ორსულობა ქალის ნორმალური, ფიზიოლოგიური და ამავე დროს, მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა.
ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ბავშვის და მისი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ქალის ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის. ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ყველა ქალმა თავიდან უნდა შეაფასოს თავისი ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი. ცხოვრების ჯანსაღი წესი ზრდის მომავალი ბავშვის სიჯანსაღის ხარისხს.
იცით თუ არა, რომ
მომზადება ორსულობისთვის
შეინარჩუნეთ სხეულის ნორმალური წონა: ნორმალური წონის ქალებს ბავშვის ჩასახვის, ჯანმრთელი ფეხმძიმობის და ნორმალური მშობიარობის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ჭარბი ან ნორმაზე ნაკლები წონა აქვს;
ჯანმრთელი კვება ქმნის ორგანიზმში ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების საჭირო მარაგს; შეწყვიტეთ თამბაქოს წევა: არამწეველებთან შედარებით მწეველებში ჩასახვის ალბათობა მცირეა, ხოლო აბორტების და ნაადრევი მშობიარობისა - მეტი; მოერიდეთ ალკოჰოლს: მისი რეგულარული და ჭარბი მოხმარება ხელს უშლის ჩასახვას და ზრდის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შანსს. მოერიდეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, რადგან ისინი მკვეთრად ამცირებს როგორც ბავშვის ჩასახვის შანსს, ისე ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას; შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს: ცნობილია, რომ სტრესები უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩასახვაზე, ასევე ნაყოფზე. ეცადეთ, არ უყუროთ მძიმე სატელევიზიო გადაცემებს და საინფორმაციო პროგრამებს, არ წახვიდეთ იქ, სადაც წინასწარ ელოდებით მძიმე განცდებს, თავი აარიდეთ კონფლიქტებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იფიქრეთ იმაზე, რომ წინ გაქვთ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პერიოდი, რაც თქვენგან მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. ფეხმძიმობის დადგომამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად და მოსაწესრიგებლად:
ორსულობის პირველი ნიშნები
ორსულობის დადასტურება
როგორც კი ეჭვს მიიტანთ ორსულობაზე, მიმართეთ ექიმს: მეან-გინეკოლოგს, ოჯახის, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს;
ადრეულ ეტაპზე ორსულობის დადასტურება ხდება სპეციალური ტესტებით, რომლების საშუალებითაც შესაძლებელია შარდში ან სისხლში ორსულობისათვის სპეციფიური ჰორმონის - ქორიოგონინის აღმოჩენა. ეს ტესტები დადებით პასუხს იძლევა ჩასახვიდან უკვე 10 დღის შემდეგ, 2-3 კვირის განმავლობაში. მეტი სარწმუნოებისათვის, საჭიროა ტესტის რამდენიმე დღეში გადამოწმება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტესტების შედეგი, ხანდახან, შეიძლება მცდარიც იყოს. ფეხმძიმობის დადასტურება ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპიით) ხდება უფრო მოგვიანებით - გამოტოვებული მენსტრუაციის პერიოდიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ორსულობის ხანგრძლივობა
ორსულის კვება
გახსოვდეთ, რომ იკვებებით ორი ადამიანის მაგივრად. ესე იგი მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაოდენობრივად ორჯერ მეტი საკვები უნდა მიიღოთ. ეს პრინციპი უფრო საკვების ხარისხს და მრავალფეროვნებას ეხება: დედაც და ბავშვიც საკმაო რაოდენობით უნდა იღებდნენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და ვიტამინს.
კვების რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ:
ამისათვის აუცილებელია: კვება მცირე ულუფებით, 4-5-ჯერ დღეში, რეგულარულად. გახსოვდეთ, რომ კვებებს შორის აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ მინიმალური ინტერვალი 4-5 საათი; მოერიდეთ: დიდი რაოდენობით საკვების ერთბაშად მიღებას და გვინ საღამოს ან/და ღამე კვებას ორსულისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტებია:
მოერიდეთ:
ორსულის წონა
ორსულობისას წონის მატება ინდივიდუალურია და უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქალის წონაზე დაფეხმძიმებამდე.
ითვლება, რომ საწყისი საშუალო წონის და სიმაღლის ორსულს მთელი ორსულობის განმავლობაში შეუძლია მოიმატოს 11-დან 16 კილოგრამამდე. ნორმაზე ნაკლები წონის ქალებს მეტის მომატებაც შეუძლიათ, ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვს, მატება გარკვეულწილად ეზღუდება; წონის მატების დინამიკა თვეების მიხედვით, დაახლოებით, ასე უნდა ნაწილდებოდეს: პირველი სამი კალენდარული თვის განმავლობაში სულ - 2-3 კილოგრამამდე და ყოველ შემდეგ თვეს - საშუალოდ 1-2 კილოგრამი; ორსულთათვის საზიანოა მკაცრი, ძირითად საკვებ ნივთიერებებს მოკლებული დიეტა, მით უმეტეს, თუ მას წონის დაკლების მიზნით იცავთ. წონის დაკლებაზე შეგიძლიათ ბავშვის გაჩენის და ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ იზრუნოთ.
სქესობრივი ურთიერთობა
ორსულობის პერიოდში სქესობრივი ურთიერთობის მიზანშეწონილება, ვადები და სიხშირე აუცილებლად ექიმის რჩევით უნდა განისაზღვროს. ზოგადად ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სექსი შეიძლება, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ის მაინც შეიცავს რისკს:
სქესობრივი ურთიერთობა არაა მიზანშეწონილი ორსულობის პირველი სამი, ბოლო ორი თვის განმავლობაში და მენსტრუაციის მოსალოდნელ დღეებში; ურთიერთობისას აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ქალისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო პოზა (დაუშვებელია მუცელზე ზეწოლა); თავი შეიკავეთ სქესობრივი ურთიერთობისაგან და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეს იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილს და, მით უმეტეს, სისხლიან გამონადენს საშოდან.
ნორმალური ბავშვი
ბავშვების დიდი უმრავლესობა ნორმალური იბადება. თუმცა ზოგ წყვილს მემკვიდრული და თანდაყოლილი დაავადებების აშკარა რისკი აქვს. ამის შესაფასებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გენეტიკოსს, გინეკოლოგს, მეანს) თუ:
ძუძუსთავების მოვლა
ორსულობისას სარძევე ჯირკვლები იმატებს ზომაში, მკვრივდება, შეხებით მგრძნობიარეა და ხანდახან მტკივნეულიც კი. ძუძუს მოვლა და მისი ლაქტაციისათვის (რძის წარმოქმნისათვის) მომზადება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამცირებს ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვლის ანთების (მასტიტის) ალბათობას და უადვილებს ბავშვს კვების პროცესს.
მესამე თვიდან მიზანშეწონილია ოდნავ მეტი ზომის, კომფორტული ბიუსტჰალტერის ხმარება, რათა თავიდან აიცილოთ სარძევე ჯირკვალზე ზეწოლა და ტრავმირება. როგორც ფეხმძიმობის, ისე ლაქტაციის პერიოდში სასურველია ატაროთ სპეციალური ბიუსტჰალტერები. ბავშვის კვებისათვის ჯეროვნად უნდა მოვამზადოთ ძუძუსთავებიც: დაბანისას მოერიდეთ ძუძუსთავების საპნით უხეშად დამუშავებას, რადგან ეს აშრობს მათ ზედაპირს. იხმარეთ რბილი, ფიზიოლოგიური მჟავიანობის თხევადი საპნები. დაბანის და ნაზად გამშრალების შემდეგ დაიმუშავეთ სპეციალური ზეთით ან საცხით. ამ მიზნისათვის ზეითუნის ზეთიც გამოიყენება. თუ გაქვთ ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავები, მათ დამუშავებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს.
მშობიარობისთვის მომზადება
მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ორსულობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
მშობიარობის დაწყება
დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და/ან წამოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში", თუ:
|
Details
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. Archives
January 2021
Categories |