იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

23/2/2021

ONLINE კონსულტაცია - საჭიროება და უპირატესობა

Comments

Read Now
 
Picture
,,იმედის კლინიკის" საინფორმაციო ცენტრის განმარტება ნოვაციური პროექტის ,,ONLINE კონსულტაციის" დაწყების შესახებ:

ONLINE ანუ დისტანციური კონსულტაცია ემსახურება ექიმის კონსულტაციის მიღების მსურველ პირებს მაქსიმალური ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით:
  • გეოგრაფიული ხემისაწვდომობა - დისტანციური კონსულტაცია შეუძლია მიიღოს ყველამ, მიუხედავად ადგილმდებარეობისა, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე უცხოეთიდან
  • ფინანსური ხელმისაწვდომობა - ჩვენთან ONLINE კონსულტაცია სრულიად უფასოა

​შესაბამისად, კონსულტაციის მიმღებს ექმნება სრული კომფორტი, ვინაიდან ის ექიმს ესაუბრება მისთვის მისაღები გარემოდან (სახლი, სამსახური, სხვადასხვა თავშეყრის ადგილი და ა.შ.)

პირველი კითხვა, რაც კონსულტაციის მიღების მსურველს უჩნდება, ეს არის თუ რამდენად სრულყოფილი და შესაბამისად, ეფექტური იქნება  ONLINE კონსულტაცია; 

განვმარტავთ:

ONLINE კონსულტაცია არის ინდივიდუალური, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ კონსულტაციის მიმღები და ექიმი-სპეციალისტი; ჩვენი პროექტის შემთხვევაში აღნიშნული ურთიერთობა მყარდება ვიდეო გამოსახულების თანხლებით; 

ასევე, კონსულტაციის მიმღებს საშუალება ეძლევა ექიმ-სპეციალისტს ვიზუალურად გააცნოს სხვადასხვა გამოკვლევის შედეგები (ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევა და ა.შ.), რაც საგრძნობლად ზრდის კონსულტაციის ეფექტურობას და პრობლემის გადაჭრის საშუალებას;

ONLINE კონსულტაცია ითვალისწინებს: ანამნეზის შეკრებას, გამოკვლევების შედეგების განხილვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პრობლემის გადასაჭრელად სამკურნალო-პროფილაქტიკური სტრატეგიის დაგეგმვას და ა.შ.


ONLINE კონსულტაციის მისაღებად საჭიროა ორი მთავარი პირობა:
  1. მობილური ტელეფონი ან ნებისმიერი სახის კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ჩატვირთული იქნება Viber
  2. აღნიშნულ მოწყობილობას წვდომა უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან
Viber-ის გადმოწერა კომპიუტერისთვის
​რა შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ONLINE კონსულტაციით?

ONLINE კონსულტაცია ტარდება შემდეგი თემების გარშემო:
  • ორსულობამდე პერიოდი
  • გინეკოლოგია
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • ​მელოგინეობის ხანა
​
თუ ONLINE კონსულტაციით დადგინდა, რომ აუცილებელია თქვენი ვიზიტი ,,იმედის კლინიკაში" ბატონ დავით (ბუკა) კობეშავიძესთან, ასეთ შემთხვევაში:

  • ვიზიტის თარიღს (რიცხვი, საათი) დაადგენთ სპეციალისტთან ერთად უშუალოდ ONLINE კონსულტაციის მიმდინარეობის დროს
  • ვიზიტის ორგანიზებას ახდენს ჩვენი ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენ მეგზურობას, მინიმალურ დროში გამოკვლევების ჩატარებას და ა.შ. შესაბამისად, თქვენი ვიზიტი იქნება მაქსიმალურად კომფორტული

ხართ ორსული და გაქვთ შეკითხვები, ან გაინტერესებთ აღრიცხვაზე დადგომა და ა.შ. შეგიძლიათ თუ არა ასეთ დროს ONLINE კონსულტაციით სარგებლობა?

დიახ, შეგიძლიათ და მეტიც, ეს იქნება საუკეთესო საშუალება, რომ თქვენი ორსულობა პირველივე კვირეებიდან სპეციალისტის სრული პატრონაჟით მიმდინარეობდეს; ასეთ შემთხვევაშიც, ONLINE კონსულტაციის შემდგომი ვიზიტი იქნება თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული;


ეს ძალიან საინტერესოა თუ გინეკოლოგიური პრობლემა გაწუხებთ:
 
ამიერიდან, მხოლოდ 
ONLINE კონსულტაციით მოსარგებლეს აქვს საშუალება მიიღოს ,,იმედის კლინიკის" დღის შეთავაზება: ფასდაკლება ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე

დღის შეთავაზებას მიიღებთ უშუალოდ ONLINE კონსულტაციის დროს იმ შემთხვევაში თუ თქვენი პრობლემის გადაჭრა დამატებით სამედიცინო-პროფილაქტიკური აქტივობების განხორციელებას საჭიროებს
დღის შეთავაზების შესახებ
​აუცილებელია:
  • წინასწარი ჩაწერა 
  • კონსულტაციის მიღება ვიზუალური (ვიდეო) კონტაქტის გზით
ONLINE კონსულტაციაზე წინასწარი ჩაწერა
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი