იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

30/6/2019

მშობიარობის გაუტკივარების მეთოდები და საჭიროება

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა - სრულად
ფიზიოლოგიური მშობიარობის გაუტკივარება

ფიზიოლოგიური მშობიარობა შეიძლება გაუტკივარდეს, როგორც ზოგადი ანესთეზიით (ინტრავენური და ინჰალაციური), აგრეთვე, ეგრეთ წოდებული ეპიდურული ანესთეზიით.

ზოგადი ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალება მშობიარის ორგანიზმში შედის ინტრავენურად ან ინჰალაციურად და იწვევს პაციენტის დაძინებას, ამით მიიღწევა გაუტკივარება.
​
აღსანიშნავია, რომ ეს მედიკამენტი გადის ე.წ პლაცენტარულ ბარიერში და ხვდება ნაყოფის სისხლში, რაც თავისთავად მოქმედებს ნაყოფზეც და ახალშობილი შეიძლება დაიბადოს ამა თუ იმ მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ (მედიკამენტურ დეპრესიაში).

ამისგან განსხვავებით ე.წ  ეპიდურული ანესთეზიის დროს, მშობიარეს არ ძინავს, მაგრამ ტკივილს არ გრძნობს. ეპიდურულ სივრცეში შეყვანილი საანესთეზიო ნივთიერებები არ ახდენენ მოქმედებას ნაყოფზე და ახალშობილი იბადება დეპრესიის გარეშე.

ხშირად პაციენტს აქვს შეკითხვა უსაფრთხოა თუ არა ეპიდურული გაუტკივარება, შეიძლება თუ არა მანიპულაციის დროს დაზიანდეს ზურგის ტვინი?

გიპასუხებთ, რომ ეპიდურული ანესთეზია არის უსაფრთხო როგორც დედისთვის, აგრეთვე ბავშვისთვის. 

ზურგის ტვინის დაზიანება არის გამორიცხული, რადგან ზურგის ტვინი მთავრდება გულმკერდის XII ან წელის I მალის დონეზე, ჩვენ კი პუნქციას ვაკეთებთ წელის II-III, III- IV ან IV-V მალებს შორის, ანუ 8-12 სმ-ის დაშორებით ზურგის ტვინიდან.

​მშობიარობის დროს გაუტკივარება შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიის საშუალებით.

ადგილობრივი ანესთეზია

ადგილობრივ ანესთეზიას მიეკუთვნება ინფილტრაციული ანესთეზია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უშუალოდ ექიმი მეან-გინეკოლოგი და აგრეთვე ეპიდურული და სპინალური ანესთეზია, რომლებსაც აკეთებს ექიმი-ანესთეზიოლოგი.

ზოგადი ანესთეზია

ზოგადი ანესთეზია, იმის მიხედვით, რა გზით შედის ორგანიზმში საანესთეზიო ნივთიერება, შეიძლება იყო:

- ინტრავენური, როდესაც მედიკამენტი შედის ვენაში და პაციენტი იძინებს.
- ინჰალაციური, როდესაც ანესთეტიკი ხვდება პაციენტის ორგანიზმში ჩასუნთქვის გზით და აძინებს.
- კომბინირებული, როდესაც საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში ხვდება ერთდროულად რამოდენიმე  გზით

საკეისრო კვეთის გაუტკივარება

საკეისრო კვეთის დროს არსებობს  გაუტკივარების ორი ძირითადი სახე:

- ზოგადი ენდოტრაქეალური ანესთეზია, რომლის დროსაც მშობიარეს ინტრავენურად უკეთდება საანესთეზიო ნივთიერება.
მშობიარე იძინებს, კეთდება ტრაქეის ინტუბაცია, ანუ ტრაქეაში იდგმება ე.წ. ენტოტრაქეალური მილი და პაციენტის სასუნთქი გზების მიერთება ხელოვნური სუნთქვის აპარატთან. პაციენტს უკეთდება სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
ვინაიდან საანესთეზიო საშუალებები გადიან პლაცენტარულ ბარიერს, არ არის გამორიცხული ახალშობილის დაბადება მედიკამენტური დეპრესიის ქვეშ.

- სპინალური ანესთეზია, რომელიც ტექნიკურად კეთდება დაახლოებით ისევე როგორც ეპიდურული ანესთეზია, მაგრამ გაცილებით წვრილი ნემსით რაც იწვევს გვერდით მოვლენების მინიმუმამდე დაყვანას. სპინალური ანესთეზია უარყოფიდად არ მოქმედებს ბავშვზე.

თავისთავად ნებისმიერი ანესთეზიის დროს შეიძლება მოხდეს გართულება, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ სპინალურ და ენდოტრაქეალურ ანესთეზიების დროს შესაძლო გართილების ალბათობას, შეიძლება ითქვას რომ სპინალური ანესთეზია, როგორც აღნიშნულია ლიტერატურაში, 15-ჯერ უფრო უსაფრთხოა ზოგად ენდოტრაქეალურ ანესთეზიასთან შედარებით.


მშობიარობის დროს გაუტკივარება შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიის საშუალებით.

ადგილობრივი ანესთეზია

ადგილობრივ ანესთეზიას მიეკუთვნება ინფილტრაციული ანესთეზია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უშუალოდ ექიმი მეან-გინეკოლოგი და აგრეთვე ეპიდურული და სპინალური ანესთეზია, რომლებსაც აკეთებს ექიმი-ანესთეზიოლოგი.

ზოგადი ანესთეზია

ზოგადი ანესთეზია, იმის მიხედვით, რა გზით შედის ორგანიზმში საანესთეზიო ნივთიერება, შეიძლება იყო:

- ინტრავენური, როდესაც მედიკამენტი შედის ვენაში და პაციენტი იძინებს.
- ინჰალაციური, როდესაც ანესთეტიკი ხვდება პაციენტის ორგანიზმში ჩასუნთქვის გზით და აძინებს.
- კომბინირებული, როდესაც საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში ხვდება ერთდროულად რამოდენიმე  გზით
მშობიარობა - სრულად
გაზიარება

Share

Comments
Details

    Author

    Write something about yourself. No need to be fancy, just an overview.

    Archives

    August 2021
    June 2019

    Categories

    All

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი