იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

15/4/2022

დაბადებიდან ერთი თვის განმავლობაში

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
პირველი კვირის განმავლობაში თქვენი ბავშვის ძილის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 საათია დღე-ღამეში. ძილის შედარებით მუდმივი რეჟიმი, უკეთეს შემთხვევაში, მომდევნო თვეს დარეგულირდება.

​უნდა გახსოვდეთ, რომ თავისი ჩვევებით და ქცევით თქვენი პატარა განუმეორებელია. ხშირად ვერც ახსნით, თუ რა აწუხებს და რატომ ტირის ბავშვი. შეეცადეთ გეჭიროთ სხვადასხვა მდგომარეობაში, იმისათვის რომ მიხვდეთ როგორი მდგომარეობა უფრო მოსწონს.

​შესაძლოა თქვენს ბავშვს კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შეამჩნიოთ მცირე ზომის მოვარდისფრო ან მოწითელო ლაქები. ისინი წარმოიქმნებიან კანქვეშ მდებარე წვრილი კაპილარებისაგან და დაახლოებით 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრებიან. ჭიპლარი ჩვეულებრივ მეორე კვირას, იშვიათად კი მესამე კვირას ძვრება. მანამდე ბავშვი არ აბანაოთ აბაზანაში, უბრალოდ გაწმინდეთ სველით ღრუბელით. ნუ შეგეშინდებათ ყიფლიბანდის არეებისა და თავის რბილი ნაწილების დაბანა.

ამ ასაკის ბავშვი საკვებს ყოველ 2 ან 3 საათში უნდა ღებულობდეს. ზოგჯერ, საკვების მიღების შემდეგ ბავშვი წამოაქაფებს. ამაში საშიში არაფერია, თუკი თქვენი ბავშვი წონაში ნორმალურად მატულობს. შეეცადეთ საკვები მისცეთ შედარებით უფრო ნელა, შესვენებებით. უმჯობესია, თუკი ჭამის ბოლოს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვს დაიკავებთ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში.

​შესაძლოა ჩვილის ტანზე შეამჩნიოთ პატარა ნაკაწრები, ე. ი. დროა დააჭრათ ფრჩხილები. ამის გაკეთება უმჯობესია როცა ბავშვს სძინავს. გამოიყენეთ მრგვალბოლოებიანი მაკრატელი; მოჭერით სწორად, კანიდან ცოტაოდენი დაცილებით.
როგორც კი ბავშვს თვალი ირგვლივი კუნთები მომაგრდება, მისი გამოხედვა უფრო ფიქსირებული ხდება. ამ ასაკში ბავშვები ახლომხედველები არიან, ამიტომ სათამაშოები დაახლოებით ნახევარი მეტრის დაცილებით უნდა დავუდოთ.

ერთი თვის ბავშვის ფიზიკური განვითარება:

  • ხელებისა და ფეხების მოძრაობა ჯერ კიდევ რეფლექტორულია;
  • ბავშვს აქვს უეცარი კრთომები (მოროს რეფლექსი);
  • მუშტები მჭიდროდ შეკრულია;
  • ზურგიდან ნაწილობრივ გადაგორდება გვერდზე;
  • თავის დაჭერა შეუძლია ერთ ხაზზე;
  • აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს;
  • თუკი გავუშლით თითებს, შეუძლია სათამაშოს დაჭერა, მაგრამ მაშინვე ხელს უშვებს;

ერთი თვის ბავშვის სოციალური განვითარება:

  •  ნახევარი მეტრის მანძილში აფიქსირებს მხედველობას მშობლებზე;
  • გიყურებთ თვალებში;
  • მშვიდდება და ყუჩდება, როცა აკვირდება ადამიანების სახეებს;
  • რეაგირებს ადამიანის ხმაზე.

ერთი თვის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება:

  • 10 საათიდან აქტიურია 1 საათი;
  • სიფხიზლის პერიოდში სახის გამომეტყველება ბუნდოვანია, არაფერს არ გამოხატავს;
  •  სცნობს დედას სუნითა და ხმით;
  • ტირის, როცა დახმარება უნდა.
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი