იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

30/6/2019

ახალშობილის მოვლა და პატრონაჟი ,,იმედის კლინიკაში"

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - ვრცლად
ნინო ბოცვაძე
ნეონატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ახალშობილის მოვლა

,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები.
ჩვენ, ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. შიშველ ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად აფარია საბანი.

პროფილაქტიკა და მოვლა

მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით

ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში.

ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები.

შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.

ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს.

სიცოცხლის მე-4-5 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე.

სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის.
​
ინტრანატალური პერიოდი

იგი სამშობიარო ტკივილით იწყება და ახალშობილის დაბადებით და ჭიპლარის გადაკვანძით მთავრდება. ეს პერიოდი საშუალოდ 2-4 საათიდან 18 საათამდე გრძელდება.

ნეონატალური პერიოდი

ჭიპლარზე მომჭერის დადებიდან იწყება ახალშობილობის ანუ ნეონატალური პერიოდი, რომელიც 28 დღე გრძელდება, აქედან პირველი 7 დღე ანუ 168 საათი - ადრეულად ნეონატალურ, ხოლო 7-დან 28 დღემდე გვიან ნეონატალურ პერიოდად არის მიჩნეული.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს ეფექტური წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას, ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, დედისა და ახალშობილის მშობიარობის სტრესის მოხსნას, ბავშვის კანზე დედის მიკრობული ფლორის კოლონიზაციას, ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას, ოქსიტოცინის გამომუშავებას, დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებას, ხსენის მიღებას პირველი ერთი საათის განმავლობაში და ახალშობილის ინფექციებისგან დაცვას.

მშობიარობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    Author

    Write something about yourself. No need to be fancy, just an overview.

    Archives

    August 2021
    June 2019

    Categories

    All

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი