იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

7/11/2020

დედა და ახალშობილი

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია
​ახალშობილისთვის დედა არის დამაკავშირებელი სამყაროსთან. დედის ხმა და გულისცემა მას ესმოდა დაბადებამდე, ახლა კი როცა მის მკერდს ეკვრის ის თავს გრძნობს უსაფრთხოდ. ზოგი ფიქრობს რომ ახალშობილი მხოლოს იყურება და ესმის, ის კი შეიგრძნობს გრძნობის ხუთივე ორგანოთი. მისთვის უმთავრესია შეიგრძნოს თქვენი სიყვარული და მასთან ურთიერთობის სიხარული, ამისთვის გამოიყენეთ ყველა საშუალება – შეხების და შეხედვის ენა, მიმიკები, ინტონაცია.

პირველი კვირების განმავლობაში ახალშობილს სძინავს დაახლოებით 20სთ, შედეგად ურთიერთობისთვის გრჩებათ ცოტა დრო. გამოიყენეთ ყოველდღიური პროცედურები, მიაჩვიეთ თქვენს თბილ ხმას გაღვიძების, გახვევის და დაბანის დროს.

ახალშობილის მრავალრიცხოვან მიმიკებს შორის გვხვდება სიცილის მსგავსიც, დაიმახსოვრეთ ის და ყოველთვის უპასუხეთ მას. პატარები ხშირად ბაძავენ უფროსებს, ამიტომ რაც უფრო ხშირად გაიღიმებთ უფრო უკეთესია. ერთხელაც როცა ნაზად და სიყვარულით დაელაპარაკებით ის პირველად გაგიღიმებთ საპასუხოდ.

ახალშობილი საგნებს მკაფიოდ ხედავს 20-70სმ-ის მანძილზე; მას ჯერ კიდევ უჭირს მზერის ფოკუსირება, ამიტომ არ იჩქაროთ, აცადეთ ყურადღებით დააკვირდეს საგანს. ის არჩევს ძირითად ფერებს: ყვითელს, წითელს, ლურჯს და მწვანეს; უპირატესობას ანიჭებს დედის ტანსაცმლის ფერს, თუ კვების დროს ყელზე გექნებათ ფერადი ყელსაბამი ან შარფი პატარა დანაყრებული და დასვენებული ინტერესით დაათვალიერებს მათ.

პირველი სათამაშოები შეიძლება იყოს მკვეთრი ან პასტელის ფერების, აუცილებლად ერთი ფერის და არა შერეული. პატარა სათამაშოები ჩამოუკიდეთ საწოლის სამაგრზე, დიდი სათამაშოები კი დადეთ თაროზე ან კარადის თავზე ისე, რომ პატარა ხედავდეს მათ; კედლებზე გააკარით დიდი სურათები და დაათვალიერებინეთ პატარას ყოველ ჯერზე როცა ისეირნებთ ოთახში; გამოიყენეთ სათამაშო „ჩხარუნა“ (დაახლოებით 10სმ), ის ყურადღებას მიიქცევს ფერით (არა უმეტეს 2-3 ფერისა), ხმით და მოძრავი ნაწილებით, აჩვენეთ ბავშვს 30სმ-ის მანძილიდან, შემდეგ კი ნელა გადააადგილეთ მარჯვნივ-მარცხნივ; შედეგად პატარა მე-3 კვირის ბოლოს თავისუფლად აფიქსირებს მზერას. 2 თვის პატარა სიამოვნებით აკვირდება მკვეთრი სათამაშოს მოძრაობას ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით.

პირველი 2 დღე ან მეტი ახალშობილს თითქმის არ ესმის შიდა ყურში დაგროვილი სითხის გამო, რომელიც თანდათან გაიწოვება და ყალიბდება სრულყოფილი სმენა. ყოველთვის ეცადეთ თქვენი ხმით ან სასიამოვნო ზარუნათი მიახვედროთ ბავშვი რომ უახლოვდებით. დასაწყისში ის ჯერ ჩერდება და შემდეგ უსმენს, რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კი თვალებით დაუწყებს ძებნას ხმის გამომცემ წყაროს.

დედის ხელები ეხმარება პატარას შეხების აღქმის განვითარებაში; შეეცადეთ ეს ყოველთვის სასიამოვნო იყოს; ცივი ხელები შეხებამდე გაითბეთ; ძალიან სიამოვნებს ახალშობილს ხელისგულებით მოფერება და ნაზ კანზე მსუბუქად ჰაერის შებერვა.

ყნოსვა ახალშობილებს უფრო კარგად აქვთ განვითერბული ვიდრე მოზრდილებს. მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დედის რძის სურნელი. ჩვეული არომატი, რომელიც დედისგან მოდის მათთვის გარემოს სტაბილურობის ნიშანია, ამიტომ ნუ იჩქარებთ სუნამოების გამოყენებას.

მოძრაობაში ბავშვი შეიცნობს გარემოს და სწავლობს საკუთარი სხეულის ფლობას. ხელი შეუწყვეთ მას, მაგალითად ხოხვაში; ამისათვის დააწვინეთ პატარა მუცელზე, თქვენი ხელები დაუწყვეთ მისი ხელისგულების ქვეშ, ის კი ნელ-ნელა ამოძრავდება.

ასეთი კონტაქტი და მეცადინეობა ბავშვთან საშუალებას მოგცემთ უკეთ გაუგოთ მას. რაც არ უნდა გააკეთოთ, ყურადღება მიაქციეთ მის რეაქციებს, რადგან შეიძლება დაიღალოს, მოშივდეს, ძილი მოუნდეს ან იგრძნოს დისკომფორტი. გაოცდებით ისე სწრაფად დაიწყებს განვითარებას როცა მისი შესაძლებლობები გაიზრდება. ის გამოგარჩევთ ყველასგან, შეგეგებებათ სიცილით, ხელების და ფეხების აქტიური მოძრაობებით ან ვოკალიზაციით.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი