იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

11/8/2020

შვებულება და ანაზღაურება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო

Comments

Read Now
 
Picture
შრომითი უფლებები - ვრცლად
​დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო გაიცემა დასაქმებულისათვის, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისთვის გარკვეულ სამუშაოს ასრულებს.

შვებულების ანაზღაურება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე.

თუ ხართ ორსულად ან შეგეძინათ ბავშვი თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით  - 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, თქვენი შეხედულებისამებრ, შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ იშვილეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, გეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

თუ ბავშვის მამა არის საჯარო მოსამსახურე, მას აქვს უფლება აიღოს ბავშვის მოვლის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღით, აქედან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამ შემთხვევაში ბავშვის დედას (საჯარო მოსამსახურე) არ უნდა ჰქონდეს ნასარგებლები ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისგამო ანაზღაურებადი შვებულებით ან მისი ნაწილით.

იმ შემთხვევაში თუ დედა (საჯარო მოსამსახურე) არ იღებს შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, მამა (საჯარო მოსამსახურე) წარადგენს ბავშვის დაბადების მოწმობას და შესაბამისი დაწესებულების (სადაც დასაქმებულია დედა) მიერ გაცემული ცნობას იმის შესახებ, რომ ბავშვის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით.

შენიშვნა: თუ ბავშვის მამა არ არის საჯარო მოსამსახურე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარება მასზე არ გაიცემა.

დახმარების თანხის მისაღებად დამსაქმებელმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს.

შვებულების ანაზღაურების მისაღებად საჯარო მოსამსახურემ უნდა მიმართოს იმ საჯარო დაწესებულებას, სადაც მუშაობს.

დასაქმებულისათვის თანხის მოსაპოვებლად დამსაქმებელი წარადგენს შემდეგ საბუთებს:
  • წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე დახმარების თანხის მოთხოვნით,
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • დაფინანსების განაცხადი 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით,
  • საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების  თანხა არ აღემატება 1000 ლარს.

საჯარო მოსამსახურეზე ანაზღაურებადი შვებულება გაიცემა იმ საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, სადაც პირი საჯარო სამსახურს ახორციელებს. შვებულების ანაზღაურება ხდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.
​
შენიშვნა: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან გასულია 6 თვე.
შრომითი უფლებები - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი