იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

21/3/2020

ესეც ვთქვათ!!! - ,,იმედის კლინიკის" დირექტორის დავით კობეშავიძის მიმართვა

Comments

Read Now
 
Picture
,,იმედის კლინიკის" დირექტორი, თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე მიმართვას ავრცელებს
ესეც ვთქვათ!!!
ოცდათხუთმეტი წელია რაც ჩემი ხალხის ჯანმრთელობის დაცვას ვემსახურები.

ბუნებრივია, ბევრი ძნელბედობის ჟამი მახსოვს; ბევრჯერ იდგა ჩემი ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე; მაგრამ, მერწმუნეთ, ის რაც დღეს ხდება მსგავსი ნამდვილად არ მახსენდება.

ეს ცალსახად ასეა, მაგრამ მე სულ სხვა თემას მინდა შევეხო:

საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ექიმი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა და ბაბუა, რომ ასე მედგრად და ასე მობილიზებული შეხვდა საქართველო ამ საშინელ სენს.

ამაყი ვარ, რომ ასეთი პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, სრულიად მთავრობა გვყავს;

ამასთან, ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ისეთი ექიმები და ადამიანები, როგორებიც ბატონი ამირანი, ბატონი თენგიზი და ბატონი პაატა ბრძანდებიან... და კიდევ, უამრავი ექიმი, რომლებიც უხილავ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში არიან ჩაბმულები.

მადლობა თქვენ, ჩემო უსაყვარლესო თანამემამულენო - თქვენი თვითშეგნებისა და მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

დიახ, დღეს ხმამაღლა ვიტყვი იმას, რასაც აქამდეც ყოველთვის ვამბობდი - არავის მისაბაძი არაფერი გვჭირს, აქეთ მოგვბაძონ ჩვენ და ჩვენ ქვეყანას.

დიდება ჩვენ ერს, ჩვენ სამშობლოს!

გავმაგრდეთ!

სულ ცოტა ხანში ვიზეიმებთ უფლის აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას.

აუცილებლად გადავრჩებით ჯერ უფლის შეწევნით და მერე იმ ადამიანების ხელმძღვანელობით, რომლებიც მედგრად დახვდნენ ვირუსის რისხვას და მუქარას.

Picture
​დავით კობეშავიძე
​

​,,იმედის კლინიკის" დირექტორი
თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო
​უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი