეხება ე.წ. ,,აყვანილი ექიმის" და მშობიარობის გაუტკივარების ღირებულებას, რომელსაც გადაიხდით დადგენილი ტარიფის მიხედვით.
როგორ ხდება გათამაშება და გამარჯვებულის გამოვლენა
წამახალისებელი გათამაშება ტარდება სპეციალური პროგრამის გამოყენებით, რომელშიც წინასწარ იტვირთება გათამაშებაში მონაწილე ყველა ორსულის სახელი და გვარი. პროგრამა შემთხვევითი წესით ამოარჩევს გათამაშების გამარჯვებულს. 
გათამაშებაში მონაწილეებისთვის მოცემული პროგრამის საშუალებით გამარჯვების ალბათობა თანაბარია.
უახლესი გათამაშებების გრაფიკი
  • ​2 მარტი - თებერვალში აღრიცხვაზე დამდგარი ორსულებისთვის​
გათამაშებაში მონაწილეთა სია
გათამაშებაში მონაწილე ორსულების სია გამოქვეყნდება გათამაშებამდე ორი- სამი დღით ადრე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სახელსა და გვარს სიაში ვერ აღმოაჩენთ შეავსეთ ველები და გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

გათამაშებაში მონაწილეობენ​
არ ვარ გამოქვეყნებულ სიაში
გამოგზავბა
გაზიარება

Share

Comments

18/9/2019

ორსულობის მიმდინარეობა ტრიმესტრების მიხედვით

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ტრიმესტრი
თვე
კვირა
პირველი
I - III
1 - 13
მეორე
IV - VI 
14 - 26
მესამე
VII - IX
27 - 40
განმარტავს გიგა გურასპაშვილი - ,,იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი, მელოგინეთა განყოფილების გამგე
პირველი ტრიმესტრი
მეორე ტრიმესტრი
მესამე ტრიმესტრი
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments

2/6/2019

სანამ აღრიცხვაზე დადგებით - პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
  • ​​მოძებნეთ თქვენთვის სასურველი შეკითხვა და მიიღეთ პასუხი
  • თუ შეკითხვების ჩამონათვალში ვერ იპოვეთ თქვენთვის საინტერესო საკითხი, მიმართეთ ,,იმედის კლინიკის" საინფორმაციო ცენტრს
  • მოქმედებს თუ არა თქვენთან სახელმწიფო დაზღვევა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) და თუ მოქმედებს, როგორ მოვიქცე, რომ ამ პროგრამით ვისარგებლო?
     

    ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (იხილეთ მომსახურების ტარიფები და გადახდის წესი ამ პროგრამის ფარგლებში), თუ თქვენ სარგებლობთ საყოველთაო დაზღვევით. თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე სახის საბუთის წარმოდგენა, თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა
​
  • ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში?
 
სასურველია მე-8 კვირიდან
​
  • რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში?
     

    საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმიფო ვაუჩერი?
     
    ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ასაღებად დაგჭირდებათ ექოსკოპიური კვლევა (5 დღის ვადაში ჩატარებული) და ექიმის კონსულტაცია. სახელმწიფო ვაუჩერის დარეგისტრირება ხდება კლინიკაში ელექტრონულად და კლინიკაშივე ხდება მისი გაცემა.  გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 13 კვირის ორსულობის ვადამდე
​
  • აუცილებელია ორსულობის ვადის დასადასტურებლად ექოსკოპიის დასკვნა თქვენთან ავიღო?
     
    არა, აუცილებელი არ არის. თუ ექოსკოპიურ გამოკვ