იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

10/8/2022

ახალშობილისა და ჩვილის კვება

Comments

Read Now
 
Picture
პედიატრია - ვრცლად
​კვების სახეები:

ბუნებრივი – ბავშვი 6 თვის ასაკამდე მხოლოდ დედის რძით იკვებება.
შერეული – დედის რძესთან ერთად ბავშვს ეძლევა ხელოვნური ნარევი
ხელოვნური – ბავშვი მხოლოდ ხელოვნური ფორმულით იკვებება

ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან რაც შეიძლება მალე. არაუგვიანეს 1/2 – 1 საათის განმავლობაში და ახალშობილი მუდმივად უნდა იყოს დედასთან.

ბუნებრივი კვება

დედის რძე ახალშობილისა და ჩვილის საუკეთესო საკვებია. დედის რძე შეიცავს ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას: 
  • ცილები
  • ცხიმები
  • ნახშირწყლები
  • ვიტამინები
  • ფერმენტები
  • დამცველობითი ნივთიერებები
  • წყალი
  • მინერალები

ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან იშვიათად ხდებიან ავად. ამასთან,  უფრო კარგად ვითარდებიან, ვიდრე შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები. 

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყველა ბავშვი მხოლოდ ძუძუთი რომ იკვებებოდეს, ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიონი ჩვილის სიცოცხლე გადარჩებოდა, მილიონობით სხვა ბავშვის ჯანმრთელობა და განვითარება კი ბევრად გაუმჯობესდებოდა.

თითქმის ყველა დედას შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება. თუკი დედა არ არის დარწმუნებული ძუძუთი კვების უპირატესობაში, საჭიროა, რომ ახლობლებმა, მეუღლემ და ოჯახის წევრებმა დაარწმუნონ იგი ამაში.

დედის რძე სრულად უზრონველყოფს ბავშვს, როგორც საკვები ნივთიერებებით, აგრეთვე სითხით, ამიტომ ამ პერიოდში მას არ ესაჭიროება სხვა საკვების ან სითხის (მათ შორის წყლის) დამატება დედის რძე არის საუკეთესო საკვები, რომელიც ბავშვმა შეიძლება მიიღოს. ვერც ერთი სხვა საკვები ღირებულებით და მნიშვნელობით ვერ გაუტოლდება დედის რძეს.

რამოდენიმე დღის განმავლობაში სარძევე ჯირკვალში გამომუშავდება მოყვითალო ფერის სითხე – ხსენი, რომელიც ახალოშობილისათვის საუკეთესო საკვებია.მისი კვებითი ღირებულება მაღალია. იგი იცავს ბავშვს ინფექციებისაგან. ხსენი, მიუხედავად მცირე მოცულობისა, თავისი კალორიულობით აკმაყოფილებს ახალშობილის კვებით მოთხოვნილებებს როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად.

ბავშვისთვის დედის რძე იოლი გადასამუშავებელია. ეს ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. დედის რძე იცავს ბავშვს დაავადებებისაგან. ცხელ კლიმატშიც კი დედის რძე სრულად უკმაყოფილებს პატარას სითხის მიღების მოთხოვნილებას. წყალი ან სხვა სასმელი არ არის საჭირო სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ამ პერიოდში ბავშვისთვის ნებისმიერი სხვა საკვების ან სითხის მიცემა ზრდის ნაწლავური ინფექციების და სხვა დააბადებების რისკს.

პატარა მაშინ იღებს რძეს საკმარისი რაოდენობით, თუ:
  • მას კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღიურად, შესაძლოა ყოველ წამის შემდეგ
  • შარდავს 6-8 - ჯერ დღეში
  • კვების შემდეგ დაკმაყოფილებულია
  • წონაში ნამატი საშუალოდ 125-150 გრამია კვირაში.

 თუ ზემოთ მოცემული პირობები არ კმაყოფილდება, გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები:

  • შეიძლება საჭირო იყოს დედის რძით უფრო ხშირი კვება (სულ მცირე 12 კვება 24 საათის განმავლობაში). ბავშვი ძუძუს მინიმუმ 15 წუთი უნდა წოვდეს. მნიშვნელოვანია, რომ სარძევე ჯირკვალი დაიცალოს, რათა ბავშვმა მიიღოს უკანა რძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი კალორიულობით. უკანა რძე უზრუნველყოფს წონაში სწრაფად მატებას. თუ ბავშვს უჭირს ძუძუს დაცლა, გამოიწველეთ რძე და მიეცით კოვზით.
  • ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება ძუძუზე სწორად მოჭიდებაში;
  • ბავშვი შეიძლება ავად იყოს და ის უნდა აჩვენოთ ექიმს;
  • წყალმა ან სხვა სითხემ შეიძლება შეამციროს ძუძუდან სათანადო რაოდენობის რძის მიღება. ბავშვს არ უნდა მისცეთ სხვა სითხე და მხოლოდ ძუძუთი უნდა კვებოთ.
  • ექვსი თვის ასაკის გადაცილებულ უკლებლივ ყველა ბავშვს ესაჭიროება სხვა საკვები და სითხე. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 2 წელი და ამის შემდეგაც. 

ახალშობილს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ჰქონდეს დედასთთან ფიზიკური კონტაქტი (კანით-კანთან). თქვენთვის და ბავშვისთვის ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ერთ ოთახში ან საწოლზე მოთავსდებით. ბავშვს საშუალება უნდა ჰქონდეს, იკვებოს ძუძუთი სურვილის მიხედვით. თუ ბავშვი ძუძუთი კვებას დაბადებისთანავე იწყებს, უფრო მეტი დედის რძე წარმოიქმნება. ეს აგრეთვე ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმსვას, რაც ამცირებს ძლიერი სისხლდენის ან ინფიცირების რისკს.

 ძუძუთი ხშირი კვება განაპირობებს მეტი რძის გამომუშავებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ბავშვის სხეულის პოზიცია ძუძუთი კვების დროს და ძუძუზე მოჭიდება. ბავშვის სხეულის სწორი პოზიცია აადვილებს ძუძუზე მოჭიდების პროცესს.

სწორი მოჭიდების დამადასტურებელია შემდეგი ნიჭნები:
  • ბავშვის მთელი სხეული შემოტრიალებულია თქვენსკენ;
  • ბავშვი მოახლოებულია თქვენ სხეულთან;
  • ბავშვი მშვიდი და კმაყოფილია.

ნიშნები, რომლებიც ადასტურებენ სწორ მოჭიდებას:
  • ბავშვის პირი ფართოდ არის გაღებული და ქვედა ტუჩი გადმობრუნებული;
  • ბავშვის ნიკაპი მიბჯენილია თქვენს ძუძუზე;
  • ძუძუს კერტის ირგვლივ არეოლას უფრო დიდი ნაწილი მოჩანს ბავშვის პირის ზემოთ, ვიდრე ქვემოთ;
  • ბავშვი წოვს ღრმა გამოქაჩვით;
  • თქვენ არავითარ ტკივილს არ გრძნობთ ძუძუს კერტების არეში.

ძუძუთი კვება ბავშვებს იცავს დაავადებებისაგან,  ქმნის განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს დედას და ბავშვს შორის. დედის რძე არის ბავშვისთვის ,,პირველი იმუნიზაცია.

თითქმის ყველა დედას შეუძლია საკმარისი რძის გამომუშავება, როდესაც:
  • ის მხოლოდ ძუძუთი კვებავს ბავშვს;
  • ბავშვი სწორ პოზიციაში წოვს და ძუძუ კარგად უდევს პირში;
  • ბავშვი ძუძუთი იკვებება სურვულის მიხედვით;
  • დაბადებისთანავე ახალოშობილი ძუძუთი უნდა იკვებებოდეს როცა ის ამას მოითხოვს.

ტირილი არ არის იმის ნიშანი, რომ ბავშვს სხვა საკვები ან სითხე სჭირდება. ტირილი ხშირად ნიშნავს, რომ ბავშვს სჭირდება აყვანა და მოფერება. ზოგ ბავშვს ძუძუს წოვა დასამშვიდებლად სჭირდება. რაც უფრო მეტს წოვს ბავშვი, მით უფრო ბევრი რძე წარმოიქმნება. რძის წარმოქმნა “მოთხოვნისა და მიწოდების” ბუნებრივი სისტემაა..

ხშირად დედები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათი რძე არასაკმარისია, სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვს სხვა საკვებს ან სითხეს აძლევენ. ეს აიშვიათებს ძუძუს წოვას, რადგან ბავშვი ,,ზარმაცდება”. ამის შედეგად კი ძუძუში ნაკლები რძე წარმიქმნება. დედას მეტი რძე ექნება, თუ ის ბავშვს არ მისცემს სხვა საკვებს ან სითხეს და ხშირად კვებავს ძუძუთი. 

დამამშვიდებლები, სატყუარები ან საწოვარიანი ბოთლები არ უნდა გამოიყენოთ, თუკი ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იმყოფება, იმიტომ რომ მათი წოვის პროცესი უფრო ადვილია ძუძუს წოვასთან შედარებით. 

რძე იცავს ბავშვებს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ინფექციებისაგან, აგრეთვე სხვა გამართულებებისაგან. არავითარ სხვა სითხეს ან საკვებს არ შეუძლია ასეთი დაცვის უზრუნველყოფა.

ძუძუთი კვების დროს ბავშვები გრძნობენ მათდამი თბილ დამოკიდებულებას და განვითარებისათვის საჭირო სტიმულს ბუნებრივად იღებენ, ხოლო ბოთლით კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო მეტ, საგანგებო ყურადღებას საჭიროებენ მშვიდად ყოფნისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი