მშობიარობისთვის მზადებას ორსულის ორგანიზმი რამოდენიმე ხნით ადრე იწყებს. თუმცა, მშობიარობის წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები ყოველთვის შესამჩნევი არ არის.
მშობიარობის დაწყების შესაძლო ნიშნებია:
თქვენი სხეული შესაძლოა შესივდეს, შეშუპდეს. ეს სისხლის გაზრდილი მოცულობით ხდება. მშობიარობისას თქვენ შესაძლოა სისხლი დაკარგოთ და ამისათვის ორგანიზმი წინასწარ ემზადება და სისხლს იმარაგებს თქვენს ქსოვილებში
შესაძლოა მკერდიდან გამოჟონოს ყვითელი ფერის სქელმა სითხემ, ეს თქვენი პატარას პირველი საკვებია, რომელიც მეტად საასრგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული და მას პირველ დღეებში ესაჭიროება
შესაძლოა დაგეწყოთ წელის ტკივილი, ხერხემლის ქვედა ნაწილში, რომელსაც თან ახლავს მენსტრუაციის წინა ტკივილების მსგავსი შეგრძნებები
შესაძლოა იგრძნოთ საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვა, რომელიც ასევე უფრო ხანგრძლივი ხდება – ე.წ. მოვლითი ტკივილები
ქალების ნაწილი გრძნობს საცობის ჩამოვარდნის მომენტს. ეს გასქელებული ლორწოვანი მასის, ნაცრისფერი ფერის საცობია, რომელიც თქვენი საშვილოსნოს ყელს იცავდა ამ ხნის განმავლობაში. მისი ჩამოვარდნა მიანიშნებს, რომ ყელის გახსნა დაწყებულია, თუმცა ეს რამდენიმე კვირით ადრეც შესაძლოა მოხდეს
საშვილოსნოს ყელის გახსნის კიდევ ერთი ნიშანი არის სისხლნარევი გამონადენი, რომელიც შესაძლოა საცვალზე შენიშნოთ
შობიარობის დაწყებაზე მიანიშნებს სანაყოფე წყლების დაღვრაც. სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს, თუ წყლები დაღვარეთ
შესაძლოა აღგენიშნოთ ჭარბი გამონადენი საშოდან;
თუ პირველი ორსულობაა, მუცელი მშბიარობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაგეწევათ. მეორე და მომდევნო ორსულობისას კი ეს შუალედი გაცილებით ხანმოკლე ხდება, და შესაძლოა რამდენიმე საათიც კი იყოს. მუცლის დაწევისას იგრძნობთ, რომ სუნთქვა გაგიადვილდათ და ასევე მეტი საკვების მიღებაც შეგიძლიათ. თუმცა გიჭირთ სიარული, რადგან თქვენი პატარას თავი უკვე თქვენს მენჯებშია მოქცეული. ამ სიმპტომებს თან ახლავს დაძაბული ემოციური ფონი, რაც გარკვეულ წილად თქვენი შინაგანი შფოთვით არის გამოწვეული. ასევე, შესაძლოა გაგიჩნდეთ შინაგანი მოუსვენრობა, სახლის დალაგების აუხსნელი სურვილი. მოვლითი ტკივილები მშობიარობის დასაწყისის ყველაზე საიმედო ინდიკატორია. როდესაც მოვლითი ტკივილები ხდება, დაახლოებით 4 წუთიანი ინტერვალებით და 1 წუთს მაინც გრძელდება, ნიშნავს რომ პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი აქტიურ ფაზაში გადავა. ამიტომაც, უნდა შეეხმიანოთ თქვენს ექიმს და აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, მისგან მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები; ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მშობიარობა სწრაფად დაიწყება, ამიტომ მოერიდეთ პანიკას. დაუკავშირდით თქვენ მეანს და მიიღეთ კონსულტაცია, თუ როდის მოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში". მინდა სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ ,,იმედის კლინიკაში" არ არის აუცილებელი გყავდეთ ე.წ. აყვანილი ექიმი, რადგან ნებისმიერ ექიმს თუ მორიგე ბრიგადას ძალუძს ყველა სირთულის დაძლევა;
თუმცა, ექიმის აყვანა თქვენი პრეროგატივაა; ისიც გაითვალისწინეთ, რომ ექიმს აქვს უფლება დაგთანხმდეთ ან უარი გითხრათ აყვანაზე; პირადად მე მიმაჩნია, რომ აყვანილი ექიმი არის ის, ვინც ჩასახვიდან მშობიარობის ჩათვლით მართავს პაციენტის მდგომარეობას; მსმენია ასეთიც, ექიმი ჰყავდა აყვანილი და მაინც გაურთულდა მდგომარეობაო; სამწუხაროდ, ექიმის აყვანა არ გახლავთ მშობიარობის ან საკეისროს გართულების პრევენცია. საინფორმაციო ფილმი ,,მშობიარობა და ლოგინობის ხანა იმედის კლინიკაში" განკუთვნილია მომავალი დედებისთვის. ფილმში მონაწილეობენ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალები. ,,იმედის კლინიკა" ახორციელებს მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის უფასო პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ,,იმედის კლინიკაში" ნამშობიარები უკლებლივ ყველა მელოგინე. პროგრამა ითვალისწინებს ლოგინობის 40 დღის განმავლობაში შესაძლო გართულებების აცილებას ან წარმოქმნილი ასეთი გართულებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას (ამბულატორიული, სტაციონარული) მელოგინისათვის სრულიად უფასოდ! მელოგინის სამშობიაროდან გაწერიდან 40 დღის განმავლობაში მშობიარობის შემდგომი გართულების შემთხვევაში ,,იმედის კლინიკა“ უზრუნველყოფს:
,,იმედის კლინიკიდან" გაწერის შემდეგ მელოგინის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და ეფექტური მეთვალყურეობის მიზნით კლინიკის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს მელოგინესთან კონტაქტს, ამისთვის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები უკლებლივ ყველა მელოგინეს დაუკავშირდება კლინიკიდან გაწერის მე-15 და 30-ე დღეს ახალშობილის მოვლა
,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები. ჩვენ, ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. შიშველ ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად აფარია საბანი. პროფილაქტიკა და მოვლა მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში. ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები. შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს. სიცოცხლის მე-4-5 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე. სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის. ინტრანატალური პერიოდი იგი სამშობიარო ტკივილით იწყება და ახალშობილის დაბადებით და ჭიპლარის გადაკვანძით მთავრდება. ეს პერიოდი საშუალოდ 2-4 საათიდან 18 საათამდე გრძელდება. ნეონატალური პერიოდი ჭიპლარზე მომჭერის დადებიდან იწყება ახალშობილობის ანუ ნეონატალური პერიოდი, რომელიც 28 დღე გრძელდება, აქედან პირველი 7 დღე ანუ 168 საათი - ადრეულად ნეონატალურ, ხოლო 7-დან 28 დღემდე გვიან ნეონატალურ პერიოდად არის მიჩნეული. ძუძუთი კვება ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს ეფექტური წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას, ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, დედისა და ახალშობილის მშობიარობის სტრესის მოხსნას, ბავშვის კანზე დედის მიკრობული ფლორის კოლონიზაციას, ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას, ოქსიტოცინის გამომუშავებას, დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებას, ხსენის მიღებას პირველი ერთი საათის განმავლობაში და ახალშობილის ინფექციებისგან დაცვას. პირობები ,,იმედის კლინიკის" მელოგინეთა განყოფილებაში ორადგილიანი კეთილმოწყობილი პალატებია, დედისთვის და ახალშობილისთვის ყველა აუცილებელი პირობებით, ჰიგიენური და სველი წერტილებით; ახალშობილი იმყოფება დედასთან, მისივე მოთხოვნით ბავშვი გაჰყავთ ნეონატოლოგებს; მელოგინეთა და ახალშობილთა განსაკუთრებული პატრონაჟი ,,იმედის კლინიკის" სავიზიტო ბარათია. ჩვენთან მელოგინე იმყოფება იმდენი დღით, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს; განყოფილებას აქვს სასადილო საუკეთესო და დედისთვის აუცილებელი საკვებით. ჩვენთან მელოგინეობის პერიოდი არანაირ დამატებით გადასახადთან არ არის დაკავშირებული. ლოგინობის ხანა ლოგინობის პერიოდი განისაზღვრება მშობიარობის დასრულებიდან 40 დღის განმავლობაში; მშობიარობას ზოგადად აქვს როგორც ადრეული, ასევე გვიანი გართულებები, ამიტომ მელოგინეზე დაკვირვება და ამ ეტაპის სრულყოფილად გავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება; ფაქტია, რომ მშობიარობის შემდგომი გართულებები სწორედ ამ 40 დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. სამშობიაროში შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე ტიპის გართულება: ეს არის, პირველ რიგში, სისხლდენები ან ყელის ნაადრევად დახურვა. ცოტა მოგიანებითი გართულება კი გახლავთ სეპტიური პროცესების დაწყება. ლოგინობის ხანის ყველაზე ხშირი გართულებაა სარძევე ჯირკვლების პრობლემები, რასაც ჩვენი სპეციალიტები ასევე აბსოლუტურად უფასოდ მოუგვარებენ ,,იმედის კლინიკაში” ნამშობიარებ ქალბატონებს. ნორმის ფარგლებში ლოქიები ანუ სისხლიანი გამონადენი ქალს 40 დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეს. თავიდან იწყება წითელი ფერით და დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. მელოგინემ ყურადღება უნდა მიაქციოს ლოქიების რაოდენობას, ფერსა და სუნს. თუ შეამჩნევს, რომ შეიცვალა ფერი და სუნი, ე.ი. ინფიცირება მოხდა და სასწრაფოდ უნდა მოგვმართოს ამ შემთხვევაში. მელოგინეს შეიძლება ჰქონდეს მოჭარბებული გამონადენი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში დარჩენილია მომყოლის ნაწილები. ეს არც თუ ისე იშვიათი გართულება გახლავთ და საკმაოდ საყურადღებოა. ლოგინობის ხანა თავისი ფიზიოლოგიური მიმდინარეობით ისევე უნიკალურია, როგორც ორსულობა და მშობიარობა. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა რამდენადმე განსხვავდება "ჩვეულებრივისგან". მთელი ამ ხნის განმავლობაში საშვილოსნო დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის, ნაიარევი შიგნითა ზედაპირი აქვს, მუდმივად იკუმშება, პატარავდება და თავისუფლდება მშობიარობის შემდგომი გამონადენისგან - ლოქიისგან. დაახლოებით 6-8 კვირის შემდეგ საშვილოსნო ნორმალურ, ჩვეულ ზომებს იბრუნებს. მისი შიგნითა შრე, ენდომეტრიუმი, აღიდგენს ნორმალურ ლორწოვან გარსს. თუ ქალი ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, საკვერცხეები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციობას, მათში კვლავ მწიფდება ფოლიკულები და აღდგება მენსტრუაცია, თუმცა ეს პროცესები ინდივიდუალურია - მენსტრუაცია ზოგიერთ მეძუძურ დედასაც ეწყება. ლოგინობის ხანამ ადვილად რომ ჩაიაროს, საშვილოსნოს შეკუმშვასა და ლოქიისგან დაცლაში არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სისხლდენა, საშვილოსნოს ინფიცირება და სხვა გართულებები. საშვილოსნოს შეკუმშვას, უპირველეს ყოვლისა, ძუძუს წოვება უწყობს ხელს. ამ დროს მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი, შეტევისებური ტკივილი აღმოცენდება, გამონადენის გამოყოფაც ძლიერდება, მაგრამ ეს ნორმალურია, ფიზიოლოგიური. საშვილოსნოს შეკუმშვას ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და ნაწლავის რეგულარული დაცლაც. მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით - პირველი 2-5 დღის განმავლობაში, ლოქიის გამოსადევნად კარგია მუცელზე წოლა. ლოგინობის ხანაში ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირად (ინტიმურ) ჰიგიენას. მშობიარობის შემდგომი გამონადენის გამოყოფა შესაძლოა 3-8 კვირას გაგრძელდეს. პირველი 3-7 დღის განმავლობაში გამონადენი საკმაოდ ინტესიურია, სისხლნარევი, მერე და მერე თანდათანობით იკლებს, ფერმკრთალდება, მოვარდისფრო, მოგვიანებით კი ლორწოვანი ხდება. ამ პერიოდში გამოყენებულ საფენს კარგი შემწოვი უნარი უნდა ჰქონდეს, არ ახშობდეს საშოს შესავალს, არ ზღუდავდეს ჰაერის მიწოდებას, თორემ შესაძლოა, ანთებითი პროცესი განვითარდეს. საფენის გამოცვლა საჭიროა რეგულარულად, 3-4 საათში ერთხელ. ყოველი დეფეკაციისა და მოშარდვის შემდეგ აუცილებელია ჩაბანა, უმჯობესია ბავშვის ან სარეცხის საპნით. საღებავებისა და არომატიზატორების შემცველი საპნების გამოყენება რეკომენდებული არ არის. აკრძალულია აგრეთვე საშოსშიდა ტამპონების გამოყენება - არსებობს ინფექციის შეტანისა და გართულების რისკი. ამავე მიზეზით ჯობს სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავებაც. მიუხედავად იმისა, რომ ლოგინობის ხანაში მიმდინარე ძვრები ფიზიოლოგიურია, რამდენიმე სირთულე მას მაინც ახლავს თან. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პრობლემები: მშობიარობის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, შარდვისა და დეფეკაციის დარღვევაა მოსალოდნელი. მუცლის ღრუს მოცულობა იცვლება, ამიტომ ქალი ხშირად ვერ გრძნობს ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლის მოთხოვნილებას. არც თვითონ მიილტვის ამისკენ, რადგან საპირფარეშოში ყოველ შესვლას უსიამოვნო შეგრძნებები, ტკივილი ახლავს თან. ამ საკითხებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მშობიარობის შემდეგ პირველ 4-5 დღეს შარდის ბუშტის დაცლა 3-4 საათში ერთხელ არის რეკომენდებული, განურჩევლად იმისა, მტკივნეულია თუ არა ეს და აქვს თუ არა ქალს მოშარდვის სურვილი. შარდის ბუშტის გადავსებას ქალები ამ პერიოდში ვერ გრძნობენ, არადა ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, ორგანიზმი გათავისუფლდეს დაგროვილი სითხისაგან, რათა საშვილოსნოს შეკუმშვას ხელი არ შეეშალოს. მოსალოდნელი ტკივილის გამო ქალებს ხშირად სფინქტერის ნერვული სპაზმი უვითარდებათ და მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე ვერც კი შარდავენ. ძლიერი ტკივილებისა და წვის გამო განსაკუთრებით უჭირთ შარდვა მათ, ვისაც საშვილოსნოს ყელისა და შორისის არეში ნაკერები აქვს. მათთვის რეკომენდებულია მოშარდვა შხაპის ან წელისკენ მიმართული თბილი წყლის ნაკადის ქვეშ. აბაზანის მიღება ლოგინობის ხანაში არ შეიძლება! თუ ქალს შარდის შეუკავებლობა აწუხებს - უნებლიეთ გამოეყოფა შარდი ხველის, ცხვირცემინებისა თუ სიცილის დროს, ყოველდღე უნდა ჩაატაროს მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად განკუთვნილი ვარჯიშების კომპლექსი. რეგულარული ვარჯიშის შედეგად შარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მაქსიმუმ სამ თვეში მოგვარდება. ფიზიოლოგიური მშობიარობის გაუტკივარება ფიზიოლოგიური მშობიარობა შეიძლება გაუტკივარდეს, როგორც ზოგადი ანესთეზიით (ინტრავენური და ინჰალაციური), აგრეთვე, ეგრეთ წოდებული ეპიდურული ანესთეზიით. ზოგადი ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალება მშობიარის ორგანიზმში შედის ინტრავენურად ან ინჰალაციურად და იწვევს პაციენტის დაძინებას, ამით მიიღწევა გაუტკივარება. აღსანიშნავია, რომ ეს მედიკამენტი გადის ე.წ პლაცენტარულ ბარიერში და ხვდება ნაყოფის სისხლში, რაც თავისთავად მოქმედებს ნაყოფზეც და ახალშობილი შეიძლება დაიბადოს ამა თუ იმ მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ (მედიკამენტურ დეპრესიაში). ამისგან განსხვავებით ე.წ ეპიდურული ანესთეზიის დროს, მშობიარეს არ ძინავს, მაგრამ ტკივილს არ გრძნობს. ეპიდურულ სივრცეში შეყვანილი საანესთეზიო ნივთიერებები არ ახდენენ მოქმედებას ნაყოფზე და ახალშობილი იბადება დეპრესიის გარეშე. ხშირად პაციენტს აქვს შეკითხვა უსაფრთხოა თუ არა ეპიდურული გაუტკივარება, შეიძლება თუ არა მანიპულაციის დროს დაზიანდეს ზურგის ტვინი? გიპასუხებთ, რომ ეპიდურული ანესთეზია არის უსაფრთხო როგორც დედისთვის, აგრეთვე ბავშვისთვის. ზურგის ტვინის დაზიანება არის გამორიცხული, რადგან ზურგის ტვინი მთავრდება გულმკერდის XII ან წელის I მალის დონეზე, ჩვენ კი პუნქციას ვაკეთებთ წელის II-III, III- IV ან IV-V მალებს შორის, ანუ 8-12 სმ-ის დაშორებით ზურგის ტვინიდან. მშობიარობის დროს გაუტკივარება შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიის საშუალებით. ადგილობრივი ანესთეზია ადგილობრივ ანესთეზიას მიეკუთვნება ინფილტრაციული ანესთეზია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უშუალოდ ექიმი მეან-გინეკოლოგი და აგრეთვე ეპიდურული და სპინალური ანესთეზია, რომლებსაც აკეთებს ექიმი-ანესთეზიოლოგი. ზოგადი ანესთეზია ზოგადი ანესთეზია, იმის მიხედვით, რა გზით შედის ორგანიზმში საანესთეზიო ნივთიერება, შეიძლება იყო: - ინტრავენური, როდესაც მედიკამენტი შედის ვენაში და პაციენტი იძინებს. - ინჰალაციური, როდესაც ანესთეტიკი ხვდება პაციენტის ორგანიზმში ჩასუნთქვის გზით და აძინებს. - კომბინირებული, როდესაც საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში ხვდება ერთდროულად რამოდენიმე გზით. საკეისრო კვეთის გაუტკივარება
საკეისრო კვეთის დროს არსებობს გაუტკივარების ორი ძირითადი სახე: - ზოგადი ენდოტრაქეალური ანესთეზია, რომლის დროსაც მშობიარეს ინტრავენურად უკეთდება საანესთეზიო ნივთიერება. მშობიარე იძინებს, კეთდება ტრაქეის ინტუბაცია, ანუ ტრაქეაში იდგმება ე.წ. ენტოტრაქეალური მილი და პაციენტის სასუნთქი გზების მიერთება ხელოვნური სუნთქვის აპარატთან. პაციენტს უკეთდება სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი. ვინაიდან საანესთეზიო საშუალებები გადიან პლაცენტარულ ბარიერს, არ არის გამორიცხული ახალშობილის დაბადება მედიკამენტური დეპრესიის ქვეშ. - სპინალური ანესთეზია, რომელიც ტექნიკურად კეთდება დაახლოებით ისევე როგორც ეპიდურული ანესთეზია, მაგრამ გაცილებით წვრილი ნემსით რაც იწვევს გვერდით მოვლენების მინიმუმამდე დაყვანას. სპინალური ანესთეზია უარყოფიდად არ მოქმედებს ბავშვზე. თავისთავად ნებისმიერი ანესთეზიის დროს შეიძლება მოხდეს გართულება, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ სპინალურ და ენდოტრაქეალურ ანესთეზიების დროს შესაძლო გართილების ალბათობას, შეიძლება ითქვას რომ სპინალური ანესთეზია, როგორც აღნიშნულია ლიტერატურაში, 15-ჯერ უფრო უსაფრთხოა ზოგად ენდოტრაქეალურ ანესთეზიასთან შედარებით. მშობიარობის დროს გაუტკივარება შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიის საშუალებით. ადგილობრივი ანესთეზია ადგილობრივ ანესთეზიას მიეკუთვნება ინფილტრაციული ანესთეზია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უშუალოდ ექიმი მეან-გინეკოლოგი და აგრეთვე ეპიდურული და სპინალური ანესთეზია, რომლებსაც აკეთებს ექიმი-ანესთეზიოლოგი. ზოგადი ანესთეზია ზოგადი ანესთეზია, იმის მიხედვით, რა გზით შედის ორგანიზმში საანესთეზიო ნივთიერება, შეიძლება იყო: - ინტრავენური, როდესაც მედიკამენტი შედის ვენაში და პაციენტი იძინებს. - ინჰალაციური, როდესაც ანესთეტიკი ხვდება პაციენტის ორგანიზმში ჩასუნთქვის გზით და აძინებს. - კომბინირებული, როდესაც საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში ხვდება ერთდროულად რამოდენიმე გზით. საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ, როცა პაციენტსა და ექიმს მიაჩნიათ, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია დედისა და ნაყოფის გამოსავლები გაუმჯობესება საშოსმხრივ
მშობიარობასთან (ფიზიოლოგიური მშობიარობა) შედარებით. საკეისრო კვეთის ჩვენებები 1. პარტოგრამით დადასტურებული მშობიარობის პროგრესის შეფერხება: - სამშობიარო მოქმედების სისუსტე, - კლინიკურად ვიწრო მენჯი. 2. ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა 3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა: - ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა < 2500 - 3600 >გრ , - ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა არის <2500- 3600> გრ და თავის გაშლითი მდგომარეობა დადასტურებულია ექოსკოპიურად, - ტერფით ან მუხლით წინმდებარეობა, - ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა. 4. პათოლოგიური პლაცენტაცია: - პლაცენტის წინმდებარეობა (მე-3 ან მე-4 ხარისხი), - პლაცენტის მიხორცება, - vasa previa. 5. დედის ინფექცია (პირველადი გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია): - მწვავე გენიტალური ჰერპესი (HSV) ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რომლის პირველი ეპიზოდი გამოვლინდა მშობიარობის დროს ან მოსალოდნელ მშობიარობის ვადამდე 6 კვირის მანძილზე; - აივ ინფექცია: თუ ორსული ქალი არ იტარდებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ან ვირუსული დატვირთვა შეადგენს ≥ 400 ასლ/მლ; - კოინფექცია C ჰეპატიტითა და აივ-ით, ვინაიდან გეგმიური სკ-ის დროს მცირდება C ჰეპატიტისა და აივ-ის დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი. 6. მრავალნაყოფიანი ორსულობა: - როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა, - მონოქორიონული მონოამნიონური ტყუპი ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომის არსებობისას; 7. ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა; 8. სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება: - საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა, - დიდი ზომის წვეტიანი კონდილომა, - მენჯის მოტეხილობა ცდომით, - ნაყოფის ანომალია, როგორიცაა, მწვავე ჰიდროცეფალია; 9. დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა ≥ 4 500გრ); 10. ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, როცა დედისა და ნაყოფის მდგომარეობის გამო მშობიარობის ბუნებრივი გზით დამთავრება შეუძლებელია; 11. არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია: - მიომექტომიის დროს საშვილოსნოს კედლის დაზიანებით, - საშვილოსნოს პერფორაციით, - საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციით, - ექტოპიური ორსულობის დროს საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთით, - გადატანილი საკეისრო კვეთით; 12. ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა; 13. მძიმე პრეეკლამფსია და ეკლამფსია რომელიც არ იძლევა ვაგინალური მშობიარობის ჩატარების საშუალებას; 14. ქსოვილების დაზიანების გაზრდილი რისკი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი გართულებებით: - საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო, - რექტოვაგინალური ფისტულის ან სასქესო ორგანოების პროლაფსის გამო გადატანილი ოპერაცია; 15. ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამენო- გინეკოლოგიური ანამნეზით; 16. დედის ექსტრაგენიტალური დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედის ჯანმრთელობას და დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით (მაგალითად: ექსტრაგენიტალური სიმსივნე, ცერებრული ჰემორაგიული ინსულტი ან ანევრიზმა, გულის ხელოვნური სარქველი, გადანერგილი თირკმელი). 17. დედის უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს; 18. რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაყოფს ბუნებრივი გზით მშობიარობის შემთხვევაში. საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით - დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. ასეთ შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებები. - ორსულს უნდა აეხსნას, რომ ყოველი მომდევნო საკეისრო კვეთის შემდეგ იზრდება პლაცენტის წინმდებარეობის, პლაცენტის ჩაზრდის (ჭეშმარიტი მიხორცების) და საკეისრო კვეთის დროს ჰისტერექტომიის საჭიროების რისკი. - ექიმს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებაზე. თუმცა, მშობიარობის გზის არჩევა კვლავ რჩება დედის უფლებად. - საკეისრო კვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტთან კიდევ ერთხელ დაწვრილებით განიხილეთ ამ მოთხოვნის მიზეზები. • თუ პაციენტს აქვს მშობიარობის შიში, მისთვის ხდება ეფექტური გაუტკივარების შეთავაზება. ბუნებრივი მშობიარობის პროცესი შეგვიძლია სამ ძირითად ეტაპად დავყოთ. ესენია:
მშობიარობის პირველი ეტაპი: საშვილოსნოს ყელის გახსნა მშობიარობის პირველი ეტაპი, თავის მხრივ იყოფა ორ ფაზად. პირველი, ადრეული ფაზა შედარებით მსუბუქი მოვლითი ტკივილებით ხასიათდება, რომლებიც ჯერ იმდენად ძლიერი და მტკივნეული არ არის, რომ ლაპარაკში და მოქმედებებში ხელი შეგიშალოთ. თუ ამის უკუჩვენება არ არსებობს, ექიმები ამ ფაზის სახლში გატარებას გირჩევენ და როდესაც მოვლითი ტკივილების ხანგრძლივობა 1 წუთს გასტანს და ყოველ 5 წუთში რეგულარულად გაგიმეორდებათ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, უკვე დროა რომ ექიმს მიაშუროთ. ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი მის მეორე, აქტიურ ფაზაში გადავა. ყელის გახსნის აქტიური ეტაპის დროს საშვილოსნოს ყელი უფრო ინტენსიურად და ძლიერად იწყებს გახსნას. მოვლითი ტკივილები უფრო ხშირი და ძლიერია. ისე, რომ უკვე მათ დროს ლაპარაკი არ შეგიძლიათ. ეს ეტაპი საშვილოსნოს ყელის სრულ (10 სმ დიამეტრზე) გახსნამდე გაგრძელდება. მოვლითი ტკივილები ახლა დაახლოებით 2-3 წუთში ერთხელ გაქვთ. ტკივილებს შორის დასვენება და სიარულიც შეგიძლიათ. ეს ფაზა დაახლოებით 4-8 საათი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. აქტიური ფაზის ბოლო ნაწილში ხდება საშვილოსნოს ყელის 8-დან 10 სანტიმეტრამდე გახსნა, ეს მშობიარობის ყველაზე ინტენსიური ფაზაა, მის დასასრულში თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ პატარა მენჯებისკენ წამოვიდა. შესაძლოა აგაკანკალოთ ან ჟრჟოლა დაგეწყოთ. ყელი ბოლომდე გახსნილია და ამით მშობიარობის პირველი ეტაპი დასრულებულია. მშობიარობის მეორე ეტაპი: ჭინთვები და ბავშვის დაბადება მშობიარობის მეორე ეტაპის დროს ხდება ნაყოფის დაშვება თქვენს მენჯის ღრუში და დაბადება. მოვლითი ტკივილები ახლა წინა ეტაპთან შედარებით გაიშვიათებულია, ეს ჭინთვებს შორის მომზადების და დასვენების საშუალებას მოგცემთ. საშვილოსნოს შეკუმშვა ნაყოფს გამოსასვლელისკენ უბიძგებს, და როდესაც ის საკმარისად დაეშვება, თქვენ გაჭინთვის სურვილი მოგეძალებათ. თუ მშობიარობა ბუნებრივად მიდის, მიყევით თქვენი სხეულის მოთხოვნებს და მაშინ გაიჭინთეთ, როდესაც ამის აუცილებლობას იგრძნობთ. უმეტეს სამშობიაროებში კი მიღებული პრაქტიკაა, რომ ბებიაქალმა გიკარნახოთ გაჭინთვის დრო და ეს ყოველი მოვლითი ტკივილის, ანუ საშვილოსნოს შეკუმშვის დროს მოხდეს. ამით მშობიარობის პროცესი უფრო სწრაფად მიდის. პატარას გამოსვლა თანდათან მოხდება. საშვილოსნოს ყოველი შეკუმშვისა და თქვენი ჭინთვის ზემოქმედებით ის წინ მოიწევს, მაგრამ საშვილოსნოს კუნთების მოდუნებისას ნაწილობრივ ისევ უკან იხევს. იპოვნეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზიცია ამ ეტაპისთვის, ზურგზე წოლა უნივერსალური და ყველასათვის მოსახერხებელი პოზა სულაც არ არის. გარკვეულ ეტაპზე იგრძნობთ რომ შორისი ძლიერ დაგეჭიმებათ. ამ მომენტში გამოჩნდება თქვენი პატარას თავი, რაც საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია. ჭინთვების საჭიროება სულ უფრო ხშირია და ყოველი გაჭინთვით თქვენი პატარას თავის სულ ეფრო მეტი ნაწილი მოჩანს. შორისის დაჭიმულობა სულ უფრო ძლიერი ხდება, შესაძლოა წვის შეგრძნება გაგიჩნდეთ ამ ადგილას. გარკვეულ ეტაპზე თქვენი ბებიაქალი გირჩევთ რომ ცოტა ხნით არ გაიჭინთოთ ან ნაკლები ძალით მიაწვეთ ნაყოფს. კარგი იქნება თუ შორისის კუნთების მოდუნებას შეძლებთ ამ მომენტში, რომ პატარას თავმა რბილად და ძლიერი ხახუნის გარეშე გამოიკვლის გზა და გაგიფართოვოთ საშო. საკმაოდ ძნელია გაჭინთვისგან თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ ამას თავად ორგანიზმი გთხოვთ. პატარას თავი თანდათან გამოვა, და როდესაც მისი ყველაზე განიერი მხარე გამოჩნდება, ძალიან მალე მას სრულად თავი, სახე და კისერი. მას პირსა და ცხვირს გაუსუფთავებენ, მოსინჯავენ მის კისერს, რომ ჭიპლარი არ ჰქონდეს შემოხვეული და თუ ასეა, მაშინ განასკვავენ და გადაჭრიან მას. ამასობაში თქვენი პატარას სხეული თქვენს მენჯენში მობრუნდები, რომ ამჯერად სათითაოდ მისი მხრები გამოვიდეს. და აი თქვენი პატარა უკვე გარეთაა. მას ისევ გაუთავისუფლებენ სასუნთქ გზებს თუ ამის საჭიროებაა, გაასუფთავებენ და შეახვევენ რომ არ გადაცივდეს. თუ გართულებები არ გაქვთ შესაძლოა მუცელზე დაგიწვინონ, რადგან თქვენს სხეულთან კონტაქტი ახლა მისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მის ჭიპლარს ორ ადგილას მომჭერებს გაუკეთებენ და როდესაც ჭიპლარში პულსაცია შეწყდება გადაჭრიან, ეს მის სხეულს დამატებით მოამარაგებს ჟანგბადით, სანამ მისი სუნთქვა დარეგულირდება. მაშასადამე, ეს მეტად ემოციური მომენტია, თქვენი პატარა სამყაროს მოევლინა და ახლა თქვენთანაა. მშობიარობის მეორე ეტაპიც ინდივიდუალურია და შესაძლოა რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. საშუალოდ პირველად მშობიარეები ერთ საათს ანდომებენ ამ ეტაპს, მეორე და შემდეგ ჯერზე კი 20 წუთში პატარა გარეთაა. მშობიარობის მესამე ეტაპი: პლაცენტის გამოდევნა ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში თქვენი საშვილოსნო ისევ იწყებს შეკუმშვას. ამ შეკუმშვების დროს პლაცენტა შორდება საშვილოსნოს კედელს. ბებიაქალი გირჩევთ, როდის გაიჭინთოთ მის გამოსადევნად. ჩვეულებრივ ერთი მსუბუქი გაჭინთვით პლაცენტა გამოდის და მშობიარობის მესამე, ფინალური ეტაპიც 5-10 წუთი გრძელდება. ამის შემდეგ პლაცენტის გამოდევნის შემდეგ თქვენი საშვილოსნო ძლიერად შეიკუმშება და გამაგრდება. ამით შეწყდება სისხლდენა თქვენს საშვილოსნოში, პლაცენტის მიმაგრების ადგილას. დაახლოებით ჭიპის არეში იგრძნობთ საშვილოსნოს შეკუმშულ ბოლოს. თუ საშვილოსნო არ მაგრდება, შესაძლოა მასაჟი გაგიკეთონ ან სპეციალური მედიკამენტით დააჩქარონ მისი შეკუმშვა. საშვილოსნოს შეკუმშვას ასევე ეხმარება ძუძუთი კვება, ასე რომ მოაწოვეთ თქვენს პატარას, ეს მისთვისაც მეტად სასარგებლოა. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე შეკუმშვას იგრძნობთ, რაც ძლიერ გავს მენსტრუაციის წინა ტკივილს, მხოლოდ უფრო ძლიერია. ბებიაქლი შეამოწმებს პლაცენტას, რომ დარწმუნდეს, რომ ის სრულად აშრევდა და გამოიდევნა გარეთ. შეამოწმებს თქვენს შორისსაც, და თუ საჭიროა ნაკერებს დაგადებთ. მშობიარობა დასრულებულია, თქვენი პატარა თქვენს გვერდითაა და თუ მისი მდგომარეობა არ მოითხოვს საპირისპიროს, დრო მასთან გაატარეთ. ,,იმედის კლინიკის" სამშობიარო ბლოკი - ულამაზესი გარემო და სრული კომფორტი; მშობიარობის მართვის უსაფრთხო მეთოდები და ადგილი, სადაც თქვენ დედა გახდებით. ,,იმედის კლინიკა" მომავალ დედებს თანამედროვე და მაქსიმალურად უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს; გთავაზობთ რამოდენიმე განმარტებას და ინფორმაციას, რომელიც მშობიარეებს აინტერესებთ: ძალიან ხშირად გვეკითხებიან - თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო? დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა მშობიარობის მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით უკეთესია თუ თავიდანვე ჩვენთან გექნებათ კონტაქტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვაგან ჩაიტაროთ კონსულტაციები და უკვე 34-35 კვირის ვადაზე მომართოთ ჩვენს კლინიკას. თან უნდა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირქადობის მოწმობა. ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომას აქვს რიგი უპირატესობა; კერძოდ, მხოლოდ ჩვენთან მოქმედებს ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალმხრივი, ეფექტური პროექტი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში საერთოდ ანეიტრალებს ყველა სახის გართულებებს, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს; გარდა ამისა, ,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება"; პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; მიუხედავად ამისა, ორსულები, რომლებიც ჩვენთან არ დგანან აღრიცხვაზე, მაგრამ სურთ იმშობიარონ ,,იმედის კლინიკაში" მიიღებენ ძალზე ეფექტურ მხარდაჭერას, ვინაიდან ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობის მართვის მაღალეფექტური მეთოდებია დანერგილი, რომლითაც ჩვენი მეან-გინეკოლოგები ხელმძღვანელობენ. აუცილებელია თუ არა მშობიარობისთვის ექიმის აყვანა? - ეს კითხვაც ხშირად ისმევა; არავითარ შემთხვევაში; მეტიც, ყველა მორიგე ბრიგადა დაკომპლექტებულია ,,იმედის კლინიკის" წამყვანი სპეციალისტებით, რომელთა პროფესიონალიზმი და მშობიარობის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები უმაღლეს ხარისხშია აყვანილი; სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით იმ ორსულების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომლებიც მხოლოდ სამშობიაროდ მომართავს ,,იმედის კლინიკას" - კვირის ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ დროს თქვენ დაგხვდებათ მეან-გინეკოლოგები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით და შედეგებით ლიდერები არიან არა მარტო ,,იმედის კლინიკის" მასშტაბით; შესაბამისად, სანერვიულოც არაფერია; ორსული, რომელიც ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაშია აღრიცხვაზე, გაცილებით ინფორმირებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით; თუმცა მასაც აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება - ,,აიყვანოს" თუ არა ექიმი; ისევ აქტუალური შეკითხვა - როგორ უნდა მივხვდე, რომ მშობიარობა მეწყება? მშობიარობის დაწყების უმთავრესი მახასიათებელია მუცლის არეში რეგულარული, მოვლითი ხასიათის ტკივილების დაწყება. ტკივილს უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, პაუზები ტკივილებს შორის, როგორც წესი 4-5 წუთს შეადგენს; ალბათ, გაინტერესებთ რა უნდა გქონდეთ თან სამშობიაროდ ჩვენთან მოსვლისას? პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები; ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ: პლედი, ბოდი, შარვალი, წინდა (ბუნებრივი მასალის), ქუდი, გარედან ჩასაცმელი სამოსი. გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი. სამშობიარო ბლოკი კომფორტი, ულამაზესი გარემო, უახლესი აპარატურა, მშობიარესთვის აუცლილებელი ყველა პირობა - ეს ,,იმედის კლინიკის" სამშობიარო ბლოკების ძირითადი მახასიათებელია. ექნებათ თუ არა საშუალება თქვენ მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას? ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა. მელოგინეთა განყოფილება ,,იმედის კლინიკის" მელოგინეთა განყოფილებაში ორადგილიანი კეთილმოწყობილი პალატებია, დედისთვის და ახალშობილისთვის ყველა აუცილებელი პირობებით, ჰიგიენური და სველი წერტილებით; ახალშობილი იმყოფება დედასთან, მისივე მოთხოვნით ბავშვი გაჰყავთ ნეონატოლოგებს; ჩვენთან მელოგინე იმყოფება იმდენი დღით, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს; განყოფილებას აქვს სასადილო საუკეთესო და დედისთვის აუცილებელი საკვებით; ჩვენთან მელოგინეობის პერიოდი არანაირ დამატებით გადასახადთან არ არის დაკავშირებული. ახალშობილის მოვლა ,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები. ჩვენ, ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. შიშველ ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად აფარია საბანი. მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში. ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები. შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს. სიცოცხლის მე-4-5 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე. სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის. |