დავით კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დირექტორი
,,იმედის კლინიკა" მომავალ დედებს თანამედროვე და მაქსიმალურად უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს; გთავაზობთ რამოდენიმე განმარტებას და ინფორმაციას, რომელიც მშობიარეებს აინტერესებთ:
ძალიან ხშირად გვეკითხებიან - თუ ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაში არ ვარ აღრიცხვაზე მექნება თუ არა საშუალება, რომ თქვენთან ვიმშობიარო? დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა მშობიარობის მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით უკეთესია თუ თავიდანვე ჩვენთან გექნებათ კონტაქტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვაგან ჩაიტაროთ კონსულტაციები და უკვე 34-35 კვირის ვადაზე მომართოთ ჩვენს კლინიკას. თან უნდა იქონიოთ გაცვლა-გამოცვლის ბარათი და პირქადობის მოწმობა. ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომას აქვს რიგი უპირატესობა; კერძოდ, მხოლოდ ჩვენთან მოქმედებს ორსულთა მეთვალყურეობისა და პატრონაჟის მრავალმხრივი, ეფექტური პროექტი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში საერთოდ ანეიტრალებს ყველა სახის გართულებებს, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს; გარდა ამისა, ,,იმედის კლინიკაში“ მოქმედებს შეღავათიანი მშობიარობის პროექტი ,,ერთგულება"; პროექტი ,,ერთგულება" ვრცელდება იმ მომავალ დედებზე, რომლებიც ორსულობის პირველივე ვიზიტს და ყველა დანარჩენ ვიზიტს ახორციელებენ ,,იმედის კლინიკის" ორსულ ქალთა კონსულტაციაში; მიუხედავად ამისა, ორსულები, რომლებიც ჩვენთან არ დგანან აღრიცხვაზე, მაგრამ სურთ იმშობიარონ ,,იმედის კლინიკაში" მიიღებენ ძალზე ეფექტურ მხარდაჭერას, ვინაიდან ,,იმედის კლინიკაში" მშობიარობის მართვის მაღალეფექტური მეთოდებია დანერგილი, რომლითაც ჩვენი მეან-გინეკოლოგები ხელმძღვანელობენ. აუცილებელია თუ არა მშობიარობისთვის ექიმის აყვანა? - ეს კითხვაც ხშირად ისმევა; არავითარ შემთხვევაში; მეტიც, ყველა მორიგე ბრიგადა დაკომპლექტებულია ,,იმედის კლინიკის" წამყვანი სპეციალისტებით, რომელთა პროფესიონალიზმი და მშობიარობის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები უმაღლეს ხარისხშია აყვანილი; სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით იმ ორსულების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომლებიც მხოლოდ სამშობიაროდ მომართავს ,,იმედის კლინიკას" - კვირის ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ დროს თქვენ დაგხვდებათ მეან-გინეკოლოგები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით და შედეგებით ლიდერები არიან არა მარტო ,,იმედის კლინიკის" მასშტაბით; შესაბამისად, სანერვიულოც არაფერია; ორსული, რომელიც ,,იმედის კლინიკის" ქალთა კონსულტაციაშია აღრიცხვაზე, გაცილებით ინფორმირებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით; თუმცა მასაც აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება - ,,აიყვანოს" თუ არა ექიმი; ისევ აქტუალური შეკითხვა - როგორ უნდა მივხვდე, რომ მშობიარობა მეწყება? მშობიარობის დაწყების უმთავრესი მახასიათებელია მუცლის არეში რეგულარული, მოვლითი ხასიათის ტკივილების დაწყება. ტკივილს უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, პაუზები ტკივილებს შორის, როგორც წესი 4-5 წუთს შეადგენს; ალბათ, გაინტერესებთ რა უნდა გქონდეთ თან სამშობიაროდ ჩვენთან მოსვლისას? პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები; ,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ: პლედი, ბოდი, შარვალი, წინდა (ბუნებრივი მასალის), ქუდი, გარედან ჩასაცმელი სამოსი. გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი.
სამშობიარო ბლოკი
კომფორტი, ულამაზესი გარემო, უახლესი აპარატურა, მშობიარესთვის აუცლილებელი ყველა პირობა - ეს ,,იმედის კლინიკის" სამშობიარო ბლოკების ძირითადი მახასიათებელია.
ექნებათ თუ არა საშუალება თქვენ მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას? ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე. საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს შესაძლებელია ახალშობილის მამის გულზე დაწვენა.
მელოგინეთა განყოფილება - ორადგილიანი პალატები
,,იმედის კლინიკის" მელოგინეთა განყოფილებაში ორადგილიანი კეთილმოწყობილი პალატებია, დედისთვის და ახალშობილისთვის ყველა აუცილებელი პირობებით, ჰიგიენური და სველი წერტილებით;
ახალშობილი იმყოფება დედასთან, მისივე მოთხოვნით ბავშვი გაჰყავთ ნეონატოლოგებს; ჩვენთან მელოგინე იმყოფება იმდენი დღით, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს; განყოფილებას აქვს სასადილო საუკეთესო და დედისთვის აუცილებელი საკვებით; ჩვენთან მელოგინეობის პერიოდი არანაირ დამატებით გადასახადთან არ არის დაკავშირებული.
მელოგინეთა VIP განყოფილება
,,იმედის კლინიკის" VIP განყოფილება - სასტუმროს ტიპის, ულამაზესი ინტერიერით, ოროთახიანი პალატით მელოგინესთვის და მისი თანმხლები პირისთვის
მელოგინე VIP განყოფილებაში თავსდება ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში მშობიარობის შემდეგ.
,,იმედის კლინიკის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, VIP განყოფილებას უნდა ახასიათებდეს ორი ძირითადი ნიშანი: პირველი - სრული და უმაღლესი ხარისხის სერვისი მეორე - მაქსიმალურრი ხელმისაწვდომობა განურჩევლად მშობიარის სოცისლური მდგომარეობისა.
ახალშობილის მოვლა
,,იმედის კლინიკაში” მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები.
ჩვენ, ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. შიშველ ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად აფარია საბანი. მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში. ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები. შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს. სიცოცხლის მე-4-5 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე. სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის. |
Details
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. ArchivesCategories |