მაია მჭედლიძე
მეან-გინეკოლოგი, ,,იმედის კლინიკის" დირექტორის მოადგილე
საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ, როცა პაციენტსა და ექიმს მიაჩნიათ, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია დედისა და ნაყოფის გამოსავლები გაუმჯობესება საშოსმხრივ
მშობიარობასთან (ფიზიოლოგიური მშობიარობა) შედარებით. საკეისრო კვეთის ჩვენებები 1. პარტოგრამით დადასტურებული მშობიარობის პროგრესის შეფერხება: - სამშობიარო მოქმედების სისუსტე, - კლინიკურად ვიწრო მენჯი. 2. ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა 3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა: - ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა < 2500 - 3600 >გრ , - ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა არის <2500- 3600> გრ და თავის გაშლითი მდგომარეობა დადასტურებულია ექოსკოპიურად, - ტერფით ან მუხლით წინმდებარეობა, - ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა. 4. პათოლოგიური პლაცენტაცია: - პლაცენტის წინმდებარეობა (მე-3 ან მე-4 ხარისხი), - პლაცენტის მიხორცება, - vasa previa. 5. დედის ინფექცია (პირველადი გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია): - მწვავე გენიტალური ჰერპესი (HSV) ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რომლის პირველი ეპიზოდი გამოვლინდა მშობიარობის დროს ან მოსალოდნელ მშობიარობის ვადამდე 6 კვირის მანძილზე; - აივ ინფექცია: თუ ორსული ქალი არ იტარდებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ან ვირუსული დატვირთვა შეადგენს ≥ 400 ასლ/მლ; - კოინფექცია C ჰეპატიტითა და აივ-ით, ვინაიდან გეგმიური სკ-ის დროს მცირდება C ჰეპატიტისა და აივ-ის დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი. 6. მრავალნაყოფიანი ორსულობა: - როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა, - მონოქორიონული მონოამნიონური ტყუპი ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომის არსებობისას; 7. ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა; 8. სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება: - საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა, - დიდი ზომის წვეტიანი კონდილომა, - მენჯის მოტეხილობა ცდომით, - ნაყოფის ანომალია, როგორიცაა, მწვავე ჰიდროცეფალია; 9. დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა ≥ 4 500გრ); 10. ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, როცა დედისა და ნაყოფის მდგომარეობის გამო მშობიარობის ბუნებრივი გზით დამთავრება შეუძლებელია; 11. არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია: - მიომექტომიის დროს საშვილოსნოს კედლის დაზიანებით, - საშვილოსნოს პერფორაციით, - საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციით, - ექტოპიური ორსულობის დროს საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთით, - გადატანილი საკეისრო კვეთით; 12. ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა; 13. მძიმე პრეეკლამფსია და ეკლამფსია რომელიც არ იძლევა ვაგინალური მშობიარობის ჩატარების საშუალებას; 14. ქსოვილების დაზიანების გაზრდილი რისკი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი გართულებებით: - საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო, - რექტოვაგინალური ფისტულის ან სასქესო ორგანოების პროლაფსის გამო გადატანილი ოპერაცია; 15. ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამენო- გინეკოლოგიური ანამნეზით; 16. დედის ექსტრაგენიტალური დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედის ჯანმრთელობას და დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით (მაგალითად: ექსტრაგენიტალური სიმსივნე, ცერებრული ჰემორაგიული ინსულტი ან ანევრიზმა, გულის ხელოვნური სარქველი, გადანერგილი თირკმელი). 17. დედის უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს; 18. რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაყოფს ბუნებრივი გზით მშობიარობის შემთხვევაში. საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით - დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. ასეთ შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებები. - ორსულს უნდა აეხსნას, რომ ყოველი მომდევნო საკეისრო კვეთის შემდეგ იზრდება პლაცენტის წინმდებარეობის, პლაცენტის ჩაზრდის (ჭეშმარიტი მიხორცების) და საკეისრო კვეთის დროს ჰისტერექტომიის საჭიროების რისკი. - ექიმს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებაზე. თუმცა, მშობიარობის გზის არჩევა კვლავ რჩება დედის უფლებად. - საკეისრო კვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტთან კიდევ ერთხელ დაწვრილებით განიხილეთ ამ მოთხოვნის მიზეზები. • თუ პაციენტს აქვს მშობიარობის შიში, მისთვის ხდება ეფექტური გაუტკივარების შეთავაზება. |
Details
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. ArchivesCategories |