იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


13/11/2018

პაციენტთა უფლებების დაცვა ,,იმედის კლინიკაში“

Comments

Read Now
 
Picture
დღიდან ფუნქციონირებისა, ,,იმედის კლინიკის“ დირექტორის დავით კობეშავიძისა და კლინიკის ადმინისტრაციის უმთავრეს პრიორიტეტს პაციენტის ინტერესებზე და უფლებებზე ორიენტირებული სამედიცინო კერის ჩამოყალიბება შეადგენს;

ამ მიმართულებით ,,იმედის კლინიკამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა; ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა ვიზრუნოთ პაციენტებზე, მათ თანმხლებ პირებზე და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების პარალელურად შევუქმნათ მათ სასიამოვნო, კეთილგანწყობილი გარემო;

,,იმედის კლინიკის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხდება არასასიამოვნო ფაქტები, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულების წარმოქმნასთან, არის გადაცდომებიც, ირღვევა ჩვენი პრიორიტეტი, როცა კონკრეტულ პაციენტზე კლინიკის პერსონალი ვერ ახდენს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას და ა.შ. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები იშვიათია, თუმცა კლინიკის ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობს გონივრულ მინიმუმადე დაიყვანოს იგი;

უნდა დაგვეთანხმოთ, რომ თითოეული ასეთი ფაქტი უპირველესად ჩვენ გვაწუხებს; კლინიკის ადმინისტრაციას კარგად აქვს გაცნობიერებული რომ მხოლოდ პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ლიდერობაზე; ,,იმედის კლინიკა“ თავისი კონცეფციით, სამედიცინო მომსახურების ხარისხით, არსებული პირობებით ზუსტად რომ ლიდერის პოზიციებს იკავებს; ამიტომაც, სისხლხორციელად დაინტერესებულნი ვართ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს;

ამავე მიზნით, კლინიკის დირექტორის, ბატონი დავით კობეშავიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნა პრეტენზიების ბიურო;  პაციენტის მხრიდან ბიუროში შემოსული ნებისმიერი პრეტენზია გახდება განხილვის საგანი და ნებისმიერ ასეთ პრეტენზიაზე კლინიკის ადმინისტრაცია მიიღებს სამართლიან ზომებს და გაატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს - რაც არ უნდა მტკივნეული იყოს იგი კლინიკისთვის თუ მისი ცალკეული თანამშრომლისთვის;

აქვე დავძენთ, რომ პრეტენზიების ბიუროს თანამშრომლები პირდაპირ კონტაქტს ამყარებენ იმ პირებთან, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის სოციალურ ქსელში, გამოხატავენ კლინიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას; ამჟამად, მიმდინარეობს რამოდენიმე ასეთი საკითხის საფუძვლიანი შესწავლა;

საინტერესოა, რომ ასეთი მუშაობის შედეგად აღმოვაჩინეთ ისეთი პირებიც, რომლებიც ,,იმედის კლინიკაზე“ უარყოფითი შინაარსის ინფორმაციებს აქვეყნებენ, თუმცა მათ არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ჩვენ კლინიკასთან;
 
,,იმედის კლინიკა“ არის საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც პაციენტთა უფლებების დაცვის მიზნით პაციენტთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დააფუძნა, რამაც საუკეთესო შედეგი გამოიღო;

თუმცა, არც ამით დავკმაყოფილდით და დავიწყეთ სრულიად ახალ პროექტი, რომელიც შეეხება აბსოლუტურად ყველა ორსულს, მშობიარეს, მელოგინეს თუ პედიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს და ოჯახის წევრებს; ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მათი მოსაზრებები, წინადადებები და შენიშვნები;

,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს,მოგვმართოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნით; ასევე, ვაცხადებთ, რომ თქვენი მხრიდან გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა ჩვენი მხრიდან იქნება განხილული და მოხდება შესაბამისი რეაგირება;

მიგვაჩნია, რომ ასეთი პოზიცია განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენს პრიორიტეტებს პაციენტთა უფლებების დაცვისა და სამედიცინო სერვისების უსაფრთხოების კუთხით;


პირდაპირი კონტაქტი ომბუდსმენთან  558 10-80-45 (მეგი საჯაია) 

საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ პრეტენზიების ბიუროს


პრეტენზიების ბიურო
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
​* პირველი ორსულობა 
* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
* მსურს დაორსულება
​
* ჩასახვის წინა პერიოდი
* 
ორსულობისთვის მომზადება
* ბაზალური ტემპერატურა
* ტესტი ოვულაციაზე
* ვაქცინაცია ორსულობამდე
* ფოლიუმის მჟავა
* ჩასახვის დღეები
* როგორ ხდება ჩასახვა
* განაყოფიერება

Picture
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი
* Facebook Live
* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​* მე აქ დავიბადე

​* დედის სკოლა
​
* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC