განაყოფიერებიდან 5-7 დღის შემდეგ კვერცხუჯრედი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს ზრდას საშვილოსნოს ღრუში და ყოველდღიურად ორჯერ იმატებს ზომაში.
ჩამოყალიბებას იწყებს პლაცენტა და ჭიპლარი, რომელიც ჩანასახს აწვდის საკვებს და ჟანგბადს. ნაყოფი მოთავსებულია სითხით სავსე ამნიონის გარსში, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია აქვს, ჩამოყალიბებას იწყებს ზურგის ტვინი და ნერვები. დაახლოებით 4-5 კვირაზე ჩანასახი სამი შრისგან შედგება, გარე შრიდან წარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი. შუა შრე დასაბამს აძლევს ძვლებს, კუნთებს, სისხლძარღვებს, გულს და სასქესო ორგანოებს. შიგნითა შრიდან კი ყალიბდება კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა. ჩასახვიდან 25-ე დღეზე იწყება გულისცემა სასქესო ჰორმონის პროგესტერონის მომატებული გამომუშავების შედეგად წყდება მენსტრუაცია. პროგესტერონის ზემოქმედებით საშვილოსნო იწყებს გადიდებას და დარბილებას. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი სქელდება, ეს ხელს უწყობს განაყოფიერებული ვერცხუჯრედის მიმაგრებას (იმპლანტაცია) საშვილოსნოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ორსულმა შეიძლება იგრძნოს მენსტრუაციის წინა პერიოდის მსგავსი მუცლის ტკივილი. საშვილოსნოს გადიდება იწვევს შარდვის გახშირებას, ორსულობის ჰორმონების ზემოქმედებით ორსული გრძნობს სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობას და ტკივილს. ორსულს შეიძლება ახასიათებდეს:
ორსულობის ეს სიმპტომები სხვადასხვა ქალში სხვადასხვაგვარია. ასევე, ამ პერიოდში შესაძლებელია გამძაფრებული ემოციები: ცუდი წინათგრძნობის შეგრძნება, შიში ან სიხარული და აღფრთოვანება
მეორე თვე განსაკუთრებით კრიტიკულია ნაყოფის განვითარების პროცესში. წამლებით, ვირუსებით ან გარემო პირობებით განპირობებულმა ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს.
მეორე თვის დასასრულისთვის ბავშვის სხეულის ძირითად ორგანოებს და სისტემებს, ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და კუჭის ჩათვლით დაწყებული აქვს განვითარება. ჩნდება ძვლის პირველი უჯრედები ყალიბდება ქუთუთოები, შიდა ყური, ვითარდება ნერვული ბოჭკოები, თითები და სასქესო ორგანოები ორსულობის მეორე თვეს ჩანასახი უკვე ჰგავს პატარა ბავშვს 2 თვის ასაკში ორსულების დაახლოებით ნახევარს დილის გულისრევა ახასიათებს ორსულს შეიძლება ახასიათებდეს:
ორსულობის ეს სიმპტომები სხვადასხვა ქალში სხვადასხვაგვარია. ასევე, ამ პერიოდში შესაძლებელია გამძაფრებული ემოციები: ცუდი წინათგრძნობის შეგრძნება, შიში ან სიხარული და აღფრთოვანება ნივთიერებათა ცვლის დონე იმატებს, ამიტომ ორსულის ენერგიის საჭიროებაც (კალორიებში) მატულობს, მნიშვნელოვანია ქალის სრულფასოვანი კვება. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება. საკვების მიღება და სათანადო დასვენება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორსულის ორგანიზმს ჰქონდეს აუცილებელი ენერგია
მესამე თვის ბოლოს სრულდება ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება. ნაყოფმა შეიძლება დაიწყოს ხელების, ფეხების და თავის მოძრაობა, პირის გაღება და დახურვა – ამ მოძრაობებს ორსული ვერ გრძნობს;
ხელის და ფეხის თითები გამოკვეთილია, მათ ნაზი ფრჩხილებიც აქვთ, ნაყოფის თავი საკმაოდ დიდია ტანთან შედარებით, შეიძლება გაჩნდეს თმაც, ჩამოყალიბებულია კბილების ჩანასახები. ნაყოფის გული 4 საკნისგან შედგება და ცემს წუთში 120-160-ჯერ, თირკმლები განვითარებულია და იწყებს შარდის გამოყოფას, ჭიპლარი სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ორსული იმატებს წონაში, ხდება მუცლის გარშემოწერილობის ზრდა (მიზეზი – საშვილოსნოს ზრდა), ორსულის ორგანიზმი ეჩვევა მასში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს, მოსალოდნელია ემოციური ცვლილებები: ბედნიერების, შიშის, სიხარულის, ცუდი გრძნობის და არასტაბილურობის შეგრძნებები. ორსულობის შეწყვეტის რისკი საგრძნობლად მცირდება; მესამე თვის ბოლოსთვის დაღლილობის შეგრძნება ნაკლებია.
ამ თვის განმავლობაში ვითარდება ბავშვის ყური, ამიტომ მუცლადმყოფმა ნაყოფმა შეიძლება გაიგოს ხმაც, თუმცა სმენა მეშვიდე თვემდე არ იქნება სრულყოფილი. განვითარებას აგრძელებს ფილტვებიც და ბავშვმა შეიძლება ,,ჩაისუნთქოს” სანაყოფე წყლები.
თანდათან ვითარდება ნაყოფის მიმიკური კუნთები. მას შეუძლია მოღუშვა, თვალების და-ელმება და სახის მიმიკის შეცვლა. მისი თვალის ბადურა სინათლისადმი მგრძნობიარე ხდება, თუმცა ის ჯერ ვერ ხედავს. წარბებსა და თავზე იწყებს ამოსვლას თმა. ნაყოფის გულისცემის მოსმენა შეიძლება ჩვეულებრივი ფონენდოსკოპით. თქვენ შეიძლება გქონდეთ თრთოლვის მსგავსი მსუბუქი შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში (რასაც ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება ჰქვია). პირველმა ორსულებმა ნაყოფის მოძრაობა შეიძლება შედარებით გვიან შეიგრძნონ, განმეორებითი ორსულებისათვის ეს საკმაოდ ნაცნობი შეგრძნებაა და უფრო ადრე აფიქსირებენ მას. ნაყოფის პირველი მოძრაობის ჩანიშვნა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სამედიცინო პერსონალისათვის. ეს ის თვეა, როცა ქალი იწყებს ,,ორსულობის შეგრძნებას”. ამ დროიდან შეიძლება უფრო გაგიჭირდეთ სუნთქვა, ვიდრე ორსულობამდე. ორსულობის პირველ პერიოდში არსებულ ზოგიერთ სიმპტომს ახალი შეგრძნებები ჩაენაცვლება. მცირდება გულისრევის შეგრძნება, ქრება ღებინება, მკერდის დაჭიმულობა, თავს იჩენს მადის მატება და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ემოციები კვლავ მერყეობს სიხარულს, ცუდ განწყობასა და აგზნებადობას შორის. ზოგიერთი დედა ნაყოფის მოძრაობას გრძნობს მეოთხე თვეზე, თუმცა სავსებით ნორმალურია, რომ მან ეს მოძრაობა მეხუთე თვემდე ვერ იგრძნობს. ეს არის მუცელში თრთოლვის მსგავსი შეგრძნება. ყველა ქალის ორსულობა სხვადასხვაგვარად მიმდინაორებს და თქვენ შეიძლება გქონდეთ ამ სიმპტომთაგან ყველა, ზოგიერთი ან არც ერთი.
ყველაზე ინტენსიურად ბავშვი ამ პერიოდში იზრდება. ხდება მისი შინაგანი ორგანოების სრულყოფა, გროვდება კანქვეშა ცხიმი, იზრდება და ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება კუნთები. სხეულზე ზრდას იწყებს თმა, მათ შორის წარბები და წამწამები. ბავშვის თითებზე ფრჩხილები ჩამოზრდილია თითების ბოლომდე.
უკვე არსებობს წოვის რეფლექსი და ნაყოფმა შეიძლება ცერა თითიც კი ჩაიდოს პირში მოსაწოვად. ნაყოფი იძინებს და იღვიძებს რეგულარული შუალედებით. ის ახლა ბევრად უფრო აქტიურია და იწყებს ბრუნვას ერთიდან მეორე გვერდზე. მეხუთე თვეში ორსულ ქალს შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი ფიზიკური სიმპტომები: მოთეთრო ფერის ვაგინალური ჩამონაშალის (თეთრად შლა) მომატება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (საშვილოსნოს საყრდენი იოგების გაჭიმვის გამო), ყაბზობა, გულძმარვა, საჭმლის მონელების მოშლა, მეტეორიზმი ან შებერილობა, იშვიათად თავის ტკივილი, სისუსტე, ფეხის გაკავება, შეშუპება, ბუასილი, გახშირებული გულისცემა, ტკივილი ზურგის არეში და მუცლისა და სახის კანის პიგმენტაციის ცვლილებები. დაჭიმულობის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის მეხუთე თვეში. ქალმა უნდა იგრძნოს ნაყოფის მოძრაობები ამ თვის ბოლოსათვის; თუმცა ჯერ ადრეა, მაგრამ ზოგიერთ ქალში სარძევე ჯირკვლებიდან შეიძლება გამოჟონოს სითხემ. ისიც ნორმალურია, რომ სარძევე ჯირკვლიდან იყოს ან არი იყოს გამონადენი. ამას არავითარი გავლენა არ ექნევბა ქალუს ძუძუთი კვების უნარზე.
ეს თვეც ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდია. მისი კანი დანაოჭებული და წითელია და დაფარულია ღინღლით (წვრილი, რბილი თმით).
ფეხის თითებზე ზრდას იწყებს ფრჩილები. სწრაფად ვითარდება ნაყოფის ტვინი. წარმოიქმნება ცხიმის სპეციალური სახეობა (ყავისფერი ცხიმი), რომელიც დაბადებისას ნაყოფს უნარჩუნებს სითბოს. თუ ნაყოფი გოგონაა, ამ თვეში მის საკვერცხეებში განვითარდება კვერცხუჯრედები. თანდათან მყარდება ძვლები და წარმოიქმნება პირველი განავალი – მეკონიუმი. ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია. და ჰგავს მინიატურულ ადამიანს. თუმცა იგი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ამის გამო, რომ ფილტვები არ არის კარგად განვითარებული, საშვილოსნოს გარეთ ცხოვრება ამ ეტაპზე არ შეუძლია. მეორე ტრიმესტრის პერიოდში თქვენ იგრძნობთ ნაყოფის უფრო მეტ მოძრაობას, რადგანაც ბავშვი უფრო იზრდება, ძლიერდება, ძვლები მყარდება და ნაყოფი უფრო აქტიური ხდება. მისი წონაში მატება საკმაოდ ინტენსიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ დედა აგრძელებს წონაში მატებას. მოსალოდნელია აგრეთვე: მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან, გულძმარვა, ზოგჯერ ფეხის გაკავება, მკერდის კიდევ უფრო ზრდა, კანზე ლაქების გაჩენა. ისევ რჩება შეკრულობა, შებერილობა ჭარბი აირების დაგროვების გამო. მუცლის სიდიდის ზრდა უფრო ინტენსიურია, გადიდებული საშვილოსნო აწვება დიაფრაგმას და იწვევს დისკომფორტს: სუნთქვის გაძნელებას, უსიამოვნო შეგრძნებას გულის არეში. ემოციური თვალსაზრისით გულმავიწყობა, მოწყენილობა და მოუსვენრობა ზოგადად დამახასიათებელია ორსულობის ამ პერიოდისათვის.
ნაყოფი აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. მას ახლა შეუძლია გაახილოს და დახუჭოს თვალები და რეაგირების სინათლის ცვლილებაზე. განათების განსხვავება კი ეხმარება მას დღისა და ღამის ციკლის გარჩევაში.
მას ესმის კიდეც, თუმცა ბგერების უმეტესობა მისთვის დახშულია. ის უკვე ეჩვევა დედისა და მამის ხმასა და დედის საცხოვრებელი გარემოს ბგერებს. მას აგრეთვე აქვს გემოს შეგრძნება, თუმცა სანაყოფე წყლების გემო შეუმჩნეველია. იმ საკვებს, რითაც დედა იკვებება, შეუძლია სანაყოფე წყლების გემოს შეცვლა. ამრიგად, ნაყოფი ეჩვევა იმ სახის საკვებს, რასაც იღებს დედა. ნაყოფის ფილტვები ემზადება სუნთქვისათვის და მოზრაობა ავითარებს მის კუნთებს. ამ თვეში ძალიან ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა. მას აგრეთვე ეძლევა იმის უნარი, რომ არეგულიროს თავისი სხეულის ტემპერატურა. ნაყოფის სახიდან ქრება ღინღლი. კანქვეშა ცხიმის განვითარება კი ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. ეს ცხიმი აძლევს მას ენერგიის მარაგს და თავისი სიცოცხლის პირველი დღეებისათვის. თუ ახლა ნაყოფი დაიბადება მას გადარჩენის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება წინა თვესთან შედარებით. ორსულობის ამ პერიოდში ემოციური და ფიზიკური ცვლილებები თითქმის ისეთივეა, როგორც წინა თვეში. თქვენ შეიძლება გრძნობდეთ საშვილოსნოს შეკუმშვებს. საშვილოსნო მაგრდება ერთი წუთით და შემდეგ კვლავ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, რაც, ჩველებრივ, უმტკივნეულოა. გადიდებული მკერდიდან შეიძლება წვეთავდეს ხსენი. ამ დროისათვის ორსულობა თითქოს მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება. სავსებით ნორმალურია თქვენი სურვილი, რომ ახლავე დასრულდეს ყველაფერი და გახდეთ დედა. ამასთან, გასაგებია თქვენი შფოთვა მომავალი მშობიარობის გამო.
მერვე თვე ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდია, განსაკუთრებით კი ტვინის ზრდის, ამიტომ ამ პერიოდში ქალისათვის ძალზე მნიშვნელოვანია კარგი კვება.
ბავშვის ძვლები იწყებს გამაგრებას, კიდურებს აქვს უფრო სრულყოფილი ფორმა და კანს – ჯანსაღი ფერი. ტვინში ყალიბდება სხვადასხვა უბანი. ნაყოფმა შეიძლება დაასლოკინოს. იტიროს, გაარჩიოს ტკბილი და მჟავე, რეაგირება მოახდინოს ტკივილზე, სინათლესა და ხმაზე. ამ პერიოდისათვის ნაყოფის მოძრაობა იმდენად ინტენსიური და საგრძნობია, რომ ზოგჯერ მუცელზე რელიეფურად შეიმჩნევა წამოწეული კიდურის ნაწილი. ყაბზობითა და ჰაერის უკმარისობით გამოწვეული დისკომფორტი, რასაც განიცდიდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უფრო პრობლემური ხდება. მუცელი კვლავ იზრდება და ჭიპი ამოიბურცება.
მეცხრე თვეში ნაყოფი აგრძელებს წონაში მატებას. სრულყოფილი ხდება მისი ფილტვები.
ნაყოფს ცვივა ღინღლი და შეიძლება ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები, რომელიც დაბაედებისთანავე უნდა მოჭრათ. ნაყოფს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერის თვალები და ეს ფერი საძლოა შეიცვალოს დაბადებიდან ექვსი თვის განმავლობაში. იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ის პლაცენტის გავლით დედის ორგანიზმიდან იღებს ანტისხეულებს, ხოლო დაბადების შემდეგ ის ამ ანტისხეულებს მიიღებს ხსენით და რძით. თქვენი სხეული შეიძლება ცოტა მოუქნელი გახდეს, რადგანაც იგი ემზადება მშობიარობისათვის. შეიძლება გაგიჭირდეთ ღამით დაძინება. მკერდი კვლავ განაგრძობს ზრდას, რადგან ის იწყებს რძით ავსებას. ნაყოფის მენჯის ღრუში ჩამოსვლამ შეიძლება ერთის მხრივ შემსუბუქების შეგრძნება გამოიწვიოს და სუნთქვა გაადვილოს, თუმცა მეორეს მხრივ ზეწოლა და დისკომპორტის შეგრძნება მოიმატებს მენჯის არეში. |
Details
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. Archives
January 2021
Categories |