იმედის კლინიკა

მთავარი გვერდიორსულობაგინეკოლოგიაპროექტებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობამდემშობიარობაპედიატრიაიმედის კონსულტანტიკონტაქტი


18/3/2021

კალციუმის დეფიციტი ორსულობის პერიოდში

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
​ორსულობას, როგორც წესი, თან სდევს კალციუმის ცვლის დარღვევა. ეს მინერალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი დედის ორგანიზმისთვის. ჯანმრთელ ქალს ეს ცვლილებები გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ თუ ორგანიზმში
კალციუმის ცვლა უკვე ორსულობამდეა დარღვეული, ორსულობისას იგი უმალვე იწყებს გამოვლინებას.

გარდა იმისა, რომ კალციუმი  ამაგრებს მომავალი დედის ძვლებსა და კბილებს, ამ ნივთიერების გარეშე შეუძლებელია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჩამოყალიბება, რაც დაახლოებით ორსულობის მე-8 კვირიდან იწყება.

ბევრი ორსული საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს. მათი დღიური რაციონი მხოლოდ 700 მგ-მდე კალციუმს შეიცავს. ქალების უმრავლესობა სათანადოდ არ აფასებს კალციუმის მნიშვნელობას ნაყოფის განვითარებისთვის. ზოგიერთი მათგანი იღებს ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს, მაგრამ ისინი შეიცავს კალციუმის დღიური ნორმის მესამედს ან კიდევ უფრო ნაკლებს.

ამიტომაც ასე ხშირია ორსულებს შორის კალციუმის უკმარისობა. გარდა ამისა, ორსულობას ხშირად თან სდევს ისეთი ქრონიკული დაავადებების გამწვავება, როგორიც არის გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი. ამ დაავადებებმა შესაძლოა დაარღვიოს კალციუმის შეწოვა და დასწიოს ორგანიზმში მისი დონე საკვებიდან ადეკვატური დღიური ნორმის მიღების შემთხვევაშიც კი. ამავე დროს, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას:
  • კალციუმიანი პროდუქტების მიღებისას აუცილებელია ფოსფორის თანაობა, ფოსფორით კი მდიდარია თევზი.
  • კალციუმის შეწოვასა და ათვისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს D ვიტამინი.

კალციუმისგან განსხვავებით, D ვიტამინს ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის მზის სხივების ზემოქმედებით. დღეში 2-3-ჯერ 15 წუთით მზეზე ყოფნა საკმარისია საჭირო ოდენობის D ვიტამინის სინთეზირებისთვის, ამიტომ ორსულისთვის რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა.

D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა კვერცხის გული, ორაგული და ქაშაყი. გახსოვდეთ: მართალია, ორსულებისთვის განკუთვნილი ვიტამინები და მულტივიტამინები კალციუმზე თქვენს მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ D ვიტამინის რეკომენდებული მარაგის შექმნაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის კალციუმს ვერ იღებს, მას თავისივე ძვლებიდან ხარჯავს. ნაყოფის ჩონჩხის ასაგებად იწყება ორსულის ძვლებიდან კალციუმის მარილების გამოსვლა. ეს იწვევს კალციუმის დეფიციტს, ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცის დაქვეითებას და ოსტეოპოროზს, რაც ზრდის ძვლების მოტეხილობის რისკს.

პირველ დარტყმას იღებს ზედა და ქვედა ყბა. ალვეოლური წანაზარდები, რომლებიც ქმნის კბილის ბუდეს, კარგავს კალციუმს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პაროდონტიტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ორსულებში კალციუმის დეფიციტი ხელს უწყობს ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობათა ჩამოყალიბებას, როგორიც არის ჰიპერტენზია,  პრეეკლამფსია,  ნეიროვეგეტაციური დარღვევები. კალციუმი ამცირებს კუნთების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, წვივის კუნთების კრუნჩხვას - კრამპებს, რომელიც უმეტესად ღამით აღმოცენდება და ორსულთა კალციუმის დეფიციტის კლასიკური სიმპტომია.

კბილების დაზიანება ორსულთა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. კალციუმის დეფიციტის დროს კბილები სათანადო რაოდენობით ვერ იღებს ამ ელემენტს. ამასთანავე, ორსულობისას ცვლილებები ხდება სანერწყვე ჯირკვლების მუშაობაშიც. სრულფასოვანი ნერწყვი შეიცავს რემინერალიზებული ფოსფატებისა და კალციუმის ნარევს.

ასეთი შემადგენლობის წყალობით ის ამაგრებს კბილების მინანქარს და ამით თავიდან გვაცილებს კარიესს. ორსულობის დროს კი ნერწყვის დამცველობითი თვისებები მკვეთრად მცირდება და ამის შედეგად კარიესი იღებს აგრესიულ ფორმას. მინერალური ცვლის ასეთი ცვალებადობა განაპირობებს კბილის ქსოვილის დასუსტებას, კბილები ხდება მყიფე და მტვრევადი და თვალსა და ხელს შუა იფშვნება.

 ორსულობის მე-6-7 თვეს ინტენსიურად იწყება ნაყოფის ჩონჩხის ჩამოყალიბება. მზარდ ნაყოფს უხვად სჭირდება კალციუმი. ის აუცილებელია მისი ყველა ქსოვილის განვითარებისთვის - როგორც ჩონჩხისა და კბილებისთვის, ისე ნერვული სისტემის, გულისა და სხვა კუნთოვანი ორგანოების, თვალების, ყურების, კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. დედის ორგანიზმიდან პლაცენტის გავლით ნაყოფს საათში 13 მგ, ხოლო დღე-ღამეში 300 მგ კალციუმი მიეწოდება. დაბადებისას ახალშობილის ჩონჩხი შეიცავს 20-30 გ კალციუმს. კალციუმის დეფიციტმა შესაძლოა ნაყოფის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.

ორსულის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს კალციუმის შემცველი პროდუქტები. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია კალციუმის გამომუშავება, ამიტომ იგი გარედან უნდა მივიღოთ. ცნობილია, რომ კალციუმის რეკომენდებული დღიური ნორმა 19-50 წლის არაორსული ქალებისთვის 500-1000 მგ-ია, ორსულებისთვის კი 1000-1200 მგ. კალციუმის ძირითადი წყაროა რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, კეფირი, იოგურტი), ბოსტნეული (კომბოსტო, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო), ხილი და კენკრა (ხურტკმელი, მოცხარი, მარწყვი, ბალი, გარგარი). კალციუმის შეწოვას აფერხებს მარცვლეული, მჟაუნა, ისპანახი. ეს პროდუქტები შეიცავს ფიტინის მჟავასა და მჟაუნმჟავას, რომლებიც კალციუმთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნიან უხსნად მარილებს - ფოსფატებსა და ოქსალატებს.

ამის გამო კალციუმის შეწოვა ძნელდება. ასე რომ, აუცილებელია, გავითვალისწინოთ საკვები პროდუქტების ურთიერთთავსებადობა. ვინაიდან რძის პროდუქტებში ბევრი ცხიმია, ეცადეთ, შეძლებისდაგვარად მიირთვათ მოხდილი ხაჭო, რძე, მაწონი და ა. შ.

თუ დღიური რაციონი კალციუმს საკმარისი ოდენობით ვერ გვაწვდის, მაშინ უნდა მივიღოთ კალციუმის დანამატები. მარაგის შევსება შესაძლებელია ტაბლეტირებული კალციუმით. კალციუმის კარბონატი ყველაზე დიდი ოდენობით შეიცავს ელემენტარულ კალციუმს, რომელიც, კალციუმის ციტრატისა და ლაქტატისგან განსხვავებით, ადვილად იწოვება ორგანიზმში.

​კალციუმის კარბონატი დაახლოებით 40%-ით აითვისება, მაშინ როცა კალციუმის გლუკონატის ბიოათვისებადობა 4%-ია. კალციუმის დანამატი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ორ ულუფად, ვინაიდან ერთ ჯერზე ორგანიზმს შეუძლია მხოლოდ 600 მგ კალციუმის ათვისება. ერიდეთ კალციუმის ისეთ დანამატს, რომელიც შეიცავს ძვლის ფქვილს ან დოლომიტს. ასეთი პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს დარიშხანს და სხვა ტოქსიკურ სუბსტანციებს.

კალციუმის პრეპარატები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მიკროელემენტისა, ყველა ორსულს არ ენიშნება. საჭიროებისამებრ, გამოკვლევებისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით, კალციუმის პრეპარატების დანიშვნა უპრიანია ორსულობის 24-28-ე კვირას.
გაზიარება

Share

Comments
Picture
საინფორმაციო ფილმი -
​ერთი დღე იმედის კლინიკაში

Picture
საინფორმაციო ფილმი -
ორსულ ქალთა კონსულტაცია

Picture
საინფორმაციო ფილმი
პედიატრიული საავადმყოფო

Picture
,,იმედის კლინიკის" შეთავაზება იურიდიულ პირებს

Picture
Picture
ორსულობა, მშობიარობა, პედიატრია, გინეკოლოგია, სერვისები და პროექტები - ,,იმედის კლინიკა" ერთ სივრცეში
Picture
* ორსულობამდე პერიოდი
​* პირველი ორსულობა 

* აღრიცხვაზე დადგომა
​
* ვიზიტების არსი და საჭიროება
* ექოსკოპია
* ლაბორატორიული გამოკვლევები
​
* ჩემი მეანი
* კარდიოტოკოგრაფია
* პროექტი ,,ერთგულება"
​​* ორსულობის ტრიმესტრები

​* ვიზიტების გრაფიკი
* ორსულის სწორი კვების პროექტი

* პრენატალური ვარჯიშები

Picture
* მშობიარობა იმედის კლინიკაში
​* იმედის კლინიკის პროფესიონალები
​
* პირობები იმედის კლინიკაში
* სამშობიარო ბლოკები
​
* მორიგე ბრიგადები

* VIP განყოფილება
* ფიზიოლოგიური მშობიარობა
​* საკეისრო კვეთა
* მშობიარობის გაუტკივარება
* ლოგინობის ხანა
​
​* ახალშობილის მოვლა 

* პროექტი SOS

Picture
* პედიატრიული საავადმყოფო
* მიმართულებები და სერვისები
​
​*
ძუძუთი კვების უპირატესობა
* გადაუდებელი დახმარება
* თერაპია
* კრიტიკული მედიცინა
* ოფთალმოლოგია, სკრინინგი
​
* ყელ-ყურ-ცხვირი
* ქირურგია

Picture
* გინეკოლოგიური დეპარტამენტი
* 
ლაპაროსკოპია
* პლასტიკური გინეკოლოგია
* დღის შეთავაზება
​
* გინეკოლოგიური გზამკვლევი

* მომავალი დედა
* არასრულწლოვანთა გინეკოლოგია

Picture
​* იმედის კონსულტანტი 
​​* დაათვალიერე და დარწმუნდი
​
* დედის სკოლა
​
* ფასდაკლების მიღება გინეკოლოგიურ ოპერაციაზე

Picture
* ,,იმედის კლინიკის" პროექტები
* სოციალური პასუხისმგებლობა
​
* ბედნიერების ტერიტორია

​
* გზამკვლევი

* Facebook Live
​* მე აქ დავიბადე
​* რეალური შოუ ,,მომავალი დედა"
​* გაერთე

Picture
​* რა გაფერხებს?
​
* შენი ომბუდსმენი
558 10-80-45
* მომაქციეთ ყურადღება
* პრეტენზიების ბიურო


Picture
* უფლებების განმარტება
* შვებულება და ანაზღაურება
​* რისკის შემცველი სამუშაოები

Picture
* კონტაქტი
​
​* ეს საიტი მობილურში
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC