იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

7/4/2022

გაფართოებული საშოს სინდრომი

Comments

Read Now
 
Picture
ორთოპედიული გინეკოლოგია - ვრცლად
ვაგინალური რელაქსაციის სინდრომი, არის საშოს კედლების ტურგორის პათოლოგიური დაქვეიტება (ტურგორი არის ე.წ. ტონუსი, ჯანსაღი ქსოვილის ელასტიურობა).

  ახასიათებს კუნთების და ვულვის გარშემო რგოლის ტონუსის დაქვეითება, გენიტალური ნაპრალის მოშვება, ვაგინის გაფართოება, ვაგინალური სფინქტერის არასრულფასოვანი ფუნქციონირება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოიყენება აგრეთვე „ვაგინალური ატონიის“ „გაფართოებული ვაგინალური სინდრომის“ სინონიმური განმარტება და ა.შ. ეს მდგომარეობა განიხილება, როგორც დეგენერაციული-დისტროფიული პროცესის საწყისი სტადია , მენჯის კუნთოვან-ლიგამენტურ სტრუქტურებში, რაც იწვვს ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების პროლაფსს. ( ლათინნურად: ჩამოვარდნა, დაქვეითება, გამობურცვა). 

ვაგინალური რელაქსაციის სინდრომი უმეტესად გავრცლებულია ნამშობიარბ ქალებში, დამოკიდებულია მშობიარობის რაოდენობაზე, ასაკზე (40 წლლის ნიშნულზე ვაგინალური ატონიის ალბათობა მკვეთრად იზრდება). სხვადასხვა წყაროების და გამოკვლევების მიხედვით, საშოს კედლების სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ჰიპოტენზია ან ატონია გამოვლინდა ზრდასრული ქალების ზოგად პოპულაციაში სიხშირით 70-80 %, ხოლო სიბერეში ყველა გამოკითხულში. ამავდროულად, თანამედროვე გინეკოლოგია და სექსოლოგია არ განიხილავს ამ სინდრომს, როგორც ნორმალურ ასაკობრივ ტენდენციას, რომელიც არ საჭიროებს ჩარევას, რადგან ვაგინალური რელაქსაცია ცხოვრების ხარისხზე, ზრდის უროგენიტალური ინფექციების რისკს და ხშიირად იწვევს სერიოზულ ფსიქოლოგიურ დარღვევებს.

შესაბამისად, ვინც ამ პრობლემით მიმართავს ექიმს, ენიშნება გამოკვლევა და შედეგების მიხედვით-მკურნალობა. ბევრად უფრო აქტუალური, მწვავე და მნისვნელოვანი გახდა ახლა ვიდრე რამოდენიმე წლის უკან იყო.

გამომწვევი მიზეზები
 
მსგავსი პრობლემა ჩნდება ფაქტობრივად, იმავე ეტიოპათიოგენეტური მექანიზმით, რომელიც იწვევს ნებისმიერი სხვა კუნთოვან-ლიგამენტური სტრუქტურის პათოლოგიურ მდგომარეობას ( გაჭიმვა, სისხლდენა და ა.შ. ) კუნთების ბოჭკოების მაკრო და მიკროტრავმატიზაცია, ძირითადი ცილოვანი კომპონენტების დისბალანსი, კოლაგენისა და ელასტინის დაქვეითება, ქსოვილის მორფოლოგიური „გადაგვარება“ და ფუნქციური კონსისტენციის თანდათანობით დაკარგვა, რაც ერთად განისაზღვრება, როგორც დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესი.

მაგრამ უდავო ლიდერი გამომწვევ ფაქტორებს სორის არის ღტული მსობიარობა კუნთების და შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკობის მრავალჯერადი რღვევა და დაზიანება.

ვაგინალური რელაქსაციის სინდრომის განვითარების რისკი მკვვეთრად იზრდება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა:  ჭარბი წონა, მძიმე წონნია აწევა და ა.შ.

ქრონიკული სომატური დაავადებები, რომლის დროსაც მუცლის ღრუში წნევა იზრდება;

ნეიროენდოკრინული დარღვევები და დისბალანსი, რაც ამა თუ იმ გზით იწვევს ქალის სასქესო ჰორმონების დეფიციტს;

ჰემოდინამიკისა და მიკროცირკულაციის დარღვევა მენჯის ორგანოებში;
ჰიპოვიტამინოზი, არაჯანსაღი კვება;
მემკვიდრული მიდრეკილბა;
აუტოიმუნური კოლაგენოზები ( შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები );
მავნე ჩვევები ( განსაკუთრებიტ მოწევა );
ადინამია.

სიმპტომები და დიაგნოსტიკა

  
ცხადია, ზემოთ აღწერილი პათოლოგიური ცვლილებების სიმძიმე შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. არსებობს სინდრომის სამი ხარისხი; რაც დამოკიდებულია ვაგინალური სფინქტერის ფუნქციონალური სიცოცხლისუნარიანობაზე.

ყველაზე ტიპიური სიმპტომები და ჩივილები პენისის ზედმეტად თავისუფლად პოზიცის საშოსი, რის შედეგადაც მცირდება კოიტალური შეგრძნებების ინტენსივობა. ასეთ დროს ხშირია წყვილებს შორის ჰარმონიულობის დარღვევა, ვითარდება სექსუალური დისჰარმონია და ვითარდება დისპარეუნიის სინდრომი ( სიამოვნების ნაკლებობა ). ზოგიერთ შემთხვევაში ხშირად უარს ამბობენ სექსუალურ ცხოვრებაზე, უჩნდებათ ურთიერთპრეტენზიები, უჩნდებათ ღალატის სურვილი და ა.შ. ცხადია ასეთი პრობლემის დროს რთულია ფიზიკური, სექსუალური კავშირის შენარჩუნება.

დიაგნოსტიკა მოიცავს ჩივილების დეტალურ ანამნზს, ინფორმაციას ( ორსულობა, აბორტები, მშობიარობა და ა.შ ). ტარდება სტანდარტული გინეკოლოგიური გამოკვლევა და პალპაცია. ზოგადად , ვაგინალური რელაქსაციის სინდრომი, როგორც წესი არ იწვევს დიაგნოსტიკურ სირთულეებს. კლინიკური გამოვლინებები საკმაოდ თვალსაჩინოა და ადვილად დგინდება სპეციალისტის მიერ.

ყველაზე ინფორმაციული მეთოდები ტრანსვაგინალური ექოსკოპია და საშოს კუნთების ტონუსის გაზომვის მაღალტექნოლოგიური პროცედურები ( ვაგინალური პერინომტრია, ვაგინოტენსომეტრია).

მკურნალობა

თერაპიული სტრატეგია (საშოს დავიწროვება) ყოველთვის ინდივიდუალური და ყოველთვის კომპლექსურია. მკურნალობა შეირჩევა კონკრეტული შემთხვევის ყველა თავისებურების, პათოლოგიური პროცესის სიმძიმისა და სტადიის გათვალისწინებით . ზოგ შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია ფიზიოთერაპიული მეთოდები ( ელექტროსტიმულაცია, სპეციალური სავარჯიშო სისტემები).

გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი