იმედის კლინიკა
მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაფასებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიასიახლეებიკონტაქტი


31/5/2019

კარდიოტოკოგრაფია - გამოკვლევის არსი და საჭიროება

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - სრულად
ნაყოფის კტგ წარმოადგენს ნაყოფის ულტრაბგერით გამოკვლევას ორსულობის მე-3 ტრიმესტრში და მშობიარობის დროს, რის საფუძველზე მეან-გინეკოლოგი იღებს გარკვეულ მონაცემებს ნაყოფის გულისცემაზე, მის აქტიურობაზე და საშვილოსნოს დაჭიმულობაზე.

კარდიოტოკოგრაფიული გამოკვლევა ორსულებს უტარდებათ დამოუკიდებლად ექოსკოპიური კველევისაგან ან ერთდროულად ხდება ორივე გამოკვლევის ჩატარება.

როდესაც კტგ კეთდება ექოსკოპიისაგან დამოუკიდებლად, მაშინ ნაყოფის კვლევის ჩაწერა აღნიშნული მეთოდით ხდება სპეციალურ ფირზე, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი კვლევის შედეგები.

კარდიოტოკოგრაფიული კვლევის დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ პარამეტრებზე: - საშვილოსნოს მდგომარეობა (ტონუსი), - ნაყოფის გულისცემის სიხშირე და აქტივობა.

ორსულობის და მშობიარობის მართვა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს კარდიოტოკოგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე.

კტგ-ს გაშიფვრა იძლევა პასუხს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს ნაყოფი თავს მუცლადყოფნის პერიოდში. ზოგიერთი მდგომარეობები, მაგალითად - მცირეწყლიანობა ან პირიქით, მრავალწყლიანობა, ნაყოფის არასაკმარისი სისხლმომარაგება.

კტგ-ს ჩატარება ნაყოფთან ნიშნავს იმის გამოკვლევას თუ როგორი შუმგუებლური და კომპენსატორული შესაძლებლობები გააჩნია ნაყოფს, ვინაიდან მშობაირობის დროს ნაყოფი იმყოფება სტრესის ქვეშ, რადგან იკუმშება საშვილოსნო, გამოივლის ვიწრო მენჯის რკალს და ჟანგბადის მიწოდება პერიოდულად უმცირდება.

თუ კტგ ნორმაში ფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მზად არის თავისი პირველი თავგადასავლისათვის, რასაც მშობიარობა ჰქვია. ხოლო თუ კტგ-ზე გამოჩნდება გარკვეული ტიპის დარღვევები ორსული აუცილებლად საჭიროებს გინეკოლოგის კონსულტაციას და ამ დროს წყდება საკითხი მის დამატებით მკურნალობაზე ან მომზადებაზე საკეისრო კვეთისათვის.

ნაყოფის მდგომარეობის შეფასება ხდბა ფიშერისა და კრებსის შკალის 10-ბალიანი  სისტემის მიხედვით:
- 8-10 ქულა შეესაბამება ნორმას,
- 5-7 ქულა - საეჭვოა,
- 4 ქულა მიუთითებს ნაყოფის მნიშვნელოვან დარღვევებზე.

სამწუხაროდ, დღესდღეობით ორსულთა სტრესული ცხოვრებიდან, არაჯანსაღი კვებიდან და დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ძირითადად კტგ-ს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას ვიღებთ.

იდეალური შემთხვევაა, როდესაც კტგ გამოიყენება მშობიარობის დროს, რაც საშუალებას გვაძლევს დინამიკაში ვაწარმოოთ კონტროლი ნაყოფის მდგომარეობაზე და საშვილოსნოს კუმშვადობაზე.

განსაკუთრებულად საყურადღებოა კტგ ნაადრევი და ვადაგადაცილებული მშობიარობების, სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და სტიმულაციის პროცესში, ფუნქციური უკმარისობისა და ნაყოფის ჰიპოქსიის შემთხვევაში.

კტგ-ს გაკეთება, როგორც წესი, ჩვენებას წარმოადგენს იმ ორსულებში, რომელთაც აქვთ დამძიმებული სამეანო ანამნეზი (ნადრევი მშობიარობა ან თვითნებითი აბორტი), ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, სისტემური დაავადებები, ჰესტოზი (ტოქსიკოზი), რეზუს-კონფლიქტები, ორსულობა ტყუპი ნაყოფით, ორსულობის ვადაგადაცილება, ნაყოფის აქტივობის შემცირება, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, მცირეწყლიანობა ან მრავალწყლიანობა, პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, ნაყოფის განვითარების მანკები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა დედას, პლაცენტასა და ნაყოფს შორის (ნაყოფის ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე). ყველა შემდგომი კტგ-ს კვლევა კეთდება წინამორბედი არადამაკმაყოფილებელი კტგ-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
განმარტავს
ნინო ჟუჟნიაშვილი
​ნაყოფის მონიტორინგის კაბინეტის ხელმძღვანელი
ორსულობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
* ორსული და იმედის კლინიკა
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* პირველი ვიზიტი 
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
​
* იმედის კონსულტანტი

* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* ფასები
​
* საინტერესო სერვისები
* გზამკვლევი

* SMS კონსულტანტი
* კონსილიუმი - LIVE გადაცემა
​
* დისტანციური კონსულტაცია
​* ვიზიტზე ჩაწერა
​
* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა

Picture
* ბედნიერების ტერიტორია
​* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* წამახალისებელი გათამაშება
​
*
 რა გაფერხებს?
Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* მომაქციეთ ყურადღება

* პაციენტთა უფლებების დაცვა
* პრეტენზიების ბიურო

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​შპს ,,იმედის კლინიკა"
© 2018 IMEDICLINIC. All rights reserved