იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

16/5/2022

დაორსულების შანსი

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობამდე - ვრცლად
დაფეხმძიმების სტატისტიკური ალბათობა ორსულობის დაგეგმვის პირველ ციკლში შედარებით მცირეა და შეადგენს 15 – 25%-ს. ამასთან იგულისხმება ის ციკლები, როდესაც ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს ჩასახვისათვის ხელსაყრელ დღეებში, ანუ ოვულაციამდე 2 დღით ადრე და ოვულაციის დღეს.

​იმ ქალების სტატისტიკა, რომელთაც სურთ დაფეხმძიმება, შემდეგნაირია:ქალების დაახლოებით 50% ფეხმძიმდება ორსულობის დაგეგმვის პირველი 3 თვის პერიოდში, ქალების 75% – 6 თვის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან და ქალების 90% ფეხმძიმდება ერთი წლის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან.საშუალოდ დაფეხმძიმება 4 თვის განმავლობაში ხდება. რა ფაქტორები მოქმედებენ ამ პროცესზე?


არარეგულარული ციკლი და ორსულობა

თუ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, სავარაუდოდ დაორსულება მოგვიანებით მოხდება. არარეგულარული ციკლის პრობლემა იმაშია, რომ ქალი ზუსტად ვერ ითვლის ჩასახვისათვის ოპტიმალურ დღეებს, ვინაიდან ციკლის ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება.

ასაკი და ორსულობა

ორსულობის დაეგმვის პირველ ციკლში დაფეხმძიმების შანსი 30 წლის შემდეგ მცირდება. თუ თქვენი ასაკი 19-დან 24 წლამდეა, თქვენი დაორსულების შანსი დაახლოებით 30%-ია; 25-დან 33 წლამდე შანსი 18%-მდე ქვეითდებ, ხოლო 33-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 13%-მდე ეცემა. 35 წლის ასაკიდან ქალებს გაცილებით უფრო ხშირად აქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლები. ,,დაბერების“ ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია და მისი შეცვლა არ შეიძლება. ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხეები იფიტებიან, კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება, მატულობს ჰორმონული ჩავარდნების რისკი, შესაბამისად უნაყოფობის ალბათობა.

არარეგულარული კავშირი

თუკი რაიმე მიზეზთა გამო, რეგულარული სქესობრივი კონტაქტი შეუძლებელია, ესეც რასაკვირველია მოქმედებს დაფეხმძიმების დადგომაზე. ჩასახვის შანსების დამოკიდებულება სქესობრივი კონტაქტების რაოდენობაზე  წარმოდგენილია შემდეგი სქემით:
Picture
​საინტერესოა, რომ თუკი თქვენ თვეში არანაკლებ 20 -ჯერ გაქვთ სექსი, ამით დაორსულების შანსი არ მატულობს. არსებობს თეორია, რომ ზედმეტად ხშირი სქესობრივი კონტაქტების დროს მამაკაცის სპერმაში მცირდება განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი