იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

15/6/2020

გახანგრძლივებული ხველა ბავშვებში

Comments

Read Now
 
Picture
​თუ ხველა 2-3 კვირის განმავლობაში რჩება მშრალი, არ “დარბილდა” და არ წარმოიქმნა ნახველი (პროდუქტიული ხასიათის ხველა) დაავადების პირველ 3-4 დღეში, ეს საგანგაშო ნიშანია.

როგორც ჩანს, ხველის გამომწვევი არა ვირუსი, არამედ მიკრობებია, რომლებიც კარგად ემალებიან ორგანიზმის დამცველობით ძალებს.

ეს მიკრობებია: მიკოპლაზმა, პნევმოცისტები, ქლამიდიები ან კანდიდას გვარის საფუარისმაგვარი სოკოები. ამ მიკრობული კვარტეტის წარმომადგენლები თავს წამოყოფენ ვირუსული ინფექციის (გრიპის, მრვი) ჩამთავრებისას, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა დასუსტებულია ვირუსთან ბრძოლით.

ხშირად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის (მრვი) გართულების მიზეზი არის მიკოპლაზმა, მას მოსდევს პნევმოცისტა. ზოგიერთ შემთხვევაში გამომწვევები გაერთიანებული ძალით უტევენ ორგანიზმს. ასეთი ე.წ. მიქსტ-ინფექციები რთულად გადააქვთ ბავშვებს.

თითქოს უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს კვლავ ეწყება ტემპერატურული რეაქცია, ძლიერ ოფლიანობს, მივარდნილია, აქვს სისუსტე, უმადობა, გაღიზიანებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერდება ხველა, რომელიც არ აძლევს ძილის საშუალებას. ასეთ დროს მიმართეთ ექიმს.

ოთხივე ინფექციას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, თუმცა მათი მკურნალობა განსხვავებულია. თუ მკურნალობის ტაქტიკა დროულად არ შეირჩა, ჩამოყალიბდება გახანგრძლივებული მიმდინარეობის ბრონქიტი!


ბავშვი უნდა იყოს გამოკვლეული ოთხივე ინფექციაზე. გახანგრძლივებული ხველისას მხოლოდ ასეთი მიდგომით შეიძლება ანტიმიკრობული პრეპარატის შერჩევა (ერთი ან რამდენიმე, თუ მიქსტ-ინფექციასთან გვაქვს საქმე). სხვაგვარად, ჩამქრალი, შესუსტებული ხველა კვლავ გაძლიერდება ახალი ვირუსის ფონზე.

თუ ბავშვი ვერ გამოდის მდგომარეობიდან, მშრალი ხველა გახანგრძლივდა, საჭიროა მისი გამოკვლევა, რადგან რესპირატორული ინფექციის მიზეზია არა ვირუსები, არამედ სხვა გამომწვევები, ასეთი გვხვდება მრვი-ს დროს შემთხვევათა 6-8%-ში.


გახანგრძლივებულმა ინფექციამ შესაძლოა განაპირობოს ჰემოგლობინის დონის შემცირება, რომლის ნიშნებია:

  • კანის სიფერმკრთალე;
  • სისუსტე, ადვილად დაღლა და ძილიანობა;
  • უმადობა;
  • განვითარებაში ჩამორჩენა;
  • ფრჩხილებზე თეთრი ლაქები.

ერთი ნიშნის არსებობაც საკმარისია ბავშვის გამოსაკვლევად. რკინადეფიციტური მდგომარეობა თანდათანობით ვითარდება. სისხლის ანალიზში დაბალია ჰემოგლობინის დონე და შრატის რკინა.

საექიმო გასინჯვისას შესაძლებელია მოისმინოს ექიმმა გულის ტონების მოყრუება და სისტოლური შუილი. როგორც კი უმკურნალებთ ანემიას, გულის მხრივ ცვლილებები ნორმას უბრუნდება.

ანემია ასუსტებს იმუნიტეტს, ინფექცია კი აღრმავებს ანემიას. ამიტომ ხშირად მოავადე ბავშვებს, სწორი კვების გარდა, ექიმი ხშირად უნიშნავს რკინის პრეპარატებსაც.

რკინის წყაროა ხორცი, მის ასათვისებლად კი ორგანიზმს ესაჭიროება ჩ ვიტამინი, რომლითაც მდიდარია ხილი, კენკროვნები, ბოსტნეული.

1 წლის ასაკის ბავშვის მენიუში უნდა შედიოდეს - ძროხის, ქათმის, ინდაურის, კურდღლის ხორცის პიურე. 1,5 წლიდან მენიუ გაამდიდრეთ ორთქლზე მომზადებული კატლეტით, გუფთით, მცენარეულ ზეთზე მსუბუქად ჩაშუშული ხორცით.

ვირუსული ინფექციების სეზონის დადგომისას ეცადეთ ყოველგვარი ხერხით დაიცვათ ბავშვი მათგან - ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, ძილის წინ გაანიავეთ ოთახი, კვებეთ სრულფასოვანი საკვებით.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი